EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ინდოელი ღმერთების ინტიმური ცხოვრება – რას გვიყვება კამასუტრა? »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: ნატაშა

თარიღი: 2016-07-25 18:11:30

ინდოელი ღმერთების ინტიმური ცხოვრება – რას გვიყვება კამასუტრა?

ინდოელი ღმერთების ინტიმური ცხოვრება – რას გვიყვება კამასუტრა?

კამასუტრა

„კამასუტრა“, რომელიც მთელს მსოფლიოში წარმოუდგენელი პოპულარულობით სარგებლობს, ინდოეთში, ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე გაჩნდა. თუ ლეგენდებს დავუჯერებთ, ამ ეროტიკული ტრაქტატის ავტორები თავად ინდოელი ღმერთები იყვნენ, რომლებიც საკუთარ ინტიმურ ცხოვრებას არასოდეს ასაიდუმლოებდნენ. მათი სასიყვარულო თამაშები წვრილმანი დეტალებით, ინდური ტაძრების კედლებზეა გამოსახული. ამ სცენების ნახვის მერე უნდა ვაღიაროთ, რომ მათი გამოცდილება ინტიმურ საკითხში ძალიან მდიდარი იყო.

დაფიქრებულხართ ოდესმე, რა ისტორიებს ასახავდა ეს სცენები?

კამასუტრა

ინდური ღმერთების სექსუალური ცხოვრება შესაშური მრავალფეროვნებით, მრუშობითა და ღალატით გამოირჩეოდა. ხშირად, ცოლებიც ადგამდნენ რქებს თავიანთ ღვთაებრივ ქმრებს. მიდიოდნენ, შემდეგ ბრუნდებოდნენ და მათ შორის ისევ იფეთქებდა სიყვარულის ტალღა. ასე მოიქცა მზის ღმერთის, ვივასვატის ცოლი სარანია. ქმრის გაუმაძღარმა სექსუალურმა ცხოვრებამ მას სიცრუე აიძულა. ჯადოქრობის მეშვეობით, სარანიამ შექმნა ქალი, რომელიც მისი ზუსტი ასლი იყო. ორეულმა სარანიას ადგილი დაიკავა და ღმერთს სამი შვილიც კი გაუჩინა, მაგრამ საბოლოოდ, ვივასვატმა ყველაფერი გაიგო და ნამდვილი ცოლის საძებნელად წავიდა, რომელსაც ხარის იერსახე ჰქონდა მიღებული. როდესაც მან გაქცეული ცოლი იპოვა, აიძულა შეესრულებინა ცოლ-ქმრული მოვალეობა, თუმცა ამისთვის მას ცხენად გადაქცევა დასჭირდა. სარანიამ მალე ტყუპი ვაჟი – აშვინები შობა, რაც „ცხენისგან გაჩენილს“ ნიშნავს.

კამასუტრა

ღმერთი შივა ასევე ძალიან ძლიერი იყო ინტიმურ საკითხში. ერთხელ, მას ძალიან ძლიერი ვნება გაუჩნდა ღმერთი ბურის ცოლის, რუდრანის მიმართ. სხვა ღმერთებს შეეშინდათ, რომ ამ კავშირის შემდეგ ქვეყნიერებას უძლეველი და საშიში არსება არ მოვლენოდა, ამიტომ შივას თავის შეკავება სთხოვეს. ისიც დროულად შეჩერდა. დაუკმაყოფილებელი რუდრანი კი ისე გაბრაზდა, რომ ყველა დაწყევლა და უნაყოფობისთვის გაიმეტა.

მხოლოდ ღმერთებს არ უყვარდათ ორგიები, სექსუალური თამაშები და გართობა. ამ ყველაფრის დიდი მოყვარულები იყვნენ ასურებიც – დემონები და ჯადოქრები, რომლებიც გამუდმებით ემტერებოდნენ ღმერთებს. მათ იცოდნენ, რომ ღმერთები მათზე გაცილებით ძლიერები იყვნენ, მაგრამ ასევე იცოდნენ, რომ მათაც ჰქონდათ სუსტი წერტილი – სექსი. ასურებს შეეძლოთ რომელიმე ცხოველი ლამაზ ქალად გადაექციათ. რომელიმე ღმერთი კი აუცილებლად დაამყარებდა მასთან სექსუალურ კავშირს, რაც სამარცხვინო საქციელად ითვლებოდა და გაბითურებული ღმერთი დაცინვის საგანი ხდებოდა.

კამასუტრა

ეროტიულ მაგიას ასევე რაკშასები იყენებდნენ, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი იყო არატი. გაუმაძღარი და ხორცისმჭამელი ეროტიული ვამპირი. ის შიშველი მიდიოდა მძინარე მამაკაცებთან, ორალური სექსით კავდებოდა მათთან და ამგვარად ართმევდა მათ მამაკაცურ ძალას.

kamasutra

ერთი შეხედვით, ინდოელი ღმერთების ასეთი მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება წესით უნდა გამხდარიყო ცუდი მაგალითი ადამიანებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით გამოვიდა. ინდოელებმა ისწავლეს, რომ სექსი არ უნდა მიიღონ როგორც აკრძალული ხილი, ან სამარცხვინო საქმე. არამედ, როგორც ბუნებრივი და ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, ადამიანთა ურთიერთობებისა. სწორედ ამიტომ, მათ გაცილებით იშვიათად აწუხებთ ნერვული აშლილობა და მსგავსი პრობლემები ინტიმურ სფეროში.

kamasutra

 

ჟურნალი “კაცი და ქალი”

თეა ინასარიძე