EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ხ - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-08 18:44:52

სიზმრების ახსნა / dream explanation - ხ -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ხ -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიზმარი

ხავერდი - ხავერდის ნახვა სიზმარში ბედნიერებაა. ხავერდის კაბა თუ გაცვია–პოპულარობა და დიდება გეწვევა, თუმცა ძველი ხავერდის ნაჭერი ნიშნავს, რომ თქვენი კეთილდღეობა ზარალდება თქვენი განუსაზღვრელი სიამაყის გამო. თუ ახალგაზრდა პიროვნება თავის თავს ნახავს ხავერდის კაბაში, მას გამოუჩნდება მდიდარი თაყვანისმცემელი

ხალიჩა - ხალიჩა სიზმარში ნიშნავს შენაძენს და შეძლებულ მეგობარს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საჭიროების შემთხვევაში. სიარული ხალიჩაზე ბედნიერება და გალაღებაა. ხალიჩის ყიდვა გიქადით დიდ შემოსავალს. თუ თქვენ ყიდით ხალიჩას, ცხადში მოგიწევთ სასიამოვნო და მომგებიანი მოგზაურობა. თუ ხალიჩა ესიზმრება ახალგაზრდა გოგონას, ის მალე გახდება მშვენიერი სახლის დიასახლისი.

ხალხური მედიცინა - თუ სიზმარში ცდილობთ, განიკურნოთ ხალხური მედიცინის საშუალებით–მიაღწევთ კეთილდღეობას, რითიც თქვენს მოშურნეებს იმედს გაუცრუებთ. წამლის დამზადება ხალხური მედიცინის რეცეპტით ან ყურება იმისა, თუ როგორ აკეთებენ ამას სხვები, წარმატებას გიქადით: თქვენ მიაღწევთ იმ სიმაღლეს, რომელზე არც კი გიფიქრიათ.

ხამანწკა (ზოოლ.) - თუ სიზმარში ხამანწკას მიირთმევთ–ცხადში თანახმა ხართ წუთიერი სიამოვნებისათვის უგულებელყოთ მორალური ნორმები; თუმცა ზოგჯერ ასეთი სიზმარი იმაზეც მეტყველებს, რომ თქვენი მამაცობა დაგეხმარებათ მოიპოვოთ არაერთი ქალის კეთილგანწყობა.
სიზმარში ხამანცკის ნიჟარები–ცხადში ნიშნავს, რომ თქვენ ეცდებით დახმარება გაუწიოთ ვინმეს, რითაც თქვენი სოციალური სტატუსი მკვეთრად ამაღლდება.

ხანჯალი - ხანჯალი სიზმარში ნიშნავს უსიამოვნებას თქვენი მტრების მხრიდან. თუ ვიღაცას გამოგლიჯეთ ხელიდან ხანჯალი–თქვენ შეძლებთ, გავლენა მოახდინოთ მოწინააღმდეგეზე და თავიდან აიცილოთ უბედურება.

ხარახურა, ნაყარ–ნუყარი - ხარახურა ნიშნავს, რომ ის სამუშაო, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ, რთული და უინტერესოა, მაგრამ როცა საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლებათ. თუ სიზმარში ხარახურას წვავთ, მოულოდნელად რაღაც შემოსავალი გაგიჩნდებათ. დამტვრეული ავეჯის გროვა იმის ნიშანია, რომ თქვენი დაუფიქრებელი საქციელი უბედურებამდე მიგიყვანთ.

ხარი - ხარის ნახვა სიზმარში გპირდებათ ლიდერობას თქვენს წრეში და ქალების თაყვანისცემას. თუ ხედავთ ნასუქ ხარს მწვანე საძოვარზე, ცხადში მიაღწევთ ისეთ მწვერვალს, რომელზეც არც კი გიოცნებიათ. თუ ხარი გამხდარია–ბედი ისეთი გულუხვი არ იქნება, მეგობრები კი ზურგს გაქცევენ.
უღლისათვის კარგად შერჩეული ხარები ნიშანია ბდნიერი ქორწინებისა. თუ ხარები წყალს სვამენ სუფთა გუბურიდან ან ნაკადულიდან, მალე მიიღებთ დიდი ხნის ნაოცნებარ უძრავ ქონებას, ან შესაძლოა, დაიმსახუროთ ლამაზი და ერთგული ქალის კეთილგანწყობა; მაგრამ თუ ეს ქალს ესიზმრება–ის დაიპყრობს თავისი შეყვარებულის გულს.

ხაფანგი - თუ თქვენ სიზმარში აგებთ ხაფანგს–თქვენი მიზნების მისაღწევად ინტრიგაზეც კი წახვალთ. ხაფანგში გაებათ–მტრებს დაუთმობთ. თუ სიზმარში ხაფანგით იჭერთ რამეს, წარმატება გელით. ცარიელი ხაფანგი მიუთითებს წარუმატებლობაზე. გატეხილი ან ძველი ხაფანგი ნიშნავს ახლობლის შესაძლო ავადმყოფობას

ხახვი - ბევრი ხახვის ნახვა, ნიშნავს, რომ თქვენი წარმატებები სხვებში შურსა და ბოღმას გამოიწვევენ. თუ სიზმარში ჭამთ ხახვს–მტრები უკან დაიხევენ. თუ ხედავთ, როგორ ხარობს ხახვი–გეყოლებათ ბევრი მტერი, რომლებიც უფრო საინტერესოს გახდიან თქვენს ცხოვრებას. შემწვარი ხახვი ნიშნავს სიმშვიდესა და ბიზნესში მცირე შემოსავალს. თუ ხედავთ, რომ ხახვს ჭრით და სადაცაა ატირდებით–მტრებისაგან მარცხს იწნევთ.

ხეები - თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ახალგაფურჩქვნილ ხეს–ე.ი. მთელი თქვენი გეგმები და სურვილები ახდებიან. გამხმარი ხე გამოხატავს მწუხარებასა და დანაკარგს. ასვლა ხეზე ნიშნავს სწრაფ დაწინაურებას სამსახურში.
სიზმარში მოჭრა ხე ან მიიღო ის ფესვიანად–ე.ი. თქვენ სულელურად გაფანტავთ თქვენს ძალებსა და სიმდიდრეს. ახალმოჭრილი მწვანე ხე ნიშნავს, რომ, მიუხედავად თქვენი ახლანდელი კარგი მდგომარეობისა, მაინც მოგელით უბედურება

ხეივანი (ხეების მწკრივი) - ხეივანი თქვენს სიზმარში იმის ნიშანია, რომ ბედი ამჟამად აღარ იქნება ისეთი გულუხვი, როგორც ადრე. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში დაბორიალობს ბნელ ხეივანში, უნდა ერიდოს საეჭვო ამხანაგებს, რომლებსაც ძალუძთ მისი რეპუტაციის შელახვა

ხელბორკილები - საერთოდ, ხელბორკილები ან ბორკილები საშიშროების, ხიფათის ან ავადმყოფობის ნიშანია, თქვენ გარშემოც არასასურველი გარემო იქნება. თუ სიზმარში საკუთარ თავს ხედავთ ხელბორკილებით, ე.ი. არაკეთილმოსურნეთა გარემოში ხართ.
თუ სხვას ხედავთ ხელბორკილებით–შეძლებთ ცუდ ზემოქმედებისაგან თავის დაცვას. ხელბორკილთაგან გათავისუფლება ნიშნავს წინააღმდეგობათა დაძლევას.

ხელთათმანი - თუ სიზმარში ახალ ხელთათმანებს იცმევთ, ცხოვრებაში მომჭირნე, მაგრამ უანგარო იქნებით, თუმცა საქმეში მცირეოდენი უსიამოვნებებია მოსალოდნელი, რომელიც დროთა განმავლობაში მოგვარდება. ძველი და დახეული ხელთათმანები სიცრუესა და დანაკარგს მოასწავებენ. ხელთათმანების დაკარგვა მარტოობას ნიშნავს, თუმცა ცხოვრების სიყვარული არ განელდება.
თუ სიზმარში ხელთათმანს პოულობთ–გრძნობების განახლება გელით. ხელთათმანების გაძრობა –ცხოვრებისეული სასიყვარულო წარმატებები მეტად უმნიშვნელო იქნება. თუ მამაკაცი სიზმარში ქალს ხელთათმანს უკრავს, ცხადში უნდა ერიდოს ისეთ ქალს, რომელმაც შეიძლება შანტაჟი მოუწყოს

ხელი - ლამაზი ხელები სიზმარში წარმატების ნიშანია–საზოგადოებაში სასურველ ადგილს დაიკავებთ. თუ ხელები მახინჯი და მოუვლელია, ეს იმედგაცრუებასა და სიღარიბეზე მიანიშნებს. ხელზე სისხლი ახლობლებზე იმედგაცრუების ნიშანია. თუ სიზმარში ხელი გაიჭერით, ვიღაც ისარგებლებს თქვენი ძალისხმევის 
შედეგებით.
მოკვეთილი ხელი ცხოვრებაში მარტოობას ნიშნავს:გარშემომყოფნი ვერ გაიგებენ. თუ სიზმარში ხელი დაიწვით, ცხადშიწარუმატებლობა გელით და სიმდიდრისა და დიდების გზაზე დამარცხდებით. თუ დაგესიზმრათ თმიანი ხელები, ე.ი. თქვენი მეგობრების წრეში მნიშვნელოვან ფიგურად ვერასოდეს იგრძნობთ თავს.
თუ სიზმარში თქვენი ხელები ძალზე დიდად დაგესიზმრათ, სწრაფი აღმასვლა გელოდებათ; ხოლო თუ პირიქით–თქვენ დამარცხება გემუქრებათ.ხელებზე ჭუჭყი–გარშემომყოფთა მიმართ თქვენს უსამართლო დამოკიდებულებას მოასწავებს. 
სიზმარში ხელების დაბანა რაიმე სასიამოვნო დღესასწაულში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს.
თუ სიზმარში ქალი თავისი ხელებით ტკბება, ეს ნიშნავს რომ მამაკაცები მის მიმართ ვერ დარჩებიან გულგრილნი. თუ იგი სხვისი ხელების სილამაზით არის აღფრთოვანებული – მას ეჭვიანი თაყვანისმცემელი ეყოლება. თუ სიზმარში მას ვინმე ხელით იჭერს, ე.ი. იგი რაღაც უკანონო ქმედებაში იქნება ჩარეული; თუ 
მას სიზმარში ვინმე ხელზე კოცნის, თავის რეპუტაციაზე ზრუნვა მოუწევს. თუ ხელში ცეცხლი უჭირავს და ამავე დროს ხელები ეწვება, ცხადში დიდ წარმატებას მიაღწევს და ბევრი ქვეშერმდომი ეყოლება. შეკრული ხელები სიძნელეების გადალახვას ნიშნავს. თუ თქვენ თოკების მოშვებას შესძლებთ, ამ შემთხვევაში სხვებს აიძულებთ ისეთ მოქცევას, როგორც თავად გსურთ. 

ხელის ჩამორთმევა - თუ გოგონა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს ართმევს ხელს, ცხადში მას ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება. მაგრამ თუ ეს დაძაბუნებული მოხუცია–ცხადში, იქ, სადაც მას გართობა ელოდა, იმედგაცრუება მოელის. თუ თქვენზე მაღალ ადამიანს ართმევთ ხელს, რაღაც სფეროში მოგიწევთ მეტოქეებთან შეჭიდება. თუ პირიქით–თქვენი სიკეთე და კეთილგანწყობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ხელნაწერი - დაუმთავრებელი ან დაკარგული ხელნაწერი–ცხოვრებაში იმედგაცრუებას მოასწავებს. თუ ხელნაწერი დასრულებულია და გარკვევით იკითხება, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები აგიხდებათ. ხელნაწერზე მუშაობა თქვენს გეგმებს საფრთხის წინაშე აყენებს; მაგრამ თუ თავიდანვე სუფთად წერთ, შესაძლებელია, ბიზნესში წარმატებას მიაღწიოთ.
თუ დაგესიზმრათ, რომ ხელნაწერი დაგიწუნეს, წარმატებას სწორედ იქ მიაღწევთ, სადაც გამარჯვების იმედი ნაკლებად გქონდათ. ცეცხლმოკიდებული ხელნაწერი კოლეგებში თქვენი ავტორიტეტის საგრძნობლად ამაღლებას მიანიშნებს.

ხელსახოცი - ხელსახოცი იმედგაცრუების ნიშანია. თუ ქალი სიზმარში ჭუჭყიან და ძველ ხელსახოცს ხედავს, ცხადში დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოჩნდება

ხელფასი - ხელფასის მიღება სიზმარში წარმატების მომტანია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ახალ ბიზნესს იწყებენ. თუ თქვენ უხდით ხელფასს–გელით ვიღაცის უკმაყოფილება. თუ დაგიქვეითეს ხელფასი–გაფრთხილებაა, რომ თქვენ წინააღმდეგ უღირსად მოქმედებენ. სიზმარში ხელფასის მომატება–ცხადში არაჩვეულებრივი შენამატია ნებისმიერი ოჯახისათვის

ხელწერა - თუ დაგესიზმრათ ხელნაწერი ტექსტი და თქვენ იცნობთ ამ ხელწერას, ელოდეთ უსიამოვნო ხარჯებს, მოწინააღმდეგეები გამოიყენებენ თქვენს გულწრფელობას, რათა ხელი შეგიშალონ საქმეებში

ხელჯოხი - ხელჯოხი სიზმარში–ე.ი. თქვენ ვერ გააფორმებთ საჭიროებისამებრ რაღაც შეთანხმებებს და შედეგად მიიღებთ ფინანსურ ზარალს. თუ გესიზმრებათ, რომ ხელში უცბად გაგიჩნდათ ხელჯოხი, მაშინ ცხადში მუდმივად სხვისი გავლენის ქვეშ იქნებით. სიზმარი, რომელშიც თქვენ ტკბებით ხელჯოხის მზერით, გპირდებათ პატიოსანი, ერთგული და თავგანწირული ხალხის მეგობრობას

ხერხი - თუ სიზმარში ხელის ხერხით ხერხავთ, ე.ი. თქვენ საქმიანი და ენერგიული ადამიანი ხართ და შეგწევთ უნარი, თქვენი ოჯახი უზრუნველყოთ. მექანიკური ხერხი ნიშნავს, რომ მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელი გახდებით და დიდძალი მოგება გექნებათ. თუ ასეთი სიზმარი ქალს ესიზმრება, ცხადში ყველა მის რჩევებს გაითვალისწინებს. 
დაჟანგული ან გატეხილი ხერხი უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ თქვენ სიზმარში დაკარგეთ ხერხი, დასაწყისშივე უიმედო იდეას მოკიდებთ ხელს; ხერხის წკრიალი ოჯახში სიუხვეს მოასწავებს; თუ მოულოდნელად იპოვეთ ძველი ხერხი, შეძლებთ წარმატების დაბრუნებას. ხერხის მხრით ტარება ნიშნავს, რომ თქვენ საპასუხისმგებლო სამუშაოს დაგავალებენ.

ხვევნა, ჩახუტება - თუ ქალი სიზმარში ეხვევა ქმარს–ოჯახურ უთანხმოებას ნიშნავს, განსაკუთრებით, თუ დადარდიანებული ეხვევა; ახლობლების ხვევნა–ავადმყოფობასა და ჩხუბს მოასწავებს. თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ იგი ეხვევა საყვარელ პიროვნებას, სიზმარი იგივეს უქადის. თუ თქვენ ეხვევით ვინმეს და სიხარულით გევსებათ გული, ბედნიერებას ელოდეთ. თუ უცნობ ადამიანს ეხვევით–მოულოდნელი სტუმრები გეყოლებათ.

ხველება - სიზმარი, რომელშიც გაწუხებთ განუწყვეტელი ხველა, მეტყველებს თქვენს ცუდ მდგომარეობაზე, მაგრამ ყველაფერი კარგად შეიცვლება, თუ სიზმარში გაიკურნეთ თქვენს თავზე სისტემატური ზრუნვით. თუ სიზმარში სხვები ახველებენ, ეს მოასწავებს უსიამოვნებებს, რომლებსაც, ბოლოს და ბოლოს გაუმკლავდებით.

ხვლიკი - ხვლიკი სიზმარში არაკეთილმოსურნეთა შემოტევას ნიშნავს. თუ სიზმარში ხვლიკს კლავთ, ე.ი. წარმატების დაბრუნებას შეძლებთ და თქვენს კეთილ სახელს აღიდგენთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი დიდი ძალისხმევის ფასად დაგიჯდებათ–მოგიწევთ ახლობლებთან მუდმივი ჩხუბი და საქმის გარკვევა. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ხვლიკმა უკბინა, იგი უბედური იქნება. თუ მან დაინახა, ხვლიკი როგორ ტოვებს კუდს, მას გარკვეული პერიოდის მანძილზე მატერიალური სიძნელეები შეექმნება და მოუწევს სერიოზული ძალისხმევის დახარჯვა მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

ხილი - სიზმარში მწიფე ხილი ხეებზე ნათელ მომავალს, ხოლო მკვახე–ტყუილ ფაციფუცსა და საქმეებს მოასწავებენ. თუ სიზმარში ხილით ვაჭრობთ, ცხადში მსხვილ, მაგრამ არასარფიან გარიგებას შემოგთავაზებენ. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი გადამწიფებულ ხილს მიირთმევს, მას მორალური დაცემა და ნაანდერძევის დაკარგვა ემუქრება.

ხირომანტია - თუ სიზმარში ვინმე ხელის გულზე ბედს გიწინასწარმეტყველებთ, ცხადში გამოგონილ ბრალდებებს წაგიყენებენ. თუ სიზმარში ქალი თავის ბედს ხელის გულზე კითხულობს, ეს მას მამაკაცებს შორის ბევრი კარგი მეგობრის შეძენას პირდება, თუმცა ქალ–მეგობრებს იგი არ ეყვარებათ. თუ მას დაესიზმრა, რომ იგი სხვა ვინმეს მკითხაობს, ცხადში მას თავის ინტილიგენტურობა და ცოდნა წარმატებას მოუტანს. თუ ქალი ვინმე დიდ ჩინოვნიკს უმკითხავებს, მას თავისი მაღალი მდგომარეობის შესანარჩუნებლად მეგობრების მხარდაჭერა დასჭირდება

ხის ნახშირი - ხის ნახშირი სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ არა ხართ ბედნიერი და თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია სევდიანი მოვლენები

ხიშტი - ხიშტი სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენი არაკეთილმოსურნენი შეეცდებიან თავის ნებაზე გატარონ; მაგრამ თუ ხიშტი თავად გიჭირავთ ხელში, მოვლენები თქვენს სასარგებლოდ წარიმართება

ხმა - სიზმარში სასიამოვნო, მშვიდი ხმის მოსმენა მაუწყებელია შერიგებისა და თანხმობისა: გაბრაზებული ხმის მოსმენა მიგანიშნებთ უსიამოვნებაზე. ტირილის გაგონება–თქვენი თავშეუკავებლობით გულს ატკენთ ახლობელ ადამიანს.
ღმერთის ხმა სიზმარში მოგიწოდებთ სულიერი სრულყოფისაკენ, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვევს გარშემომყოფთა აღიარებასა და პატივისცემას. თუ დედას სიზმარში ესმის თავისი შვილის ხმა–მზად უნდა იყოს სიღარიბის სიძნელეებისა და დიდი ვალებისათვის.
უბედურების მაუწყებელი ნიშანი ან ვიღაცის გამაფრთხილებელი ხმა მიგანიშნებთ მოახლოებულ უბედურებაზე თქვენთვის ან თქვენი ახლობლისათვის. თუ თქვენ იცინით, ეს ხმა მიგითითებთ უბედურ შემთხვევაზე ან ავადმყოფობაზე, მაგრამ არა სიკვდილზე ან დიდ დანაკარგზე.

ხმაური - უცნაური ხმაური სიზმარში–ცხადში საწყენ ახალ ამბავს ნიშნავს, მაგრამ თუ ამ ხმაურისაგან მოულოდნელად გაგეღვიძათ, თქვენი საქმეები სწრაფად უკეთესობისკენ წავა.

ხომალდი - სიზმარში ხომალდის ნახვა მაუწყებელია პატივისა და წოდების მოულოდნელი მონიჭებისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესების პირობებს. თუ სიზმარში გაიგებთ ხომალდის მსხვრევის ხმას, ელოდეთ საქმის ცუდ შემობრუნებას–მეგობარი გაგყიდით. 
თუ სიზმარში გრძნობთ, რომ იღუპებით ხომალდის ჩაძირვის დროს, ცხადში სიტუაცია ძალიან ახლოს იქნება იმასთან, რომ თქვენი სიცოცხლე ან ღირსება აღმოჩნდეს კითხვის ქვეშ.
ხომალდის ნახვა მღელვარე ზღვაში ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ჩხუბის დარეგულირებას და შეშფოთებით დაიწყებთ გზების ძიებას, თუ როგორ დაფაროთ საზოგადოებისაგან ინტრიგები იმ დროს, როცა თქვენი მტრები შეეცდებიან თქვენს მხილებას.
ნახვა, თუ სხვები როგორ განიცდიან ხომალდის დაღუპვას, გეუბნებათ: ტყუილ–უბრალოდ შეეცდებით თქვენი მეგობრის დაცვას უპატიოსნებისაგან.

ხორბალი - ხორბლის ფართო მდელოები საქმიან სარბიელზე დიდი წარმატების მაუწყებელია. დაუმწიფებელი ხორბალი ბედის თქვენკენ შემობრუნებას გაუწყებთ. კარგად დამწიფებული ხორბალი სიყვარულსა და ოჯახურ ბედნიერებას მოასწავებს. სუფთა და მსხვილი თავთავები სიუხვის ნიშანია. ხორბალი ტომრებში ნიშნავს თქვენი მიზნების ასრულებასა და დიდ წარმატებას.
თუ სიზმარში ხორბალს ფშვნით და გემოს უსინჯავთ–სურვილის ასასრულებლად დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. თუ ციცაბო კლდეზე ადიხართ და თან ხორბლის ღეროს ეჭიდებით სამსახურში თქვენს საუკეთესო თვისებებს გამხოხობი ცოცხალი ხოხობი–ძლიერი და მტკიცე მეგობრობის სიმბოლოა. თუ ხოხბის კერძს მიირთმევთ, ეჭვიან ცოლს შეუძლია თქვენს მეგობრებთან ურთიერთობას ხელი შეუშალოს. ხოხობზე ნადირობა იმის ნიშანია, რომ მეგობრების გამო დათმობაზე წასვლა მოგიწევთოავლენთ. თუ სიზმარში ნახეთ ხორბლის ბეღელი, რომელშიც სველი ხორბალია–დიდძალი ფულის დანაკარგი გელით, რადგან მისი დაგროვებისას დაგავიწყდათ გეზრუნათ თქვენი უფლებების დაცვაზე.

ხოჭოები - სიზმარში საკუთარ სხეულზე ხოჭოების ნახვა სიღარიბისა და მცირე უსიამოვნების ნიშანია, მათი დასრესა კი კარგია

ხოხვა - თუ მიწაზე ხოხვისას გადაიჭერით ხელი, ცხადში საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევთ. თუ მიხოხავთ ქვებზე, ე.ი. ვერ გამოიყენეთ ბედისაგან ნაბოძები შანსი. თუ ქალს ესიზმრება ასეთი სიზმარი, წინდახედულად არ მოიქცევა, შეყვარებულს დაკარგავს. ჭაობზე სხვა ადამიანებთან ერთად ხოხვა საქმეების წახდენაა: შესაძლოა, საზოგადოებამ გაგკიცხოთ და აღარ გენდოთ.

ხრახნი - თუ გესიზმრებათ ხრახნები–მოგიწევთ მოსაწყენი, ქანცგამცლელი მუშაობა, ასევე თქვენს საქმიან პარტნიორებთან გამკლავება. ამას გარდა, სიზმარი მოგიწოდებთ მცდელობისა და სიფრთხილისაკენ

ხრეში - სიზმარში ხრეშის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი ჩანაფიქრი და პროექტები ვერ განხორციელდებიან. ტალახთან შერეული ხრეში მაუწყებელია წარუმატებელი გარიგებისა და დიდი მატერიალური დანაკარგისა.

ხსნა, თავის გადარჩენა - სიზმარში თავიდან აიცილოთ დაჭრა ან უბედური შემთხვევა–კარგი ნიშანია. თუ თქვენ სიზმარში მოაწყვეთ საპატიმროდან გაქცევა–ეს ნიშნავს თქვენს წინსვლას მეწარმეთა საზოგადოებაში.
ინფექციური ავადმყოფობისაგან თავის დაღწევა–ჯანმრთელობისა და სიმდიდრის საწინდარია. თუ შენი გაქცევის მცდელობა ჩაიშალა, თქვენ იზარალებთ მტრების ინტრიგით, რომლებიც ცილს დაგწამებენ და მოგატყუებენ. თუ სიზმარში თავი დააღწიეთ რაღაც საშიშროებას, სინამდვილეში თქვენ დაგემუქრებათ უბედურება, რომელსაც მინიმალური დანაკარგებით გაართმევთ თავს. თუ სიზმარში თქვენ თვითონ გამოდიხართ მხსნელად, ცხადში ჩაიდენთ რაიმე კეთილ საქციელს, რომელიც განაპირობებს .

ხტომა, ნახტომი - თუ თქვენ ან ვინმე თქვენი ნაცნობი წარმატებით ხტება რაიმე წინაღობაზე, მას სიძნელეების გადალახვის შემდეგ წარმატება ელის. კედლიდან გადმოხტომა–ცხადში დაუფიქრებელი საქციელის ჩადენას ნიშნავს.

ხურტკმელი (კრიჟოვნიკი) - სიზმარში ხურტკმელის ნახვა ნიშნავს ბედნიერებას, რომელიც გეწვევათ მწუხარებისა და შიშის შემდეგ: მოულოდნელად გადაიშლება თქვენთვის საჭირო რომელიღაცა საქმის პერსპექტივა. თუ სიზმარში პირს იტკბარუნებთ მწვანე ხურტკმელით, ცხადში ჩაიდენთ შეცდომას, რადგან დაუფიქრებლად მხოლოდ სიამოვნებას მიელტვით. თუ თქვენ, უბრალოდ, გემო გაუსინჯეთ მწვანე ხურტკმელს, მოხდება რაღაც ცუდი.
საერთოდ ხურტკმელის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ დამღლელი საქმიანობიდან გათავისუფლებას, ახალგაზრდა ქალისთვის კი–იმედგაცრუებაა მოლოდინთან დაკავშირებით.