EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ჯ - »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-08 18:52:18

სიზმრების ახსნა / dream explanation - ჯ -

სიზმრების ახსნა / dream explanation - ჯ -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიზმარი

ჯაგრისი - თმის ჯაგრისი იმის მაუწყებელია, რომ თქვენი წარუმატებლობის მიზეზი საქმის ბოლომდე მიყვანის უცოდინრობაა. ტანსაცმლის ჯაგრისი მძიმე შრომისათვის შესაფერის გასამრჯელოს გპირდებათ. თუ სხვადასხვა დანიშნულების ჯაგრისები გესიზმრებათ, თქვენ საინტერესო და კარგადანაზღაურებად სამუშაოს იშოვით.

ჯადოქარი - ჯადოქრის დასიზმრება თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის მოასწავებს წინდაუხედავ მოქმედებას: თავგადასავლებსა და ხმაურიან ღრეობებს მოჰყვება იმედგაცრუება და ჯავრი. თუ ჯადოქარი გემუქრებათ და გწყევლით, მხოლოდ ძალების მოკრეფა და სულიერი სიძლიერე გიხსნით სმსახურსა და ოჯახში პრობლემებისაგან.

ჯარის ნახვა – საყოველთაოდ მწუხარების ნიშანია, ცეცხლის წაკიდებას მოასწავებს.

ჯარისკაცები - მწყობრად მოსიარულე ჯარისკაცები იმის მაუწყებელია, რომ რაღაც მოვლენა თქვენს დაწყებულ საქმეს ხელს შეუშლის. თუ ჯარისკაცი ქალს დაესიზმრა, მის რეპუტაციას საფრთხე ემუქრება. თუ დაგესიზმრათ, რომ თავად ხართ ჯარისკაცი, ცხადში თქვენს ოცნებებს წარმატებით განახორციელებთ.

ჯაშუში - თუ სიზმარში ყოველ კუთხეში ჯაშუში გელანდებათ, ცხადში ჩხუბი მოგიწევთ. თუ თქვენ თავად ხართ ჯაშუში, ცხადში სავაჭრო ოპერაციები, რომლის დიდი იმედიც გქონდათ, არ გაგიმართლებთ.

ჯაჭვი - ჯაჭვი სიზმარში თქვენი მოშურნეების მხრიდან ჩირქის მოცხებას მოასწავებს. თუ სიზმარში საკუთარ თავს მიჯაჭვულ მდგომარეობაში ხედავთ, უახლოეს მომავალში სერიოზული პასუხისმგებლობის დაკისრებას უნდა ელოდეთ. თუ სიზმარში ჯაჭვს წყვეტთ, ცხადში უსიამოვნებებს თავს დააღწევთ. თუ მიჯაჭვული თქვენი ნაცნობია, მას სერიოზული უსიამოვნებები ელის. ჯაჭვი თუ ყელზე ჩამოიკიდე – კადნიერების ნიშანია. ჯაჭვით დაბმული შენი თავი ნახო ან სხვა – ცუდია.

ჯდომა ფეხმოკეცილი – ცუდი და მძიმე ფიქრის ნიშანია

ჯემი - სიზმარში გემრიელი ჯემის ჭამა–სასიამოვნო სიურპრიზი და მოგზაურობაა. თუ გესიზმრებათ, რომ ჯემს აკეთებთ, ეს ბედნიერების მომასწავებელია. ქალს ასეთი სიზმარი უქადის მშვენიერ სახლს და სანდო მეგობრებს.

ჯვარი - ჯვრის ნახვა სიზმარში მიგანიშნებთ მოახლოებულ უბედურებაზე. ამიტომ დაფიქრდით და იზრუნეთ თქვენს საქმეებზე. თუ ხედავთ ადამიანს ჯვრით–იცოდეთ, რომ ეს სიზამრი მოგიწოდებთ ქველმოქმედებისაკენ, ახლობლებზე ზრუნვისაკენ. ჯვარი ოქროსი ან ჯაჭვი გეკიდოს – სიმდიდრეს მიიღებ. ჯვარი ოქროსი თუ იპოვნო – საწადელი შეგისრულდება. ჯვარის დაწერა ვისმესთან საყდარში – კარგია.

ჯვარცმა - სიზმარში ჯვარცმა ცხადში თქვენი ოცნებების დამსხვრევას ნიშნავს, მაგრამ სევდას ნუ მიეცემით, ჯობს გააგრძელოთ თქვენი დაწყებული საქმეები.

ჯიბე - სიზმარში საკუთარ ჯიბეში ყურება მიმანიშნებელია თქვენ წინააღმდეგ მომართული მტრული ძალებისა.

ჯილდო, პრიზი - თუ სიზმარში მიიღეთ ჯილდო ან მოიგეთ პრიზი, მეგობრები დაგეხმარებიან. თუ თქვენ აპირებთ ჯილდოზე უარის თქმას–ეჭვი არ მოგასვენებთ მის საჭიროებაზე და თქვენივე საქციელის მართებულობაზე.

ჯირკი - თუ დაგესიზმრათ ჯირკები, ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული უსიამოვნებები გელით.ჯირკების ამოძირკვა ნიშნავს, რომ გაჭირვებიდან თავის დასაღწევად უხეშად და მკაცრად მოიქცევით და სენტიმენტალობას გვერდზე გადადებთ.

ჯოჯოხეთი, ქვესკნელი - თუ სიზმარში ჯოჯოხეთში მოხვდით, ცხადში ვერ გაუმკლავდებით ცდუნებას, რითაც თქვენს საქმიან რეპუტაციას შელახავთ; თუ იგივე თქვენს მეგობრებს დაემართათ, ე.ი. ცხადში არასასიამოვნო საქმეები გელით. თუ ჯოჯოხეთში მოხვედრის გამო ყვირიხართ–მტრების დაგებულ ხაფანგში მოხვდებით და მეგობრებს თქვენი დახმარება გაუჭირდებათ.

ჯუჯა, ქონდრის კაცი - ჯუჯას ნახვა კეთილი ნიშანია. კარგი აგებულებისა და სასიამოვნო შესახედაობის ჯუჯა გპირდებათ საინტერესო ცხოვრებას, რომლის დროსაც თქვენი შესაძლებლობები კარგად განვითარდება. ასეთი სიზმარი გპირდებათ ხანგრძლივ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ მრავალ მომგებიან საქმიანობაში. სიზმარი, რომელშიც თქვენი მეგობარი გადაიქცევა ჯუჯად, მას უწინასწარმეტყველებს კარგ ჯანმრთელობას, თქვენ კი ბევრ სასიამოვნო რამეს. ბოროტი ჯუჯები სიზმარში ყოველთვის რაღაც ბოროტების მუქარაა.