EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ც - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-08 18:23:48

სიზმრების ახსნა / dream explanation - ც -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ც -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიზმრის

ცა - მოწმენდილი ცა გპირდებათ პატივსა და სასიამოვნო მოგზაურობას ყველაზე გამორჩეულ საზოგადოებასთან ერთად. თუ ცა მოფენილია ღრუბლებით, ეს მოასწავებს თქვენი იმედების გაცრუებას.
თუ სიზმარში მიფრინავთ ცაზე ფანტასტიკურ ცხოველთა შორის და ფიქრობთ იმაზე, სიზმარში ხდება ეს თუ ცხადში–შეგაწუხებთ ეჭვიანობა ძვირფას ადამიანზე.
მეწამული ცა სიმბოლოა მომავალი საზოგადოებრივი მღელვარებისა. მანათობლებიანი ნათელი ცა ნიშნავს თქვენი მოწოდების შესაფერ შრომას, რომელიც მოგიტანთ სიბრძნესა და სიმშვიდეს. ვარსკვლავიანი ცა მოასწავებს ბრძოლას საკუთარი თავის რეალიზაციისათვის, რომელიც წარმატებული იქნება.
თუ გესიზმრებათ, რომ მიფრინავთ ზეცისაკენ–თქვენ წინაშე არსებულ შესაძლებლობათა გამოყენება ფუჭი იქნება. თუ ცაზე კიბით ცდილობთ ასვლას, საზოგადოებაში დაიკავებთ მაღალ თანამდებობას, ორმელიც მორალურ კმაყოფილებას არ მოგიტანთ, რამდენადაც ადვილად მოგერთმევათ.

ცალთვალა - ცალთვალა ადამიანი ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ თქვენ გარშემო ინტრიგა მზადდება, რასაც მიზნად აქვს თქვენი კეთილდღეობის დარღვევა.

ცარცი - თუ ქალი უბრალო ცარცით ითეთრებს სახეს–ეს მეტყველებს მის იდუმალ მცდელობაზე თაყვანისმცემლების გაჩენის შესახებ. თუ სიზმარში ცარცით წერთ დაფაზე–ცხადში გელით აღიარება და პატივი (ეს ეხება ნებისმიერი ფერის ცარცით წერას, გარდა შავისა).
თუ სიზმარში დაფა შავია–გელით წარუმატებლობა. ცარცით გასვრილი ხელები იმედგაცრუებას მოასწავებს.

ცდუნება, შეცდენა - თუ გოგონა სიზმარში ვიღაცამ აცდუნა, იგი შეიძლება გაერთოს ისეთი ადამიანით, რომლის მომხიბვლელი გარეგნობის ქვეშ სულის სიმდაბლე იმალება. მამაკაცისათვის, სიზმარი, რომელშიც მას მაცდუნებელი ესტუმრება, აფრთხილებს, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდება მზადდება. თუ სიზმარში ცდუნებას აყევით, ცხადში შეიძლება უსიამოვნო საქმეებში აღმოჩნდეთ გარეული და დაკარგოთ თქვენი მეგობრების პატივისცემა. თუ დაგესიზმრათ, რომ ცდუნებას გაუძელით, ცხადშიც მოიპოვებთ კონკურენტებზე გამარჯვებას

ცეკვები - სიზმარში მოცეკვავე ბავშვები ქალიშვილს უწინასწარმეტყველებენ ბედნიერ გათხოვებას და მეგობრულ ოჯახს. ვაჟს კი ადვილ, მაგრამ საინტერესო სამსახურს. თუ თქვენს სიზმარში ასაკოვანი ხალხი ცეკვავს, ცხადში თქვენს საქმიან სფეროში კარგი პერსპექტივები გადაიშლება. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ ცეკვავთ, ისეთი წარმატება გელით, რასაც დიდი ხანია ელით

ცეკვის მასწავლებელი - თუ გესიზმრებათ ცეკვის მასწავლებელი, ცხადში დაივიწყებთ საქმეებს საკუთარი ქარაფშუტული ახირების გამო.
ქალიშვილს, რომელსაც ესიზმრება, რომ შეუყვარდა ცეკვის მასწავლებელი, ბედნიერი იქნება, რადგან ეს სიზმარი მოასწავებს მის შეხვედრას მისთვის ახლობელ ადამიანთან.

ცელი, ცელვა - თუ გესიზმრებათ ცელი–ნიშნავს, რომ რომელიღაც ავადმყოფობა მოგწყვეტთ თქვენი საქმიდან ან ხელს შეგიშლით დაგეგმილ მოგზაურობაში. ძველი ან გატეხილი ცულის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ დაცილებას ამხანაგებთან ან საქმიან ჩავარდნას

ცემა - თუ სიზმარში ვიღაც ძალიანაა გაბრაზებული თქვენზე ან გცემთ–ცუდია. ასეთი სიზმრის შემდეგ მოსალოდნელია ოჯახური უთანხმოება და კამათი. სიზმარში ბავშვის ცემა ნიშნავს, რომ თქვენ დამსახურებულად მიიღეთ ვიღაცის კუთვნილი ქონება

ცერემონია - თუ სიზმარში საზეიმო ცერემონიის მონაწილე ხართ, ცხადში სოციალური კიბის მაღალ საფეხურებზე ახვალთ. თუ გოგონა ასეთი სიზმრისას გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას გრძნობს, ე.ი. მის ოცნებებს ახდომა უწერიათ

ცერცვის, ლობიოს მარცვლები - ეს ცუდი სიზმარია. თუ ხედავთ გაზრდილ ცერცვს–მწუხარებისა და ბავშვების ავადმყოფობის ნიშანია. გამხმარი ცერცვი–დიდი იმედგაცრუებაა შეთანხმების საქმეში. უახლოეს მომავალში განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ ინფექციურ ავადმყოფობას ოჯახში. სიზმარში ცერცვის (ლობიოს) ჭამა საყვარელი ადამიანის მარცხზე ან მის ავადმყოფობაზე მიუთითებს

ცეცხლი - ცეცხლი სიზმარში კარგი ნიშანია, თუ თქვენ არ იწვით მასში. ასეთი სიზმარი მეზღვაურებს წარმატებულ მოგზაურობას ჰპირდება, მიწათმოქმედებს–შემოსავალს; ცეცხლი თქვენს სახლში მყარ მეგობრობასა და დამჯერ ბავშვებს გპირდებათ. თუ ცეცხლი გამყიდველს ესიზმრა მის მაღაზიაში–მისი საქმეები წარმატებით განხორციელდება.
თუ სიზმარში ებრძვით ცეცხლს და არ აძლევთ გავრცელების საშუალებას–გექნებათ რაღაც სახლაფორთო სამუშაო; ცეცხლის დანთება მოულოდნელ სიამოვნებებს გპირდებათ, შესაძლოა მოინახულოთ მეგობრები, რომლებიც არცთუ ახლოს ცხოვრობენ მაღაზიასთან, საწყობთან და ა.შ. დამწვარი კედლები უბედურების ნიშანია. გამორიცხული არ არის, რომ ღრმა მწუხარება გადაიტანოთ, მაგრამ ფარ–ხმალი არ დაყაროთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და ბედისწერაც თქვენს მხარეზე იქნება

ცეცხლის საჩხრეკი - თუ თქვენ სიზმარში ნახეთ სიწითლემდე გამოწრთობილი საჩხრეკი ან მისი გამოყენებით ვინმეს ეჩხუბებოდით, ეს ნიშნავს, რომ წარმატებით გაართმევთ თავს თქვენს წილ სიძნელეებსა და განსაცდელებს

ციგა - ციგა სიყვარულში წარუმატებლობასა და მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებს. თუ თქვენ ციგაობთ, ცხადში დაუფიქრებელი ვალდებულებები დაგეკისრებათ

ციგურებით სრიალი - თუ სიზმარში ციგურებით სრიალებთ ყინულზე, გემუქრებათ სამსახურის ან რაღაც ფასეულის დაკარგვა. თუ სრიალისას ჩაგიტყდებათ ყინული, ე.ი. თქვენი მეგობარი არ აღმოჩნდება ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება რჩევა ჰკითხოთ. თუ სიზმარში ხედავთ, როგორ სრიალებენ სხვები, გახდებით თქვენსა და თქვენს თაყვანისმცემელთან დაკავშირებული მითქმა–მოთქმის მსხვერპლი. ციგურების ნახვა ნიშნავს განხეთქილებას თქვენს პარტნიორებთან. სიზმარში გორგოლაჭებიანი ციგურებით მოსეირნე ახალგაზრდების ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ კარგად იგრძნობთ თავს, მიიღებთ კმაყოფილებას იმით, რომ შეძლებთ სხვების გულისათვის თქვენი კეთილდღეობის მსხვერპლად მიტანას

ცილისწამება - თუ დაგესიზმრათ, რომ ცილი დაგწამეს, სინამდვილეში უპატიოსნობა და უვიცობა თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნება. თუ სიზმარში თვითონ დასწამეთ ვინმეს ცილი. მაშინ თქვენი ეგოიზმის წყალობით მეგობარს დაკარგავთ

ციმბალა - თუ სიზმარში ციმბალების ხმა გესმით, თქვენს შემოქმედებით გეგმებს შესაბამისი აღიარება ექნება. ქალისათვის ასეთი სიზმარი თავისუფალ, სხვების მიმართ შურის გრძნობის გარეშე ცხოვრებას მოასწავებს

ცისარტყელა - ცისარტყელა დიდ სიხარულს გიქადით, განსაკუთრებით კარგია ეს სიზმარი შეყვარებულთათვის

ციფრები - თუ სიზმარში ციფრებს ხედავთ, ეს თქვენს გადაღლილობას და ავადმყოფობას მოასწავებს. თქვენ საკუთარ თავს უნდა მიხედოთ, რადგან თქვენ შრომის უნარიანობაზეა დამოკიდებული იმ საქმეების ბედი, რომელთაც თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ციყვი - თუ სიზმარში ნახეთ ციყვი–ელოდეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის სტუმრობას, ბიზნესში კი წარმატებას. თქვენს მიერ ციყვის მოკლა გიქადით მარტოობას და მტრულ გარემოცვას. თუ ციყვს მისდევს ძაღლი–გელით მეგობართან კამათი

ციცხვი - სიზმარში ციცხვის ნახვა მიგანიშნებთ, რომ თქვენ გიმართლებთ მეგობრების არჩევანში, ხოლო ბავშვები თქვენი ბედნიერების წყარო იქნებიან. თუ ციცხვი ძველი და ჭუჭყიანია, მაშინ სერიოზული დანაკარგი გექნებათ.

ციხე - თუ გესიზმრებათ ციხე ან პატიმრები, ცხადში ეცდებით მიაღწიოთ პრივილეგიებს იმ პირებთან, რომლებთანაც გაკავშირებთ ნდობით აღსავსე ურთიერთობები. თუ ციხე თქვენს სიზამრში გაკაშკაშებულია–რეალურ ცხოვრებაში თქვენი პრინციპულობა დაგეხმარებათ უსიამოვნების თავიდან აცილებაში.
თუ ქალიშვილს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული მოხვდა გისოსებს მიღმა, მაშინ ცხადში ექნება ყველა საფუძველი, რომ დაეჭვდეს მის პატიოსნებაში.
თუ გესიზმრებათ, რომ მოხვდით ციხეში, რეალურ ცხოვრებაში გარემოებათა უიღბლო დამთხვევა შეგიქმნით თქვენი კეთილდღეობის დამსხვრევის საშიშროებას.
თუ სიზმარში ბედნიერად დააღწევთ თავს დაპატიმრებას–მიიღებთ წინადადებას სარფიან ოპერაციაში მონაწილეობის მიღების თაობაზე. ყველა პროფესიის ადამიანისათვის ზედმიწევნით სასიკეთოა სიზმარი, რომელშიც ხედავს, რომ ვიღაც ათავისუფლებს პატიმრობიდან. თუ გესიზმრებათ ბრბო, რომელიც ცდილობს ციხის კარის გატეხვას, მაშინ ცხადში ვიღაცა მოტყუებით შეეცდება ფულის გამოძალვას.

ციხე–დარბაზი - თუ გესიზმრებათ, რომ ძველ ციხე დარბაზში იმყოფებით, ე.ი. გახდებით ისეთი ქონების მფლობელი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, იცხოვროთ ისე, როგორც მოგინდებათ, შეგეძლებათ ბევრი იმოგზაუროთ და გქონდეთ კონტაქტები სხვდასხვა ეროვნების ადამიანებთან.
თუ გესიზმრებათ ძველი ციხე, რომლის კედლებზე ყურძნებია შემოგრაგნილი, ცხოვრებაში, როგოც ჩანს, თქვენ ძალიან რომანტიკული ადამაინი ხართ. ამიტომ თქვენთან ქორწინების დროს უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ დაუშვან შეცდომა. ასეთი სიზმრის შემდეგ ბიზნესის განვითარება ფერხდება. თუ გესიზმრებათ, რომ მიატოვეთ სასახლე, ცხადში გელოდებათ დიდი იმედგაცრუება: შესაძლოა, რომელიმე ახლობლის სიკვდილი ან თქვენი სახლის გაქურდვა

ციხე–სიმაგრე - თუ თქვენ დაპატიმრებული ხართ ციხეში–თქვენი მტრები შეისრულებენ სურვილს და ჩაგაყენებენ უხერხულ მდგომარეობაში. სხვების ჩასმა ციხეში ნიშნავს, რომ თქვენ ბიზნესში იქნებით ხელმძღვანელი და ქალების გულთამპყრობელი

ციხის ზედამხედველი - ციხის ზედამხედველი–მუხანათობის სიმბოლოა; ამის გარდა ზოგჯერ ეს სიზამრი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს გარემოცვაში გამოჩნდება უღირსი ქალი, რომლის გატაცებით საკუთარ თავს ავნებთ

ცოდვების მიტევება - თუ ქალს სიზმარში ცოდვები მიეტევება–ჭორებში გაეხვევა და განსჯის საგანი გახდება საკუთარი ქცევების გამო.

ცოლი - თუ მამაკაცს დაესიზმრება თავისი ცოლი– ე.ი. განიცდის სულიერ დისკომფორტს დაუმთავრებელი საჭირო საქმისა და სახლის მოუწყობლობის გამო. თუ სიზმარში ცოლი უჩვეულოდ მოსიყვარულეა–ცხადში ის მიიღებს მნიშვნელოვან მოგებას რისკიანი სავაჭრო გარიგებიდან. თუ ქალს ესიზმრება, რომ ქმარი სცემს მათრახით, ე.ი. თავისი უხერხული და წინდაუხედავი საქციელით მალე დაარღვევს ჰარმონიას სახლში, თუ არ გააკეთებს შესაბამის დასკვნას სიზმრიდან.

ცოცხი - ახალი ცოცხი გპირდებათ გალაღებას და ცვლილებებს უკეთესობისაკენ. ძველი ან გაცვეთილი ცოცხი გაფრთხილებთ დანაკარგსა და იმედგაცრუებაზე. თუ ქალი სიზმარში კარგავს ცოცხს, მას შეხვდება უმაქნისი და ზარმაცი ქმარი

ცოცხლად დამარხვა - თუ დაგესიზმრათ, რომ ცოცხლად დაგმარხეს, არ შეშინდეთ. ამ სიზმრის არსი უკავშირდება სიკვდილს, უბრალოდ, ცხადში თქვენ უკვე ახლოს იყავით იმასთან, რომ ჩაგედინათ გამოუსწორებელი შეცდომა, და ეს სიზმარი გევლინებათ მხოლოდ გაფრთხილებად. თუ სიზმარში უვნებლად ამოდიხართ საფლავიდან, ცხადში დიდი ძალისხმევის შედგად, იპოვით ჭეშმარიტ გზას ბედნიერებისაკენ

ცრემლები - თუ სიზმარში ტირით, ბედმა შეიძლება უბედურება მოგიმზადოთ. თუ მტირალ ადამიანებს ნახავთ სიზმარში, თქვენი უბედურება გარშემომყოფთ გულგრილად არ დატოვებს

ცხავი, ცხრილი - სიზმარში ნანახი ცხავი თქვენი მხრიდან გულდასაწყვეტი საქციელის ჩადენას მოასწავებს. თუ ცხავი წმინდაა, გექნებათ შეცდომის გამოსწორების საშუალება. თუ ცხავის ნახვრეტები ძალზე მსხვილია–თქვენ იმასაც დაკარგავთ, რაც მოიპოვეთ.

ცხენი -სიზმარში თეთრი ცხენით ჯირითი ან მისი ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც გპირდებათ მეგობრული კავშირის სიმტკიცეს, ამხანაგებთან შეხვედრის სიხარულსა და ქალების ერთგულებას. თუ ხედავთ, რომ თქვენი ცხენი გამხდარი და ჭუჭყიანია, შესაძლოა, მატყუარა მეგობრებისაგან ან ქალისაგან გაყიდვა და შური. შავი ცხენი მიგანიშნებთ, რომ თქვენ დაკავებული იქნებით საქმიანობით, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ის ფუჭი და ამაოა. ქალისთვის ეს სიზმარი ქმრის მოღალატეობაზე მიანიშნებს.
მუქი ფერის ცხენი გალაღებას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, დაუკმაყოფილებლობას ნიშნავს. შენი თავი ნახო ცხენზე მჯდომარე–ბედნიერება და სიხარულია. ქალისათვის ეს სიზამრი ნიშნავს სრულყოფილებისაკენ სწრაფვას. ცენით ან მის გვერდით სიარული–კომფორტი და სიმშვიდეა.
თუ თქვენ ზიხართ ცხენზე და მან გაგიტაცათ, ელოდეთ უსიამოვნებას მეგობრის ან დამქირავებლისგან. თუ ცხენი მირბის რემასთან ერთად–გაიგებთ მეგობრის ავადმყოფობას. ლამაზი ცხენის ნახვა–წარმატება, ჯანმრთელობა და კმაყოფილებაა. ფაშატების რემა ნიშნავს შეყვარებულთან სიახლოვესა და ერთგულებას.
თუ ცხენზე ამხედრებული გადადიხართ მდინარეზე, გელით წარმატება და სიამოვნება, მაგრამ სიხარულს ჩრდილი მიადგება, თუ წყალი მღვრიე და ჩქარია. სუფთა წყლის ნაკადის ცხენით გადაცურვა ბიზნესმენისათვის დიდ მოგებას ნიშნავს. დაჭრილი ცხენის ნახვა–მეგობრებთან უკმაყოფილებაა. მკვდარი ცხენიც ყოველგვარ უკმაყოფილებას ნიშნავს.
ჯირითი ცხენით, რომელიც ტლინკებს ჰყრის–სიძნელენია წარმატების გზაზე. თუ ის ტლინკებს თქვენ გირტყამთ, ელოდეთ ძლიერ კონკურენტს, რომლის გამოც თქვენი ბიზნესი იზარალებს. თუ ცხენი ზედ გაწვებათ, შეიძლება შეყვარებულმა ზურგი გაქციოთ ან მომავალი გაურკვეველი იყოს ცუდი ჯანმრთელობის გამო. ცხენის დაჭერა აღვირით–ბიზნესში უკეთესობისაკენ დიდ ცვლილებებს მოასწავებს. თუ სიზმარში ვერ მოახერხეთ მისი დაჭერა, მაშინ ბედი ზურგს გაქცევთ.
ცხენის ნახვა ვაშლებში–უდიდესი მოგებაა. ნალების ნახვა–აბსოლუტური წარმატებაა. ქალს ეს სიზმარი ჰპირდება კარგ, ერთგულ ქმარს. ნახვა, თუ როგორ იჭერთ ცხენს, ნიშნავს, რომ ცდილობთ რაღაც საეჭვო საკუთრების მიღებას. მოჯირითე ცხენის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ გაძღებით ცხოვრების სიტკბოებით, ფერმერისათვის კი ეს სიზამრი მოასწავებს სიმდიდრეს. მონაწილეობა დოღში–კარგი ცხოვრებაა.
ცხენის მოკვლა სიზმარში–თქვენი ეგოიზმით მეგობარს გულს ატკენთ. ცხენის ზურგზე აღწევა–თქვენი ძნელი ბრძოლის კეთილად დასასრულის ნიშანია. შეუკაზმავი ცხენით სიარული მამაკაცების კომპანიაში ნიშნავს, რომ დაგეხმარებიან პატიოსანი ადამიანები. თუ ქალთა კომპანიაში ხართ, ეს ლაპარაკობს, რომ თქვენი განცდის საგანი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია და თქვენი სიმდიდრე ქალზეა დამოკიდებული. ცხენის წმენდა სამურველით–საქმის ინტერესებს სიამოვნებაზე მაღლა დააყენებთ. ფაფარის ან კუდის ვარცხნა–გელით წარმატება, თუ გახდებით ფინანსისტი ან ფერმერი. ლიტერატორებს ეს სიზმარი ჰპირდება ნაწარმოებზე გულმოდგინე მუშაობას.
საერთოდ, ცხენის ნახვა–სიმდიდრის ზრდა და სიხარულია ცხოვრების ყველა სფეროში. ფორანში შებმული ცხენი ნიშნავს კეთილდღეობას, ვალდებულებების შემცირებას და დაბრკოლებების სიყვარულს. თუ ცხენით ადიხართ მაღალ მთაზე, ცხენი ვარდება, მაგრამ თქვენ მაინც აღწევთ მწვერვალს–ცხადში მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას, თუმცა ამისთვის მოგიწევთ მოშურნეებთან და მტრებთან შებრძოლება.
თუ გოგონა ზის შავ ცხენზე, ეს მიანიშნებს მოულოდნელ შემთხვევაზე, რომელიც დაეხმარება მას ყველა სურვილის შესრულებაში, თუმცა არა უცბად ყველასი. შავი ცხენი ნიშნავს საქმის გადავადებას. თუ ცდილობთ გატეხილი ნალის შეკეთებას, მაგრამ ის პატარა აღმოჩნდება–თქვენ დაგადანაშაულებენ თაღლითურ ოპერაციებში.
გორაკიდან დაშვება ნიშნავს, რომ საქმის ვითარება უეჭველად გაგაწბილებთ. თუ ახალგაზრდა გოგონა ხედავს, რომ უკან მიჰყვება ცხენზე ამხედრებული მეგობარი–იგი ისარგებლებს შეძლებული და გავლენიანი მამაკაცის ყურადღებით. თუ მხედარი ქალი შეშინებულია–სიზმარი მას უქადის ახლობელი ადამიანის ეჭვიანობასა და შიშს.
თუ გოგონა ხტება ცხენიდან, ის კი ამ დროს გადაიქცევა ღორად–ეს ლაპარაკობს მის მიერ ხელის მთხოვნელთა უაზრო უარყოფაზე. თუ გოგონა თეთრ ცხენს აჭენებს გორაკებიან ადგილზე და ხედავს, რომ ვიღაც შავცხენიანი ეწევა, ეს უქადის მას წარმატებებისა და წარუმატებლობების მონაცვლეობას, ასევე შიშს მისთვის საჭირო საქმის ბედზე.

ცხვარი - თუ სიზმარში ცხვარს კრეჭთ–მალე სარფიან წინადადებას მიიღებთ; ცხვრის ფარა წარმატების საწინდარია: ყელა პროფესიის ადამიანისათვის დგება ბედნიერი და შემოსავლიანი დრო. გამხდარი, მჭლე ხორცი თუ გესიზმრათ, თქვენი გეგმები, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდით, არ განხორციელდებიან. ცხვრის ხორცის ჭამა სიკეთის ნიშანია: არაკეთილმოსურნენი დასცინებენ თქვენს გრძნობებს.
თუ სიზმარში ხედავთ, როგორ კრეჭენ ცხვარს, ცხადში ბედი შემოგთავაზებთ ძალიან მომგებიან საწარმოს. თუ ფერმერი ხედავს ცხვარს–ელის გახარება, მაგრამ თუ ხედავთ გამხდარ და ავადმყოფ ცხოველებს, ის გეგმები, რომელთაგან დიდ მოგებას ელოდით, იმედს გაგიცრუებენ. ცხვრის ხორცის ჭამა–ბოროტი ადამიანები თქვენს გრძნობებს შებილწავენ.

ცხვირგრძელა (ზოოლ.) - ცხვირგრძელა უმეტესად მიანიშნებს დანაკარგზე ვაჭრობაში და არაგულწრფელობაზე სიყვარულში

ცხვირი - საკუთარი ცხვირის ნახვა მიგანიშნებთ, რომ უნდა გამოამჟღავნოთ სულის სიძლიერე და გააცნობიეროთ, რომ შეძლებთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. თუ გეჩვენებათ, რომ პატარა ცხვირი გაქვთ, დანაკარგი და წარუმატებლობა გელით საქმეებში.
თუ გესიზმრებათ, რომ ცხვირზე თმა ამოგივიდათ, მონაწილეობას მიიღებთ რომელიღაც პროექტში, რომელიც, თქვენი ენერგიისა და აქტიურობის წყალობით, წარმატებით განხორციელდება. ცხვირიდან სისხლდენა უბედურების მაუწყებელია

ცხვირის დაცემინება - თუ გესიზმრებათ, რომ აცემინებთ, მალე მოულოდნელი სიტუაციები გეგმების შეცვლას გაიძულებენ. თუ სხვა აცემინებს, ცხადში მოგიწევთ თქვენთვის არასასიამოვნო პიროვნებების ვიზიტის ატანა

ცხვირსახოცი - ცხვირსახოცი გპირდებათ სასიყვარულო ურთიერთობას და დაუგეგმავ გარემოებებს, რომელიც შეგხვდებათ ცხოვრების გზაზე. ცხვირსახოცის დაკარგვა–ჩანაფიქრი არ აგისრულდებათ, თუმცა არა თქვენი მიზეზით. ცხვირსახოცის დახევა მოასწავებს ჩხუბს საყვარელ ადამიანთან. ჭუჭყიანი ცხვირსახოცი გაფრთხილებაა–საჭიროა მეტი დაკვირვება უახლოეს გარემოცვაზე. სუფთა, დაკეცილი ცხვირსახოცი გამცნობთ, რომ მედგრად გაუძლებთ მკაცრ გამოცდას და სარგებელსაც მიიღებთ.
ფერადი ცხვირსახოცი რისკიანი საქმეების სიმბოლოა; აბრეშუმის ცხვირსახოცი ჰარმონია ხალხთან ურთიერთობაში, რომელსაც თქვენივე კათილგანწყობითა და გულახდილობით მიაღწევთ; თუ ცხვირსახოცს უქნევთ ვინმეს–მხიარული, მაგრამ რისკიანი მოგზაურობა გელით, რომლისთვისაც საზოგადოებამ შეიძლება განგსაჯოთ.

ცხიმი - სიზმარში შენი თავი ნახო ცხიმით გაპოხილი, განსაკუთრებით საჭირო ნიშანია მათთვის, ვინც სამოგზაუროდ აპირებს წასვლას. თქვენ მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ იმოგზაურებთ არც თუ სასიამოვნო, მაგრამ კარგად განათლებულ თანამგზავრებთან ერთად.

ცხობა - თუ ქალს ესიზმრება გავარვარებული ღუმელი, ეს ნიშნავს, რომ იგი ახლობლებს ძლიერ უყვართ, ხოლო მეგობრები პატივს სცემენ მომხიბვლელობისა და მიმზიდველობის გამო. სიზმარში რაიმეს გამოცხობა–მცირეოდენ იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ ღუმელი გაფუჭდა და შეკეთებას საჭიროებს–შვილები ნერვიულობის საბაბს მოგცემენ.
სიზმარი, სადაც ღუმელი ცხელდება, წარმატების მაუწყებელია, ხოლო გაციებული ღუმელი მიგვანიშნებს, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში შეცდომებს დაუშვებთ. თუ სიზმარში ღუმელზე რაიმე დაწვით, ცხადში ელოდეთ კონკურენტებისაგან უსიამოვნო სიურპრიზებს.

ცხრატყავა (ბოტ.) - სიზმარში ცხრატყავას ნახვა ან მისი ნაყოფის მოკრეფა მომასწავებელია გალაღებისა და ბედნიერი დაოჯახებისა.