EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ვაჟის, კაცის სახელები - ც »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 20:19:27

ვაჟის, კაცის სახელები - ც

ვაჟის, კაცის სახელები - ც

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

baby-names

ცანგალა (ქართული).

ციოყ – გავრცელებული იყო ძირითადად სვანეთში, დადეშქელიანთა საგვარეულოში. ამჟამად ძალზე იშვიათად გვხვდება. ეტიმოლოგია უცნობია. იხ. სოზარ.

ცისკარა (ქართული) გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. ნიკოლაფხეშვილი ცისკარა იხსენიება " ტბეთის სულთა მატიანეში " (XIV ს., #536). აქედან წარმოქმნილი გვარებია: ცისკარავა, ცისკარაული, ცისკარაშვილი, ცისკარიშვილი, ცისკარიძე, ცისკარაძე.

ცოტნე (ქართული) " უმცროსი ", " პატარა ". შეადარეთ ‘ცოტა’ (ნ. მარის ეტიმოლოგიით): ან " მცოდნე " (ქ. ლომთათიძე). საქართველოს ისტორიიდან კარგად არის ცნობილი მონღოლთა წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური ცოტნე დადიანი და მისი თავდადება. ამ თემაზეა აგებული აკაკი წერეთლის პოემა " ნათელა " და გრიგოლ აბაშიძის რომანი " ცოტნე ". ცოტნე დადიანი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად აღიარა. ცოტნესაგან არის წარმოქმნილი გვარი ცოტნიაშვილი.

ცქირი (ქართული) მეგრული სქირის ( " შვილი ") ფონეტიკური ვარიანტი უნდა იყოს; ან მიღებულია ცქვირ ( " ცქვიტი ") ფუძიდან ვ-ს დაკარგვით (იხ. იოსებ ყიფშიძე: ცქვირინი ცუჯიში - " დაცქვეტა ყურისა ") ცქირი ერქვა გრიგოლ ხანძთელის თანამედროვე ერთ პირს, რომელმაც თბილისის ამირას მხარდაჭერით სცადა ანიჩის ეპისკოპოსი გამხდარიყო, მაგრამ გრიგოლის წინააღმედგობის გამო საწადელს ვერ მიაღწია და ეკლესიიდან განკვეთილ იქნა.