EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

გაბრიელი

Kaxa

marisvirava

shotikosvirava

ირაკლი98760






« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ჭ »

კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-04 15:29:17

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ჭ

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ჭ

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

 

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ჭ

ჭაბუკაშვილი – გავრცელებულია ქარელის რაიონში. გადმოცემით, სიდამონიძეები ყოფილან სოფელ ხანდოს მცხოვრებნი, იქ ბატონი მოუკლავთ და გამოქცეულან. ამავე ძირისაა: ჭაბუკიძე, ჭაბუკიანი.

ჭავჭავაძე – გავრცელებულია თელავის რაიონში (ყვარელი, წინანდალი). წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ცნობილია მე-14 საუკუნიდან, გადმოცემის თანახმად ხევსურეთიდან წარმომავლობენ. საფუძვლად უდევს ფრინველის სახელი ჭავჭავი, იგივე ჭივჭავი.

ჭანტურია – გავრცელებულია წალენჯიხის რაიონში. გადმოცემით, გვარის წინაპარი თითქოს რომაელებისაგან წარმომავლობენ. კოლხიდაში მყოფ რომაელთა ჯარიდან ასისთავი (სანტურიონი) დაოჯახებულა და მისი შთამომავლობა სანტურია-დ წოდებულა. ამავე ძირისაა: ჭანტურაია, ჭანტურიშვილი, ჭანტურიძე.

ჭარელიძე – გავრცელებულია ამბროლაურის რაიონში. შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ჭარელი. ჭარელიძენი იხსენებიან სორის ტაძრის წარწერაში (მე-14ს.)როგორც რაჭის ერისთავები. სოფელ შქმერში ცხოვრობენ ჭარელები. ამავე ძირისაა ჭარელიშვილი (ახმეტის რ.), ჭარელაშვილი (ფშავი).

ჭიორელი – გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. ჭიორა სოფელია ონის რაიონში. წინარე გვარი რეხვიაშვილი ყოფილა.

ჭუმბურიძე – გავრცელებულია სიმონეთში, ბარდუბანსა (თერჯოლის რ-ნი.) და კიცხში. საკუთარი სახელია “ჭუმბურო”. შესაძლებელია მომდინარეობდეს მეგრული სიტყვისაგან ჭუმბური (წაბლი).