EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დაავადებები, რომლებსაც ზედმეტი წონა იწვევს »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-25 00:53:32

 

ჭარბი წონა არამხოლოდ ესთეტიკური ნაკლია, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობას სერიოზულად აუარესებს. სახელდობრ, რა პრობლემები აწუხებს მსუქან ადამიანს? 
 ჰიპერტონია.  ჭარბწონიანებში ჰიპერტონია, საშუალოდ, 4–ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ნორმალური წონის ადამიანებში. 
 ოსტეოქონდროზი. ყოველი ზედმეტი კილოგრამი დამატებითი დატვირთვაა ხერხემალზე, რომელიც მისი დისკების გაცვეთას იწვევს. 
 ვარიკოზი. ჭარბი წონა ფეხებზე დატვირთვას ზრდის, ხოლო სიმსუქნით გამოწვეული ჰორმონული ცვლილებები მის კედლებს ასუსტებს. 
 დიაბეტი. მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთა 80% სიმსუქნით იტანჯება. ჭარბი წონის შემთხვევაში პირველი ტიპის დიაბეტით დაავადების რისკი 2–ჯერ იზრდება, მეორე ტიპის დროს – 5–ჯერ. 
 უნაყოფობა.  მსუქან ქალებში უშვილობის პრობლემა 2–ჯერ უფრო ხშირად აღინიშნება. მიზეზი ისაა, რომ ცხიმოვანი უჯრედები გამოყოფენ ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ჰორმონულ სტატუსს არღვევენ. 
 სუნთქვის პრობლემა აქვთ ადამიანებს, რომლებშიც ცხიმის ფენა ძირითადად მუცელზეა განფენილი. ის დიაფრაგმას აწვება, რის გამოც ფილტვების მოცულობა და მასში ჰაერის ცირკულაცია მცირდება. შედეგი – ხშირი ბრონქიტი და პნევმონია.