EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« კიბოს სრული დამარცხება შესაძლებელია! »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2015-06-08 19:13:43

კიბოს სრული დამარცხება შესაძლებელია!

კიბოს სრული დამარცხება შესაძლებელია!

კიბოს სრული დამარცხება შესაძლებელია!

როგორც ვაიცმანის სახელმწიფო ინსტიტუტის იმუნოლოგი პროფესორი-ლეა აიზენბახი ამბობს, მან თავის გუნდთან ერთად 30 წლიანი მუშაობის შემდეგ შექმნა ვაქცინა, რომელიც კიბოს 20-ამდე სახეობას დაამარცხებს. მისი თანამოაზრე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ვაქცინის პრაქტიკაში დანერგვის შემდეგ, კიბოს მკურნალობაში ქიმიო თერაპიის კურსის გამოყენება საჭირო აღარ იქნება. "ჩვენ შევქმენით ვაქცინა, რომელიც ისე ააქტიურებს იმუნურ სისტემას, რომ მისი მთავარი ”ჯარისკაცები” — ლიმფოციტები — გადაიქცევიან დაუმარცხებელ მებრძოლებად. ისინი ცნობენ სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად შენიღბვის მრავალი ხერხისა და უკლებლივ ანადგურებენ მათ“, - ამბობს პროფესორი აიზენბახი. ვაქცინის შემქმნელები ასევე ამტკიცებენ, რომ აღნიშნულ ვაქცინას, შეუძლია შეიცვალოს სიმსივნის ტიპის მიხედვით, ის წარმოადგენს პროტეინებს – ცილების გარკვეულ კომბინაციას. ლეას განმარტებით, მათი ვაქცინით გააქტიურებული ლიმფოციტები იძენენ დამატებით ”ძალას”, შემდეგ კი მოქმედებენ ბიოქიმიკოსების მიერ მკაცრად დაპროგრამებული მექანიზმით: ანეიტრალებენ გადაგვარებულ უჯრედებს. როგორც მეცნიერები აცხადებენ მეცნიერული კვლევა დასრულებულია ,და არსებობს დაპატენტებული დასკვნაც. ახლა ექიმებსა და ბიოტექნოლოგიურ კომპანიებზეა დამოკიდებული, ჩადებენ თუ არა ინვესტიციას კლინიკურ კვლევებში და გამოუშვებენ თუ არა ვაქცინას. მიუხედავად იმისა რომ ამ ვაქცინას კიდევ მრავალი კლინიკური კვლევა უნდა ჩაუტარდეს, ის უკვე მიიჩნევა კიბოს მკურნალობაში ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან, მეცნიერულ მიღწევად.