EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« სიზმრების ახსნა / dream explanation - კ - გვ2 »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-06 22:46:11

სიზმრების ახსნა / dream explanation - კ - გვ2

სიზმრების ახსნა / dream explanation - კ - გვ2

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიზმრების ახსნა / dream explanation - კ - გვ2

კბილის საწმენდი სიზმარი, რომელშიც ნახულობთ კბილის საწმენდს, მიგანიშნებთ, რომ ბოროტება და უმნიშვნელო გაბრაზება ვერაფერს გავნებთ, ოღონდ იმ პირობით, თუ თავს ფლობთ. თუ სიზმარში ხმარობთ კბილის საწმენდს–ე.ი. მალე გაანაწყენებთ მეგობრებს.

კედარები - მწვანე და მაღალი კედარები მოასწავებენ რაღაც სასიამოვნო წარმატებას. გამხმარი და ავადმყოფი კედარები იმედგაცრუებას. ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ კეთილის მოლოდინი ნუღარ გექნებათ

კედელი - თუ გზაზე კედელი გადაგეღობათ, ცხადში ზეწოლას ვერ გაუძლებთ და იძულებული გახდებით, უარი თქვათ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ. თუ სიზმარში კედელზე გადადიხართ, ცხადში თქვენი მიზნების მისაღწევად ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. კედელში გაკეთებული ხვრელი თქვენი სულის სიმტკიცეზე მიუთითებს, რომლის გამოვლენით ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ.
დანგრეული კედელი–მტრებზე გამარჯვებას მოასწავებს. თუ დაგესიზმრათ, რომ კედელს აშენებთ, წარმატების მისაღწევად მოგიწევთ საკუთარი ცხოვრების დეტალურად დაგეგმვა. თუ სიზმარში ქალი მიფოფხავს კედელზე, მისი ბედნიერება მყარი იქნება. თუ ქალი ვინმეს ემალება კედლის უკან, ცხადში მას თავისი სიყვარულის შერცხვება. თუ იგი კედელთან სეირნობს, ცხოვრებაში იგი ძალიან გალამაზდება

კეთილგანწყობა - თუ სიზმარში ვიღაცის კეთილგანწყობას ეძებთ, ე.ი. თქვენ მალე გამდიდრდებით და გაჭირვება უკან დარჩება. თუ ვინმეს ჩუქნით თქვენს კეთილგანწყობას–გელით დანაკარგი

კენგურუ - კენგურუ სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ გააცურებთ თქვენს ძლიერ მტრებს, რომლებიც ოცნებობენ, ცუდად წარმოგადგინონ იმ ადამიანებთან, რომელთა გადმობირებასაც ცდილობთ თქვენს მხარეზე. თუ კენგურუ გესხმით თავს, თქვენი რეპუტაცია საფრთხეშია. თუ კლავთ კენგურუს–გელით წარმატება თქვენი მტრების ეშმაკობისა და მოქმედების მიუხედავად. კენგურუს თავშესაფარი მიგითითებთ, რომ თქვენ პატიოსანი წარმატების გზას ადგახართ.

კენჭის ყრა, ხმის მიცემა - თუ სიზმარში ბიულეტენს აგდებთ ამომრჩევლის ყუთში–გელით სულიერი აფორიაქება, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს მეგობრებზე და ახლობლებზე. თუ ხმის მიცემისას ეშმაკობთ–ე.ი. თქვენი უპატიოსნება იმოქმედებს თქვენს საუკეთესო პარტნიორზე.

კერპი - კერპებისადმი თაყვანისცემა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ზედმეტად წვრილმანი საქმიანობით მიიწევთ დიდებისა და წარმატებისაკენ. კერპების უარყოფა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ თავდაჭერილი ადამიანი–ვერაფერი ვერ შეგაჩერებთ საყოველთაო პატივისცემის მოპოვების სწრაფვისაგან.
თუ ხედავთ, სხვები როგორ სცემენ კერპებს თაყვანს, ეს მიანიშნებს თქვენს უთანხმოებაზე უახლოეს ადამიანთან. კერპთაყვანისმცემლობის განსჯა გიქადით პოპულარობასა და პატივს, რაშიც დაგეხმარებათ თქვენი უნარი–ჩასწვდეთ ადამიანების შესაძლებლობებსა და მიდრეკილებებს.

კვანძი - თუ სიზმარში კვანძს ხსნით–ცხადში დაიწყებთ წვრილმანებზე წუხილს. კვანძის შეკვრა–გამოიჩენთ გაბედულებას და თავს დააღწევთ თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანს

კვარტეტი - თუ სიზმარში ხედავთ კვარტეტს ან მღერით მასში–გპირდებათ თქვენი საქმის მომგებიან წარმართვას, მხიარულ მეგობრებს და სასიამოვნო დროსტარებას. სიზმარში კვარტეტის დაკვრის ნახვა და მოსმენა ნიშანია იმისა, რომ თქვენ ჯიუტად ცდილობთ თქვენთვის მიუღწეველი რაღაცის მიღწევას

კვერთხი - თუ დაგესიზმრათ, რომ ხელში კვერთხი გიჭირავთ, მეგობრები თავიანთ წინამძღვრად, ლიდერად აგირჩევენ, ხოლო თქვენ მათ იმედებს გაამართლებთ. თუ კვერთხი სხვას უჭირავს, ცხადში ინიციატივის გამოვლენას უფრო სხვა ადამიანის დამორჩილებას ამჯობინებთ.

კვერცხი - თუ კვერცხებიანი ჩიტის ბუდე დაგესიზმრათ, ბედნიერი ქორწინება გელით. არ არის გამორიცხული, რომ დიდძალი მემკვიდრეობაც მიიღოთ. ქალისათვის ასეთი სიზმარი იმის ნიშანია, რომ ხშირად იცვლის თავის გატაცებებს. თუ სიზმარში კვერცხს მიირთმევთ, თქვენ სადარდებელი გაგიჩნდებათ.
გატეხილი კვერცხები იმის ნიშანია, რომ ბედი ძვირფას საჩუქრებს გიბოძებთ, თქვენი ჭკუითა და ამაღლებული გრძნობებით საყოველთაო აღიარებას მოიპოვებთ. გაფუჭებული კვერცხები მატერიალურ დანახარჯს მოასწავებენ, კვერცხებიანი კალათი კი სარფიან საქმეებში მონაწილეობას გპირდებათ

კვიცი, ულაყი - სიზმარში კვიცის ნახვა მაუწყებელია იმისა, რომ თქვენთვის დგება კარგი დრო და თქვენს გარემოცვაში დაიკავებთ ღირსეულ ადგილს.
ლამაზ კვიცზე ჯდომა და სეირნობა ნიშნავს, რომ თქვენი პრესტიჟი და საზოგადოებრივი მდგომარეობა ძალიან მალე გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება თქვენი შეხედულებებისა და პრინციპების ხარჯზე. გაშმაგებული კვიცის ნახვა გაფრთხილებთ იმაზე, რომ გარემომცველი ფუფუნება გაქცევთ ამპარტავან და ქედმაღალ ადამიანად, ეს კი დაგაცილებთ მეგობრებს და გიბიძგებთ საეჭვო გართობისკენ

კიბე - ფართო, ლამაზი კიბე ნიშნავს აღმასვლას. ასვლა კიბეზე–გალაღება და უღრუბლო ბედნიერებაა. კიბეზე ჩასვლა–არც ერთ საქმეში არ გაგიმართლებთ. ფართო, ლამაზი კიბის ნახვა–სიმდიდრისა და პატივის მაუწყებელია. კიბეზე ჩამავალი ხალხის ნახვა ნიშნავს, რომ კმაყოფილებას შეცვლის უსიამოვნო მოვლენები. კიბის საფეხურზე ჯდომა–კეთილდღეობისაკენ ნელი სვლაა. თუ ჩამოვარდით კიბიდან, ე.ი. იქნებით ზიზღისა და შურის ობიექტი

კიბორჩხალები = თუ დაგესიზმრათ კიბორჩხალები, ე.ი. შეგხვდებათ უამრავი პრობლემა, რომელთა გადასაწყვეტად დაგჭირდებათ გონიერების მოხმობა. შეყვარებულებს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს არშიყობის ხანგრძლივ პერიოდს

კითხვა - თუ სიზმარში კითხვით ხართ დაკავებული, ცხადში წარმატებით გაართმევთ თავს იმ ამოცანებს, რომელიც თავდაპირველად შეუსრულებელი გეგონებათ. თუ სიზმარში სხვა პიროვნება კითხულობს–ცხადში მეგობრები გვერდში დაგიდგებიან, და თქვენი საქმეები საუკეთესოდ აეწყობა.
თუ სიზმარში გაურკვეველი ტექსტის გარჩევას ცდილობთ, ცხადში მოუსვენრობა და იმედგაცრუება დაგეუფლებათ. თუ სიზმარში ვინმეს თხოვთ რაიმე ტექსტის წაკითხვას ან მასთან ერთად განიხილავთ წაკითხულ ტექსტს, ცხადში ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევთ.

კირი - სიზმარში კირის ნახვის შემდეგ გაჭირვება დროებით დაგაკარგვინებთ წონასწორობას, მაგრამ გონს მოეგებით, რათა უფრო თავდაჯერებული და წარმატებული გახდეთ, ვიდრე იყავით

კისერი - თუ სიზმარში საკუთარ კისერს ათვალიერებთ, ცხადში თქვენი ოჯახური უსიამოვნებები სამსახურზეც აისახება. თუ სიზმარში ვინმეს კისერი მოგწონთ, ე.ი. ცხადში, საკუთარი ცინიზმის გამო, შეეცდებით ვიღაცის ოჯახის დანგრევას. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ძალზე წვრილი კისერი აქვს, იგი რეალურ ცხოვრებაში ახლობლების მიმართ ანჩხლი და მოუთმენელი იქნება. საჭიროა, მან თავი ხელში აიყვანოს

კიტრი - კიტრის დასიზმრება ჯანმრთელობისა და საქმეებში წინსვლის საწინდარია; თუ ავად ხართ, მალე გამოჯანმრთელდებით; თუ შეყვარებული ხართ–თქვენი სიყვარული ბედნიერი იქნება

კლარნეტი - კლარნეტის ნახვა მიუთითებს თქვენს თავქარიან საქციელზე, რომელიც ჩრდილს მიაყენებს თქვენს ღირსებას. თუ კლარნეტი გატეხილია, გამოიწვევთ მეგობრის უკმაყოფილებას

კლდეები - სიზმარში ნანახი კლდეები საქმეში წარუმატებლობასა და ნათესავებთან ურთიერთობაში გაურკვევლობას მოასწავებს. თუ კლდეზე მიცოცავთ, ეს არსებული მდგომარეობიდან თავდაღწევის დიდ სურვილზე მიუთითებს

კლიტის ჭუჭრუტანა - თუ სიზმარში ვინმეს უთვალთვალებთ კლიტის ჭუჭრუტანიდან, ცხადში ვიღაცას ავნებთ სხვისი საიდუმლოს გამხელით.თუ სიზმარში თქვენ დაიჭირეთ ადამიანი, რომელიც სხვას უთვალთვალებდა, ცხადში მოჩვენებითი მეგობრები უსირცხვილოდ დაიწყებენ ქექვას თქვენს საქმეებში, რათა თქვენზე მაღლა დადგნენ. თუ სიზმარში ვერ აგნებთ კლიტის ჭუჭრუტანას–მოულოდნელად ზიანს მიაყენებთ თქვენს მეგობარს

კნუტი - თუ ხედავთ კნუტებს, გექნებათ მცირე უსიამოვნებანი–დაიწყებთ ფიქრს დაკარგულ სამუშაოზე, მაგრამ ეს ფიქრები მაშინვე გაქრებიან, თუ სიზმარში მოკლავთ კნუტს. ნახვა, თუ გველი როგორ კლავს კნუტს, ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ მტრები, რომლებიც ცდილობენ გაზარალონ, თუმცა ამით მხოლოდ თავს ივნებენ.
ახალგაზრდა ქალისათვის ლამაზი, ფუმფულა, თეთრი კნუტის ნახვა ნიშნავს, რომ მას ტყუილების ბადეში გაახვევენ, მაგრამ ნათელი განსჯა და გონება დაეხმარებიან მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. თუ კნუტი ჭუჭყიანი და გამხდარია, სიზმრის მნახველი ცხოვრებაში გახდება ვიღაცის უმსგავსი საქციელის მსხვერპლი

კომბოსტო - სიზმარში კომბოსტოს ნახვა ყოველთვის ცუდია. ეს არის ყოველგვარი უწესრიგობის ნიშანი. მწვანე კომბოსტო–ცბიერებაა სიყვარულში და ღალატი ოჯახურ ცხოვრებაში. თუ თქვენ ჭრით კომბოსტოს, სიზმარი გაფრთხილებთ, რომ თქვენი უაზროდ ხარჯვის ჩვევა დამღუპველია

კომედია - თუ თქვენ ესწრებით მსუბუქ, მხიარულ სპექტაკლს თეატრში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გახდებით სულელური გართობის უნებლიე მონაწილე. სიზმარში კარგი კომედიის ნახვა გპირდებათ მცირე კმაყოფილებასა და სასიამოვნო ზრუნვას

კომერცია - თუ სიზმარში დაკავებული ხართ კომერციით–საკმაოდ კარგად ისარგებლებთ თქვენ წინაშე წარმოქმნილი მდგომარეობით. თუ სიზმარში კომერციული საქმიანობისას განიცდით წარუმატებლობას, ეს მიგანიშნებთ მღელვარებასა და პრობლემებზე რეალურ ცხოვრებაში

კომეტა - სიზმარში კომეტას ნახვა ცაზე ნიშნავს, რომ გელით მოულოდნელი გამოცდა, რომელსაც თქვენ გმირულად გაუმკლავდებით და შედეგად მიაღწევთ დიდების მწვერვალს. ახალგაზრდა ქალს კომეტა უქადის მძიმე დანაკარგსა და მწუხარებას

კომპასი - კომპასი სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენი მიზნის მიღწევისათვის ბრძოლისას თქვენი მოქმედება მოექცევა ძალიან ვიწრო ჩარჩოში. გამარჯვება იქნება ძნელი, მაგრამ დამსახურებულ ღირსებას მოგიტანთ. სიზმარში თუ ჩვეულებრივი ან საზღვაო კომპასი ნახეთ, ე.ი. გიმართლებენ გარემოებები და პატიოსანი ადამიანები. არასწორი მიმართულების მაჩვენებელი კომპასი მაუწყებელია დანაკარგისა და სიცრუისა

კონვერტი - კონვერტი სიზმარში გპირდებათ არც თუ ისე სასიხარულო ახალ ამბებს

კონცერტი - სიზმარში თუ გესმით მშვენიერი მუსიკის ხმა, ეს გპირდებათ ბრწყინვალე გართობას, მწერალს კი–წარმატებულ ლიტერატურულ მოღვაწეობას. ახალგაზრდა გოგონას ასეთი სიზმარი ჰპირდება ღვთაებრივ სიყვარულს, ბიზნესმენს კი საქმის კარგად წარმართვას.
კონცერტი მომღერლებისა და ბალეტის მსახიობების მონაწილეობით ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრები იქნებიან უმადურები და, შესაძლოა, თქვენ გვერდით აღმოჩნდნენ არასასურველი თანამგზავრები, ბიზნესის ჩარჩოები დავიწროვდება

კორსეტი - სიზმარში კორსეტის ნახვა ნიშნავს, რომ უკმაყოფილო იქნებით იმ ყურადღებისა, რომელიც თქვენ თვითონ მოიპოვეთ. თუ ქალი ნერვიულობს კორსეტის გახსნისას ან შეკვრისას, ე.ი. მას აქვს მეგობრებთან წაჩხუბების მიდრეკილება უმნიშვნელო მიზეზზე

კოქსი - კოქსი თუ დაგესიზმრათ, უახლოეს მომავალში ელოდეთ უბედურებასა და უთანხმოებას.

კოქტეილი - სიზმარში კოქტეილის ნახვა ცუდი ნიშანია და ნიშნავს, რომ თქვენ აბნევთ მეგობრებს თქვენი მიდრეკილებებით და გართობით უწესო და თავქარიანი ადამიანების საზოგადოებაში, რაც სხვა პიროვნებად გაქცევთ. ქალებს ასეთი სიზმარი უქადის აწეწილ ცხოვრებას, რომელიც არ ემორჩილება მიღებულ ნორმებს

კოღო - თუ სიზმარში ნახეთ კოღო, მაშინ თქვენი მტრების წინააღმდეგ მიმართული თქვენი ძალისხმევა ამაოა, რადგან ეს ადამიანები ძალიან გაზარალებენ. თუ კლავთ კოღოებს, ბოლოს და ბოლოს, დაძლევთ სიძნელეებს და იქნებით მდიდარი და ბედნიერი

კოშკი - თუ დაგესიზმრათ კოშკი, ე.ი. ცხოვრებაში დიდი წარმატებების მიღწევა გსურთ. თუ სიზმარში აძვერით კოშკზე–ბევრს მიაღწევთ, მაგრამ თუ კოშკი მაშინვე დაინგრა, როგორც კი ჩამოხვედით–იმედი გაგიცრუვდებათ

კოშმარი - კოშმარული სიზმრები,ჩვეულებრივ, მიანიშნებენ ჩხუბსა და უთანხმოებაზე. ახალგაზრდა ქალს მსგავსი სიზმარი უწინასწარმეტყველებს სხვადასხვა ხასიათის იმედგაცრუებას და აფრთხილებს, რომ მას დაუმსახურებლად უგულებელყოფენ; ასევე მოუწოდებს, რომ ყურადღებით მოეკიდოს თავის ჯანმრთელობასა და კვებას 

კოცნა - თუ სიზმარში ბავშვები კოცნიან ერთმანეთს, ოჯახში მშვიდობა და სიწყნარე იქნება; დედის კოცნა–საქმეში წარმატება და მეგობრების პატივისცემაა; ძმის ან დის კოცნა–მტკიცე მეგობრობა; შეყვარებულების კოცნა ბნელ ადგილას–საშიშროების ნიშანია; თუ იგივე სინათლეში ხდება–თქვენ კეთილშობილი იქნებით ქალების მიმართ. უცნობი ქალის კოცნა–უსინდისო საქციელის ნიშანია.
თუ მეტოქე კოცნის თქვენს შეყვარებულს, ცხადში მის პატივისცემას დაკარგავთ. ცოლ–ქმრისათვის სიზმარში კოცნა მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ თანხმობას ნიშნავს. მტრის კოცნა–მეგობართან შერიგებაა. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი დაინახეს შეყვარებულის კოცნის დროს, ე.ი. მეგობრები მას მკაცრად მოექცევიან. ჰაეროვანი კოცნა მგზავრობას ნიშნავს, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით

კოჭლი - კოჭლის დასიზმრება–აუსრულებელი იმედებისა და ადამიანებზე იმედგაცრუების ნიშანია

კოჭლობა - საკუთარი კოჭლობა სიზმარში უმნიშვნელო წარუმატებლობას მოასწავებს. თუ სხვა ვინმე კოჭლობს, ცხადში თქვენი მეგობარი რაღაცით გაწყენინებთ

კოხტაპრუწა - თუ სიზმარში თვით კმაყოფილ პიროვნებას ნახავთ–არასწორი ზრახვები გამოძრავებთ, საჭიროა სულიერებაზე მეტად იზრუნოთ

კრავი - თუ მდელოზე ნახეთ კრავები,ეს მყარი და ხანგრძლივი მეგობრობის ნიშანია. გლეხისათვის ეს სიზმარი უხვი მოსავლის სიმბოლოა. მკვდარი კრავი სიღატაკეს მოასწავებს. კრავის თეთრ ბეწვზე სისხლი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ უსამართლო ბრალდების ობიექტი გახდებით.
თუ სიზმარში ფარადან დაკარგულ კრავს ეძებთ, საქმეში მეტი დაფიქრება გმართებთ. თუ დაგესიზმრათ, რომ კრავს კლავენ, ისეთი კეთილდღეობის ნიშანია, რომლისთვისაც ბევრი რაიმეს დათმობა მოგიწევთ. ცხვრის შემწვარი ხორცი ავადმყოფობის ნიშანია.
თუ კრავი დედის რძეს წოვს, თქვენს სახლში მშვიდობა და სიმშვიდე დაისადგურებს. თუ კრავს მგელი მიათრევს, ეს სიზმარი გაფრთხილებთ თქვენც და თქვენს ახლობლებსაც–არ გახდეთ ინტრიგების მსხვერპლი. თუ კრავის ბღავილი გესმით, ცხადში თქვენი დიდსულოვნების გამო გარშემომყოფთა პატივისცემას დაიმსახურებთ.
გათოშილი კრავები იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ კრავი ხელში გიჭირავთ–თქვენ მიმართ დიდ მზრუნველობას და ყურადღებას გამოიჩენენ. თუ კრავს კრეჭთ, ეს პარტნიორებთან თქვენს პატიოსან დამოკიდებულებას მოასწავებს, მაგრამ თქვენ, ამავე დროს, მკაცრი და შეუწყნარებელი იქნებით

კრემაცია - სიზმარში კრემაცია ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეები საქმიან წრეებში თქვენს გავლენას შეასუსტებენ. თუ თქვენ გიკეთებენ კრემაციას, გელით წარუმატებლობა მეწარმეობაში, განსაკუთრებით, თუ მოისმენთ უცხოთა რჩევებს და არ დაუჯერებთ თქვენს ინტუიციას

კუ - თუ კუ დაგესიზმრათ, ცხადში რაღაც სასიამოვნო ამბავი სიხარულს მოგიტანთ და ძალას შეგმატებთ, რაც მომენტალურად აისახება თქვენს საქმეებზეც. სიზმარში კუს წვნიანის ჭამა–საეჭვო სიამოვნებებია.

კუდი - თუ რაიმე ცხოველის კუდი დაგესიზმრათ, მწუხარე მომავალი გელოდებათ. თუ სიზმარში რამეს აჭრით კუდს, უბედურება თქვენივე გაუფრთხილებელი საქციელის გამო მოგელით. თუ დაგესიზმრათ, რომ კუდი გაბიათ და იგი გაგეზარდათ, ცხადში თქვენი ცუდი განწყობილება გარშემომყოფთა ნერვიულობის მიზეზი გახდება. სანამ გვიან არ არის, სჯობს გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ადამიანებთან

კუზი - სიზმარში კუზიანის ნახვა ნიშანია თქვენი მომავალი გეგმების მოულოდნელი გართულებისა.

კუთხე - თუ სიზმარში შიშით იმალებით კუთხეში, უსიამოვნებები გელით. თუ გესიზმრებათ, რომ უცხო ხალხი კუთხეში რაღაცაზე ჩურჩულებს, ე.ი. მტრები ცდილობენ დათრგუნონ თქვენი ნებისყოფა; შესაძლოა, აგრეთვე, რომ ვიღაც თქვენი მეგობრებიდან თქვენდამი გულწრფელი არ იყოს.

კუნძული - თუ დგახართ კუნძულზე სუფთა წყლის გარემოცვაში–გელით მშვენიერი მოგზაურობა ან ქორწინება. გაპარტახებული კუნძულის დასიზმრება დაგაკარგვინებთ მდგომარეობას და გაუბედურდებით.
გამწვანებული კუნძულის ნახვა–თქვენი მწუხარება სიმშვიდითა და თავისუფლებით შეიცვლება. გარშემომყოფნი, დამსახურებისამებრ, მადლიერნი იქნებიან. ხალხი კუნძულზე–მოასწავებს თქვენს ხანგრძლივ ბრძოლას საზოგადოებაში უფრო მაღალი მდგომარეობის დასაკავებლად

კურდღელი - თუ სიზმარში ხედავთ თქვენგან გაქცეულ კურდღელს, ე.ი. მოულოდნელად დაკარგავთ რაღაც ფასეულს. თუ შეიჩვიეთ კურდღელი–თქვენ გარშემო იქნებიან კარგი, მაგრამ არაინტელექტუალური კეთილისმსურველები. მკვდარი კურდღელი მომასწავებელია ახლობლის სიკვდილისა. კურდღლის ნახვა, რომელსაც ძაღლები მისდევენ–მაუწყებელია თქვენს ახლობლებს შორის ჩხუბისა და უთანხმოებისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ძველი მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. თუ სიზმარში ესვრით კურდღელს, ცხადში იძულებული იქნებით, ახლობლებთან მიმართებით, მიიღოთ ძალიან მკაცრი ზომები თქვენი კანონიერი საკუთრების შესანარჩუნებლად.

კურთხევა - სიზმარში კურთხევის ნახვა ნიშანია ახალი, ძალზე სასიამოვნო ნაცნობობისა და მეგობრობისა გამოჩენილ ადამიანებთან. თუ სიზმარში ახალგაზრდა ქალი მონაწილეობს კურთხევის ცერემონიაში, ეს ნიშნავს, რომ მას ელის ყურადღება ცნობილ ადამიანთაგან; მაგრამ თუ კურთხევა მის სიზმარში იღებს უსიამოვნო ჩახლართულობას, ელის ცუდი მოვლენა, რომელიც იმოქმედეს მის დროსტარებაზე.


კუტკალია - მწვანე ბალახზე კუტკალიას ნახვა ნიშნავს, რომ მტრები ემუქრებიან თქვენს ყველაზე დიდ ინტერესს. თუ კუტკალია გამხმარ ბალახზეა, მაშინ გემუქრებათ ჯანმრთელობის გაუარესება ან იმედგაცრუება ბიზნესში. თუ კუტკალიას ხედავთ მზის ფონზე–უახლოეს ხანს მოგიწევთ ერთი არასასიამოვნო პრობლემის გადაწყვეტა და ფრთხილი მოქმედებით შეძლებთ საქმის თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალებას. თუ სიზმარში ვიღაცას აჩვენებთ კუტკალიას, ე.ი. თქვენ თავშეკავებული ხართ და ადვილად გასცემთ თქვენი ბიზნესის საიდუმლოებებს.

 

გადაფურცლეთ - გვ. 1