EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« სიზმრების ახსნა / dream explanation - კ - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-06 22:46:06

სიზმრების ახსნა / dream explanation - კ -

სიზმრების ახსნა / dream explanation - კ -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიზმრების ახსნა / dream explanation - კ -

კაბა - თუ გოგონას დაესიზმრა კარგად შეკერილი კაბა–მეგობრები აღტაცებულნი იქნებიან მისი ქცევით. თუ მას კაბა დაეხა, იგი უღირსად იქცევა და ამისთვის შენიშვნებს მიიღებს. თუ ქალი კაბას იზომებს, მალე თავის მეტოქეს შეხვდება. თუ მას დაესიზმრა, რომ ახალი კაბის საყიდლად გახდომას აპირებს, ცხადში იგი წარმატებას მოიპოვებს და თავის მეტოქეს აჯობებს

კადრილი - თუ თქვენ ცეკვავთ კადრილთან, ე.ი. გელოდებათ სასიამოვნო დროსტარება

კავალერია, ცხენოსანი ჯარი - კავალერიის დივიზიონის ნახვა მიგანიშნებთ პირად წარმატებასა და ჯილდოზე, მაგრამ თქვენს დაწინაურებას შეიძლება ახლდეს პატარა სენსაცია

კაზაკი - კაზაკის დასიზმრება ნიშნავს დამცირებას, ლაქას თქვენს რეპუტაციაზე, გამოწვეულს სულმდაბალი გართობითა და უზნეო საქციელით

კათედრა - სიზმარში კათედრის დასიზმრება მოასწავებს ნაღველსა და ჯავრს. თქვენი თავი ნახოთ კათედრასთან–ნიშნავს ავადმყოფობას ან სამუშაოს დამაკმაყოფილებელ შედეგს

კაიუტა - სიზმარში ხომალდის კაიუტაში ყოფნა ნიშნავს, რომ თქვენ გეწვევათ უბედურება, უფრო სწორედ, ეს იქნება სასამართლო პროცესი, რომელსაც წააგებთ თქვენი მოწმის არადამაჯერებელი ჩვენებით

კაკაბი - კაკაბის ნახვა სიზმარში გპირდებათ სიმდიდრის მოსაპოვებლად კარგი პირობების შექმნას. კაკაბის დაჭერა კაკანათით ნიშნავს, რომ თქვენი იმედები გამართლდება. კაკაბის მოკვლა–მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესანიშნავად უძღვებით საქმეს, თქვენი ქონების დიდი ნაწილი სხვების ხელში გადავა. კაკაბის ჭამა–მიიღებთ კმაყოფილებას დამსახურებული პატივისაგან. მფრინავი ფრინველის ნახვა–ბრწყინვალე მომავლის პერსპექტივაა

კაკალი - კაკალი სიზმარში მაუწყებელია ჭეშმარიტი სიხარულისა და ბედის კეთილგანწყობისა. თუ სიზმარში თქვენ ამტვრევთ ჭიან კაკალს–თქვენი მოლოდინი შეიცვლება მწუხარებითა და იმედგაცრუებით. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ ხელები გასვრილი აქვს კაკლით, ე.ი. მისი შეყვარებული თავის ყურადღებას გადაიტანს სხვა ქალზე, რის გამოც იგი ბევრს ინანებს გაუაზრებელი საქციელის გამო.

კაკანი, კრიახი - თუ სიზმარში გესმით ქათმების კრიახი–ნიშანია რაღაც ცნობისა, რომელიც გაგაოცებთ; შესაძლოა გაიგოთ ვიღაცის ნაადრევი სიკვდილი, შეიძლება, ავადმყოფობამ თქვენთვის საყვარელი ადამიანი გაკოტრებამდე მიიყვანოს

კაკაო - თუ კაკაო დაგესიზმრათ, მეგობრობას დაამყარებთ არასასიამოვნო ხალხთან სამსახურში დაწინაურების მიღწევის მიზნით

კალათი - თუ სიზმარში თქვენ მიგაქვთ სავსე კალათი, გელით უდიდესი წარმატება. ცარიელი კალათი მოგიტანთ მწუხარებასა და დაუკმაყოფილებლობას

კალეიდოსკოპი - სიზმარში კალეიდოსკოპის ნახვა თქვენს ცხოვრებაში სწრაფი ცვლილებებისა და მცირე სიხარულის მომასწავებელია

კალენდარი - თუ სიზმარში კალენდარში აწარმოებთ ჩანაწერებს–მთელი წლის განმავლობაში არ უღალატებთ თქვენს ჩვევებს და იქნებით წესიერი სიტყვასა და საქმეში. უბრალოდ, ნახვა კალენდრისა–გაწბილებაა თქვენს ვარაუდებში

კალია - კალია სიზმარში წინააღმდეგობებს მოასწავებს. იგი საქმეებში შეფერხებას ნიშნავს. თუ კალია ქალს დაესიზმრა, მას მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება. თუ კალია ბოსტნეულზე მიცოცავს, უსიამოვნო მოვლენები თქვენს ინტერესებს ზიანს მიაყენებს. თუ კალიების გუნდით მინდორი დაიფარა–ეს ავადმყოფობის ნიშანია. თუ კალიების გუნდი მზეს ჩრდილავს–ცუდი ამბებია მოსალოდნელი

კალმახი - კალმახი სიმდიდრისა და ბედნიერების ნიშანია. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს, კალმახს ნახავთ, დაიჭერთ თუ მიირთმევთ. მაგრამ თუ სიზმარში კალმახი ანკესს მოწყდა და წყალში ჩავარდა, თქვენი ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. თუ მას მღვრიე წყალში ხედავთ, თქვენ სიყვარულში იმედგაცრუება გელით

კალმისტარი - სიზმარში კალმისტრის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი მიდრეკილება მოგზაურობების მიმართ სიკეთეს არ მოგიტანთ. თუ კალმისტარი სიზმარში არ წერს, ცხადში თქვენ ამორალურ ქმედებაში დაგადანაშაულებენ

კალომელი (ფარმ.) - სიზმარში კალომელის ნახვა ნიშნავს, ვიღაცას თქვენი მოტყუება უნდა და დარტყმის მოყენებას ცდილობს თქვენი მეგობრების დახმარებით, რომლებიც გაუცნობიერებლად მოქმედებენ. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ იღებს კალომელს–ის გახდება მსხვერპლი ხრიკებში დაოსტატებული ადამიანებისა,რომლებსაც არ ენდობა. თუ სიზმარში ხედავს, რომ კალომელს იღებს გარედან–ე.ი. ის თვალს ხუჭავს ტყუილზე, რათა დატკბეს კმაყოფილებით, თუნდაც ხანმოკლე დროით

კამათელით თამაში - თუ სიზმარში თამაშობთ კამათელს, ე.ი. გელით წარუმატებელი თამაში ბირჟაზე, რასაც შედეგად მოჰყვება სიღარიბე და სასოწარკვეთილება, ასევე ინფექციური დაავადება. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ხედავს, რომ მისი შეყვარებული ყრის კამათელს, ეს სიზმარი ფარდას ხდის მისი რჩეულის უმაქნისობას

კამათი, შეკამათება - უსაფუძვლო, ტყუილი კამათი სიზმარში ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს; ეს, ასევე, გარშემომყოფთა უსაფუძვლო გაკიცხვასაც ნიშნავს. თუ სიზმარში მონაწილეობას ღებულობთ სამეცნიერო დისკუსიაში, ე.ი. თქვენში დაფარული ნიჭი იმალება, რომლის გამოვლენაც ძალზე გეზარებათ

კამეა - კამეას ნახვა ნიშნავს, რომ მალე რაღაც სამწუხარო მოვლენა მოითხოვს თქვენს ყურადღებას

კამეჩი - თუ ქალს ესიზმრება, რომ ხოცავს კამეჩებს, ის ხელს მოკიდებს რაღაც რთულ საქმეს, მაგრამ მიზანდასახულობისა და უანგარობის წყალობით დაიმსახურებს მამაკაცების კეთილგანწყობას და მიიღებს დიდი ხნის ნანატრს. ბევრისათვის სიზმარში კამეჩის ნახვა მოასწავებს ძლიერი, მაგრამ არც თუ ჭკვიანი, მოწინააღმდეგის გამოჩენას, თუმცა თავშეკავება და ტაქტიკური მოქმედება დაეხმარებიან გამკლავებაში

კამპანია - პოლიტიკური კამპანიის წარმოება ნიშნავს, რომ თქვენ არ ეთანხმებით კომერციული საქმიანობის წარმოების საზოგადოდ მიღებულ ხერხებს და თქვენს თავს უყენებთ საკუთარ პრინციპებს; მიუხედავად მტრების ხრიკებისა, შესაძლოა, რომ მათ, ვინც იმყოფებიან ხელისუფლებაში, წააგონ.
თუ გესიზმრებათ, რომ მრევლი ატარებს კამპანიას ცოდვიანობის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ ცხადში თქვენ მოგმართავენ თხოვნით, საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმაროთ პირადი სახსრებით. თუ ქალი ხედავს სიზმარში, რომ ინტერესდება გახრწნილ ქალთა წინააღმდეგ მიმართული კამპანიისადმი, ის შეძლებს რაღაც წინააღმდეგობის გადალახვას და საჭიროების შემთხვევაში სიმტკიცეს გამოიჩენს

კანარის ჩიტი - სიზმარში ნახოთ ეს ტკბილხმიანი მომღერალი–ნიშანია მოულოდნელი სიხარულისა. თუ ახალგაზრდებს ესიზმრებათ, რომ ეს ფრინველი ჰყავთ, ბედი მათ უმზადებს სამწერლო პოპულარობას, ოცნებებისა და ახალგაზრდული იმედების ასრულებას. თუ კანარის ჩიტს გჩუქნიან–მალე მემკვიდრეობას მიიღებთ. ფრინველის გამოშვება გალიიდან–ყველაზე სანუკვარი იმედების გაცრუებაა.
მომაკვდავი კანარის ჩიტი გაფრთხილებთ მეგობრის გაიძვერობაზე. მფრინავი და მხიარულად მოჭიკჭიკე ჩიტი გპირდებათ მდიდრულ აპარტამენტში დღესასწაულს და ცხოვრებას, რომელიც სავსე იქნება სინატიფით, შემოსავლითა და შესანიშნავი მეგობრებით. თუ ჩიტის ფერი უცნაური და არაბუნებრივად ნათელია–ე.ი. თქვენი იდუმალი ოცნება ფუჭია, ხოლო თქვენი თავდაჯერებულობა–ყველაზე დიდი მტერი. ქალი ასეთი სიზმრის მერე ფრთხილად უნდა იყოს, რათა მლიქვნელური დაპირებები მისი იმედგაცრუებით არ დამთავრდეს. ასეთი სიზმრის ზღაპრული სცენები ქალს კარგს არაფერს უქადის, რადგან ისინი დააბნევენ მას.

კანაფი - სიზმარში კანაფის ნახვა საწინდარია თქვენი წარმატებისა ნებისმიერ საქმეში, განსაკუთრებით კი მსხვილ ბიზნესში. ახალგაზრდა ქალი თუ სიზმარში გაურკვეველი მიზეზით მიდის კანაფის ველზე–ნიშნავს ჩხუბს და მეგობართან დაცილებას.
კანაფის თესლის დასიზმრება რეალურ ცხოვრებაში გპირდებათ მგრძნობიარე და ერთგული მეგობრის პოვნას. საქმიან ადამიანს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ დადგა დიდი ფულის შოვნის დრო

კანის დაავადება - თუ სიზმარში ნახეთ, რომ კანის დაავადება გაქვთ, იგი შეიძლება ცხადშიც დაგემართოთ, მაგრამ ეს საშიში არ იქნება. თუ სიზმარში ეს ავადმყოფობა სხვა ადამიანებს დაემართათ, ცხადში დასახმარებლად ღარიბ–ღატაკები მოგმართავენ

კანფეტი - თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ აკეთებთ კანფეტებს, ე.ი. ეს საქმიანობა იქცევა თქვენი კეთილდღეობის რეალურ წყაროდ. თუ სიზმარში გემრიელად მიირთმევთ კანფეტს, გელით გართობა მაღალ საზოგადოებაში და ახალი სიყვარული, მიუხედავად იმისა, ახალგაზრდა ხართ თუ არა. უგემური კანფეტი ნიშანია ავადმყოფობისა ან გაუწყებთ, რომ თქვენს კარგ სულიერ მდგომარეობას შეცვლის გაღიზიანება და გაბოროტება.
თუ თქვენ ჩუქნით ვიღაცას კანფეტს ყუთით–ცხადში მალე შესთავაზებთ ვინმეს წინადადებას

კაპიტანი - თუ სიზმარში გამოგეცხადათ ნებისმიერი ეკიპაჟის კაპიტანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი კეთილშობილური მიზნები ასრულდება. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული კაპიტანია, მას ელის მწარე განცდები ეჭვიანობის ნიადაგზე

კარადა - თუ თქვენ რამეს ეძებთ კარადაში ან ნივთებს ალაგებთ თაროებზე, ცუდი წინათგრძნობა დაგეუფლებათ, მაგრამ ამის რეალური საფუძველი არ იარსებებს. თუ კარადაში ნივთები მოწესრიგებულად აწყვია, ცხადში დიდი წარმატება გელით

კარავი - თუ დაგესიზმრათ, რომ ცხოვრობთ კარავში, თქვენი ცხოვრება უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება. რამდენიმე კარავი ან კარვების ქალაქი–იმ ადამიანებთან ერთად მოგზაურობაა, რომლებიც თქვენ გულზე არ გეხატებათ. დახვეული ან ქარისაგან წაქცეული კარვები მოუსვენრობას მიანიშნებს

კარანტინი - თუ თქვენ სიზმრში იმყოფებით კარანტინში, თქვენ არც თუ კარგი მეგობრების ინტრიგების წყალობით აღმოჩნდებით რთულ სიტუაციაში

კარაქი - სიზმარში ახალი, ოქროსფერი კარაქის ჭამა ნიშნავს, რომ იქნებით ჯანმრთელი და თქვენი გეგმები წარმატებით რეალიზდება. შესაძლოა, თქვენ გახდეთ სოლიდური უძრავი ქონების მფლობელი და გაიფართოოთ თვალსაწიერი. თუ ჭამთ დამძაღებულ კარაქს, მომავალში მდგომარეობის მისაღწევად მძიმე შრომა მოგიწევთ. კარაქით ვაჭრობა შემატებას ნიშნავს, თუმცა უმნიშვნელოს.
კარაქის ათქვეფა სიზმარში–დაისახავთ ძნელად მისაღწევად მიზანს, მაგრამ თქვენი შრომისმოყვარეობითა და გულითადობით მიაღწევთ სასურველს და გახდებით მდიდარი ადამიანი. გლეხს ასეთი სიზმარი ჰპირდება კარგ მოსავალს, ქალს კი–მშრომელ და ენერგიულ მამაკაცს.

კარდინალი - სიზმარში კარდინალის ნახვა თავის ტანსაცმელში–წარუმატებლობაა. ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ იმდენი უბედურება, რომ იძულებული იქნებით გადასახლდეთ სადღაც შორეულ მხარეს ან სხვა ქვეყანაში, რათა ხელახლა დაიწყოთ თქვენი გაბზარული ცხოვრება. ქალისათვის ასეთი ცხოვრება სიკვდილს ნიშნავს, თუ ის ცხადში დაიჯერებს ტყუილ დაპირებებს. თუ მღვდელი, რომელიც გესიზმრებათ, თქვენი მოძღვარია და გესაჭიროებათ მისი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ცდუნებისას, ეს სიფრთხილისაკენ მოწოდების ნიშანია

კარეტა - თუ სიზმარში ხედავთ ეკიპაჟს, ცხადში გელით დაჯილდოება და ნაირგვარი ვიზიტები. კარეტით მგზავრობა–სწრაფი, მაგრამ ხანგრძლივი ავადმყოფობაა, რომლის შემდეგაც შეძლებთ დატკბეთ ჯანმრთელობითა და კარგი შესაძლებლობებით. თუ თქვენ ეძებთ ეკიპაჟს–მოგიწევთ ბევრი მუშაობა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ საკმაოდ უზრუნველყოფილი იქნებით მატერიალურად

კარზე კაკუნი - თუ სიზმარში კარზე კაკუნი მოგესმათ, სასიამოვნო ამბავს გაიგებთ. თუ სიზმარში კაკუნის ხმამ გაგაღვიძათ, ახალი ამბავი ძალზე სასიამოვნო იქნება

კარი - თუ სიზმარში შედიხართ კარებში–თქვენი მცდელობა, განთავისუფლდეთ ცილისმწამებლებისა და არაკეთილმოსურნეებისაგან, ფუჭად ჩაივლის. ერთ–ერთი კარები, საიდანაც თქვენს სიზმარში შეგიძლიათ უშიშრად გამოხვიდეთ–ეს არის თქვენი ბავშვობის სახლი. ის მომავალში გპირდებათ შეძლებულად ცხოვრებასა და სასიამოვნო გარემოცვას.
თუ სიზმარში წვიმიან ღამეს შედიხართ კარში–ეს ქალს მიანიშნებს შეუფერებელ საქციელზე, კაცისთვის კი მეტყველებს მის უპატიებელ ნაკლზე, ასევე მომავალ საიდუმლო შეხვედრაზე. სხვა ხალხი, შემავალი და გამომავალი კარებიდან, რომლის წინაც თქვენ დგახართ–გაფრთხილებაა მოსალოდნელ სიძნელეებზე, რომლებსაც შეხვდებით თქვენი საქმეების წესრიგში მოყვანის მცდელობისას.
ეს სიზმარი განსაკუთრებით ცუდის მომასწავებელი ნიშანია პოლიტიკური მოღვაწისათვის. მწერალს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს, რომ მკითხველს არ მოეწონება მისი წერის მანერა და ისინი დაკარგავენ მისდამი ინტერესს. თუ კარი დახურვისას მოულოდნელად მოწყდება ანჯამებიდან და ამის გამო ვიღაც დაზიანდება, ასეთი სიზმარი მოასწავებს საშიშროებას თქვენი მეგობრისათვის, რომელსაც ცუდი რჩევა მიეცით.

კარნავალი - სიზმარში კარნავალში მონაწილეობის მიღება–იმის მომასწავებელია, რომ თქვენ მალე დატკბებით არაჩვეულებრივი გართობით ან დასვენებით. კარნავალი ნიღბებით ან მახინჯი, უაზრო კლოუნის ფიგურებით, ნიშნავს უთანხმოებას, განხეთქილებას სახლში და უპასუხო სიყვარულს

კარტოფილი - კარტოფილის ნახვა–კარგი ახალი ამბავია. სიზმარში კარტოფილის ამოღება–წარმატებული მომავლის ნიშანია. კარტოფილის ჭამა ნიშნავს არსებით სარგებელს. კარტოფილის მოხარშვა ან შეწვა–კარგი სამსახურის შოვნაა. თუ სიზმარში რგავთ კარტოფილს, ე.ი. თქვენი სურვილები ახდება. დამპალი კარტოფილის ნახვა მოასწავებს თქვენი სიხარულისა და კმაყოფილების დასასრულს, აგრეთვე ბინდით მოცულ მომავალს.


კარუსელი - თუ დაგესიზმრათ კარუსელი, ე.ი. თქვენი მცდელობა, მოიპოვოთ წარმატება ცხოვრებასა და სიყვარულში, ამაო აღმოჩნდება

კასრი - წყლით სავსე კასრი ოჯახში შემატების ნიშანია. ცარიელი კასრი უსიამოვნებას მოასწავებს: წარმატება გარკვეული დროით ზურგს გაქცევთ

კატასტროფა - თუ ნახეთ, რომ საქალაქო ავტოტრანსპორტით მოხვდით ავარიაში, გელოდებათ რაღაც საკუთრების დანაკარგი ან დაშავება. თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავს ხედავს კატასტროფის მონაწილედ, ე.ი. ის მალე განიცდის საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სიმწარეს. მეზღვაურისთვის კატასტროფა ზღვაზე ნიშნავს უბედურებას და შემოსავლის დაკარგვას; მაგრამ თუ ხედავთ, რომ გადარჩით, მაშინ ცხადში თქვენ თავს დააღწევთ ძალზე სახიფათო სიტუაციას.
თუ სიზმარში გახდით სარკინიგზო კატასტროფის მონაწილე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ანგარების მიზნით დაინტერესდებით რაღაც უბედური შემთხვევით ან წარმოგექმნებათ სიძნელეები ბიზნესში

კატაფალკა - კატაფალკა სიზმარში ნიშნავს დაძაბულობას ოჯახურ ურთიერთობაში და წარუმატებლობას საქმეებში. ასეთი სიზმარი მოასწავებს აგრეთვე მწუხარებას, ავადმყოფობას ან ახლობლის სიკვდილს. თუ სიზმარში კატაფალკამ გზა გადაგიღობათ–მოგიწევთ ბრძოლა სასტიკ მოწინააღმდეგესთან

კატები კატა სიზმარში ყოველთვის უბედურებას მოასწავებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ მოკლავთ მას ან გააგდებთ თქვენგან შორს. თუ კატა თავს გესხმით–თქვენი მტრები შეეცდებიან, ჩრდილი მიაყენონ თქვენს რეპუტაციას და გაანადგურონ; მაგრამ თუ შეძლებთ კატის გაგდებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას და გახდებით მდიდარი და ცნობილი.
თუ კატა ჭუჭყიანი და გამხდარია–ელოდეთ ცუდ ამბებს: შესაძლოა, ვინმე თქვენი ახლობელი ავად გახდეს, მაგრამ თუ გააგდებთ კატას, იგი გამოჯანმრთელდება. სიზმარში კატის კრუტუნისა და კნავილის მოსმენა იმის მაუწყებელია, რომ თქვენი მეგობარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გავნოთ. თუ სიზმარში კატამ დაგჩხაპნათ, თქვენი მტერი შეძლებს წაგართვათ შემოსავალი იმ საქმიდან, რომელზეც მრავალი დღე მუშაობდით.
თუ ახალგაზრდა ქალს ხელში უჭირავს კატა ან კნუტი. ის ჩათრეულ იქნება უკეთურ საქმიანობაში. სუფთა, თეთრი კატა ნიშნავს რაღაც ჩახლართულობას, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ შეიძლება იქცეს ქონების დაკარგვისა და მწუხარების საბაბად. თუ მსხვილ ვაჭარს ესიზმრება კატა, მან სასწრაფოდ უნდა მიხედოს თავის საქმეს, რადგან კონკურენტებმა თითქმის უკვე გაანადგურეს მისი საქმის მართვის სისტემა და ის იძულებული იქნება მიიღოს ზომები და გაყიდოს თავისი საქონელი იაფად, რათა საბოლოო ჯამში მოიგოს.
ერთმანეთის გვერდით მშვიდად მყოფი კატა და გველი დასაწყისია სასტიკი ბრძოლისა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, საიდუმლო ინფორმაციის მიღების მიზნით, თქვენთან იღებთ მტერს და გეჩვენებათ, რომ ეს თქვენ გეხებათ და საზოგადოების განსჯის საგნად არ უნდა იქცეს.

კაჭკაჭი კაჭკაჭი ყოველთვის ხანგრძლივ ჩხუბს მოასწავებს.ეს რომ თავიდან აიცილოთ, შეეცადეთ კარგად აწონ–დაწონოთ თქვენი საქციელი და ლაპარაკი.

კბენა - სიზმარში თუ მწერი გკბენთ–ელოდეთ ბოროტებასა და უბედურებას. თუ ასეთ სიზმარს ნახულობს გოგონა–ცხადში მას შეაწუხებს ნაღველი და სინანული მამაკაცებისადმი უჩვეულო მიმნდობლობის გამო.
თუ სიზმარში დაგკბინეს, მოასწავებს ავადმყოფობას და წარუმატებლობებს: შემთხვევითი შეცდომის გამო თქვენ შეიძლება გააფუჭოთ საქმე, რომელშიც ბევრი შრომა ჩადეთ

კბილები - თუ სიზმარში ნახავთ კბილებს, გელოდებათ ავადმყოფობასთან დაკავშირებული უსიამოვნება. თუ კარგავთ კბილებს–გელით წარუმატებლობა ან ცუდი ცნობა. თუ ექიმმა ამოგიღოთ კბილი, გელოდებათ ხანგრძლივი ავადმყოფობა, შესაძლოა სიკვდილიც.
თუ სიზმარში გიპლომბავენ კბილებს–ე.ი. მრავალგვარი გამოცდის შემდეგ თქვენ დაგიბრუნდებათ დაკარგული ღირებულებები. თუ სიზმარში იწმენდთ კბილებს–ბედნიერების შესანარჩუნებლად მოგიწევთ ბრძოლაც და მსხვერპლიც. თუ გესიზმრებათ, რომ გიდგამენ ხელოვნურ კბილებს–თავს დაგატყდებათ საშინელი ბოროტება, რომლისთვისაც მოგიწევთ თავის არიდება.
თუ სიზმარში კარგავთ კბილებს–ზრუნვის მძიმე ტვირთი გაანადგურებს თქვენს სიამაყეს და უარყოფითად იმოქმედებს საქმეზე. თუ დაგესიზმრათ, რომ კბილი ამოგძვრათ–ნიშნავს მოულოდნელ უბედურებას: ან თქვენი ბიზნესი იზარალებს, ან სიკვდილია სადმე ჩასაფრებული. თუ სიზმარში ათვალიერებთ თქვენს კბილებს–ყურადღებით უნდა იყოთ საქმესთან დაკავშირებით, რადგან თქვენი მტრები არ ისვენებენ.
თუ სიზმარში დამტვრეული კბილები გაქვთ–უფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ პირიდან აფურთხებთ კბილებს–ე.ი. ავადმყოფობა გემუქრებათ თქვენ ან თქვენს ნათესავს. არასწორი, გაფუჭებული კბილები ცუდია. იგი მის მნახველს მრავალ უსიამოვნებას უქადის: ესაა უძრავი ქონების დაკარგვა, პირადი გეგმებისა და იმედების მსხვრევა, სერიოზული ავადმყოფობა და, ასევე, ნერვების დასუსტება ჯანმრთელი ადამიანისათვისაც კი.
სიზმარში ერთი კბილის ამოვარდნა ცუდი ამბავია. თუ ორი–ელოდეთ რიგ უსიამოვნებებს, რომელშიც აღმოჩნდებით თქვენი გაუფრთხილებლობის წყალობით. თუ ამოვარდება სამი კბილი–გელით კატასტროფა. ნახოთ, როგორ გცვივათ კბილები–უმეტესად ვინმეს სიკვდილია. თუ კბილები გაფუჭებულია და ამიტომ გიღებენ–ასევე სიკვდილის ნიშანია, ოღონდ თქვენი.
თუ გესიზმრებათ, რომ კბილებიდან გცვივათ მუქი ნადები, კბილები კი თეთრი და ჯანმრთელნი ხდებიან ე.ი. მალე გამოჯანმრთელდებით. თუ სიზმარში აღფრთოვანებული ხართ თქვენი კბილების ბრწყინვალებითა და სილამაზით, გელით სასიამოვნო საქმიანობა და თქვენი სურვილის შესრულებით მიღებული სიხარული.
შესაძლოა, სიზმარში დაკარგეთ ერთი კბილი, მაგრამ მერე ენით დაუწყეთ ძებნა ამოვარდნილ ადგილს და ვერ იპოვეთ. შემდეგ ამ ღრმულს ეძებს ექიმი, მაგრამ გამოცანა ამოუხსნელი რჩება. ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ გელით რაღაც შეხვედრა, რომელსაც საერთოდ არ ელით და გსურთ თავის არიდება, მაგრამ შემდეგში კვლავ გააგრძელებთ შეხვედრას იმ ადამიანთან და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეგობრები არ იწონებენ ამას, მაინც მიიღებთ ამ შეხვედრისაგან დადებით ემოციებს.
თუ გესიზმრებათ, რომ ექიმმა მშვენივრად გაგისუფთავათ კბილები, მაგრამ შემდეგში აღმოაჩინეთ, რომ ისინი კვლავ გაყვითლდნენ, ე.ი. თქვენ გჯერათ, რომ ვიღაც პიროვნება იცავს თქვენს ინტერესებს, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ ის ვერ უმკლავდება ვიღაც მატყუარას ეშმაკურ დაპირებებს

 

გადაფურცლეთ - გვ. 2