EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« შანიძე აკაკი - ლექსიკონი გვ. 3 »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-30 19:40:38

შანიძე აკაკი - ლექსიკონი გვ. 3

 

 უამარი – უამრავი.

უასაკო –  ხანმოკლე.

უბრალო – უდანაშაულო.

უებრო – უსწორო (სწორი რომ არ ჰყავს), უბადლო, შეუდარებელი; უებრობა  სწორუპოვრობა.

უვის –ჰყავს.

უზადო – უნაკლო.

უზრახი – დამდურებული, გაბუტული; უზრახობა ბუტიაობა.

უთამამო – უფრო სრული (თამამი - სრული).

უთმინოდ – მოუთმენლად.

უთქს – უდგას.

უი (ვაი)-ვუი.

უიცი – არმცოდნე; არ-უიცარი არუცნობი, კარგი ნაცნობი.

უკმოხმა: უკმოვახვენ გამოვაღე.

უკმოხშვა: უკმოვიხშევ გამოვიხურე, შემოვიხურე.

უკუდგომა – უკან დახევა.

უკუთქმა – სიტყვის უკან წაღება, ნათქვამზე ხელის აღება.

უკურიდება – მორიდება, მოშორება.

უკუქარება –  გაქრობა; რაგვარამცა უკუმქარდი - როგორ უნდა გამიქრე (ხსოვნიდან).

უკუყივლება: უკუვჰყივლე მივაძახე.

უკუწვეა – ისევ მიწვევა (მოწვევა).

ულები  – დაულურჯებელი (ცემისაგან).

უმეცარი 1. უცნობი; 2.უგნური; უმეცრობა უგნურობა.

უმხნეოდ: არ-უმხნეოდ მხნედ.

უნდო-გვარად უგუნებოდ, უგულოდ, უსიყვარულოდ.

უობს: ვაებს, უობს - ვაის და ვუის იძახის.

 უჟამოდ – უდროოდ; უჟამობა უდროობა.

ურვა – წუხილი; შეურვება (გულისა) - შეწუხება.

უსაპირო–  საპირეუქონელი.

უსახო – 1. აუარებელი, მრავალი; 2. უმაგალითო.

უსტარი – წერილი.

უსტასრა – მეფის სასახლის გამგე, სახლთუხუცესი.

 უტევანი – მანძილი 125 ნაბიჯისა.

უფლის-წული – მეფის ვაჟი (გამეფებამდე), ბატონიშვილი; ნაუფლისწულევი იმ დროს შეძენილი, სანამ უფლისწული იყო, სანამ მეფედ გახდებოდა.

უფროვე – კიდევ უფრო; უფრორე ცოტა უფრო მეტად.

უფრჭვნელი – უფურჩქნელი, ჯერ კიდევ გაუშლელი.

უღონიოდ –  უთუოდ.

უშენო –  უმემკვიდრო.

უში – ოხვრა; უშნა ამოიოხრა.

უშრეტი – დაუქრობელი, დაუვსებელი.

უჩუმოდა – ჩუმად იყო.

უცები –  უვიცი, უცოდინარი.

უცილობლობს – ჯიუტობს, თავისაზე დგას, სულ თავისას გაიძახის.

უცილოდ – უთუოდ.

უწრფელი – არაგულწრფელი.

უჭირველი – ჭირუნახავი, გაუჭირებელი.

უხანო – ერთზე დაუდგომელი, ცვალებადი; უხანობა დაუდგრომლობა.

უხუცესი – უფროსი.

უხშირო: არ-უხშირო ხშირი.

 

 

ფაზარი – ქვისებრი მრგვალი სხეული, რომელსაც ნალექად პოულობენ ზოგიერთი ცხოველის კუჭში (ძველად ხმარობდნენ სხვადასხვა ავადმყოფობისა და შხამით მოწამვლის წინააღმდეგ).

ფათერაკი – უბედური შემთხვევა.

ფანოსი – სასიგნალო ცეცხლი.

ფარმანი – ბრძანებულება (ნებართვისა).

ფარღული – ძაფზე ასხმული რამ (ყელსაბამად).

ფარჩი –  საღვინე დოქი.

ფერება: რამც გიფერე - რა გიმსგავსო; ვინმც მეფერა - ვინ მემსგავსოს.

 ფერ-მიხდილი – ფერწასული.

ფეროზი – ფირუზი (ძვირფასი ცისფერი თვალი).

ფიცხელი – სწრაფი; ფიცხელი ომი - გახურებული ომი; ფიცხლად სწრაფად.

ფლასი – ძაძა, სამგლოვიარო ჩასაცმელი; ძოწეულნი გაგვიფლასდენ - წითელი სამეფო ტანსაცმელი შავ სამგლოვიაროდ შეგვეცვალოს.

ფლიდი – მატყუარა, ბინძური, საძაგელი.

ფრფენა – თავს შემოვლება: ტრფიალება.

 

 

ქარავანი – ერთად გამგზავრებული ხალხი სავაჭროდ (დატვირთული ცხენებით, აქლემებით); მოქარავნე ქარავნის პატრონი ან მხლებელი.

ქარვანსრა – ქარვასლა, ქარავნის მისაღები სახლი.

ქაფი – მკლავზე შემოსაცმელი ჯაჭვი ან რკინა; ჯაჭვნი ავად მოექაფნეს - ჯაჭვი ცუდად ჰქონდათ გაკეთებული მკლავზე.

ქედგორება: იქედგოროს ქედსა და გორზე ავიდეს (საჭვრეტლად).

ქენება – ხვეწნა, თხოვნა; მქენები, მქენებელი მხვეწნელი.

ქვაბი – გამოქვაბული, მღვიმე; ქვაბოვანი გამოქვაბულების მიდამო.

ქველი – გმირი; გმირული; ქველად გმირულად; ქველანი გმირები; სიქველე ან ქველობა ვაჟკაცობა, გმირობა.

ქვეყანა–  მიწა.

ქვიტკირი: აქვიტკირა ქვიტკირივით გაიმაგრა.

ქვრიმი –  ერთგვარი ფეტვი.

ქმნადი – საქნელი, რაც უნდა იქნეს, მოხდეს.

ქმნევა – ქნევინება: გაქმნევ გაქნევინებ; რას აქმნევს - რად უნდა; მაქმნევს რასა - რად ვუნდივარ.

ქორი – შავარდნის მსგავსი სანადირო ფრინველი.

ქოსი – ბრინჯაოს (ან სპილენძის) დოლი.

ქსუობს –  კსუობს, მოუშინაურებელი ცხოველივით (ან ფრინველივით) იქცევა, არავის ეკარება, გაურბის.

ქურციკი –  ჯეირანი.

ქუში – წარბშეჭმუხვნილი, მწყრალი; ქუშობს მწყრალია.

 

 

ღა კიდევ: თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან - თუ კიდევ სული შემრჩება; თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს - თუ კიდევ ჩემი ხათრი გქონდეს.

ღადარი – ფიცის გამტეხი, მოღალატე; ღადრად მოღალატურად; ბრძენთა სიტყვა დავაღადრო - ბრძენთა სიტყვას ვუღალატო.

ღაზო –  ძლიერი მოწადინება რაიმე საქმისა, თავდადება.

ღარიბი –  1. უცხო ქვეყანაში მყოფი, მწირი; 2. საუცხოო, მეტად ძვირფასი; ღარიბობა უცხო ქვეყანაში ყოფნა; საღარიბოდ უცხოეთში წასასვლელად.

ღაფალი – უხალისო, დუნე, დაუდევარი: არ-ღაფალი ხალისიანი, ენერგიული; მოაღაფლებს ხალისს დაუკარგავს.

ღელვა – ზვირთი.

ღირობა – დაღირება, დასაკრავად მომარჯვება.

ღრე – უსწორმასწორო ადგილი კლდეებში; ხევხუვი.

ღრეჯა – დიდად მოწყენა.

 

 

 ყაბაჩა –მოკლე კაბა (ქალის ჩასაცმელი, წინ გახსნილი).

ყანდი –  შაქრის ყინული, შაქარი.

ყარყუმი, ანუ ყაყუმი – თრითინის, ანუ ქურცინის მსგავსი ცხოველი (ზამთარში ბეწვი თეთრი აქვს); მისი ბეწვი.

ყველაკაი –  ყველაფერი; ყველანი.

ყივნება – შერცხვენა, სახელის გატეხა, მოჯაყვა; მაყივნებელი შემარცხვენელი.

ყმა –  (1) ახალგაზრდა.

ყმა –  (2) ვაჟი.

ყმა –  (3) მოყმე, ჭაბუკი.

ყმაწვილი – ბავშვი; ახალგაზრდა, გამოუცდელი; სიყმაწვილე ახალგაზრდობა;  ვყმაწვილობდი ვთამაშობდი, ვერთობოდი.

ყოლ – ყოვლად. სრულიად.

ყოლაუზი–  ბადრაგა, გზის მაჩვენებელი.

ყოლბი– წრე, წრედ შემორტყმული ხალხი.

ყოფა: ცრემლი უყოფდა - ცრემლი უხუჭავდა (თვალს).

 

 

შაბა, შაბაშ –  მოწონების შეძახილი.

შადი – მოლხენა.

შამათი: შამათი დასცა - მოუგო (ჭადრაკის თამაშში); აჯობა; ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა - ვერ გვაჯობებენ სრულებით.

შამბი – ხშირი და მაღალი ბალახები; შამბნარი შამბით სავსე; მოშამბნარე შამბნარში მოარული.

შაქრის-ფერი – დამტკბარი.

შეგება – შეტყობა, გაგება: თუ შეიგებენ - თუ შეიტყობენ; ვერა შევიგენ - ვერა გავიგე; შემიგია შემიტყვია

შეგებინება – გაგებინება.

შეგონება – დარიგება, რჩევა.

შეზრახვა – დალაპარაკება.

შეზღვა, შემოზღვა – სამაგიეროს გადახდა: შემოგზღო სამაგიეროს გადაგიხდი.

შეთი – გადარეული: აშეთებს რევს, აგიჟებს; თავი სრულად გავაშეთეთ - სულ გავგიჟდით.

შელამა: შეჰლამის – მოუნდომებს, დაუპირებს.

შელმობა: შეელმის – ასტკივა.

შემეცნება – გაცნობა; შეგემეცენ გაგიცანი; ერთმანერთსა შეგამეცნე - ერთმანეთს გავაცნოთ.

შემომგონა – მრჩეველი.

შემოხდა: შემოხადა – შემოიწვია.

შემოჯარვა – შემოკრება, შემოგროვება.

შემწყნარებელი –  შემბრალებელი.

შენგან კიდე – შენს გარდა.

შენათხზარი, შენათხზენი – შეწნული.

შენაფლობი – დაუფლებული, დასაკუთრებული.

შეპოვ(ნ)ება: ვისმცა შევეპოვე - ვის შევეწყობი; შემეპოვა შემეწყო, მეგობრულად მომექცა.

შერჭმა: წარბ-შერჭმით  – წარბების შეჭმუხვნით.

შესაძრწენი – შესაძრწუნებელი, შემაძრწუნებელი.

შესმენა – დასმენა, ენის მიტანა.

შესრევა: შეასრივნეს – შეასრიალეს, სწრაფად შეაცურეს.

შესხმა (ხოტბისა, ქებისა) - შექება.

შეტყვება – შეგეტყვების გეტყობა.

შეურვება (გულისა) - შეწუხება.

შეფრფინვა – აღტაცებით ცქერა.

შექმნევა –  შეგაქმნევ გაქნევინებ; შეაქმნევს აქნევინებს.

შექცევა – შევიქეც დავბრუნდი; შეიქეც დაბრუნდი.

შეღება –შეტანა.

შეშთობა – დახრჩობა.

შეცვა – ირგვლივ შემორტყმა; შეცევ ბროლისა ყორები - აზრი ასეთია: კბილები დამალე (ე. ი. ნუ ლაპარაკობ).

შეცილება – შეკამათება, სიტყვის შებრუნება; შემცილე მოქიშპე, მოწინააღმდეგე.

შეწბოლა –  შესწბა დაჰრცხვა.

შეწონა – არად შესწონს - არაფრად მიაჩნია.

შეწონება – ჭირი ლხინსა შევაწონე - ჭირი ლხინს გავუთანასწორე, გავუტოლე, ჭირი ლხინად მივიჩნიე; შეეწონების შეედრება.

შეჯერება – დარწმუნება, დაჯერება; შესჯერდა დაუჯერა, ერწმუნა; შეგიჯერო დაგარწმუნებ; შემიჯერო დამარწმუნო.

შვება – გახარება, უჭირველი ცხოვრება; შვებული გახარებული, ლაღი, განცხრომით მყოფი.

შიმშერი – ხმალი.

შლეგი – გიჟი, გადარეული.

შმაგი – გადარეული, გიჟი.

შოება – შოვნა; შოებული ნაშოვნი, რომელმაც იშოვნა.

შრეტა – ქრობა.

შუკა –  საბაზრო მოედანი.

შუქ-მონავანი – შუქმოვლებული.

 

 

 ჩაბალახი – მუზარადი, რკინის ქუდი (ომში სახმარებლად).

ჩანგი – სიმებიანი საკრავი, ერთგვარი არფა.

ჩასხმა –  ქვეყანა ჩავსხი - გახიზნული მოსახლეობა დავაბინავე.

ჩაუქი – სწრაფი, მარჯვე; სიჩაუქე სიმარჯვე.

ჩაღანა –  მუსიკალური საკრავი იყო.

ჩახშვა – ჩაიხშენით კარნი - ჩაიკეტეთ კარები.

ჩინი – ჩინეთი.

ჩმახი – ჭორი; ჩმახვიდიან ჭორებს ამბობდნენ.

ჩოგანი – ცხენბურთში სახმარებელი თავფართო ჯოხი ბურთის ასაღებად და გასაკრავად.

 

 

ცერა – ერთგვარი ისარი.

ცვილი –  გაცვილდეს ცვილი შეიქნეს, დარბილდეს; ჩვენი ცვილობა - ჩვენი უღონობა.

ცილი –  (1) ტყუილი.

ცილი –  (2) კამათი; უცილოდ უთუოდ; ცილობა კამათი; მეტოქეობა.

ცნევა – გაცნევ გატყობინებ; ამბავსა სცნევდი, მაცნევდი - ამბავი გაიგე და გამაგებინე ხოლმე.

ცნობილი – ცნობაზე მყოფი, გონიერი.

ცქაფი – ტყუილის მთქმელი, ცრუ; სიცრუე; ცქაფვა მოტყუება: ცქაფანი მისნი კვლა მეცქაფნეს - მისი სიცრუისაგან კვლავ მოვტყუვდი; მომცქაფავი ცრუ, მატყუარა; ნაცქაფავი ტყუილი: არ-ნაცქაფავი ნამდვილი.

 ცხებული:  ცეცხლი ცხებული - აგიზგიზებული ცეცხლი.

ცხრო –  თრთოლა, კანკალი.

 

 

ძაბუნი – სუსტი, უღონო, უმწეო; დაძაბუნება: დამიძაბუნეს უმწეოდ ჩამაგდეს, დამიბრიყვეს.

ძალ-დება: ძალ-მიც შემიძლია; ძალ-უც შეუძლია; ძალ-გვიც შეგვიძლია; ძალ-ედვის შეეძლო.

ძაძა – ფლასი, შავი სამგლოვიარო სამოსელი.

ძეს – ძევს; სახელ მძეს - სახელად მქვია; დიდი მაც-ო თქვენი ვალი - დიდი მაძსო (=მაძევსო) თქვენი ვალი; მუქაფა გვაც მისი გარდუხდელი - მისი სამაგიერო გვაძევს გადაუხდელი; საქმე რამე მიც (=მიძს) - რაღაც საქმე მაქვს; უც უძევს.

ძეწნი – ტირიფისებრი მცენარე (“მტირალა ტირიფი”): აალმასნა, არ აძეწნა - აზრი ასეთია: მაგრად ესროლა, არა რბილად.

ძი: ვინძი ვნახოთ ვინ, აბა ვინ; ვისძი ვნახოთ ვისას: რაძი ვითა აბა როგორ.

 ძოღან – ამას წინათ, ამ დღეებში; ძოღანითგან ამ  სამიოდე დღის აქეთ.

ძოწი – წითელი ფერის თვალი (ქვა); ძოწის-ფერი წითელი ფერისა; ძოწეული წითელი ფერისა; წითელი ფერის ჩასაცმელი (მეფობის ნიშანი).

 

 

წაგვრა –  წართმევა; წანაგვარი წანართმევი.

წავარნა – მღვიმე, გამოქვაბული.

წამოგრაგნა – წამოხვია (თავს დაგვატეხა).

წამომხმელი – წამომღები.

წამოხმა –  წამოღება.

წარბ-შერჭმით – წარბშეჭმუხვნით.

წარება: ვეჭვ, წამიცა არ წამაროს - ვფიქრობ, ერთ წამსაც (ცოცხალს) არ მარონინებს.

წართვა, წამორთვა დართვა, დამატება: ღამეცა დღეზედა წაჰრთო მრავალი დღეს ღამეც ბევრი დაამატა; ღამე-წამორთვით ეარა - (დღეზე) ღამეც დაერთო და ისე ეარა.

წახდომა, წარხდომა წასვლა; დაკარგვა; გაფუჭება.

წაღება – წართმევა: წავუღეთ ქალაქი - წავართვით ქალაქი; ჯოგი წავუღოთ - ჯოგი წავართვათ.

წარმწყმედელი –  დამღუპველი; წარსაწყმედი დასაღუპავი.

წახმა – 1. წაღება: წავიხვამთ წავიღებთ, წავირეკავთ; 2. წართმევა: ქვაბნი წავუხვენ - გამოქვაბულები წავართვი; წაუხმან წაურთმევია.

წბილი – შერცხვენილი, სასირცხო; აწბილობდა არცხვენდა.

წბოლა: სწბებოდა ემორცხვებოდათ; სწბებოდეს ემორცხვებოდეს.

 წერა – ბედი (ვითომც რაც შუბლზე აწერია კაცს).

წვერ-გამო – უწვერული.

წვლილი – წვრილი: ვწვლდები ვწვრილდები; გაწლობილი გაწვრილებული.

წვრთა – დარიგება, სწავლება.

წთომა –  (1), წვთომა წვეთება; ცრემლი სწვთების - ცრემლი წვეთ-წვეთად ჩამოსდის.

წთომა –  (2): მეფობისა ქმნისა მწთომი - მეფობის მსურველი.

წიგნი–  წერილი.

წითელი – ოქროს ფული.

წილ: ჩემ წილ - ჩემ მაგივრად.

წინას უწინ; წინასცა უწინაც; წინასვე წინდაწინვე.

წინწალი –  ნაპერწკალი.

წინწილა – ერთგვარი მუსიკალური საკრავი.

წრტიალი – დეზი.

წუხილი –  (თვალისა) - დახუჭვა.

წყლიანი – ტკბილად მოუბარი, მჭევრმეტყველი; ხუმარა; წყლიანობად ხუმრობისათვის.

წყლული – 1. დაჭრილი; 2. ჭრილობა, ნაჭრევი.

 

 

ჭაბუკი –  ყმა, მოყმე, რაინდი; ჭაბუკობა რაინდობა; საჭაბუკო ჭაბუკის შესაფერისი.

ჭავლი – მდინარე წყლის ზედაპირის მოძრაობა.

ჭარმაგი – თეთრი ცხენი; ჭარმაგოსანი თეთრ ცხენზე მჯდომი.

ჭაშნაგირი – მეჭაშნიკე, გემოს მნახველი (საჭმლისა, სასმლისა).

ჭვირი –  რაშიმე გამოტანებული სხივი; მჭვირს სხივად მადგას; ჭვირს ასხივებს, ანათებს.

ჭირვა –  (1): იჭირვოდეს წუხდნენ.

ჭირვა –  (2): ვერ იჭირვიდეს სარანგნი - ვერ აკავებდნენ პოლიციის უფროსები.

ჭმუნვა – წუხილი, დარდი; ნუ სჭმუნავთ - ნუ სწუხართ; დაგაჭმუნოს დაგადარდიანოს; არ დაჭმუნდეს - არ შეწუხდეს.

ჭნობა – ჭკნობა; ჭნობილი დამჭკნარი.

ჭრელი – 1. ფერად-ფერადი (საქონელი); 2. არმართალი, ტყუილი; არა ჭრელად - სისწორით, მართლად.

 

 

ხადილი – წვეულება; მწედ ხადოდიან - მწეს ეძახდნენ.

ხადუმი – მსახური.

ხათუნი – ქალბატონი.

ხალასი –  შეურევნელი, წმინდა.

ხალვა ვ მარტოდ ყოფნა, მარტოობა.

ხალვათი – მარტოობა: დაშალეს ქმნა ხალვათისა - მარტოობა მოშალეს, შეიკრიბნენ (სათათბიროდ).

ხამ: ხამს უნდა, საჭიროა; ერთი ვხამ რებად - ერთმა უნდა ვიარო; ხმდა საჭირო იყო.

ხამი – უბრალო ტილო ან უბრალო ბამბის ქსოვილი.

ხანი – ყაენი, მეფე (თურქ და მონღოლ ერებში).

ხან-დაზმული ხანგამოვლილი, ხნიერი; ხან-დაზმულობა დაყოვნება.

ხანაგა –  სასტუმრო.

ხანიერი – არამერყევი, დიდხანს ერთზე მდგომი.

ხარაჯა – კონტრიბუცია; სახარაჯო ხარაჯის გადამხდელი.

ხარგა – ტალავარი; პავილიონი.

 ხარკი – იგივეა, რაც ხარაჯა (ნახე).

ხასი –  (1) მეფესთან დაახლოებული პირი; ხასები, ხასნი დარბაზის ერი.

ხასი –  (2) ნამდვილი, არაყალბი, ხალასი. ხასიათი თვისება; ღირსება; ყმა სოფლისა ხასიათი - ყმა ქვეყნის შვენება.

ხასობს – კაი გუნებაზეა.

ხატაეთი – ჩინეთის ჩრდილო ნაწილი; ხატათ ლაშქარი - ხატაელების ლაშქარი; ხატაური ჩინური აბრეშუმის ქსოვილი.

ხაფი –  (ხმა, სიტყვა) - ზარის დამცემი, საშინელი; ხაფად საშინლად, მედგრად; სიხაფე ზარის დამცემი ხმა, შემზარავი ხმა.

ხე: ჰხენ ჰხეობ, ხე ხარ; მახია ხედ მაქცია; ახიოს ხედ აქციოს; უხებს ხედ უქცევს; იხოს ხედ იყოს; მეხოს ხედ მექცეს; ხებული ხედ აზრდილი.

ხეზი – წვრილი და გრძელი საბელი, ბაწარი.

ხელი –  (1): ხელის საურავი - ჩაბარებული სამოხელეო სამსახური; ხელისანი ხელქვეითნი.

ხელი –  (2) გონწართმეული, გადარეული; ხელ-მქმნელი ჭკუიდან შემშლელი; ხელ-ქმნილი ჭკუიდან შეშლილი; ხელურად სულელურად; ხელობა გადარეულობა; ვხელობ ვირევი; ახელებს რევს, ჭკუიდან შლის; ხელდების ირევა, ჭკუიდან იშლება.

ხელ-აუპყრობლად – ხელაუშვერლად; ხელ-აღუპყრობელსა - ხელმოუმართავს, უმწეოს.

ხელ-გახსნილი – სისხლგაღებული (ხელიდან).

ხელთება – ხელში ჩაგდება.

ხელის ხდა –  (1): ხელი ჰხადეს ხელი მოჰკიდეს; 2. სარგებლის ნახვა: რას ხელსა ჰხდი - რას გარგია; ნეტარ, ხელსა რასა მხდიან - ნეტავი რა სარგებელს ნახვენ ჩემში, რაში გამოვადგები; სიკეთისა ხელის მხდელი - რომელიც სიკეთით სარგებლობს.

ხელ-მანდილი – ცხვირსახოცი.

ხელობა –  (1): მე, რუსთველი ხელობითა - მე, რომელსაც რუსთავი მაქვს სახელოდ, მე - რუსთავის გამგე.

ხელობა –  (2) გადარეულობა.

ხეწვა – კანის აგდება, აცლა: თოვლსა არ ეხეწა - თოვლს კანი არ აეგდო; აიხეწა კანი აიცალა, აიხეთქა; ღაწვნი აახეწნა - ლოყებზე კანი აახეთქა.

ხვარაზმშა – ხვარაზმის შაჰი, ხვარაზმის მეფე (ხვარაზმი ამუ-დარიის ქვემო წელზე მდებარე სახელმწიფო იყო).

ხვაშიადი – საიდუმლო.

ხვეწა –  ხვეწით გამოთლა (ჯამისა, ტაბაკისა, კოვზისა და სხვ); გადატანით: გაკეთება.

ხმდა – საჭირო იყო.

ხმეჭა – ღმეჭა, სახის მანჭვა: პირის მხმეჭელი - პირის მღმეჭელი, ვინც პირს (შიშისაგან) იგრეხს.

ხომნი – ხომლი (მრავალანი, ანუ პლეადა, - ვარსკვლავთ კრებული კუროს ეტლში).

ხოტბა – შესხმა, შექება.

ხრდალი – ჭაკი ცხენი; გადატანით: მშიშარა; ჯაბან-ხრდლურად მშიშარასავით; ხრდლობა მშიშარობა.

ხრმალ-მახული – ხმალგალესილი.

ხული – უბრალო სახლი, ქოხი.

 

 

ჯაბანი – მშიშარა.

ჯავარი – გოვარი, ძვირფასი თვალი, კერძოდ, მარგალიტი.

ჯავშანი – ჯაჭვის პერანგი.

ჯალაბი –  წვეულება, მოწვეული ხალხი; ჯალაბობა წვეული ხალხი.

ჯანი –  ძალ-ღონით სავსე, მძლავრი.

ჯაჭვი – ჯავშანი, რკინის რგოლებისაგან ან მობრტყო ნაჭრებისაგან შემდგარი საომარი ჩასაცმელი.

ჯეონი – ამუ-დარია (მდინარე).

ჯერობა: გვმართებს მისივე ჯერობა - მასვე უნდა დავსჯერდეთ.

ჯიქი – ლეოპარდი (ვეფხვისებრი ცხოველია).

ჯრა: იჯრებოდა ბევრი იყო ერთად, ირეოდა.

ჯუბა – უსახელო (ან მოკლესახელოიანი) ჩასაცმელი, წინ გახსნილი.

ჯუბაჩა – მომცრო ჯუბა.

ჯუბაჩობა – ხსნიან, როგორც აღებ-მიცემას.

 

 

 ჰაი – მწუხარების გამომხატველი შორისდებული: “ჰაის” ჰზმიდი - “ჰაის” იძახდი, ოხრავდი.

 ჰგავს – ჰგავს, თუ ჩანს, რომ.

ჰგია – დაგებულია.

ჰმართიხარ – ამართულხარ.

ჰრთავს – დართული აქვს, ერთვის.

 1   2   3