EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ღ - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-08 17:51:45

სიზმრების ახსნა / dream explanation - ღ -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ღ -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიზმარი

ღამე - თუ გესიზმრათ უკუნი ღამე, წინ გამოცდა გელოდებათ. თუ ღამე ილევა–უძლურების გრძნობას დაძლევთ და გაგიჩნდებათ კრიზისიდან 
თავის დაღწევის სურვილი

ღამის პერანგი - საკუთარი თავის ნახვა ღამის პერანგში უქეიფოდ ყოფნას მოასწავებს. თუ სხვებს ხედავთ ამ სამოსში–უსიამოვნო ამბავს შეიტყობთ; შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვერ უმკლავდებით მნიშვნელოვან საქმეებს–არ შედრკეთ, ეს წუთიერი სისუსტეა

ღამურა - ფხიზლად იყავით თუ სიზმარში ამ უსახურ ქმნილებას ნახავთ: გელით მწუხარება და გასაჭირი. შესაძლოა, ვინმე ახლო მეგობრის სიკვდილი, მხედველობის დაკარგვა ან კიდურების წართმევა ძილის შემდეგ. თეთრი ღამურა თითქმის ყოველთვის სიკვდილს მოასწავებს, უფრო ხშირად ბავშვისა

ღარი - თუ დაგესიზმრათ წყალსადინარის ღარი, გელოდებათ დაცემა ან საქმეების აწეწვა. თქვენ დამნაშავე აღმოჩნდებით მეგობრის უბედურებაში. თუ სიზმარში შემთხვევით აღმოჩნდით წყალსადინარის ღართან–ცხადში თქვენი საკუთრება სადავო შეიქმნება

ღარიბი - საკუთარი თავის ან რომელიმე მეგობრის ნახვა ღარიბად ცუდი ნიშანია: წინ ბევრი საქმე და წინააღმდეგობა გელით. ახალგაზრდა ქალისათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ ვიღაც ეცდება მის საქმეებში უხეშად ჩარევას. საქმიანი ადამიანისათვის მოხუცი, დაუძლურებული ღარიბი 
მინიშნებაა: დაგეგმეთ თქვენი დრო უკეთ, რამდენადაც მოსალოდნელია დიდი დანაკარგი.
ღარიბისათვის წყალობის გაღება იმის ნიშანია, რომ გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელად ვითარდება და დროა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. თუ სიზმარში ღარიბს უარს ეუბნებით წყალობაზე, სიზმარი არასასურველია

ღერბი - სიზმარში თქვენი ღერბის ნახვა ცუდი ნიშანია: თქვენ არასოდეს არ გექნებათ ღირსეული ტიტული

ღვინო - თუ სიზმარში სვამთ ღვინოს, მოასწავებს სიხარულსა და ერთგულ, სანდო მეგობარს. ღვინით სავსე ბოთლის გატეხვა ნიშნავს, რომ თქვენი სიყვარული და ვნება ყველა ზღვარს გასცდება. ღვინით სავსე კასრის ნახვა ფუფუნებაა.
ღვინის გადასხმა ერთი ჭურჭლიდან მეორეში–ნიშანია მრავალგვარი კმაყოფილებისა, გართობისა, ასევე მოგზაურობისა ღირსშესანიშნავ ადგილებში. ღვინით ვაჭრობა–თქვენი შრომა კარგად დაფასდება. თუ ქალი სიზმარში სვამს ღვინოს, გათხოვდება მდიდარ და კეთილშობილ ადამიანზე

ღვიძლი - თუ დაგესიზმრათ, რომ ღვიძლი გტკივათ, თქვენი მეუღლე ბუზღუნა და ზედმეტად უკმაყოფილო იქნება, იგი თავს მოგაბეზრებთ მუდმივი ცუდი ხასიათით. ცხოველის ღვიძლი, რომელსაც სიზმარში მიირთმევთ, ნიშნავს, რომ ვინმე ორპირი კაცი ცდილობს თქვენი რჩეულის გულის მოგებას

ღილები - მუნდირზე კაშკაშა ღილების დაკერება გოგონასათვის მდიდარ ადამიანზე გათხოვებას ნიშნავს, ახალგაზრდა ყმაწვილისათვის კი–სამხედრო კარიერას. პატარა, უფერული ღილები იმედგაცრუებას, დანაკარგსა და ავადმყოფობას მოასწავებს. თუ სიზმარში ღილი დაკარგეთ და შეწუხებული ხართ, საქმეში წარუმატებლობა გელით

ღობე (ცოცხალი) - სიზმარში მწვანე ღობის ნახვა სიხარული და შემატებაა. შიშველი, გამხმარი ღობის ნახვა ნიშანია მომავალი უბედურებისა ან სულელური ქცევებისა. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის ღობეებს შორის დადის თავის შეყვარებულთან ერთად–ნიშანია სწრაფი ქორწინებისა. ეკლიან ღობეში გახლართვა ნიშნავს, რომ ვიღაც ბიზნესში ხელს შეგიშლით: შესაძლოა, ესენი იყვნენ ურჩი პარტნიორები ან თქვენი ხელქვეითები. შეყვარებულებისათვის ეს ეჭვიანობისა და დაცილების ნიშანია.

ღორები - სიზმარში კარგად ნაკვები, დიდი ღორების ნახვა ნიშანია საქმიან და სავაჭრო სფეროში გამოცოცხლებისა. გამხდარი ღორები მოასწავებენ მოუსვენრობას სადავო საქმეზე გაბრაზებას ბავშვებისაგან. გოჭებიანი ღორის დასიზმრება გლეხებისათვის კარგ მოსავალს, ხოლო სხვა დანარჩენისათვის წარმატებულ საქმიანობას ნიშნავს.
სიზმარში ღორების ღრუტუნის მოსმენა მომასწავებელია მეგობრებისაგან არასასიამოვნო ცნობის მიღებისა: სიზმარი მიანიშნებს წუხილზე ვიღაცის სიკვდილის გამო ან რაღაც საინტერესო პროექტის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხით დაუკმაყოფილებლობაზე.
სიზმარში საკუთარი ღორების კვება–მომავალში ქონების გაზრდის მაუწყებელია. ღორებით ვაჭრობა ნიშნავს, რომ თქვენ გახდებით დიდი ქონების მფლობელი, მაგრამ ამას მიაღწევთ დიდი ძალისხმევისა და ენერგიული მოქმედების ფასად.
გასუქებული ღორი დამსახურებული წარმატების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ღორი ტალახშია ამოსვრილი, თქვენი პარტნიორების ცუდმა საქციელმა შეიძლება წამოწყებული საქმე ჩაგიშალოთ. გოგონას ასეთი სიზმარი ეჭვიან და ძუნწ ქმარს უქადის; მისი ერთადერთი უპირატესობა სოლიდური ქონება იქნება.

ღორის ხორცი - ღორის ხორცი სიზმარში უსიამოვნებების ნიშანია. მაგრამ თუ მას მხოლოდ უყურებთ და არ ჭამთ, თქვენი პრობლემები ადვილად მოგვარდება.

ღორისქადა (ბოტ.) - თუ გესიზმრებათ მწვანე ღორისქადის მწკრივები–გადატანილი სიძნელეებისა და მწუხარების შემდეგ სიხარული გეწვევათ. თუ ჭამთ ღორისქადას–ცხადში ავადმყოფობის გამო მოგიწევთ დაცილება საყვარელ ადამიანთან ან კომპანიონთან, თუმცა, შესაძლოა, სიზმარი, უბრალოდ, ეჭვიანობაზე მიგანიშნებდეთ.
თუ ქალს ესიზმრება, რომ ის ჭამს ღორისქადას–თავის მძიმე ავადმყოფობაში ან სიკვდილში დამნაშავე თავად იქნება. ღორისქადას მოსავლის აღება ნიშნავს, რომ თქვენი მგრძნობელობა ან ეჭვიანობა შეიძლება იქცეს მუდმივი უბედურების მიზეზად. ღორისქადას ყიდვა–უბედურებაა, რომელსაც თვითონ მოსწევთ საკუთარ თავს

ღრუბელი - შავი ღრუბელი სიზმარში წარუმატებლობას მოასწავებს, თუმცა თავს გაართმევთ დავალებულ საქმეს; თუ წვიმაც მოდის, ავადმყოფობა გელით; ფუმფულა ღრუბელი, რომლიდანაც მზის სხივი გამოსჭვივის–წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ. გამჭვირვალე ღრუბელი ღამით, რომელთა შორის ვარსკვლავები კიაფობენ, გპირდებიან სიხარულსა და საქმეებში მცირეოდენ წარმატებას

ღუზა - მეზღვაურებისათვის ეს სიზმარი ძალზე კარგი სიზმარია. ყველა დანარჩენისათვის კი განშორების მაუწყებელია. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც. თუ შეყვარებული ნახავს ამ სიზმარს, მას ჩხუბი ელოდება