EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დიაბეტის ვაქცინა გამოვლენილია? »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2016-07-22 20:58:06

დიაბეტის ვაქცინა გამოვლენილია

დიაბეტის ვაქცინა გამოვლენილია?

დიაბეტის ვაქცინა გამოვლენილია?

ამერიკის შეერთებულ შტატებში 1.25 მილიონი ადამიანი იტანჯება 1 ტიპის დიაბეტით. ვაქცინა (bacillus Calmette-Guerin), რომელიც ტუბერკულოზის მკურნალობისას გამოიყენებოდა 100 წლის წინ ეფექტური აღმოჩნდა ამ დაავადებასთან ბრძოლაშიც. ეს ვაქცინა თანამედროვე მედიცინაში შარდის ბუშტის სიმსივნის მკურნალობისას გამოიყენება და უსაფრთხოა.

75-ე სამეცნიერო სესიაზე ამერიკის დიაბეტის ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა რომ FDA ამ ვაქცინას 150 ადამიანზე გამოცდის, რომელსაც დიაბეტი დაუდგინდათ.

იმ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც 1 დიაბეტითაა დაავადებული, არ გამოიმუშავებს ინსულინს, იმუნური სისტემის მოშლის გამო ირღვევა ის უჯრედები, რაც ინსულინს გამოიმუშავებს. ნაცვლად წარმოიქმნება T უჯრედები, რაც პანკრიასს პრობლემას უქმნის, ეს ვაქცინა, წორედ T უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელს.

დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც ვაქცინა გაუკეთდათ, აღნიშნათ ნივთიერების, TNF დონის აწევა. სწორედ TNFუშლის ხელს T უჯრედების წარმოქმნას.

წინა კვლევებში პაციენტებს ტუბერკულოზის ვაქცინა 4 კვირის ინტერვალით უკეთდებოდათ. შედეგებით ცხადი გახდა რომ საშიში T უჯრედები განადგურდა. ზოგი პაციენტის შემთხვევაში კი ორგანიზმმა განაახლა ინსულინის გამოყოფა.

მასაჩუსეტის საავადმყოფოს იმუნოლოგიის ლაბორატორიის დირექტორი ექიმი დანის ფაუსტმანი შედეგით ძალიან კმაყოფილია.

„ცდების დროს ჩვენ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი პასუხები მივიღეთ BCG-ზე, მაგრამ ჩვენი მიზანია თერაპიაშიც ასევე ეფექტურად დავნერგოთ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ პაციენტებთან მუშაობას ვისაც პირველი ტიპის დიაბეტი აქვს. ეს შედეგი განაპირობებს ჩვენს შემართებას რომ იმ კონდენციამდე მივიდეთ რომ დიაბეტის მაღალ სტადიაზეც კი ეფექტი მივიღოთ“. 

ახალი 5 წლიანი ცდები ამ ზაფხულს დაიწყება. მონაწილეთა ასაკი 18-იდან 60 წლამდეა. ცდები იგივე ფორმატით წარიმართება, ანუ 2 ინექცია 4 კვირიანი შალედით. პაციენტებს 4 წლის მანძლზე დავაკვირდებით.

დიაბეტის ყველა ექსპერტი არაა დარწმუნებული მეთოდის ეფექტურობაში. რობერტ სობელი, ფრაიბერგის მედიცინის სკოლის ასისტანტ პროფესორი, ხსნის თუ რატომაა ის სკეპტიკურად განწყობილი ამ პრეპარატის მიმართ.

„ჩემი აზრით გადამეტებულია იმის თქმა რომ ამ ვაქცინას დადებითი ეფექტი ექნება მილიონობით ადამიანზე. ჩვენ ნამდვილად გვსურს რაიმე გავაკეთოთ მათ დასახმარებლად, ისტორიის მანძლზე ხშირად შემცირებულა პირველი ტიპის დიაბეტი, თუმცა მისი განკურნება აქამდე ვერ ხერხდება.“

 

დრო გვიჩვენებს რამდენად ეფექტური იქნება ეს ვაქცინა. 

 

წყარო:  http://saits.ge/