EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« გოგოს, ქალის სახელები - რ »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-10 11:58:49

გოგოს, ქალის სახელები - რ

გოგოს, ქალის სახელები - რ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

girl-names

რაისა (ბერძნული) " მსუბუქი " ; ან: (არაბული) " ქალბატონი ".

რიმა (ბერძნული) მნიშვნელობა არაა ნათელი. წინათ კაცის სახელი იყო, შემდეგ კი ქალის სახელად იქცა.

რიტა - წარმომავლობა: ბერძნული. მნიშვნელობა: წარმოდგება ბერძნული სახელიდან მარგარიტა (Margarites, μαργαρίτης), სახელის მნიშვნელობაა მარგალიტი.

რიფსიმე (ბერძნული) " მსროლელი ", " დამგდები ", " ერთის დამტევებელი ".

როდამ (სპარსული) " მდინარის წყალი ", " მდინარის ელვარება ". გვხვდება კაცის სახელადაც. ეს სახელი (რუდაბე||როდაბე – როდამ) ჰქვია ფირდოუსის " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთ გმირს.

როენა.

როზა (ლათინური) " ვარდი " (შეადარეთ ქართული ვარდო, ვარდუა). ქართულში იშვიათად გვხვდება, შემოსულია ბოლო დროს რუსულის მეშვეობით.

რუსუდან (სპარსული) " დღიანი ", " დღეგრძელი " (რუზ - " დღე ", ‘დან’ სპარსული სუფიქსია, რომელიც აწარმოებს აგრეთვე ფარსადან, სარიდან და სხვა სახელებს). მოფერებითი ფორმაა ქართულში რუსიკო. რუსუდანი ერქვა თამარ მეფის ასულს, რომელიც ერთხანს თვითონაც იჯდა საქართველოს სამეფო ტახტზე. ეს სახელი ჰქვია ქართული მწერლობის თვალსაჩინო ძეგლის " რუსუდანიანის " მთავარ გმირს.