EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« გოგოს, ქალის სახელები - პ »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-10 11:58:32

გოგოს, ქალის სახელები - პ

გოგოს, ქალის სახელები - პ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

girl-names

პასიკო (ქართული) ეტიმოლოგია უცნობია.

პატკუ (ქართული) ეტიმოლოგია უცნობია.

პელაგია (ბერძნული) " ზღვისა ". შემოკლებული ფორმაა პელო. შეადარეთ გეოგრაფიული ტერმინი არქიპელაგი ( " ერთმანეთის ახლოს მდებარე კუნძულთა ჯგუფი "). მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მარინე. პელაგია ერქვა რამდენიმე მოწამეს.

პეპელა (ქართული).

პირიმზე (ქართული) კომპოზიტიურად ნაწარმოები, ეტიმოლოგიურად გამჭირვალე სახელია. ასეთივე კომპოზიტიური სახელებია პირიმზისა და პირმთვარისა, რომლებიც დღეს თითქმის აღარ გვხვდება. ეს სახელები ჰქვიათ აკაკი წერეთლის " ბაში-აჩუკის " პერსონაჟებს, ტყუპ დებს.

პისტი (ბერძნული) " რწმენა ", " ერთგულება ". მოწამეთა სახელია. მისი თარგმანია რუსული ვერა (იხ. აგრეთვე ელპიდე, ლუბა).

პიღასი (ბერძნული) ბერძნულ მითოლოგიაში პეგასი ჰქვია ფრთიან ცხენს. აქედანაა ნაწარმოები პიღასი, რომელიც გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. ქართულში ცნობილია მხოლოდ ქალის სახელად (ამჟამად იშვიათია).

პოლინა, პოლინე - ანტიკურ მითოლოგიაში მზის, სიბრძნის, ხელოვნების ღმერთად აღიარებულია აპოლონი, რომლის სახელიც, როგორც ვარაუდობენ, ბერძნულია და " დაღუპვას " ნიშნავს. აქედან ნაწარმოებია კუთვნილების აღმნიშვნელი ზედსართავი აპოლინარის ( " აპოლონისა "), საიდანაც შემდეგ ლათინურ ენაში წარმოიქმნა ვაჟის სახელი აპოლინარი და ქალისა – აპოლინარია. ამ უკანასკნელის გამარტივების გზით სლავურ და სხვა ევროპულ ენათა სასაუბრო მეტყველებაში გაჩნდა ფორმები პოლინე და პოლინა, რომლებიც ბოლო ხანებში ქართულშიც შევიდა.