EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« 10 ყველაზე საშიში მცენარე მსოფლიოში »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-24 13:44:13

10 ყველაზე საშიში მცენარე მსოფლიოში

10 ყველაზე საშიში მცენარე მსოფლიოში

მსოფლიოში მრავალი შხამიანი და საშიში მცენარეა, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ. თუ გააგრძელებთ კითხვას ნახავთ მათგან 10 ყველაზე საშიშს.

1. ყველაზე მოსახერხებელი გზა ვირთხის შესაჭმელად. გიგანტური კოკისებური მცენარე: Nepenthes attenboroughii. ეს მცენარე ხარობს ვიქტორიას მთაზე, ფილიპინებში. იგი ხორცისმჭამლი მცენარეა და გამოყოფს ნექტრის მსგავს ნივთიერებას, რომელიც იზიდავს მსხვერპლს ფერმენტების და მჟავის მორევში. წებოვანი ნივთიერებების გროვების მეშვეობით შეუძლებელი ხდება მსხვერპლის მცენარიდან თავის დახწევა. ამ მცენარეს 30 სანტიმეტრიანი დიამეტრი აქვს, რაც მღრღნელების მახეში გაბმის საშუალებას იძლევა, მაგრამ Nepenthes attenboroughii-ის ჩვეულებრივი საჭმელი მაინც მწერებია. კოკისებური მცენარეები, რომელთა 600-მდე სახეობაა, იზრდებიან იმ ადგილებში, სადაც აზოტის დეფიციტია და ამის გამო ნუტრიენტები ასუსტებენ მცენარის მსხვერპლს.

Nepenthes attenboroughii

2. ყველაზე მოსახერხებელი შხამიანი მცენარე, რომელიც შეგიძლია იყოს შენს ბაღში. კასტორის ცერცვი: Ricinus communis კასტორის ცერცვის შეძენა შეიძლება ბაღებში, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს სასიკვდილო შხამს. ემი სტიუარტს, რომელიც მომწამვლელი მცენარეების ექსპერტია, აქვს შეხება ასეთ მცენარეებთან და რამდენიმე მათგანი მის ბაღშიც იზრდება. დაინტერესებულ მებაღეებს შეუძლიათ ამ მცენარის თესლის მოგლეჯა. მის გადამუშავების შედეგად გამოყოფილ შხამს იყენებენ სპეციალურ იარაღებში.

Ricinus_communis

3. ყველაზე ძლიერი ტოქსიკური მცენარე ჩრდილოეთ ამერიკაში. დასავლეთის წყლის კონიო: Cicuta douglasii. ითვლება, რომ ეს მცენარე ყველაზე შხამიანი მცენარეა ჩრდილოეთ ამერიკაში. წყლის კონიო შეიცავს ტოქსიკანტ ციცუტოქსინს,რომელსაც შეუძლია ცენტრალური ნერვული სისტემის მწყობრიდან გამოყვანა, რაც გამოიხატება ადამიანის კრუნჩხვებში ჩავარდნაში, კუნთების შეკუმშვაში და საბოლოო ჯამში ადამიანი კვდება. წყლის კონიო განსხვავდება შხამიანი კონიოსაგან, რომელიც სოკრატეს ცნობილი მკვლელია. ის ადამიანს კლავს სასუნთქი სისტემის პარალიზებით. ეს ორივე მცენარე თქვენ წარმოიდგინეთ სტაფილოს ოჯახს მიეკუთვნება.

Cicuta_douglasii

4. მცენარე, რომელმაც მოკლა პრეზიდენტის დედა. თეთრი გველისძირა: Eupatorium rugosum. ამ მცენარით გარდაიცვალა აბრაამ ლინკოლნის დედა ნენსი ჰენქსი. მისმა ძროხამ შეჭამა (მცირე რაოდენიბით და ამიტომ გადარჩა) გველისძირა და რძე მოიწამლა, ამ რძის დალევის შემდეგ კი ნენსი ჰენქსი გარდაიცვალა. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს უჯერ ალკოჰოლს ტრემეტოლს, რომელსაც შეუძლია პირუტყვის კუნთების შეკუმშვა, სანამ მოკლავს მას. მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, ხალხი ცდილობდა აეხსნა, თუ რით კვდებოდა მათი საქონელი. ეს ფაქტი ამოხსნელი იყო იქამდე, სანამ ა.შ.შ.-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ამოხსნა ეს ფაქტი და შემდეგ სწრაფად გაავრცელა მთელს მსოფლიოსი. დღეს თეთრი გველისძირა, კვლავ ფართოდ იზრდება, მაგრამ მისი გავრცელების კონტროლმა, თავიდან აიცილა მისი შხამით საქონლის მოწამვლა.

Eupatorium rugosum

5. საუკეთესო მცენარე სტუმრის მოსაკლავად. აკონიტი: Aconitum napellus ერთხელ სტიუარდს ჰკითხეს: რა იყო საუკეთესო მცენარე, რითაც შეიძლებოდა მოეკლათ სადილის დამსწრე სტუმარი. დიდი განხილვის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს მცენარე იყო აკონიტი. მან თქვა: თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაბეგვოთ ამ მცენარის ფესვები და დაუმატოთ მოშუშულ საკვებს. ღია იისფერი აკონიტი, ხშირად ხვდებათ ბაღების შემოგარენში. ის შეიცავს ტოქსიკურ ალკალიდს- აკონიტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ასფიქსია.

Aconitum_napellus_Ticino

6. ყველაზე საზარელი მკვლელი Common Bladderwort: Utricularia macrorhiza ეს მცენარე წყლის პატარა ცხოველებს ჭამს. მისი რამდენიმე ბუშტუკი წყალშია ჩაძირული და იჭერს მსხვერპლს, როგორიცაა თავკომბალები და პატარა კიბოსნაირები. ამ მცენარის ჯაგარისებულ გამონაზარდებში ებმევა მსხვერპლი და შემდეგ ან შხამით ან შიმშილით კვდება. როცა მსხვერპლი დალპება და სითხედ გადაიქცევა, მცენარის კედლებზე განლაგებული ბუშტუკები შეიწოვს მას.

Common Bladderwort: Utricularia macrorhiza

7. ცხოველების დიდი მოყვარული Venus flytrap: Dionaea muscipula ამ მცენარეს აქვს უნარი დაიხუროს ნახევარ წამში. მწერი მას უნდა შეეხოს ზედიზედ ორ თმაზე, იმისთვის, რომ რეაქცია მოახდინოს. მაგრამ მცენარის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. ამერიკის ბოტანიკური საზოგადოება აღნიშნავს ძველ თეორიებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ წყლის წნევის მოულოდნელი ცვლილება განაპირობებს ამ მცენარის რეაქციას, მაგრამ ამ თეორიას დღეს არავინ იზიარებს.

Venus flytrap Dionaea muscipula

Venus flytrap: Dionaea muscipula

8. ადამიანის გვამად ქცევის საუკეთესო საშუალება ანგელოზის საყვირი: Brugmansia დახრილი და თვალისმომჭრელი ანგელოზის საყვირის ყვავილი, ხარობს სამხრეთ ამერიკის რეგიონებში. ის შეიცავს ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებების გროვებს, რომლებიც შეიცავს ათროპინს, ჰიოსკიამინს და სკოპოლამინს. კოლუმბიაში კრიმინალებმა ამ მცენარიდან გამოყვეს სკოპოლამინი და გამოიყენეს ძლიერი ნარკოტიკული მოქმედებისთვის. ამ ტოქსინის მეშვეობით მსხვერპლი აზრზე არ არის რას აკეთებს, მაგრამ ყველაფერს გააზრებულად (ბოლოს კი კვდება). სკოპოლამინს კანი და ლორწოვანი გარსიც კი იწოვს და მისი სახეზე შეყრაც კმარა ადამიანის მოსაკლავად.

Angel's Trumpet, Brugmansia

9. ყველაზე მაცდური საწამლავი ოლეანდრი: Nerium oleander ეს შესახედად ჩვეულებრივი მარადმწვანე ბუჩქი არის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარე. ამ მცენარის ფოთლები, ყვავილები და ნაყოფი შეიცავს გულის ამაჩქარებელ გლიკოზიდებს. მას რაღაც ოდენობით სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ, მაგრამ ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს. სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენებით ოლეანდრით მრავალი ადამიანი დაიყუპა. ხალხს ხშირად თვალს ჭრის ამ მცენარის სილამაზე და ფერები, მაგრამ მისი მოწყვეტა არ შეიძლება, იმდენად საშიშია, რომ თუ მისი შხამი სხეულში მოხვდა გულს მომენტალურად აჩრებს.

Nerium oleander

10. სახლის დაცვის საუკეთესო საშუალება. მალა მუჯერი: Cnidoscolus angustidens სტიუარტი აღწერს, რომ ეს ბაღის მცენარე უფრო მტიკვნეულია, ვიდრე შხამიანი. “მალა მუჯერ”: რომელიც იტთარგმნება, როგორც “ცუდი ქალი” ხარობს სამხრეთ-დასავლეთ მექსიკაში და დაფარულია საშინელი ეკლებით. თუმცა რეალურად საშიში არის მწველი, რძის მაგვარი ნივთიერება. ეს ნივთიერება დამახასიათებელია ბევრი ეუფორბიას გვარის მცენარეებისთვის და შეუძლია გამოიწვიოს კანის მტკივნეული გაღიზიანება და ფერის შეცვლა, რაც კანის საზიზღარ შეხედულებას აძლევს.

Cnidoscolus angustidens

Cnidoscolus angustidens