EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« გოგოს, ქალის სახელები - ი »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 23:39:56

გოგოს, ქალის სახელები - ი

გოგოს, ქალის სახელები - ი

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ია - ადრეული გაზაფხულის ყვავილის ასხელია; ბერძნულად მას ჰქვია იონ. მისი მრავლობითი რიცხვის ფორმაა ია, რომელიც ქალის სახელად არის ქცეული და შესულია ევროპულ ენებშიც. მაგალითად, რუსულში, ფრანგულში (იხ. ვიოლა, ვიოლეტა). იგივე სიტყვა ნასესხებია ყვავილის სახელადაც (შეადარეთ რუსული фиалка - " ია ", фиолетовый - " იისფერი "). ასევე ქართულშიც ია შემოსულია ყვავილის აღსანიშნავადაც და ქალის სახელადაც. ია ქალის სახელად გვხვდება ბორჯომის ხეობაში მარიამწმინდის ეკლესიის ფრესკაზე (XII-XIII სს.), რომელზეც გამოსახული არიან ქალი და ვაჟი (ჩანს, დედა-შვილი) იაი და შოთა. შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ ესენი შოთა რუსთაველი და დედამისი იყვნენ.

იადონ (ბერძნული) " მგალობელი ", " ბულბული ". გვხვდება ვაჟის სახელადაც.

იათამზე (ქართული).

იამზე (ქართული).

ივდით (ძველი ებრაული) " იუდეველი ", " ებრაელი ".

ივეტა (ფრანგული).

ივლიტა, ივლიტე (ლათინური) იგივეა, რაც იულია (იხ).

იზაბელა - ძველი ებრაული სახელის ელისაბედ-ის ვარიანტია, გავრცელებული ევროპულ ენებში. მისი შემოკლებული ფორმებია იზა, ბელა.

იზოლდა (ანგლოსაქსური) " გამოჩენილი მეომარი ". მისი შემოკლებული ფორმაა იზო.

ინა - ახალი ნასესხებია ევროპულიდან, სადაც ადრე გავრცელებული ყოფილა კაცის სახელადაც. უკავშირდება ლათინურს და თარგმნიან როგორც " ნიაღვარი ", მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა და წარმომავლობა უცნობია.

ინგა (სკანდინავიური) უკავშირდება ძველი ისლანდიელების ღმერთის სახელს ინგვე-ს ქართულში ახალი ნასესხებია.

ინეზა, ინესა - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან. ესპანური ვარიანტია აგნესა-სი (იხ).

ინოლა (ქართული) ირინეს ან მარინეს შეკვეცილი მოფერებითი ფორმაა, დამახასიათებელი სვანური ენისათვის.

ირინე (ბერძნული) " მშვიდობა ". მისი შემოკლებული ფორმაა ირა (ეს უკანასკნელი შეიძლება მიღებული იყოს ირაიდა-ს შემოკლებითაც, რომელიც აგრეთვე ბერძნული სახელია და ნიშნავს " გმირ ქალს " ან " ჰერას ასულს ").

ირმა - ქართული სახელია; გარეგნულად ემთხვევა გერმანულ სახელს, რომელსაც სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და " ირმინისადმი (ომის ღმერთისადმი) შეწირულს " ნიშნავს.

იულია (ლათინური) " იულიუსის კუთვნილი ", " იულიუსისა ", " ან " ივლისისა ".