EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

თემური

Mafioza

ნასტია

Lasha

Gamarjveba






« ჩვენი საქმე - ქობულეთი (ექსკლუზივი მხოლოდ EVPATORI.GE_ზე) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-07-17 17:02:50

ჩვენი საქმე - უშანგი სიხარულიძე

ჩვენი საქმე (ექსკლუზივი მხოლოდ EVPATORI.GE_ზე)

ჩვენი საქმე - უშანგი სიხარულიძე

ნოველა მოგვითხრობს რამოდენიმე ადამიანის თავგადასავალს, სიტუაციურ ქმედებებს, ბოჰემურ მისწრაფებებს, მათ აინტერესებთ წამიერი ქმედებებით დატკბნენ ამაო წუთისოფელში, მოისროლონ გვერდზე ყოველდღიური პრობლემები და მისცენ თავს მაქსიმალური თავისუფლება წამიერ უსასრულობაში.

ქობულეთი

საქართველოში ქეიფს გართობას და სიყვარულს რა გამოლევს?!

მე და ჯორჯი ნაშუადღევს ფეტოურაზე ჩემს ვილაზე პახმელიაზე გამოვდივართ, ეზოში ,სუფთა ჰაერზე სავარძელში მოკალათებულები ატმის წვენს ვწრუპავთ.

-მორგანა ჩემი ნაშა ხვალამდეა ქობულეთში თავის დაქალთან ერთად წამოიწყო ჯორჯმა..

ხოდა გავუდგეთ გზას, ხომ არ ვალოდინებთ ჯულის? ჩამავალი მზე რომანტიკა და..

-ვინ არის ჯული? გაუჩნდა შეკითხვა ჯორჯს

აბა რა ქვიაო ჩემს ნაშასო რა თქვი?

მორგანა!

სულ ერთია.

ნახევარ საათში გზას დავადექით, გზად ჩვენს ძმა პაკოს გავუარეთ, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა სტადიონზე, გამოვიყვანეთ შუა თამაშიდან ჩავისვით მანქანაში და მაღაზიაში გავედით ( მე სიგარეტის მარაგი ხომ უნდა შემევსო). პაკომ ცოტა ხანი ათვალიერა არყები და ერთ მწვანე სპირტიან სასმელს დაადგა თვალი რომელსაც ეწერა - აბსენტი.

-ჯორჯ მოდი დავითრიოთ რა აბსენტი, რაღაც მაგის მუღამზე დავდექი, არ გამისინჯავს და მინდა გავსინჯო! შეუჩნდა პაკო.

-ნაგავია არ იყიდოთ ეგ სისაძაგლე, ნამდვილი არ იყოს ეგეც ვესროლე რეპლიკა.

ცოტა ხანი უტრიალა ორივემ აბსენტს და მალე გარეთ გამოვედით, მაგრამ მანქანაში რომ ჩაჯდნენ ერთმანეთს გადახედეს და უკანვე შებრუნდნენ. არ გასულა ორი წუთი და გაბრწყინებული სახით გამოდის პაკო, ხელში აბსენტის ბოთლი უკავია და სახით ეფერება, რომეო ჯორჯს სახეზე  ღიმილი დასთამაშებს, მან მანქანა დაქოქა და რამოდენიმე წამში ქობულეთის გზაზე მიგრიალებდა სიჩქარეს დანატრებული მანქანა, მზის ჩასვლისთვის ხომ უნდა მიესწრო რომეო ჯორჯს?!

კარგ დროს ჩავედით და ურიგო გოგოებიც არ დაგვხვდა, ქართველი გოგჩო პლანაქეში აღმოჩნდა, რომელიც მალე, სულ რაღაც ერთ თვეში საქმროსთან უნდა წასულიყო შორეული ტეხასის შტატში, რაც შეეხება ამერიკელს all girls are bitches იყო როგორც თვითონ ამბობდა, ერთი სიტყვით არც ერთი არ ჩამოუვარდებოდა ერთმანეთს ბოზობაში, მაგრამ ქართველი პლანის გარეშე ეტყობა მაინც ვერ კაიფობდა სექსის დროს. გამარჯობა გაგიმარჯოს და რამოდენიმე ქათინაურის შემდეგ გავეშურეთ ზღვის სანაპიროზე თან ბარებს ვათვალიერებდით.

ნია ჩემთან და პაკოსთან საუბრით იქცევს თავს, მორგანა ჯორჯს უხსნის სიყვარულს

-პლანს ეწევით? გვეკითხება ნია.

-პლანს გააჩნია ვეუბნები მე.

ნუ მე და ჩემმა დაქალმა ამას წინათ ბიო მოვწიეთ ერთი საათი მივდიოდით აქედან იქამდე ხელი გაიშვირა ნიამ (მითითებულ ადგილამდე 100 მეტრის რადიუსი იყო დაშორება ჩვენგან), მაგრამ ერთი საათი მოვანდომეთ იქ მისვლამდე.

პაკომ უცბად გადახარშა სიტუაცია და ეუბნება ნიას:

-პლანი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ნეტა წინასწარ ეთქვა მორგანას, მთელ პლანტაციას წამოვიღებდი და დღეს მაგარ ღამესაც გავატარებდით სუყველა!

ჯორჯი მორგანას უთარგმნის ინგლისურად.

მორგანამაც ვაი ნოთ ნიაო? ვი ბოუს ლავ სექსო!

პაკომ ეს რომ გაიგონა  მორგანას ეუბნება - იუ ოჩენ ხაროში გირლო, წინ გახტა და თავისებური ცეკვით სიმღერა დაიწყო ;

აი ემ ზი სექს მაშინა, აი ემ ზი სექს მაშინა თან შიგადაშიგ ნიას უყურებს. ნია თვალს არიდებს ალბად იმიტომ, რომ დაბოლილი არ იყო სულაც. პაკოსანმა ცეკვით რომ გული იჯერა მორგანას მიურტრიალდა და ჯორჯზე ეუბნება:

He can sex!  შემდეგ თითით მიუთითა ჯორჯზე - He can sex!

მორგანას ჯორჯის სექსის აბა რა ესწავლებოდა?! მან თავის სექსის ობიექტს გადახედა და გაუღიმა. მალე  ღია ბარში შევედით სადაც ლამაზად იშლებოდა ჩამავალი მზის ხედი, რომანტიკა ქვეყანასა ზედა. ვსვამთ მე და ნია ვეწევით სიგარეტს, ის თავის ისტორიას მიყვება, ხატავს მომავალს, სადაც სადღაც ტეხასის შტატში, რომელიღაც რანჩოში, სექსი და მარიხუანა არ მიაკლდება. პაკო ჩუმად ზის, შიგადაშიგ რეპლიკებს ისვრის. მორგანა ჯორჯთან ერთად სიყვარულით გასცქერის მზის ჩასვლას, დროდადრო ყურთან ახლოს ეჩურჩულება ჯორჯს სიყვარულზე და ალბად სექსზე. ყველანი ლუდს ვწრუპავთ დაგემოვნებით. ღამე უკვე სხვა ბარში გადავინაცვლეთ და განსხვავებულ სპირტიან სასმელებს მივეძალეთ. პაკომ მაღაზიიდან წამოღებულ აბსენტს მოხსნა თავი, აქეთ იქეთ მიმოიხედა ვინმე ხომ არ გვიყურებსო, ბარემ გავსინჯოთო და წინასწარ დაწყობილ ჭიქებში ჩამოასხა, სადღეგრძელო ვთქვით, უნდა გადავკრათ და ნიამ დაიყვირა:

არ დალიოთ! მოიცა ერთი წამი სანამ დალევთ!  ჯიბიდან სანთებელა ამოაძვრინა და აბსენტს წაუკიდა. ყველამ სული შეუბერა, მე რატომღაც მომინდა ხელით ჩამექრო, ჭიქას ხელი დავაფარე, მაგრამ არ ჩაქვრა, ხელი ავწიე, ჭიქაც აყვა, გავაქან-გამოვაქანე ხელი, მაგრამ არ ძვრება, თითქოსდა მეუბნება შენს იქეთ გზა არ მაქვსო, ცეცხლი ანთია ისევ შიგნით და ხელს წვავს. გაბრაზებულმა მაგიდას გვერდიდან დავკარი ჭიქა. ხელს კი მოძვრა მაგრამ ეხლა მაგიდა აალდა.. ქაღალდები, რაც ხელს მოხვდა გადავაფარეთ და როგორც იქნა ჩავაქრეთ ცეცხლი. ყველანი გამხიარულდა ისევ. დროის შემდეგ მაგარი მოწყენილი პაკო ზის და თავისთვის ბუზღუნებს

-მე რა ჯანდაბა მინდოდა აქ რატომ გამომიარეთ? დავრჩი დღესაც უქალოდ და ეგ არის.

-ნუ ნერვიულობ ეგ მეორე შენი იყოს! მე პრობლემა არ მაქვს, ვნახავ სხვას.

-ეგრე არ გამოვა შემედავა პაკო.

-რასაც ვამბობ ისე იქნება ოღონდ დაელაპარაკე შენებურად. ამასობაში ტელეფონი მირეკავს, ტელეფონზე აწერია - ჯოი ზაზა. ეეე ჯოი რაფერ ხარ ძამიკო თან ფეხზე წამოვდექი და გარეთ გასვლა დავიწყე (შიგნით წესიერად არ მესმოდა ლაპარაკი მუსიკის გამო). 10 წუთის შემდეგ უკან დავბრუნდი და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე სუფრასთან. დაჯდომისას გარკვევით მესმის გაბრაზებული პაკოს საუბარი რომელიც გაბრაზებული სახით ჩაშტერებოდა ნიას. შენ რატომ ხარ აქ? უსვამს შეკითხვას ნიას.

-ნია: მეე?

-პაკო: რატომ ხარ აქ მეთქი გეუბნები?

-ნია: რა ვიცი დაქალს გამოვყევი.

-პაკო: ხომ გიყვარს დროს ტარება?

-ნია: კი ვის არ უყვარს?

-პაკო: ხოდა დღეს მაგარი დრო უნდა გავატაროთ ერთად!

-ნია: რა არ ვატარებთ?

-პაკო: კი როგორ არა მაგრამ ხომ ხვდები? მთელი ღამე წინაა დღევანდელი დღე დაუვიწყარი უნდა გახდეს.

-ნია: მე შეიძლება ცოტა ადრე მომიწიოს წასვლა.

-პაკო: ცოტა ადრე მოგიწიოს წასვლა? რატომ ხარ აქ მეთქი გელაპარაკები? რატომ წამოყევი დაქალს თუ არ გინდოდა ჩვენთან ყოფნა? შენ არსად არ წახვალ ამ საღამოს და ჩვენ ერთად შევხვდებით განთიადს! მე შენთან სექსი მინდა! მე მინდა დაუვიწყარი ღამე გავატარო ამ ღამე შენთან და დაუვიწყარი ღამე გაგატარებინო!.

მინდოდა გადამეხარხარა მაგრამ თავი შევიკავე და ღიმილს დავჯერდი. ნიამ ცოტა შეშინებულმა გადმომხედა, მაგრამ ჩემი მომღიმარი სახე რომ დაინახა თითქოს დამშვიდდა, პაკო თავზე მოეფერა და ისიც სიამოვნებით ჩაეხუტა.

დრო არ იცდის და თავის გზას მიუყვება, ნუ შესაძლოა გინდა, ხანდახან გაჩერდეს, მაგრამ როგორც ჩვენ ვიცით დედამიწაზე ცხოვრებაც და სიტუაციაც დროს ექვემდებარება. ერთფეროვანი სიტუაცია ხანდახან გვბეზრდება, გამომდინარე აქედან როცა საჭიროდ ჩავთვალეთ ბარიდან გამოვედით, პაკომ ოფიციანტის ტელეფონიც ყოველი შემთხვევისთვის ძალით დაითრია. სასმელმა, სუფთა ჰაერმა თავისი ქნა და მორგანას ერთ ადგილას შესვლა მოუნდა, მეც ამფსონობა გავუწიე ხოდა ერთად გავედით ფეხისადგილის საძებნელად, სამწუხაროდ არც ერთ ბარს, რესტორანს და  სასტუმროს მსგავსი არაფერი აღმოაჩნდა ბულვარის ტუალეტიც 7-ზე დაკეტილა თურმე, რას ვიზამდით დავბრუნდით უკან. ნია ადგილზე აღარ დაგვხვდა, რაღაც მოუმიზეზებია და გაპარულა. გადავწყვიტეთ ის ღამე სასტუმროში გაგვეთენებინა, მაგრამ აქაც არ გაგვიმართლა, ყველა ნომერი დაკავებული აღმოჩნდა და რადგან ყველანი ზომაზე მეტად ვიყავით ნასვამი სხვა გზა არ იყო ის ღამე მანქანაში უნდა გაგვეთენებინა.

ჯორჯი და მისი ამერიკელი ნაშა ზღვაზე წავიდნენ სასეირნოდ, პაკომ იწრიალა, იწრიალა, ბოლოს გაახსენდა ვიღაც ძმაკაცი და მასთან სმის გაგრძელება გადაწყვიტა, გამომდინარე იქიდან რომ მე ვერ წავყვებოდი რახან მანქანის გასაღები მე მქონდა, ხოლო ჯორჯი  მის სიმპატიასთან ერთად ზღვაზე გულაობდა და ღმერთმა იცის უკან როდის დაბრუნდებოდა პაკოს გადაჭრით ვუთხარი უარი სადმე გაყოლაზე  და თვითონაც დავიყოლიე არ წასულიყო.

კარგი აღარ წავალ თქვა მან და ოფიციატი გაახსენდა, ტელეფონი აკრიფა და იმედიანად დარეკა. შეხვედრა სთხოვა მაგრამ მანაც სამსახური მოიმიზეზა და შეხვედრა 2 დღის მერე გადაუტანა. ცოტა ხანი იწრიალა და ფანჯრიდან ვიღაც სომხის გოგო დალანდა, რომელიც ოჯახთან ერთად ისვენებდა გარეთ, ის მანქანიდან გადახტა და რუსულად მთელი თავგამოდებით დაუწყო შებმა, რუსული სიტყვები რომ შემოეხარჯა ინგლისურზე გადავიდა, მაგრამ აქაც არ გაუმართლა, მშობლებმა მელევე წააბძანეს ახალგაზრდა ქალიშვილი სახლში. პაკო ისევ მანქანაში ჩაჯდა. აუ წავალ რა აბა რა ვაკეთო მანქანაში? ხომ არ დავიძინებ? ბოლოს და ბოლოს გასართობად ჩამოვედით თუ როგორაა საქმე?

ვიცოდი არ მომასვენებდა და გზა დავულოცე. ორი წუთი არ იყო გასული და უკანვე მობრუნდა.

- რა იყო არ წახვედი? ვეკითხები მე

- აბსენტი დაგვრჩა? შემომიტრიალა კითხვა პაკომ

- კი ცოტა.

- დალევ? შემომხედა გამომცდელი თვალით.

- არა!

- წავიღებ მაშინ უკან ხომ არ ვათრევთ ხვალ სახლში?

- არ წაიღებ!

- რატომ?

- ნორმაზე მეტი გაქვს უკვე მიღებული.

 - ჰო კარგი წავედი მაშინ, ამოიოხრა პაკომ და წავიდა.

ცოტა ხანში ისევ უკან მობრუნდა; აუ ძმურად დღეს ვატრაკებთ და ბოლომდე გამისწორე რა, წავიღებ რა მაგ აბსენტს ჰა?

-არა

-კარგი მოდი მაშინ სანამ წავალ ერთად დავლიოთ?

-წაიღე ეს სპირტი, შენ აღარ დალიო ისედაც გაქანავებს უკვე.

-ჩვენ სიყვარულით ვქანაობთ ჩემო ძმაო! ხო იცი როგორ მიყვარხარ?

ფეხი არ წამოკრა რამეს, მანქანას არ შეუვარდე და თვალი გავაყოლე უკვე სირბილით მიმავალ პაკოს. დავრჩი მარტო. რაც შეიძლებოდა კომფორტულად მოვთავსდი და ვცადე დამეძინა, მაგრამ ერთი საათი არაფერი გამომივიდამ ბოლოს როგორც იქნა დიდი წვალების შემდეგ ჩამთვლიმა. ახლად ჩაძინებულზე მესმის მობილურის წრიპინი, ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო მაგრამ არ ჩერდება ზარი. მობილურს დავხედე ვინ იყო ჩემი შემწუხებელი, ტელეფონს აწერია - პაკოსან. ushangi sikharulidze

-ჰა რა გინდა? სად ხარ?

-პივას ვსვამ ძმაკაცთან, უკვე მესამე ბაკალი გამოვცალე, ის რაც წავიღე ეგეც დავლიე. ჯორჯი მოვიდა?

-არა.

-კარგი.

ისევ ვიძინებ დიდი გაჭირვებით და თავის ტკივილით, ეხლა უკვე დილამდე თითქოს აღარაფერმა უნდა შეუშალოს ხელი ჩემს სიმშვიდეს, მაგრამ არ ისვენებს ტელეფონი, ვიღაცას უნდა რომ წყობიდან გამომიყვანოს! ტელეფონს დავხედე და ისევ პაკო.

-მითხარი რა არ გასვენებს ამ ღამ...

- ჯორჯი მოვიდა?

-არა.

-მორგანას პირში მისცა თუ იცი?

-მისმინე; ჩვენ ამ საღამოს მივდივართ თუ გინდა გამოდი ან ხვალ მარშუტკით წამოდი (გაბრაზებული).

-ვა მთვრალები მივდივართ?

ტელეფონი გავთიშე და ისევ ვიძინებ. ახალი ჩაძინებული ვარ და ძილში კაკუნის ხმა მესმის, ყურადღებას არ ვაქცევ მაგრამ კაკუნი არ ჩერდება, გამეღვიძა მაგრამ თვალები არ გამიხელია, ვიღაცა ფანჯარაზე აკაკუნებდა. გაბრაზებული წამოვიწიე ფანჯარაში გავიხედე რომ გადავსულიყავი და გავსწორებოდი თავხედს... - გარეთ ბედნიერი სახით დგანად ჯორჯი და მორგანა. კარი ღია იყო და ისინიც სასწრაფოდ მოკალათდნენ მანქანის უკანა სავარძელზე. ჯორჯმა პაკო მოიკითხა:

ძმაკაცთან გავიდა, იქ რჩება მოვუჭერი მოკლედ.

ამასობაში ჯორჯის ტელეფონი აწკარუნდა, პაკოა მომახარა მან და ტელეფონი მაღალ ხმაზე ჩართო ყველას რომ გაეგო: უშანგი სიხარულიძე

-ხო პაკ სად ხარ?

-მორგანას პირში მიეცი?

-რააა?

-მორგანას პირში მიეცი მეთქი?

მორგანამ მაგდენი ქართული იცის და ცოტა შეიშმუშნა.

-გაჟიმე ეგ ბოზი? აგრძელებს პაკო.

-ყველაფერი კარგადაა შენ სად ხარ?

-გზაში ვარ მოვდივარ, უჩემოდ არ წახვიდეთ და საერთოდ სად მოვდივარ? სად ხართ?

ზღვის პირა სასტუმროში, სასტუმროს აწერია ბლექსი, ხოდა მანდ მოგიყვანოს ტაქსმა.

ტაქსის მძღოლს მსგავსი არაფერი გაეგო, გამომდინარე აქედან ჯორჯს მოუწია ტრასაზე დახვედრა და პაკოს მანქანაში შემოცილება.

ის ღამე რის ვაივაგლახით გავატარეთ ოთხივემ.

 

გადაფურცლეთ გვ. 1

<   1  2  3  4   >

უშანგი სიხარულიძის წიგნიდან - დასასრულის დასაწყისი

საავტორო უფლებები დაცულია

უშანგი სიხარულიძე - ushangi sikharulidze