EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« როგორ მოვამზადოთ ბიზნეს-გეგმა »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-20 16:22:39

როგორ მოვამზადოთ ბიზნეს-გეგმა

ბიზნეს-გეგმა

1. ბიზნეს – გეგმის ფორმატი;

1.1. სატიტულო გვერდი

ბიზნეს – გეგმის სტანდარტული ფორმატი

ბიზნეს – გეგმის სტანდარტული ფორმატი არ არსებობს. სხვადასხვა სიტუაციებში ბიზნეს – გეგმა სხვადასხვანაირად შეიძლება აიგოს. ამავე დროს, არსებობს რამდენიმე ელემენტი, რომლებსაც პრაქტიკულად ყველა ბიზნეს – გეგმა შეიცავს. ესენია:

• სატიტულო გვერდი
• ბიზნეს-გეგმის მოკლე აღწერა
• კომპანიის აღწერა
• მენეჯმენტი
• პროდუქტი
• ბაზარი
• კონკურენცია
• მარკეტინგი
• ფინანსური პროგნოზები
• რეალობის ანალიზი

♦ დაწერეთ მინი ბიზნეს-გეგმა….


1.2. ბიზნეს-გეგმის მოკლე აღწერა

ეს ნაწილი მოკლედ, ანოტირებულად წარმოადგენს თქვენს ბიზნეს – გეგმას და ამდენად, ბიზნეს – გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან, თუმც კი გეგმაში ის პირველ ადგილზეა, როგორც წესი, იწერება სულ ბოლოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი აჯამებს მთელ ბიზნეს – გეგმას.

ბიზნეს-გეგმის მოკლე აღწერა უნდა შეიცავდეს:

– ინფორმაციას კომპანიის შესახებ; პროდუქციის ან სერვისის აღწერილობას; მის უნიკალურობასა და კონკურენტუნარიანობას; კომპანიის მიზნებს; ბაზრის პოტენციალს თქვენი პროდუქციის ან სერვისისთვის;

– 3 ან 5 წლიანი ფინანსური პროგნოზის მოკლე აღწერას; განსაკუთრებით გაყიდვებზე და მოგებაზე/ზარალზე. ზოგიერთი ბიზნესისათვის საჭიროა აისახოს ჩატარებული მარკეტინგული კვლევა და კონკურენტულ ბრძოლაში ბიზნესის ქცევის პროგნოზი (სტრატეგიის აღწერა); ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ფინანსების აღწერა; ბიზნესიდან ინვესტორის გასვლის სტრატეგია (თუკი ასეთის აუცილებლობა წარმოიშვა).


1.3. კომპანიის აღწერა

ამ ნაწილში უნდა აისახოს კომპანიის ისტორია, მისია, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. კომპანიის მიზნები უნდა იყოს კონკრეტული და გაზომვადი. მიზნებში ხაზგასმული უნდა იყოს სამიზნე მარკეტინგული სეგმენტი და თუ რა სახის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზებას აპირებს კომპანია, ბაზრის რა წილის დაპყრობას გეგმავს, რა რაოდენობით შემოსავალს გეგმავს.

ხშირად, ბიზნეს-გეგმას წერენ და ინვესტორებს ურდგენენ ბიზნესის დაწყებამდე. შეიძლება ეს იძულებითი ქმედება იყოს, მაგრამ ყოველთვის ჯობია წინასწარ გახსნათ ფირმა და თუნდაც მინიმალურად დაიწყოთ რეალური საქმიანობა.


1.4. მენეჯმენტი

გეგმის ეს ნაწილი უნდა განსაზღვრავდეს მმართველი გუნდის წამყვან წევრებს, მოკლედ აღწერდეს მათ პასუხისმგებლობას და იძლეოდეს ინფორმაციას მათი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ. პროექტში ჩართული პირების გამოცდილებისა და მიღწევების უფრო დაწვრილებითი აღწერა (რეზიუმე, CV) საჭიროა გაკეთდეს ცალკე, გეგმის დანართის სახით.


1.5. პროდუქტი

თუ კომპანიის საქმიანობა გულისხმობს პროდუქციის გაყიდვას, მაშინ ამ ნაწილში მოცემული უნდა იყოს პროდუქტის აღწერა და ჩანდეს, თუ როგორ შევა იგი არსებულ ან ჩამოყალიბების სტადიაზე მყოფ ბაზარზე და რატომ მიიღებს მას ბაზარი. თუკი პროდუქტი იმყოფება შემუშავების სტადიაზე, დეტალურად მიუთითეთ, თუ რა რჩება გასაკეთებელი იმისათვის, რომ პროდუქტი მზად იყოს ბაზარზე გასატანად.

ინვესტორებს, ჩვეულებრივ, არ აინტერესებთ კომპანია, რომელიც აწარმოებს მხოლოდ ერთადერთ პროდუქტს. ამიტომ ბიზნეს-გეგმაში უნდა აჩვენოთ მომავლისათვის ერთი პროდუქტიდან სხვა თანმხლებ პროდუქტებზე ლოგიკური, გამართული გადასვლის შესაძლებლობა.


1.6. ბაზარი

მომავალი ინვესტორი უნდა დაარწმუნოთ იმაში, რომ ბაზარი რომელზეც შედის კომპანია, საკმარისად დიდია, ვითარდება და აქვს პოტენციალი თქვენი პროდუქციის მისაღებად. თუ ბაზარი პატარაა და უძრაობის სტადიაშია, მაშინ საეჭვოა, რომ ინვესტორი დაინტერესდეს. დაწვრილებითი ინფორმაცია ბაზრის შესახებ მოცემული უნდა იყოს დანართში.


1.7. კონკურენცია

ბიზნეს – გეგმის ის ნაწილი, რომელიც კონკურენციას ეძღვნება, უნდა შეიცავდეს ერთმანეთის მიმართ კონკურენტული საქონლისა და ტექნოლოგიების აღწერას. შეადარეთ თქვენი პროდუქტი ან სერვისი კონკურენტებისას. რით ან როგორ გამოირჩევა ის მათგან? რა გახდის მას უფრო წარმატებულს?


1.8. მარკეტინგი

ბიზნეს-გეგმის იმ ნაწილმა, რომელიც მარკეტინგს შეეხება, რაც შეიძლება სრულად და დეტალურად უნდა წარმოაჩინოს კომპანიის მარკეტინგული გეგმა და სტრატეგია. იგი დაგეხმარებათ დაადგინოთ თუ რა საჭიროება და მოთხოვნილება აქვთ მყიდველებს, რა სახის პროდუქტი/მომსახურება უნდა შესთავაზოთ მყიდველებს, რა ფასი უნდა დაადოთ თქვენს პროდუქტს/მომსახურებას, როგორ უნდა მიაწოდოთ პროდუქტი/მომსახურება მყიდველს, როგორ აცნობებთ მყიდველს თქვენი პროდუქტის/მომსახურების შეთავაზებას.


1.9. ფინანსური პროგნოზები

ბიზნეს-გეგმის მთავარი ნაწილი უნდა შეიცავდეს ფინანსური პროგნოზების საკვანძო ასპექტების მოკლე აღწერას, მათი დეტალური გადმოცემა კი უნდა მოხდეს დანართში. აქ უნდა ასახოთ მოთხოვნილება კაპიტალზე, საწარმოს მოგებაზე გასვლის ვადები და გაყიდვებისა და მოგების ზრდის ტემპები.
ფინანსური პროგნოზების დანართში საჭიროა დეტალურად აისახოს საბალანსო ანგარიში, ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზი 3-5 წლიან პერსპექტივაში (პირველი წლის განმავლობაში ყოველთვიური, მომდევნო წლებში კი ყოველკვარტალური განაწილებით).
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ფინანსური გათვლები გამყარებული იყოს ბაზრის კვლევის მონაცემებით და მასზე დამყარებული რეალისტური პროგნოზებით.
თუ თქვენ არა გაქვთ ფინანსური ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის ჩვევები, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს.


1.10. რეალურობის შემოწმება

მას შემდეგ, რაც მორჩებით ბიზნეს-გეგმის პირველი ვარიანტის წერას, მიეცით ის წასაკითხად თქვენს მეგობრებს, პროფესიონალებს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც ენდობით. თხოვეთ, რომ გულახდილად გაგიზიარონ თავისი აზრი. კიდევ უფრო უკეთესია, თუკი ისინი აღნიშნავენ ადგილებს, რომელიც მათი აზრით ყველაზე უფრო სუსტია.


1.11. დაწერეთ მინი ბიზნეს – გეგმა

ზოგჯერ შეიძლება სასარგებლო იყოს 2-3 გვერდიანი ბიზნეს – გეგმის შედგენა. ეს დაგეხმარებათ თავად ბიზნეს – გეგმის პოტენციური ინვესტორებისა და კრედიტორებისათვის წარდგენაში. თუ ვინმე დაინტერესდა, მაშინ მას შეიძლება რომ გააცნოთ სრული ბიზნეს-გეგმაც.

 
 
 
წყარო: - medgeo.net