EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« გოგოს, ქალის სახელები - ც »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-10 13:53:36

გოგოს, ქალის სახელები - ც

გოგოს, ქალის სახელები - ც

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ცაბუ (ქართული) მოეპოვება მრავალფეროვანი ვარიანტები: ცაბა, ცაბო, ცაბუა,
ცაბული, ცაბურა... ამოსავალი მნიშვნელობა გაურკვეველია. ამავე ტიპის სახელებია: ცაგო, ცარო, ცაცა, ციცა, ცუცა (იხ. ქვემოთ)

ცაგო (ქართული) მისი ვარიანტებია: ცაგუ, ცაგული, ცაგუნია...

ცარო (ქართული) მისი ვარიანტებია: ცარუ, ცავრინა, ცარინა...

ცაცა (ქართული) მისი ვარიანტებია: ცაცო, ცაცალა, ცაცანა, ცაცუნა...

ცეცილია – ძველი რომაული სახელია, რომლის მნიშვნელობაც არ არის ნათელი. ზოგი უკავშირებს ლათინურ კიკილია-ს, რომელიც " ბეცს ", " ახლომხედველს " ნიშნავს. ქართულში ეს სახელი გაიგივებულია ზემოხსენებული ტიპის სახელებთან.

ციალა (ქართული).

ციკო (ქართული) ეს სახელი ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირ ქალს.

ცინარა (ქართული) " მოცინარი ". ვარიანტული ფორმებია: მცინარა, ცინარი, ცინუკი, ცინო...

ცირა (ქართული) მეგრულად ნიშნავს " ქალიშვილს " (შეადარეთ აგრეთვე გურული ციცა, ცა). მისივე ვარიანტია ცირუ. საეკლესიო კალენდარი, როგორც ჩანს, მის მნიშვნელობას უკავშირებს " მცირეს " და ამიტომ უფარდებს მას ამავე მნიშვნელობის ლათინურ სახელს პავლა (შეადარეთ პავლე).

ცისანა (ქართული).

ცისია (ქართული).

ცისმარა (ქართული) ვარიანტული ფორმაა ცისმარი.

ცისნამი (ქართული).

ციური (ქართული).

ციცია (ქართული) ეს სახელია ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირ ქალს. ამ სახელის ვარიანტებია: ციცა, ციცანა, ციცინა, ციცკა, ციცო...

ციცინო (ქართული).

ცოქალა (ქართული) " სხვა, უცხო ქალი " (ცხო ქალ-ა), " სხვა ოჯახიდან მოსული (პატარძალი) ". ეს სახელი ერქვა ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატი სურამელის დედას, თამარ მეფის თანამედროვე დარბაისელ ქალს.

ცუცა (ქართული) მისი ვარიანტული ფორმებია: ცუცია, ცუცკა, ცუცქა, ცუცნა, ცუცუნა, ცუცუ...