EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მისაღებია თუ არა თქვენთვის საპენსიო რეფორმა?

დიახ
არა


დარეგისტრირებული მომხმარებლები

misho11

ჭოლა

adada

zviad

sofia




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ბ - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-06 19:49:47

სიზმრების ახსნა / dream explanation - ბ -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ბ - 

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ბ -

ბაბუაწვერა - მწვანე ბალახში მოყვავილე ბაბუაწვერა ბედნიერ კავშირსა და კარგ მდგომარეობას გპირდებათ

ბაგირი - სიზმარში ბაგირის ნახვის შემდეგ გელით საქმეების გართულება და გაურკვევლობა სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ სიზმარში ცოცდებით ბაგირზე, ცხადში გაუმკლავდებით მტრებს, რომლებიც თქვენ წინააღმდეგ აწყობდნენ გეგმებს. თუ თქვენ ეშვებით ბაგირიდან, გელით იმედგაცრუება ცხოვრების ყველაზე ნათელ წუთებში. 
თუ გესიზმრებათ, რომ თოკით ხართ გაკოჭილი, გონიერების საწინააღმდეგოდ, გახდებით სიყვარულის მონა. თუ თავს დააღწევთ ხლართებს–შეძლებთ წინ აღუდგეთ შუღლსა და მეტოქეობას. სიზმარში თუ შეკარით თოკი ან დააბით ცხენი–გეყოფათ ძალა, რომ ადამიანები დაუმორჩილოთ თქვენს სურვილს.
ბაგირზე გავლა–სარისკო მონაწილეობა თქვენს მომავალ გარიგებაში, სადაც, თქვენდა გასაკვირად, გაგიმართლებთ. თუ ხედავთ, სხვები როგორ გადიან ბაგირზე–მიიღებთ სარგებელს სხვების წარმატებული გარიგებიდან. ბაგირზე გადახტომა ნიშნავს, რომ თქვენ აშინებთ ახლობლებს თქვენი გიჟური გამოხტომებით, რომლებიც ახლოა სენსაციურთან.
თუ დაგესიზმრათ, რომ გადაახტით ბაგირს ბავშვებთან ერთად, მაჩვენებელია თქვენი ეგოისტური და მბრძანებლური ნატურისა, რომელიც ხელს გიშლით დაინახოთ და გაიგოთ, რომ ბავშვები არცთუ ისეთი ვალდებულები არიან ასეთი არაადამიანური მშობლებისადმი. ფეხი წამოსდო ბაგირს, ნიშნავს, რომ თქვენ კარგ პირობებში იქნებით დიდსულოვანი და რბილი ადმინისტრატორი.
სიზმარი, რომელშიც გოგონა სახლის ფანჯრიდან უშვებს თოკს დაბლა, მიანიშნებს არცთუ ისე საკადრის სიამოვნებაზე.

ბადე - თუ თქვენ ბადეში მოხვდით, ცხადში ვიღაც შეეცდება თქვენზე ცუდი გავლენა მოახდინოს. თუ ასეთი სიზმარი გოგონას ესიზმრება, იგი მარტოობით დაიტანჯება, რადგანაც თავის ახლობლებთან ურთიერთობის გაწყვეტა მოუწევს. თუ იგი მოახერხებს ბადისაგან გათავისუფლებას, მის შესახებ ჭორები გავრცელდება.
დაგებული ბადე მოასწავებს გარშემომყოფთა მიმართ თქვენ დიდგულოვან დამოკიდებულებას. ძველი და დახეული ბადე თქვენ ფინანსურ პრობლემებზე მიუთითებს.

ბავშვები - მრავალი ლამაზი ბავშვი სიზმარში მაუწყებელია ბედნიერების და კეთილდღეობისა. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი ცოტათი ავადმყოფობს, ასეთი სიზმარი ცხადში ჰპირდება მას ჯანმრთელობას, თუმცა, შესაძლოა, სხვა სახის მცირე უსიამოვნებამაც შეაწუხოს ის. მძიმედ ავადმყოფი ან მკვდარი ბავშვი გაფრთხილებაა–თქვენ გაქვთ საფუძველი ინერვიულოთ მასზე, რადგანაც მის კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.
მკვდარი ბავშვი შეიძლება ნიშნავდეს იმედგაცრუებას, რომელიც სულ მალე გეწვევათ. გაბრაზებული ბავშვები ნიშანია მომავალი უსიამოვნებებისა და მტრების გამო შიშისა.
სიზმარში ბავშვებთან ერთად თამაში, ანცობა და ამით დიდი კმაყოფილების მიღება ნიშანია სამსახურებრივსა და პირად ცხოვრებაში თქვენი წარმატებისა. მომუშავე ან მეცადინე ბავშვები მშვიდი ცხოვრება და გალაღებაა.
მტირალა ბავშცი–ჯანმრთელობის გაუარესებაა. მხიარული ჯანმრთელი ბავშვი–მყარი სიყვარულისა და მეგობრების ნიშანია. თუ ბავშვი მარტო სეირნობს–ეს გარშემომყოფთაგან თქვენი დამოკიდებულების მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ბავშვს უვლის, ცხადში ის ადამიანი მოატყუებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. თუ დაგესიზმრათ, რომ ხელში აიყვანეთ თქვენი ავადმყოფი ბავშვი და მას სიცხე აქვს, დიდი სევდა და ნერვიულობა გელით.

ბავშვის კვება - თუ ქალი სიზმარში ხედავს, რომ ძუძუთი კვებავს თავის შვილს, ცხადში სასიამოვნო საქმიანობას ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ბავშვს ეფერება–ის მალე პატივსაცემი ადამიანი გახდება. კაცი თუ ხედავს, რომ მისი ცოლი კვებავს ბავშვს, ეს ჰპირდება მას სიწყნარესა და ჰარმონიას სახლში

ბაზარი - თუ ქალს ესიზმრება, რომ ბაზარში დადის, ეს მის ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს მოასწავებს; მაგრამ თუ ბაზარი ცარიელია–რომელიღაც სიტუაცია მისგან დიდ სულიერ დაძაბულობას მოითხოვს. მამაკაცისათვის ბაზარი იმის ნიშანია, რომ საქმეში მან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს

ბაზრობა - ხალხმრავალი, ხმაურიანი ბაზრობა მომგებიან სქმიანობასა და კარგ მეგობრებს მოასწავებს

ბალახი - ეს ჭეშმარიტად კარგი სიზმარია, რომელიც გპირდებათ ბედნიერ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას; თუ თქვენ ხართ ხელოვანი ადამიანი, მაშინ თქვენთან მოვა სახელი, თუ შეყვარებული–გელით ბედნიერი ცურვა სიყვარულის ზღვაში. სიზმარი, რომელშიც დადიხართ მწვანე მდელოზე, ნიშნავს ფართო გზას ბედნიერებისაკენ, მაგრამ თუ გზაში შეგხვდათ ნაკვეთები გამხმარი ბალახით, ეს გიქადით ავადმყოფობას და საქმეში გართულებებს

ბალეტი - სიზმარი ბალეტზე მაუწყებელია ცოლ–ქმრული ღალატისა და ჩხუბისა, შეყვარებულთა დაცილებისა, ასევე, ბიზნესში წარუმატებლობისა

ბალზამირება - თუ სიზმარში უყურებთ ბალზამირებას, ელოდეთ თქვენი მდგომარეობის გაუარესებას, სიღარიბესა და მარტოობას. ასეთი სიზმრის შემდეგ ადამიანს მართებს მთელი ნებისყოფის გამოვლენა სიმტკიცის შესანარჩუნებლად. თუ თქვენ უყურებთ თქვენს ბალზამირებას, მაშინ გააკეთებთ მეგობრის უიღბლო არჩევანს, რის შედეგადაც აღმოჩნდებით საზოგადოების უფრო დაბალ საფეხურზე, ვიდრე იყავით

ბალთა - ბალთა სიზმარში უამრავი სასიამოვნო მოწვევის მაუწყებელია, მაგრამ იცოდეთ, რომ გამოიჩინეთ სიმტკიცე და ამის გამო დაწყებული საქმეები არ მიატოვოთ.

ბალი, მეჯლისი- ეს სიზმარი კარგია იმ შემთხვევაში, თუ ტკბებით კარგ მუსიკაზე მოცეკვავე ლამაზი ადამიანების ცქერით: მაგრამ თუ მეჯლისზე მოწყენილი ხართ და განიცდით სხვების უყურადღებობას, ელოდეთ ოჯახის ერთ–ერთი წევრის სიკვდილს.

ბალიში - ბალიში დასვენებაზე და სიამოვნებაზე მიგანიშნებთ. თუ გოგონა ბალიშს კერავს, ცხოვრებაში მას ბედნიერი ქორწინება ელის. აბრეშუმის ბალიში ნიშნავს, რომ თქვენი კეთილდღეობისათვის ფულის გადახდა სხვა ადამიანებს მოუწევთ.
ლამაზი, მოქარგული ბალიში–წარმატების ნიშანია. პატარა ბალიში თქვენი კარიერისა და წარმატების შეფერხებას მოასწავებს. ქალისთვის ეს სიზმარი ნიშნავს სულიერი ცხოვრებისა და დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებას.

ბამბა (ბამბის ნათესები) - ბამბის მწვანე ნათესები გიწინასწარმეტყველებენ, რომ თქვენთვის მოგზაურობების დრო დგება. ასაღებად მომზადებული ბამბის მოსავალი ვაჭარს სარფიან გარიგებას, გლეხს კი მდიდარ მოსავალს უქადის. ბამბის ფუთები–უზრუნველყოფილი მომავლის სიმბოლოა.

ბანაკი - თუ გესიზმრებათ, რომ ღამეს ათევთ სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ–ელოდეთ ცვლილებებს საქმეებში, მაგრამ ემზადეთ ხანგრძლივი და დამქანცველი მოგზაურობისათვის. სიზმარში ბანაკის ნახვა უსიამოვნებებია: მეგობრები შემოგეფანტებიან, ხოლო თქვენი პერსპექტივები საკმაოდ უსუსურნი აღმოჩნდებიან. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს თავის თავს ბანაკში–მისი შეყვარებული მალე დაუნიშნავს ქორწილის დღეს და იქნება კარგი ქმარი. თუ ეს სამხედრო ბანაკია, მაშინ ის გათხოვდება პირველსავე მისაღებ წინადადებაზე. გათხოვილი ქალისათვის სამხედრო ბანაკში ყოფნა ნიშნავს იმის საშიშროებას, რომ მან შეიძლება ჩირქი მოსცხოს ქმრის პატიოსნებას, რაც მიიყვანს განქორწინების პროცესამდე.

ბანანები - ბანანების დასიზმრება მოასწავებს უსიამოვნო ადამიანთან გარდაუვალ შეხვედრას. თუ სიზმარში ჭამთ ბანანს–ცხადში რისკავთ ახალი საქმის დაწყებას და იღებთ ახალ ვალდებულებებს. დამპალი ბანანი მოასწავებს სახლაფორთო საქმეს. თუ ჰყიდით ბანანებს, მაშინ თქვენ დაკავდებით ტყუილ–უბრალო საქმით, რომელიც ბევრ ძვირფას დროს დაგაკარგვინებთ.

ბანაობა, ცურვა - თუ წყნარ წყალში ბანაობთ–ბედნიერი იქნებით. თუ ცურავთ ცუდი გემით, თქვენი გეგმები თქვენს შესაძლებლობებს არ შეესაბამებიან. ზღვაზე მოგზაურობა მემკვიდრეობის მიღებას ნიშნავს. უბედური შემთხვევა ზღვაზე–უსინდისო ადამიანთან შეხვედრას მოასწავებს, რომელიც შეეცდება თავისი მიზნებისათვის თქვენს გამოყენებას.
თუ ცურვა სიამოვნებას განიჭებთ–სიხარული გელით; თუ მოულოდნელად იძირებით–დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგეუფლებათ; თუ გოგონას დაესიზმრა, რომ თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ცურავს, იგი ვიღაცას შეუყვარდება. წყალქვეშ ცურვა–უსიამოვნებებია.

ბანი, ბასი - საქმიანი კაცისათვის, რომელიც სიზმარში ბანს მღერის, გაფრთხილებაა: იმ ადამიანის გამო, ვისაც ის ენდობა, მის საქმიანობაში უწესრიგობაა. ლამაზი ბასით სიმღერა მოასწავებს საყვარელ ადამიანთან განშორებას.

ბანკეტი - ბანკეტის დასიზმრება კარგია. მეგობრები შეეცდებიან გასიამოვნონ. მხიარულ, კარგად ჩაცმულ სტუმრებთან ყოფნა, რომლებიც ჭამენ ძვირფასი ჭურჭლიდან და სვამენ ძვირფას ღვინოს, მაუწყებელია დიდი წარმატებისა ნებისმიერ წამოწყებაში და მეგობართა წრეში ბედნიერებისა; მაგრამ არამეგობრული სტუმრების ნახვა ცარიელ მაგიდის ირგვლივ ნიშანია დიდი გაუგებრობისა, გაყრისა და იმედგაცრუებისა.

ბანკი - თუ სიზმარში იმყოფებით ბანკის ფოიეში და უყურებთ უსაქმურად, მოწყენით მსხდომ ბანკის თანამშრომლებს–წაგების მომასწავებელია. თუ ოქროს აბარებთ ბანკში–მოულოდნელად გამოიჩენთ გაუფრთხილებლობას და დაუფიქრებლობას; მაგრამ თუ იღებთ ოქროს ბანკიდან, ეს ნიშნავს დიდ წარმატებასა და სიხარულს. ბანკში დაყრილი ვერცხლი და ბანკნოტები გპირდებათ სხვათა პატივისცემასა და საქმეში წარმატებას

ბანკროტი - შენი თავის დასიზმრება ბანკროტად, ნიშანია თქვენი ბიზნესის კრახისა და გონებრივი შესაძლებლობების შესუსტებისა. ეს არის გაფრთხილება ბირჟაზე თამაშის შეწყვეტაზე.

ბანქო, კარტი - ბანქოს გასართობად თამაში ნიშნავს, რომ იმედები გაგიმართლდებათ და თავს უკეთესად იგრძნობთ, მაგრამ თამაში ფულზე გპირდებათ თქვენი ცხოვრების სერიოზულ გართულებას.
თუ თქვენ ბანქოში აგებთ, ელოდეთ უსიამოვნებებს თქვენი მტრებისაგან. თუ იგებთ, მაშინ შეძლებთ, ბოლოს და ბოლოს, თავი აარიდოთ პასუხისმგებლობას. თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს, რომ თავისი შეყვარებული თამაშობს ბანქოს, მას შეუძლია ეჭვი შეიტანოს მის კეთილ განზრახვაში. თუ ფულის გარეშე თამაშისას თქვენ ხედავთ აგურის პაპას, ეს სიმდიდრეს მოასწავებს. თუ საუბარი შეეხება კაზინოში მოთამაშეებს, გეყოლებათ ცხოვრების შარიანი თანამგზავრი, თქვენ კი გაგიძნელდებათ აუხსნათ თქვენი ხშირი არყოფნა. გულის კარტები გპირდებათ ერთგულებას და სასიამოვნო გარემოცვას. ყვავები გიწინასწარმეტყველებენ დაქვრივებას, რის შედეგადაც თქვენს ხელში აღმოჩნდება უდიდესი ქონება, რომლის მართვაც გაგიჭირდებათ.

ბარბითი - თუ სიზმარში უკრავთ ბარბითზე–კარგ ამბავს გაიგებთ დიდი ხნის უნახავ მეგობარზე. ბარბითის ხმები ყოველთვის ნიშნავენ სასიამოვნო საქმიანობას.

ბარგი - სიზმარში ბარგის ნახვა არასასიამოვნო საქმიანობის ნიშანია. წარმოგექმნებათ სიძნელეები იმ ადამიანთა გამოისობით, ვისაც უნდა თქვენი ვნება. თუ ატარებთ თქვენს საკუთარ ბარგს, ცხადში ისე იქნებით დაკავებული თქვენი განცდებით, რომ გარშემომყოფთა განსაცდელისადმი გულგრილი აღმოჩნდებით. ბარგის დაკარგვა ნიშნავს ბირჟაზე წაგებას ან ოჯახში კონფლიქტს. დაუოჯახებელს ეს სიზმარი მიუთითებს ნიშნობის ჩაშლაზე.

ბარდა - თუ სიზმარში ჭამთ ბარდას–გელით ჯანმრთელობა და ქონების შეძენა, გლეხის ოჯახს კი ბევრი სამუშაო ექნება. გაზრდილი ბარდა გპირდებათ წარმატებულ გარიგებასა და, საერთოდ, პროგრესს საქმიანობაში.
თუ სიზმარში უყურებთ, როგორ კრეფენ ბარდას–დარწმუნდებით, რომ თქვენი ცხოვრებისეული პროგრამა გამართლებულია და ძალიან მალე დატკბებით თქვენი შრომის რეზულტატით.
სიზმარში კონსერვირებული ბარდას ნახვა იმის ნიშანია, რომ თქვენი ოცნებები განხორციელდება, მაგრამ არც თუ მალე. გამხმარი ბარდას ჭამა მაუწყებელია წყენის, გაუფრთხილებლობის, დაღლილობისა და გაბრაზებისა, რომლებსაც ახლომყოფთაგან განიცდით.
სიზმარში გამხმარი ბარდას ნახვა გაფრთხილებაა იმაზე, რომ თქვენ არ ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე. გამხმარი ბარდას ჭამა გაფრთხილებთ: დიდი წარმატების შემდეგ თქვენს საქმიანობას რაღაც დარტყმა ელოდება.

არი (ვაკე, მინდორი) - ლამაზ, მწვანე მინდორზე სეირნობა მოასწავებს ოჯახში სიყვარულსა და ბიზნესში წარმატებებს. გასეირნება მოსაწყენ უდაბნოში–ცუდი ცვლილებების ნიშანია. დაჭაობებული მინდორი ნიშნავს ავადმყოფობას.

ბარკალი - ბარკალი სიზმარში ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ვერაგულად გამოიყენებს თქვენს ნდობას; თუ გესიზმრათ, რომ ბარკალს აჭრით დიდ ნაჭერს, ე.ი. გაუმკლავდებით წინააღმდეგობებს; სიზმარში ბარკლის ჭამა ნიშნავს განცდების გადატანას; ბარკლის დაჭრა–საკუთარ თავზე გამოსცდით გარშემომყოფთა აგდებულ დამოკიდებულებას.
ბარკლების გაყიდვა სიზმარში კეთილია დაგიწინასწარმეტყველებთ სიკეთესა და ჯანმრთელობას. თუ სიზმარში იგრძენით ახალი ბარკლის სუნი, თამამად შეგიძლიათ დაიმედდეთ ხელსაყრელი შეთანხმების დადებით.

ბარმენი ქალი - ახალგაზრდა ადამიანს თუ ესიზმრება ბარმენი ქალი–ეს მოწმობს მის მიდრეკილებას სულმდაბალი სიამოვნებისაკენ, სხვა ადამიანებთან უწესრიგო ურთიერთობებზე. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ თვითონ მუშაობს ბარმენად–იგი შეხვდება უთავბოლო ადამიანს, ვის გამოც უარს იტყვის წესიერებასა და პატიოსნებაზე.

ბარომეტრი - ბარომეტრის დასიზმრება მოასწავებს მოსალოდნელ ცვლილებებს საქმიანობაში, რომელიც ერთობ მომგებიანი აღმოჩნდება. თუ ბარომეტრი გატეხილია–გელით მოულოდნელი უსიამოვნებები ბიზნესში.

ბარძაყები - თუ სიზმარში მოგწონთ ლამაზი ბარძაყები–ცხადში გელით ცოლის საყვედურები. თუ ქალს საკუთარი ბარძაყები მოსწონს, მას ეწვევა იმედგაცრუება სიყვარულში. ნასუქი ცხოველების ყურებით ტკბობა სიზმარში–მშვიდობიანი, წყნარი ცხოვრების ნიშანია. თუ გოგონას სიზმარში არ მოსწონს თავისი გამხდარი ბარძაყები, ის შეიძლება ავად გახდეს, ხოლო თუ ბარძაყები დამრგვალებულია, მაშინ ის დაკარგავს რეპუტაციას.

ბატი - სიზმარში ბატების სისინის მოსმენა მოასწავებს ახლობელი ადამიანის სიკვდილს. თუ ხედავთ მოცურავე ბატებს–წარმატება თანდათანობით დაგიბრუნდებათ, კარგია ბალახზე ბატების ნახვა.მკვდარი ბატი–ახლობლის დაკარგვა და დაკმაყოფილებაა.
თუ ბატებს ნახულობს შეყვარებული ადამიანი, სიზმარი ეუბნება, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა. ბატების დაძახება და მათი გამოკვება–ქონების შეძენაა. ხორცის ჭამა სიზმარში–თქვენი შენაძენი დაგაეჭვებთ.

ბაფთა - თუ სიზმარში ნახეთ ბაფთები, რომლებიც ვიღაცის აღკაზმულობას ამშვენებენ, გელით მხიარული, სიმპათიური მეგობრების შეძენა და უზრუნველი ცხოვრება. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იკეთებს ბაფთებს–ის მალე მიიღებს დიდი ხნის ნაოცნებარ წინადადებას გათხოვებაზე, თუმცა თავქარიანობამ შეიძლება შეცდომა დააშვებინოს. თუ ის სხვა გოგონაზე ხედავს ბაფთებს, მას გამოუჩნდება მოწინააღმდეგე, რომელიც შეეცილება მომავალ მეუღლეში. თუ ის ყიდულობს ბაფთებს, მას ექნება იოლი და მხიარული ცხოვრება. თუ გოგონა ბრაზდება და არ მოსწონს ბაფთები– უახლოეს მეგობრებში მალე მოწინააღმდეგეს აღმოაჩენს.

ბაღი - აყვავებულ ბაღში საყვარელ ადამიანთან სეირნობა ისეთ ლაპარაკს მოასწავებს, რომელსაც თქვენ დიდი ხანია ელოდით და რომლისაც გეშინოდათ. ყველაფერი კარგად ჩაივლის. ხილის ბაღი, რომელიც მწიფე ხილითაა სავსე, შესრულებული სამუშაოსათვის ჯილდოს მოასწავებს და საქმეში თანასწორუფლებიანი პარტნიორობის საწინდარია. ქალისათვის ასეთი სიზმარი ოჯახური ბედნიერების ნიშანია; მას მოსიყვარულე მეუღლე და დამჯერი შვილები ეყოლება.
თუ ბაღში ხილს ღორები ჭამენ–ყველა ადამიანისათვის ეს სიუხვის ნიშანია. თუ ბაღში ბევრი მავნებელი მწერია, ე.ი. თქვენთვის ცუდი პერიოდი დგება. თუ სეირნობისას მაყვლის ბუჩქებში შეხვედით–ეჭვიანი მეტოქე გაგიჩნდებათ.
უნაყოფო ბაღი გამხმარი ხეებით–ე.ი. თქვენს კარიერას საფრთხე ემუქრება. შემოდგომის ბაღი დაცვენილი ფოთლებით იმის ნიშანია, რომ თქვენ აწმყოთი ხარობთ და მომავალზე ნაკლებად ფიქრობთ. თუ ბაღში დიდი ქარისაგან ხეებია დამტვრეული–მოვლენები თქვენ საწინააღმდეგოდ წარიმართება, ან ისეთი ადამიანი გესტუმრებათ, რომლის ნახვა სრულებითაც არ გინდათ.

ბაღის პიტნა - თუ ბაღის პიტნა დაგესიზმრათ ან მისი სუნი იგრძენით, სასიამოვნო თავყრილობა გელოდებათ, თუ პიტნა ბალახში დაინახეთ, გართობას რომანტიკული ხასიათი ექნება. თუ ახალგაზრდა კაცი სიზმარში პიტნის ჩაის სვამს, მას ძალზე სასიამოვნო ქალბატონთან ექნება ნაცნობობა; გოგონას კი ეს სიზმარი აფრთხილებს ცუდ მოულოდნელობაზე

ბაღლინჯოები - ბაღლინჯოების ნახვა სიზმარში მოასწავებს თქვენი ცხოვრების გართულებას, ავადმყოფობას, უბედურებას. ოჯახმა შეიძლება იზარალოს მსახურის უყურადღებობით

ბაყაყები - თუ სიზმარში დაიჭირეთ ბაყაყი–ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, თორემ გაანერვიულებთ ახლობლებს. ბაყაყი ბალახზე ნიშნავს კარგ და გაწონასწორებულ მეგობარს, საიდუმლოს შემნახველსა და კარგ მრჩეველს. დიდი ბაყაყი ქალს ჰპირდება მდიდარ ქვრივ მამაკაცზე დაქორწინებას, რომელსაც ეყოლება ბავშვები და მას მათზე ზრუნვა მოუწევს. თუ სიზმარში ჭამთ ბაყაყს–გელით წუთიერი ბედნერება. ბაყაყი ჭაობიან ადგილზე–უბედურებაა, რომელსაც გადალახავთ სიკეთითა და მეგობრების დახმარებით. ბაყაყის ყიყინი გიწინასწარმეტყველებთ სწრაფ გამგზავრებას მეგობრებთან, თუმცა ეს მოგზაურობა სიხარულს არ მოგიტანთ

ბაწარი - სიზმარში ბაწრის ნახვა, ჩვეულებრივ, ნიშნავს გადაულახავ სიძნელეებს საქმეში

ბებია და პაპა - სიზმარში თქვენი ბებიასა და პაპას ნახვა და მათთან საუბარი–გართულებაა, რომელსაც ძნელად გაუმკლავდებით. თუმცა კეთილი ადამიანების დახმარებით, შეძლებთ სიძნელეთა გადალახვას

ბებია–ქალი - ბებიაქალის ნახვა სიზმარში ნიშნავს მძიმე ავადმყოფობას, რომელიც გემუქრებათ ტრაგიკული დასასრულით. ახალგაზრდა ქალს ასეთი სიზმარი უქადის სიღარიბესა და გასაჭირს

ბედი, ბედისწერა - ბედისწერის გარდაუვალობა სიზმარში მაინცდამაინც უბედურებას არ მოასწავებს. პირიქით, თქვენი ფარული შესაძლებლობების გამოვლენა ცხოვრების წესის გააქტიურებას გამოიწვევს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ბედისწერას და ინტუიციას არ მიენდო, მას მოუწევს საყვარელ ადამიანსა და ერთგულ მეგობარს შორის არჩევანის გაკეთება

ბედნიერი, იღბლიანი - თუ სიზმარში თავს იღბლიანად იგრძნობთ, ძალზე პერსპექტიული მომავალი გელოდებათ–სურვილი აგისრულდებათ და საინტერესო სამუშაო გექნებათ. იმ ადამიანებს, რომლებსაც იმედი დაკარგული აქვთ, ეს სიზმარი სიძნელეების დაძლევას უქადის

 

გადაფურცლეთ - გვ. 2