EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ხ »

კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-04 15:32:19

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ხ

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ხ

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

 

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია. საქართველოს ისტორია გვარ-სახელებში. Georgian Genealogy - ხ

ხაბაზი – გავრცელებულია ქობულეთის რ-ში. მომდინარეობს ხელობა-საქმიანობის გამომხატველი სიტყვიდან. ხაბაზი პურის მცხობელი, მეპურეა. ამავე ძირისაა ხაბაზიშვილი.

ხარაძე – ნაწარმოებია ხარ-ისაგან “ა” ბოლოსართით. ამავე ძირისაა ხარაიშვილი, ხარაული, ხარაშვილი.

ხარატიშვილი / ხარატასშვილი – ხარატი (არბ.) ოსტატი. მოგვიანებით ხელობა საქმიანობის სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას. ეს გვარი სწორედ ხარატიდან, იგივე ოსტატიდან მომდინარეობს.

ხარისჭირაშვილი – გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში (წარმოშობით ჯავახეთიდან, წინაპართა გვარი – ადუაშვილი). შედგება ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული მეტსახელისაგან ხარისჭირა. გადმოცემით, ამ სახელით ცნობილი პირი სახალხო მკურნალი ყოფილა.

ხარხელაური – გავრცელებულია თიანეთში, მცხეთასა და თბილისში. შედგება სავარაუდო მეტსახელისგან ხარხელა (შდრ. ხარაბა). ხარხელაური 1860 წელს სოფ. ლასტისციხეში გადმოსულა საცხოვრებლად “ტიფლისის ოლქის” სოფ. მოხისიდან (დღევ. ქარელის რ-ნი).

ხაშმელაშვილი – შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ხაშმელა. ხაშმი სოფელია საგარეჯოს რაიონში.

ხეთაგური – ხეთაგურის გვარი სტეფანწმიდის მკვიდრი გვარია. XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ისინი ხეთაგიძის გვარით არიან მოხსენიებულნი. მოხევე ხეთაგურებს საერთო არაფერი აქვს ოსურ გვარ ხეთაგუროვთან.

ხიზამბარელი – გავრცელებულია კასპის რაიონში (კავთისხევი, ნოსტე, თვალავი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წარმომდგარი ხიზაბავრელისაგან. ხიზაბავრა სოფელია ჯავახეთში (ასპინძის რ).

ხიზანიშვილი – გავრცელებულია გორის რაიონში. წარმომდგარია საკუთარი სახელისაგან ხიზანი, ზოგადი მნიშვნელობით დროებით სხვას შეკედლებული პირი; მამულის მიწაზე მოსახლე თავისუფალი გლეხი, რომელიც გადასახადს ყმის თანაბრად იხდიდა.

ხიმშიაშვილი – ხიმშიაშვილის გვარი აჭარაში მეტად გავლენიანი იყო და მთელი მხaრის ბატონ-პატრონად ითვლებოდა. ეს გვარი მონათესავეა დუშეთის რ-ში მცხოვრებ ხიმშიაშვილებისა. მათ წინაპარს XVIII საუკუნეში კაცი შემოკვდომია არაგვის ხეობაში, მეფის რისხვას გაქცევია და აჭარაში შეხიზნულა.

ხოსრუაშვილი – გავრცელებულია ქარელში, გორში და თბილისში. ხოსრო სპარსულად ნიშნავს “სახელგანთქმულს”, “დიდებულს”. დაკაშირებულია საკუთარ სახელთან “ხოსრო” (ხვასრო). ამავე ძირისაა: ხოსრიაშვილი, ხოსროშვილი.

ხოჯივანიშვილი – გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპარი სახელად იოვანე მასწავლებელი ყოფილა. მესხეთში თურქთა ბატონობის დროს ხოჯას ეძახდნენ, რაც გვარის წარმოშობას დაედო საფუძვლად.

ხუტურიძე - გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუტა.

შალვა ხუტურიძე მეფე ლაშა-გიორგისთან დაახლოებული პირი ყოფილა. ის მეფის ვაზირის მანდატურთუხუცესის მეორე მოადგილე, მესტუმრე იყო. თანამდებობა მესტუმრე დიდ და საპატიო პოსტად მიიჩნეოდა. მესტუმრე შალვა, როგორც ისტორიულ წყაროებში ჩანს, წარგზავნილი იყო იერუსალიმში, შეწირულობათა ჩასატანად. როგორც ირკვევა, მას ლაშა-გიორგის აღაპები განუნუსხებია.

საქართველოში 30 ხუტურიძე ცხოვრობს: ახმეტაში – 21, თბილისში – 5, თელავში – 4.

ხუციშვილი – გავრცელებულია გორში, ასპინძის რაიონში და სხვა. ხუც – ძირი უძველესია, იგი დადასტურებულია საყოველთაოდ გავრცელებულ ხუცეს-ში და საკუთარ სახელებში: ხუცა, ხუცია, ხუცუნა, ხუციკა, ხუცო, ხუცინა, ხუცურა, ხუცაური. მღვდლის მნიშვნელობა ხუცეს – მა და ხუცმა შემდეგში მიიღო თავდაპირველად კი, უფროსს, მთავარს, მოთავეს ნიშნავდა. ხუციშვილთა გვართან დაკავშირებით ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე წიგნში “ქართველი გრიგორიანები” წერს: “ხუციშვილები, ქათველები არიან და ცხოვრობენ საქართველოს მრავალ კუთხეში. გვარის ძირია ქართული სიტყვა ხუცი. ძველად ამ გვარის რამდენიმე წევრმა ჯავახეთში კათოლიკობა მიიღო, ახალქალაქს რამდენიმე მცხოვრებმა გრიგორიანობა მიიღო”. ხუციშვილების ერთი ნაწილი აზნაურები იყვნენ.