EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ავსტრალიაში მსოფლიოში უდიდესი კრატერი აღმოაჩინეს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2015-04-05 12:10:45

ავსტრალიაში მსოფლიოში უდიდესი კრატერი აღმოაჩინეს

ავსტრალიაში მსოფლიოში უდიდესი კრატერი აღმოაჩინეს

ავსტრალიაში მსოფლიოში უდიდესი კრატერი აღმოაჩინეს - evpatori.ge

აღმოჩენა ცოტა ხნის წინ გაკეთდა და შესაძლოა, ამ ფაქტმა ახალი ახსნა მოუძებნოს დედამიწაზე სიცოცხლოს განვითარების ცნობილ მოვლენებს.

 

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, 300-600 მილიონი წლის წინ ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც 10-20 კილომეტრი იყო, შეეჯახა დედამიწას. დარტყმის ძალა 10-20 გიგაპასკალი იყო. ასტეროიდი ორად გაიხლიჩა. მისგან წარმოქმნილი კრატერის დიამეტრი 400 კილომეტრს შეადგენს.

მსგავსი შეტაკება არა მარტო გაანადგურებდა სიცოცხლეს მთელს ამ რეგიონში, არამედ გამოიწვევდა ეკოლოგიურ ჯაჭვურ რეაქციას მთელს დედამიწაზე.

ამიერიდან ეს კრატერი მიჩნეულია ყველაზე დიდ კრატერად დედამიწაზე. აქამდე საპატიო პირველი ადგილი ეკავა Vredefor კრატერს, რომელიც იოჰანესბურგიდან 120 კილომეტრში მდებარეობს და მისი დიამეტრი 250-300 კილომეტს შეადგენს.

აღმოჩენა სრულებით შემთხვევით გაკეთდა: კანბერის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის სკოლის სპეციალისტები იკვლევდნენ რეგიონს გეოთერმალური ელექტროსადგურის აშენების პირობებთან დაკავშირებით და 2 კილომეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს ქანები, რომლებიც შუშად იქცა ექსტრემალური ტემპერატურისა და წნევის გამო.