EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ზ - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-06 22:22:20

სიზმრების ახსნა / dream explanation - ზ -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ზ -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ზაზუნა - თუ ზაზუნა დაგესიზმრათ, ე.ი. უბედურება შენიღბულად გიახლოვდებათ. ქალს ეს სიზმრი აფრთხილებს, რომ ცდუნებას არ აჰყვეს: შესაძლოა, ამან მისი კეთილი სახელი შებღალოს

ზამთარი - სიზმარში ზამთრის ნახვა–ავადმყოფობის, ახლო მომავალში შეუძლოდ ყოფნის, ცუდი განწყობილებისა და ბურუსით მოცული პერსპექტივის მაუწყებელია. ასეთი სიზმრის მერე ტყუილადღა გექნებათ იმედი სიყვარულის სფეროში კარგი პერსპექტივისა

ზარალი - თუ სიზმარში ვინმეს ზარალს აყენებთ, ცხადში გელით ჯანმრთელობისათვის მავნე სამუშაო.
თუ ზარალი თქვენ მოგაყენეს, ცხადში წააგებთ კონკურენტებთან ბრძოლაში.

ზარბაზანი - ეს სიზმარი იმის მომასწავებელია, რომ თქვენს სახლსა და ქვეყანას საფრთხე ემუქრება. თუ ახალგაზრდა ომში მიდის, შეიძლება სახლში არც კი დაბრუნდეს.
თუ გოგონა სიზმარში ზარბაზანს ნახავს, იგი სამხედროს მეუღლე გახდება. მაგრამ სასურველია, ეს სიზმარი არსებული მდგომარეობის მიხედვით ავხსნათ. მაგ: თუ თქვენი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია სამხედრო საქმესთან, ან თქვენ იარაღის კოლექციონერი ხართ და სიზმრი მშვიდობიან დროს დაგესიზმრათ, ეს საქმეებსა და პირად ცხოვრებაში მოსალოდნელ კონფლიქტურ სიტუაციას ნიშნავს

ზარების რეკვა - ზარების რეკვა სიზმარში იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ სერიოზული მიზეზი გაგიჩნდებათ მღელვარებისათვის. სიზმარში ზარის რეკვის ხმის გაგონება მაუწყებელია შორეული მეგობრის სიკვდილისა ან ცრუ ინფორმაციისა, რომელიც აგაღელვებთ. სადღესასწაულო ზარის რეკვა გპირდებათ მოწინააღმდეგეზე გამარჯვების სიხარულს

ზარი (კარისა) - თუ თქვენ სიზმარში რეკავთ ვიღაცის კარზე ან გესმით ზარი თქვენს კარზე–მალე მიიღებთ რაღაც მოულოდნელ ინფორმაციას და სასწრაფო გამოძახებას სასამართლოში ან ცნობას თქვენი ახლო ნათესავის შეუძლოდ ყოფნის შესახებ

ზაფრანა - ზაფრანა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენი მტრების ძალისხმევით შესაძლოა თქვენი იმედი ვერ განხორციელდეს. თუ ზაფრანის ჩაის მიირთმევთ, ოჯახში განხეთქილება მოხდება

ზებრა - ზებრას დასიზმრება მოწმობს თქვენს გატაცებას სხვადასხვა საქმიანობით, რომელიც მალე გაგივლით. ველური ზებრას ნახვა თავის სტიქიაში იმის მაუწყებელია, რომ დაუწყებთ დევნას წარმოსახვით ქიმერებს, მაგრამ თქვენი გაუმაძღარი წყურვილი ბედნიერებისა ამით დაკმაყოფილდება

ზევით, რაღაცაზე ყოფნა - თუ სიზმარში რაღაც საგანი ჰკიდია თქვენ ზევით და სადაცაა ჩამოვარდება, მოასწავებს საშიშროებას. თუ საგანი მაინც ვარდება, მაგრამ თქვენ არ გეხებათ, თავს აარიდებთ დიდ მატერიალურ დანაკლისსა და სხვა უსიამოვნებებს. თუ საგანი ჰკიდია თქვენ ზევით და მაგრად არის დამაგრებული, მშვიდად იყავით: თქვენი ცხოვრება გამოსწორდება ყველა თვალსაზრისით.

ზეთი, საცხი - თუ გესიზმრებათ, რომ რაღაცას უსვამთ ზეთს, მოასწავებს მოვლენას, რომელშიც თქვენ წამყვანი ძალა იქნებით. დიდი რაოდენობით ზეთი–თქვენთვის საჭირო საქმით ზედმეტად გატაცებაა. მამაკაცისათვის ზეთით ვაჭრობა მოასწავებს მარცხს სიყვარულში, მაშინ, როდესაც ის იოლ გამარჯვებას ელოდა. ქალისათვის რაღაცისათვის ზეთის წასმა იმის ნიშანია, რომ მის წინაშე გაიხსნება ახალი ფართო შესაძლებლობანი.

ზეთისხილი - თუ დაგესიზმრათ , რომ ზეთისხილს აგროვებთ მხიარულ მეგობრებთან ერთად, ბედი აუცილებლად შემოგთავაზებთ ბრწყინვალე სიურპრიზებს და წარმატება თქვენი თანამდევი გახდება. თუ ხსნით ზეთისხილიან ქილას, სიხარული და მხიარულება გელით, მაგრამ თუ გაგიტყდათ, სიამოვნება იმედგაცრუებით შეგეცვლებათ. ზეთისხილის ჭამა–კმაყოფილი იქნებით საკუთარი ცხოვრებით და გარემოცვით

ზეითუნის ზეთი - ზეითუნის ზეთი მიგანიშნებთ, რომ ახლობლები მძიმე განსაცდელის დროს გულგრილობას გამოიჩენენ

ზვიგენი - ზვიგენის ნახვა სიზმარში ნიშნავს მრისხანე, საშიშ მტერს. თუ ზვიგენები მოგდევენ და თავს გესხმიან, გელით იმედგაცრუება, რომელიც დაგამწუხრებთ. თუ ხედავთ მოთამაშე ზვიგენს კამკამა წყალში, ნიშნავს, რომ ვიდრე თქვენ ხარობთ და ერთობით ქალთა საზოგადოებით, თქვენი მოშურნე ცდილობს დაგაკარგვინოთ მოსვენება და ბედნიერება. თუ გესიზმრებათ მკვდარი ზვიგენი, მაშინ თქვენ ხელახლა მოიპოვებთ სიმშვიდესა და კეთილდღეობას

ზვირთსაქცევი - თუ სიზმარში დგახართ ზვირთსაქცევზე, თქვენ ვაჟკაცურად დაიცავთ თავსა და საკუთარ სახელს, რის გამოც მოიპოვებთ საყოველთაო პატივისცემას, აგრეთვე დაიკავებთ პასუხსაგებ თანამდებობას. თუ სიზმარში უშედეგოდ ცდილობთ ზვირთსაჭრელზე ასვლას, მაშინ ჯილდოს, რომელსაც ასე ელოდით, ვერ მიიღებთ

ზიზილა - ზიზილების თაიგულების ნახვა ნიშნავს გაბრაზებას, მაგრამ ზიზილებით მოფენილი მინდვრის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და გალაღებას

ზიზღი, სიძულვილი - თუ გესიზმრებათ, რომ ეზიზღებით ადამიანებს, რომელთა აზრებსაც პატივს სცემთ, ცხადში მათ კეთილგანწყობას მოიპოვებთ; მაგრამ თუ სიზმარში გრძნობთ, რომ დამსახურებულად ეზიზღებით, ცხადში თქვენი მეგობრები და პარტნიორები ზურგს შეგაქცევენ. თუ სიზმარში ჯარიმა უნდა გადაიხადოთ სასამართლოში უღირსი საქციელის გამო. ცხადში ელოდეთ შეცდომებს თქვენს საქმეებში

ზოდიაქოს ნიშნები - ზოდიაქოს ნიშნების დასიზმრება ნიშნავს კეთილდღეობის უმაგალითო ზრდას, ასევე, უღრუბლო ბედნიერებას და ოჯახში მშვიდობას. თუ ნიშანი რაღაც უცნაურია, ნიშნავს, რომ მალე გეწვევათ რაღაც უბედურება და მოგიწევთ უდიდესი ძალისხმევის დახარჯვა მის დასაძლევად.
სიზმარში ნიშნების სწავლა–ე.ი. მალე გახდებით ცნობილი და მოეწყობით, ოღონდ ვიღაც უცხოს დახმარებით. თუ თქვენ მიმართავთ ნიშანს ან ის მოგმართავთ თქვენ–ეს სიზმარი გიწინასწარმეტყველებთ წარმატებას საქმეებში, ისე, რომ სხვასაც გაუკვირდება და თქვენც. სიზმარში ზოდიაქოს ნიშნების ხატვა სწრაფი შენაძენის მაუწყებელია

ზოოპარკი - თუ გესიზმრებათ, რომ დაბორიალობთ ზოოპარკში, დაფიქრდით, ბედი ძალიან ცვალებადია: ხანდახან გეჩვენებათ, რომ მტრები უკვე გაგისწორდნენ, თქვენ კი მაინც წარმატების მოპოვების წინა ხაზზე ხართ, ეს სიზმარი ასევე გპირდებათ მოგზაურობას შორეულ ქვეყნებში, ახალ ცოდნას და ნათელ შთაბეჭდილებებს

ზუმბა - ზუმბა სიზმარში ცუდი იღბლის ნიშანია. თუ ქალს გატეხილი ზუმბა დაესიზმრა, შეყვარებული ან მეგობრები უღალატებენ

ზურგი - შიშველი ზურგი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ გარემოცვაში მყოფი ერთ–ერთი პიროვნება თავის ძველ გავლენას დაკარგავს, მაგრამ მოერიდეთ მისთვის როგორც ფულის, ასევე რჩევის მიცემას. თქვენგან მიმავალი ადამიანის ზურგის ნახვა გაფრთხილებთ:თქვენ ერთდროულად გელოდებათ როგორც შური, ასევე ეჭვიანობა

ზურგჩანთა - სიზმარში ახალი ზურგჩანთა სიამოვნებას ნიშნავს, რომელსაც თქვენი ახალი ნაცნობები მოგანიჭებენ. ძველი ზურგჩანთა–სიღარიბის ნიშანია

ზურმუხტი - ზურმუხტის დასიზმრება–ცხადში თქვენ ქონებას მიიღებთ მემკვიდრეობით, თუმცა ეს დაკავშირებული იქნება მცირე საზრუნავთან. თუ საქმრო სიზმარში თავის საცოლეზე ხედავს ზურმუხტის სამკაულს–ის თითქმის უკვე უარყვეს მდიდარი მეტოქის გამო. ზურმუხტის ყიდვა ნიშანია მომავალი უიღბლო გარიგებისა

ზღუდე - თუ ზღუდე გესიზმრათ, ეს იმის ნიშანია, რომ ვიღაც ცდილობს ხელი შეგიშალოთ სიყვარულსა და მუშაობაში. სიზმარი, რომელშიც თქვენ მოაჯირზე იმაგრებთ თავს, იმაზე მეტყველებს, რომ სასოწარკვეთილი შეეცდებით საყვარელი ადამიანის შენარჩუნებას