EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

რომიკო

ekol mak logistic

tea

zazazaza

giorgigg






« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ც »

კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-04 14:38:43

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ც

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ც

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

 

ცალუღელაშვილი – გავრცელებულია თიანეთის რაიონში. გადმოსახლებულნი არიან ერწოდან. მათ ნაცხოვრებ უბანს ახლაც ცალუღელაანთკარი ჰქვია. წინაპართა გვარი რაზმაძე ყოფილა.

ცაძიკიძე – გავრცელებულია ახმეტის რაიონში (ომალო, ფარსმა, ზემო ალვანი). ცაძიკიძეების ძველი გვარი უზანიშვილი ყოფილა. მათი წინაპარი ბატონს გამოჰქცევია და თუშეთში დასახლებულა.

ციციშვილი – გავრცელებულია ქარელის რაიონში. ეს გვარი წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა ქართლში, ყოფილი ფანასკერტელი, საციციანოს მფლობელი მე-16 საუკუნიდან. ამავე ძირისაა ციციაშვილი, ციციგაშვილი, ციცილაშვილი.

ციხელაშვილი – გავრცელებულია დუშეთის, დმანისისა და ახმეტის რაიონებში. შედგება საკუთარი სახელისგან ციხელა. დმანისის რაიონში მოსახლე ციხელაშვილები, გადმოცემით, ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი (სოფ. გოგაშნიდან), ძველად ხოსიტაშვილები ყოფილან.

ციხისთავი – ფშაველი გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა. ციხისთავი ნიშნავდა მეციხოვნე ჯარის უფროსსა და ციხის გამგებელს. ციხისთავებს ადრე სოფელ დევათში უცხოვრიათ (ამჟამად ნასოფლარია ფშაველის მახლობლად).

ცნობილაძე -  საკ. სახელი ცნობილა.  ეწერი (თერჯოლის რაიონი), ზარათი, ილემი, სიმონეთი, სოჩხეთი

ცხოვრებაძე – სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან “ცხოვრება”. ამავე ძირისაა ცხოვრებაშვილი. გვხვდება მაქათუბანსა და ჩხერში.

ცხომარია – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა ცხომარი, ნიშნავს ცხომელს, ცხომი, იგივე ცხუმი – თანამედროვე სოხუმის ძველი სახელწოდება იყო. ცხომარი გვხვდება საკუთარ სახელადაც. ამავე ძირისაა ცხომელიძე.