EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ვაჟის, კაცის სახელები - შ »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 19:59:34

ვაჟის, კაცის სახელები - შ

ვაჟის, კაცის სახელები - შ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

შადიმან (სპარსული) " სიხარული ".

შავლეგ (ქართული) " შავი ", " შავგრემანი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ უჩა, შიო). ვარიანტული ფორმაა შავლეგო.

შალვა (ქართული) ეტიმოლოგია დაუდგენიელია, შესაძლბელია შავლეგ-ის ვარიანტს წარმოადგენს. როგორც ალექსი ჭინჭარაულმა აღნიშნა, ამის დამადასტურებელია ერთი და იმავე გმირის ხსენება ორივე სახელით ქართულ ხალხურ პოეზიაში: " დედას კაცი მოუვიდა: " შენ შავლეგი მოგიკლესა "... შალვას დედა მოტიროდა, მოიშლიდა გიშრის თმასა " (ქხპ, XI, 17). შალვა-ს ადრინდელი ფორმა შაველა→შავლა შემონახულია გვარებში: შავლაძე, შავლიძე, შაველაშვილი, შავლიაშვილი. შალვა თორელთა საგვარეულო სახელი იყო. ცნობილია თამარ მეფის დროინდელი გამოჩენილი მეომარი და სარდალი შალვა თორელი (ახალციხელი). შალვა ერქვა აგრეთვე ბევრ სხვა ისტორიულ პოროვნებას, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია XVII ს-ში სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი მეთაური შალვა ქსნის ერისთავი, რომელიც თავის შვილ ელიზბართან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად მოწამებრივი სიკვდილით მოკლეს 1661 წელს. ისინი ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. შალვას მოფერებითი ფორმებია: შალიკა, შალიკო, შალუტა. ამათგან ნაწარმოები გვარებია (ზემოხსენებულთა გარდა): შალვაძე, შალვაშვილი, შალიკაშვილი, შალიკავა, შალიკაძე, შალიკიანი, შალუტაშვილი.

შამილ (არაბული) " ყოვლისმომცველი ". კავკასიის მთის ხალხთა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მეთაურის, იმამ შამილის (1797-1871) სახელი ძალზე პოპულარული გახდა მთელ კავკასიაში და კერძოდ საქართველოშიც. ამის დასტურია ამ სახელისაგან წარმოქმნილი ქართული გვარებიც: შამილაძე, შამილიანი, შამილიშვილი.

შამშე, შანშე (ძველი ებრაული) " მზე " (შეადარეთ სამსონ); ან (სპარსული) " მეფეთ-მეფე " (შაჰინ-შაჰ→შან-შა). შესაძლებელია, რომ დიდი ფონეტიკური მსგავსების მიუხედავად, აქ ჩვენ გვქონდეს ორი სხვადასხვა წარმოშობის სახელი, რომელთაგან პირველი მომდინარეობს ძველი ებრაულიდან, მეორე კი სპარსულიდან. ისტორიულად უფრო გავრცელებულია მეორე ფორმა – შანშე. ამ სახელით საქართველოს ისტორიაში ცნობილია რამდენიმე პირი, მათ შორის – XIII ს. გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე შანშე მხარგრძელი, ძე ზაქარია მხარგრძელისა. შანშე ჰქვია ვაჟა-ფშაველას " ბახტრიონის " გმირი ქალის – ლელას მამას. ამ სახელისაგან მომდინარე გვარებია: შანშაშვილი, შანშიაშვილი. მიუხედავად ყოველივე ამისა, ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა შამშე.

შაქრო (ქართული) მიიჩნევა ზაქარია-ს მოფერებით ფორმად, თუმცა შეიძლება მისგან დამოუკიდებლად იყოს წარმოქმნილი. აქედანაა გვარები: შაქარაშვილი, შაქარიშვილი, შაქარაძე.

შედან (სპარსული) " ლომი ". აქედანაა გვარი შედანია.

შევარდენა (ქართული) არაკალენდარული სახელია, რომლისაგანაც მომდინარეობს გვარები: შევარდენიძე, შევარდნაძე. საეკლესიო კალენდრით მას ეფარდება იერაქსი (ბერძნული " ქორი ").

შენგელი (ქართული) აქედანაა გვარები: შენგელია, შენგელაია.

შერგილ (სპარსული) " ლომის დამჭერი ". ცნობილია შერგილ დადიანი (XIVს.).

შერლომ – ქართული სახელია, სადაც შერწყმულად, კომპოზიტის ფორმით, არის წარმოდგენილი სპარსული სიტყვა ‘შერ’ და მისი ქართული შესატყვისი ლომი (შეადარეთ გულვარდი, ხვარამზე). ძველად გვხვდებოდა აგრეთვე იმავე სიტყვებისაგან (შებრუნებული რიგით) ნაწარმოები სახელი ლომშერა.

შერმადინ (არაბული) " სარწმუნოების სინდისი ". ეს სახელი ჰქვია " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთ პერსონაჟს, ავთანდილის ერთგულ მსახურს. შერმადინი გვარიც არის ამავე ფორმით.

შიო - უნდა მომდინარეობდეს სიაოშ-ისაგან, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და " შავგვრემანს ", " შავ მამაკაცს " ნიშნავს. ძველ ქართულში შემოსულია შიოშ-ის ფორმით, ამ უკანასკნელისაგან კი მიღებულია საბოლოო ფორმა შიო (აქედანაა გვარი შიოშვილი). მისი კნინობითი ფორმებია შიუკა და შიოლა (ამათგან მოდის გვარები: შიუკაშვილი, შიოლაშვილი). საქართველოში მოღვაწე ასურელ მამათა შორის ერთს შიო ერქვა (VI ს.). მისი სახელი და წოდება შიო მღვიმელი ფსევდონიმად აირჩია გამოჩენილმა საბავშვო პოეტმა შიო ქუჩუკაშვილმა.

შმაგი (ქართული).

შოთა - ამ ფორმით გვხვდება მხოლოდ ქართველებში და თანაც, შუა საუკუნეებიდან მოკიდებული, გვხვდება საკმაოდ ხშირად. ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია საქართველოში, რაც, ცხადია, " ვეფხისტყაოსნის " ავტორის პოპულარობის ნიშანია. ამ სახელის ეტიმოლოგია სადავოა. მისგან ნაწარმოებია გვარები: შოთაძე, შოთაშვილი.

შოშიტა (ქართული) - ცხადია, აქ ‘ტა’ კნინობითი სუფიქსია (ისევე როგორც სხვა სახელებში, როგორიცაა: ბეჟიტა, ბერიტა, გოგიტა, ხახუტა და სხვანი). თუ ასეა, უნდა გვქონდეს სახელი ამ სუფიქსის გარეშეც. ასეთი სახელი შოშია შემონახულია შოშიაშვილის გვარში. თვით შოშიტა-საგან ნაწარმოებია გვარები შოშიაშვილი და შოშიტაიშვილი.

შუქრი (არაბული) " მადლიერი ".