EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« საუკეთესო ბალახები კანისთვის »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი:

თარიღი: 2013-01-25 13:38:47

 

კანის დაავადებების დროს სამკურნალო მცენარეების ბაზაზე დამზადებული საშუალებები წარმატებით გამოიყენება როგორც ოფიციალურ, ასევე ხალხურ მედიცინაში.

კალენდულას ძლიერი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. პრაქტიკულად კანის ყველა დაავადების დროს გამოიყენება. ნაყენი: ყვავილებს (1წილი) 70%-იანი სპირტი (5 წილი) დაასხით, 2 კვირა დადგით, გაწურეთ. ნაყენი დაზიანებულ ადგილას შეიზილეთ.

ოროვანდის ფესვები შესანიშნავი საშუალებაა სებორეას, დერმატიტებისა და ეგზემის დროს. მცენარეში უხვად არსებული დუბილური ნივთიერებები ქავილსა და გამონაყარს აქრობს. ფესვების ნახარში წასასმელად და აბაზანისთვის: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს 2 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, 30 წუთი დადგით, გააგრილეთ და გაწურეთ.

ქრისტესისხლას წვენი ძლიერი ანტიმიკრობული საშუალებაა. იყენებენ ეგზემის, დერმატიტების, ფსორიაზის, კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს. გახსოვდეთ, მცენარე შხამიანია. წვენის მომზადების წესი: მთლიანი მცენარე ყვავილებიანად ხორცსაკებ მანქანაში გაატარეთ და წვენი გამოწურეთ. 2 წილ წვენზე 1 წილი არაყი ან სამედიცინო სპირტი (1 წილი 4 წილ წვენზე) დაუმატეთ. შეინახეთ გრილ ადგილას.