EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

თემური

Mafioza

ნასტია

Lasha

Gamarjveba






« ჩვენი საქმე - ისტორიები და გაუგებრობა 16+ (ექსკლუზივი მხოლოდ EVPATORI.GE_ზე) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-11-05 01:59:06

ჩვენი საქმე - ისტორიები და გაუგებრობა 16+ (ექსკლუზივი მხოლოდ EVPATORI.GE_ზე)უშანგი სიხარულიძე

ჩვენი საქმე - ისტორიები და გაუგებრობა 16+ უშანგი სიხარულიძე - ushangi sikharulidze

ნოველა მოგვითხრობს რამოდენიმე ადამიანის თავგადასავალს, სიტუაციურ ქმედებებს, ბოჰემურ მისწრაფებებს, მათ აინტერესებთ წამიერი ქმედებებით დატკბნენ ამაო წუთისოფელში, მოისროლონ გვერდზე ყოველდღიური პრობლემები და მისცენ თავს მაქსიმალური თავისუფლება წამიერ უსასრულობაში.

რათა დღემ და საათმა უქმედ და ფუჭად არ ჩაიაროს, ყოველთვის უნდა იპოვო თავი ადამიანებში და იგრძნო ისინი შენთან ახლოს. ოთხეულის შეკრება შედგა.

მუსიკის ფონზე მშვენიერი სუფრაა გაშლილი, ყველა ბედნიერია, პრობლემები კარის ზღურბლს იქით დარჩა, ღვინო, ღმერთების სასმელით ივსება ჭიქები, ბაგეს გულში ჩამარხული ბედნიერი სიტყვები წყდება, გულიდან ამოხეთქილი, აზრად გააზრებული და სადღეგრძელოდ გადაქცეული.  შეხურდა სიტუაცია და...

ჯორჯმა ტელეფონში ჩარგო თავი...

პაკო აცეკვდა...

დემი მე მომაშტერდა...

-ჯორჯ ჩვენთან ხარ თუ არ ხარ? ვეკითხები ჯორჯს.

ჯორჯმა თავი ამოყო ტელეფონიდან.

-კი ძმაო მე ყოველთვის თქვენთან ვარ დავასხათ, დავლიოოოთ ბლიიინ...

-ხო, მაგრამ გადადე ეგ ტელეფონი! შენც ეხლა პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებს არ ესაუბრებოდე მანდ საქმეზე.

ობამა ჩემი ძმაა ძმაააოო მთელი ამერიკის ჯარები უკან მიდგას და...

-ამერიკის ჯარები? ყურები ცქვიტა პაკომ...

-ყურადღებას ნუ მიაქცევ მაგას, ცოტა აღზნებულია, ვეუბნები პაკოს ჯობია დავლიოთ.

-დავლიოთ ბლიინ დაიქუხა ჯორჯმა.

-სადღეგრძელო თქვი ოღონდ რამე ვეუბნები მე.

-დალიეთ და დავლევ. სადღეგრძელო რა საჭიროა?!

რამოდენიმე წლით ადრე, კაცი პირველად ჩამოვიდა საქართველოში მარტო, (ჯორჯზე ვამბობ), ხოდა ეს ყმაწვილი სადღეგრძელოებს კი არ ამბობდა, ნახევარი საათი საუბრობდა საქართველოზე და ზოგადად სადღეგრძელოს სიყვარულში, ბოლოს ვეუბნებოდი - ყელი გაშრა, დაგვალევინე მეთქი და ეხლა რამ შეცვალა შენი დამოკიდებულება სადღეგრძელსთან მიმართებაში?

ჯორჯმა ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.

-იო აქ ვართ...

-ერთი წამით...

-მისმინეთ... წავედით, დავიშალეთ, ჯორჯს დასვენება უნდა!

-მე მინდა დასვენება? აიმ გუუდ.

-ანუ სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ ნიშნავს მე კარგი ვარ ვამბობ მე.

-მე კარგი ვარ ჰაჰაჰაჰ - წასკდა სიცილო ჯორჯს... დავლიოთ რა მაგის დედაც... ბოლომდე დავლიოთ...

-დავლიოთ მე თქვენს გვერდით ვარ, აიტაცა პაკომ.

-რას გაუმარჯოს? დაინტერესდა ჯორჯი.

-ბოზებს გაუმარჯოს შევაშველე სიტყვა მე.

-გაუმარჯოს თქვა ჯორჯმა და სასმელი პირში გადაიპირქვავა...

-რას გაუმარჯოს? ვერ გაიგო პაკომ...

-ბოზებს! შეაშველა სიტყვა დემიმ.

-რა ბოზებს? ქართულ ტრადიციულ სუფრასთან რა უნდა ბოზებს?...

სუყველას სიცილი წაგვსკდა - პაკოს გარდა.

-რა გაცინებთ?

-არაფერი დაივიწყე.

-მაინც?

-ზედმეტად სერიოზულად ნუ უდგები ყველაფერს ცოტა მოეშვი, ვუთხარი მე.

-ხო რა ვქნა ეგეთი ვარ და...

-ჩვენ გაგვიმარჯოს, ჩვენს ძმებს, ჩვენს სისხლს და ხორცს გაუმარჯოს ჩემო ძმებო ჩემო საყვარელო ხალხო გამოვედი სიტყვით და ჭიქა ბოლომდე ჩავცალე.

ყველამ ერთად გადაჰკრა სასმელი ჯორჯის გარდა (მას უკვე გამოცლილი ჰქონდა თავის ჭიქა).

-ძმაო ბოზები არ დაგილევია ჯერ და უკვე ახალ სადღეგრძელოზე გადახვედით? გაბრაზდა ჯორჯი!

საერთო სიცილმა მისცა ბანი მის სიტყვებს და თვითონაც გამხიარულდა.

-იცით როგორ მიყვარხართ? თქვენ ვერ წარმოიდგენთ. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ყველანი უზომოდ მიყვარხართ! ჩვენ ეს სისხლში გვაქვს ძმებო.

-რა თქმა უნდა - კვერი დაუკრა დემიმ.

-დავლიოთ მაგის დედაც გამოვიდა სიტყვით ჯორჯი.

ჭიქას ჭიქა მისდევს...

მაგარი ლექსი ვაბობ მე, ქეიფზე სიყვარულზე და ამბავზე...

ლექსებს წერ? ჩამეკითხა სამივე.

გუნებას გააჩნია.

დაიწყე აბა.

მე ჩემი ცხოვრება წამალს მივუძღვენი,

მე ჩემი ცხოვრება წამალში გავცვალე,

წამალს ვანაცვალე მე ჩემი სახლ-კარი,

წამალს შევწირე მე ახალგაზრდობა.

***

მე მის გარეშე ცხოვრება აღარ მწამს,

და მის გარეშე სიცოცხლეს ვეღარ ვთღზავ,

ცხოვრების საოცრება ძარღვებში დაფრინავს,

ძარღვებში ნავარდობს  სიცოცხლის ელექსირი...

***

ღამე დღედ მეჩვენება, დღე კი ბნელეთია,

უკუნს სინათლე ცვლის, სინათლე ბნელეთია, 

წამალს მივაშურებ, ერთხელაც გავიჩხერ,

თუ აღარ დამრჩა.. ეშმაკი დამირთებს...

***

ანგელოზს დავეძებ დებილის თვალებით,

ნემსს ვერსად ვხედავ,- ეშმაკს სად გავექცე?

-ა... ა ეს ჩამპალი ნარკუშა თემასთან  რა შუაშია საერთოდ?!

-რა ვიცი შენ დაიწყე გამოვიდა სიტვით ჯორჯი.

-ხოო სერიოზულადაა უკვე შენი საქმე თქვა დემიმ.

-შენ დაწერე? მკითხა პაკომ.

-ციდან ჩამოფრინდა, გონებაში სამსალასავით შეძვრა და ნიაღვარივით გადმოსჩქეფა.

-ღრმა მორფინისტის დაწერილი მეგონა, სიკვდილის წინ გონება რომ გაეხსნება და დაწერს... ისე ჯობია ეგ არავის წაუკითხო თორემ შემთხვევით ციხეში შეიძლება აღმოჩნდე.

-სადაც იმედია პაიოკებს შემომაწვდით ხომ ასეა?

-რა თქმა უნდა! დაიგრგვინა საზოგადოებამ...

-ჰაჰაჰა, მაგრამ ჯობია არ მოვხვდე მაგ გაუგებრობაში.

-რახან თემასთან ახლოსაა მოდი ყველა გაჭირვებული დავლოცოთ.

-გაუმარჯოს და გამოჯანმრთელებულიყვნენ დამეთანხმნენ ისინიც.

-ხო აი რა მინდოდა წამეკითხა:

დემი ჩუმადაა.

-ლოთი!

-უკვე ლოთია ეს ჩემისა. ჩაიბურტყუნა დემიმ.

ღვინო, არაყი, ლუდი სასმელი,

ერთ მაგიდაზეა დღეს ჩამორანწკული,

მე ლოთი არ ვარ ხანდახან ვლოთობ,

მე არ მწყურია და მაინ ვლოთობ...

არაყს ჩავცეცხლავ,- პირი გაშრება,

ლუდს მიაყოლებ,- პირი დაცხრება,

ღვინოს დააყოლებ და სიტყვით გააფორმებ,

ანთებულ გულებს ჩვენ სასმელს გავაყოლებთ.

 

მე ლოთი არ ვარ და მაინც ვლოთობ,

დღე, საღამო თუ ღამის გაფორმებით,

ტვინში ბურუსი იწყებს ჩამოწოლას,

ნათელი გონება იწყებს გამოშრობას,

ჩემ საღ გონებას ნისლი ეფარება,

და მე არ ვლოთობ უბრალოდ ვწრუპავ...

 

ჭიქას ჭიქაზე ერთმანეთს ვუჭახუნებთ,

ანთებულ მზერას გოგოებს ვუფათურებთ,

ან მძიმე მუშტებს ვიღაცას ვუხათქუნებთ,

და სიგარეტის კვამლს გულ - ფილტებს ვუსალბუნებთ...

და ასე შემდეგ რა...

-მაშ მოდი ლოთობას გაუმარჯოს,- გამოვიდა სიტყვით ჯორჯი

ჰაჰაჰა

-ჩვენ ლოთები ვართ? დაიძაბა პაკო...

-ხანდახან ვლოთობთო ხომ თქვა კაცმა, მარა მაგის ხანდახან, როცა სასმელი აქვს სულ ლოთობს აუხსნა დემიმ.

-მერე ლექსშიც ეგ არაა ნათქვამი? გავეპასუხე მე.

-გაუმარჯოს მაშინ ლოთებს ჩვენი სახით,- აიტაცა სასმელი ხელში პაკომ.

-გაუმარჯოს თქვა ტელეფონში თავჩარგულმა ჯორჯმა და სავსე ჭიქა უმეტყველო სახით პირში გადაუშვა.

-გვანახე ერთი რაა ამისთანა საინტერესო, ტელეფონს რომ ვერ შორდები გავძახე მე.

-ამინდი ვნახე, ვსიო მოვრჩი.

რა? ხვალ ყანის თოხნა გქონდა დაგეგმილი და იფიქრე ხომ არ გადაიდო ცუდი ამინდის გამოო? ვკითხე მე.

-ჯორჯი დაფიქრდა ცოტა ხნით და მერე დიდი მოწადინებით წარმოთქვა მხოლოდ ერთი სიტყვა - ხო! თან ჩაეღიმა.

-ის ანეკდოთი თუ იცით მამაოსთან პლანაქეში რომაა შესული? ამბობს დემი.

არა მოგვიყევი.

მოკლედ მამაოსთან შესულია ეკლესიაში ქეში. ის ამდროს წირვას ატარებს. ქეში თვალებით ელაპარაკება ისე რომ სიტყვით შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს ლაპარაკი, ანიშნებს წამწამებითაც კი - გამო გარეთ, პლანი მაქვს და დავბოლდეთო. მამაოს მრევლი ყავს, ლოცვას ატარებს და გარეთ როგორ გავა? არ ეშვება ეს ტიპი, ბოლოს მამაოს მოთმინების ფიალაც აივსოდა და ლოცვაში ჩააქსოვა - გააადიი გა რეეთ შე უწმინდუროოო გამოვააალ და ერთად დავ ბოლ დეეეთ.

ჰა მაგარია

საელჩოში აზერბაიჯანელი თუ ქურთი მუშაობდა დაიწყო ჯორჯმა, ერთხელ მორიგეობის პერიოდში ტელეფონთან მოუწია ყოფნა და ზარებზე პასუხის გაცემა. ერთი სიტყვით შეწუხებული ამერიკის მოქალაქე რეკავს პარასკევს, იმ დღეს რაღაც დღესასწაული იყო თან. რეკავს და უსმენს ეს ტიპი მაგრამ ინგლისური მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა იცის,  ისიც წესიერად არა. ელაპარაკება ეს ამერიკელი, მაგრამ აზრი ვერ გამოიტანა ამან,  ეუბნება: თუდეი ის ჰოლიდეი ემბასი ის ქლოუზედ და ტელეფონი გაუთიშა. შეწუხებული ამერიკელი მეორე დღესაც რეკავს, მაგრამ ამან წინა დღეს ვერაფერი გაიგო და მეორე დღეს ინგლისურის ცოდნა ხომ არ ჩაუფრინდებოდა თავში?  ეუბნება თუდეი ის ჰოლიდეი , ემბასი ის ქლოუზედ და ტელეფონი ისევ გათიშა. ანალოგიური მოხდა მესამე დღესაც ოღონდ ამჯერად გაბრაზებულმა დისპეჩერმა მესამე ინგლისური სიტყვა დაუმატა თავის ჭკუით, - თუდეი ის ჰოლიდეი ევრი დეი ის ჰოლიდეი ბაზარ ენდედ და გაუთიშა ტელეფონი

ჰაჰაჰა ძაან შეუწუხებია მაგ ადამიანს ეგ ტიპი ვთქვი მე და ვაგრძელებ:

ამას წინათ სამსახურში ვდგევარ და სამსახურის წინ მაგარი ჯიპი ჩერდება. კარების გაღება და კაცის გადმოვარდნა ერთი იყო. რის ვაი ვაგლახით წამოდგა ფეხზე, გაიმართა წელში, კოსტუმი დაიბერტყა და ვითომც აქ არაფერიო თამამი ნაბიჯით გამოემართა ჩვენსკენ. კარი გააღო მიიხედ-მოიხედა და მასთან მისულ კონსულტანტს სახელად პაწოს ეუბნება:

-ვაა ეს ყველა დუხებია?

-დიახ ეუბნება კონსულტანტი - ყველა სუნამოებია.- ვააა კაცის არის თუ ქალის?

-ყველა ბრენდში გვაქვს კაცისაც და ქალისაც.

-ვა... აუ ყველაზე მაგარი მაჩვენე რაა რომელია?!

-ყველა კარგია და მაგარია, მთავარია თქვენ როგორი სურნელი მოგწონთ?

-აუ ყველაზე მაგარი მაჩვენე რა ოღონდ კაცის იცოდე!

კონსულტატი მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო და საცოდავი თვალებით გადმომხედა, გულში გაიფიქრა ალბად, - ღმერთო რა შეგცოდეო, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, ადგა და ბებერი პაკოს სუნამოსთან მიიყვანა

-რა ჩემი სახელი დაარქვეს სუნამოს? წამოიძახა თვალებ მილულულმა პაკომ.

-შენს საპატივცემულოდ. ბლოტერზე დაასხა და მიაწოდა, ტიპმა დაყნოსა, თუმცა უკეთ შეგრძნებისათვის მოითხოვა კისერში მიესხა და მანაც მიასხა.

რა მიასხა? იკითხა ჯორჯმა.

შენ რომ იცი, გავეპასუხე მე.

მართლა?

-ააა... კარგია, კარგია, უფრო მაგარი რომელია ? მაგარი მინდა უფრო რამე!

-მანაც სუნამო გერლენი მიასხა.

-ხოო უუფფრო წამოვიდა სუნი ეს ჯობია მგონი. სხვა რა გაქვთ უფრო მაგარი?

უეცრად გვერდით შეტრიალდა ჯიბეში ხელი ჩაიყო და ხელი ყურზე მიიდო... ვაა ვა შენ შემოგევლე ლევან, სადა ხარ ძმა? ეე მე აგერ ქუჩაში ვარ, ძაან მაგარი დღეა, ძაან მაგარი ამინდია, მზეა და ზაგარს ვიღებ რა ჩემი. აბა რა ვქნა? ნახავ რა... ამოვალ შენთან სახლში... თავიდან ვიფიქრე ტელეფონზე საუბრობდა, იმიტომ, რომ მეორე ხელს ვერ ვხედავდი, გვერდიდან საუბრობდა, თუმცა მერე მივხვდი წარმოსახვით ძმაკაცს, დემონს თუ ღმერთმა იცის კიდევ რას ელაპარაკებოდა... უეცრად კონსულტანტს მიუტრიალდა და ეუბნება:

-აუ ჩემ თავს გაფიცებ... გამონაბოლქვის დუხი არ გაქვთ?!

-იმინა ანეკდოტია ცხოვრება ჰა...

-დევიდი გახსოვთ? მოგვიტრიალდა ჯორჯი.

-ეგ დარტყმული, მაგრამ ნამდვილი დემოკრატი ვთქვი მე.

-დემოკრატი რა პონტში? მკითხა დემიმ.

წარმოიდგინე ამერიკელი ჯენტლმენი 55 წლის, საქმიანი პერსონა, რომელიც მოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ, რაღაც პროექტზე. მას თვეში 20 ათას დოლარს უხდიან და პლიუს მანქანა ემსახურება ნებისმიერ დროს. ეს ადამიანი დემორატიული ქვეყნიდან, დემოკრატიის შუქურა, დემოკრატიული ცოდნით დაჯილდოებული რომ არ იყოს, რომელიმე ქართველს გადაუხდიდნენ მაგის ნახევარს და ქემაინც ერთი ქართველი შვებით ამოისუნთქებდა მაინცაა, - ზოგიერთი კუთხით სპეციალისტების უქონლობას  არ უჩივის ქვეყანა, მაგრამ...  ერთი სიტყვით, დღე ყველა ჭკუას ეკითხება, ესეც შარვალ კოსტუმშია გამოწყობილი და ქედმაღლურად სიტყვის ღირსად ჰყოფს ხოლმე ქართველ საზოგადოებას. ისინიც ალბად ბენდიერად თვლიან თავის თავს, ჩვენ ხომ მაინც ტოლერანტი ერის წარმომადგენლები ვართ, ხოლო ღამე... ო აი აქ ჩნდება რეალური მისი სახე. ღამე რუსთაველზე არსებული თურქული ბარიდან იწყებოდა დროს ტარება, რომელსაც ენაცვლებოდა პეროვსკაიას ბარები თუ მიმდებარე სტრიპტის კლუბები ან პირიქით. ერთი სიტყვით დევიდი პოპულარული იყო რუსთაველზე, შარდენზე და კიდევ რამოდენიმე ადგილას. ერთხელ ჯორჯი ეკითხება რუსთაველზე ერთ ზანგს - დუ იუ ნოუ დევიდ?

და ზანგმა უპასუხა - ზეთ ოლდ ფის ე შით?

სამ ჭიქას ყოველთვის ყველაზე ძლიერ სპირტიან სასმელს ჩაცეცხლავდა, მერე პივას დაიდგამდა თან გოგოებს უფათურებდა თვალებს, მერე დაკერვაზე გადადიოდა. ამერიკული ფული მაინც თავისას აკეთებდა, შესაბამისად ქართველი თავმოყვარე გოგოებიც, სრული ღირსებით და სიამაყით აღმოჩნდებოდნენ ხოლმე მისი საწოლის ფეხებთან გართხმული. ჯორჯმა პეროვსკაიაზე გაიცნო შემთხვევით დევიდი, თუმცა იმ მომენტში შეიძლება ბედისწერაც იყო ჰა?

-ჯორჯი: რაა?

-ხოდა მაგარმა ჩამთვრალმა დევიდმა მე და ჯორჯი დაგვპატიჟა პეროვსკაიას სხვა ბარში, მაშინ როცა ერთგან ამოწურა თავისი რესურსები ან უბრალოდ მობეზრდა ერთი და იგივე სიტუაცია იმ საღამოსთვის. - შენც არ იყავი დემი? Ushangi sikharulidze

-კი

-პაკო?

- ცოტა მოგვიანებით შემოგიერთდით, მაგრამ მხვდა პატივი წილად გამეცნო ეგ კაცი ჩაიცინა მან. Ushangi Sikharulidze

ერთი სიტყვით, გარეთ გამოვედით ბარიდან, უცებ დევიდი ცალ ფეხზე ახტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიყვირა - უუუუუუუუუუუუუ ჯორჯს ხელი ჩაავლო და ხტუნვით გასწიეს ქუჩაზე. ცოტა ხანში კუთხეში მდგარ შენობისკენ ხელი გაიშვირა ჩვენმა ახალმა ნაცნობმა და ხმამაღლა შესძახა - აქ მაგარი კლუბია... ჯორჯს ეხლა მკლავში გაუყარა ხელი და შენობაში ჩაათრია, ჩვენც მივყევით. შიგნით შესულებს ესეთი სიტუაცია გვხვდება: ორი ნაშა ცეკვავს სტოლბაზე, ერთი პიდარასტიც გამოეკიდება ხოლმე ძელზე. იქ მყოფი ხალხი თავისთვის საუბრობს, ინტერვალებში თავს წამოწევენ და მქუხარე ტაშს დაჰკრავენ. დევიდმა ოთხ ადამიანზე ლუდი შეუკვეთა, ხოლო თავის ჯერზე არაყი მიაყოლა ასი გრამი დამატებით. შემდეგ ფეხზე წამოიჭრა გალსტუკი შემოიხსნა, კოსტუმი თავს ზემოთ შემოიფრიალა და სტოლბისკენ გაიქცა კოსტუმის ფრიალით, სცენაზე ავარდა და სტოლბას შემოეხვია. ხანდახან თავდავიწყებასაც არ აქვს საზღვარი და ნიავს მივცეთ ფიქრი ჩვენი ნაზად მღელვარიო ნუ შავადაა მაგ ლექსში მაგრამ ამ შემთხვევაში ნაზად შეესაბამება სიტუაცის. დევიდმა მოცეკვავე გოგოებს დაუწყო ჯერ დევნა, მაგრამ ისინი სადღაც დაიმალნენ. შემდეგ პიდარასტ ბიჭუნაზე გადავიდა და იმასაც მეტი რა უნდოდა? ცეკვაში ჩააქსოვეს მთელი ამაოება უბადრუკი წუთისოფლისა. საბოლოოდ დევიდს აუჩუჩუნდა და ორ ქართველ ბოზს დაურეკა. ჩვენი ჯორჯიც დაპატიჟა. ესეც ეხლა უარს ხომ არ ეტყოდა? ბოლოს და ბოლოს უზრდელობაა დაპატიჟებულზე წიხლი უკრა ახალ გაცნობილ ადამიანს. შემოვრჩით მე და დემი, სადაც ცოტა ხანში შენც შემოგვიერთდი პაკოსან.

-მერე ის თუ გახსოვს ჯორჯს რა დაემართა იმ საღამოს?

-ჰაჰაჰ ეგ პრიკოლია სიცილი წასკდა პაკოს.

-მოიცა მე გავაგრძელებ,-  ჩაგვიჭრა სიტყვა ჯორჯმა. ავედით ამ ჩემისასთან. მე და იმ ნაშამ მოვამთავრეთ ჩვენი საქმე. გამოვდივართ, დევიდა გასასვლელში გვხვდება თავის ნაშასთან, რომ დამინახა მეუბნება: მოდი ჯორჯ ჩემი ნაშაც შენ იხმარე და მე გიყურებთო...

უეჭველია უნდოდა ძალები გამოგლეოდა, რათა დევიდს შენ ეხმარე ბოლოს. ხომ იცი ამერიკული დემოკრატია ყველაზე დიდი დემოკრატიაა მსოფლიოში და მაგათთან ქალი, კაცი რამ გაყო? გინდა დღეს ქალი იყავი გინდა კაცი ან ორივე ერთდ. ბოლოს და ბოლოს რომელი კაი ბიჭი ყოფილა ამერიკაში, ერთხელ რომ არ მოხვედრია? ჰაჰაჰა

erotika

-ბიჭო არ არის მთლად მასე, იქაც არ ევასებათ ბევრს გეები.

-ხო კაი მაგას დავანებოთ თავი... ბოზებში რომ წავედით ეგ გახსოვთ?

-მე რატომ გამომტოვეთ? წამოხტა პაკო.

-ეგ ამის პირველ ჩამოსვლაზე იყო საქართველოში.

-მერე რა მოხდა მანდ? დაინტერესდა პაკო.

-ჯორჯი გამოვიდა სიტყვაში - წავედით ბოზებშიო! მე და დემიმ შევარჩიეთ ყველაზე სუფთა ნაშების სისტემა - ელიტარული ბოზები ანუ. იცი რას ნიშნავს ელიტარული ბოზები?

-აბა ახსენი! მომიტრიალა კითხვა პაკომ.

-ეგ ნიშნავს იმას, რომ ელიტარული ბოზები სახლიდან მოდიან და ქუჩაში არ დგანან. დანარჩენს მოვყვები. ერთი სიტყვით მივედით დანიშნულების ადგილამდე.  დემის და ჯორჯს ვეუბნები ჩადით და შეუკვეთეთ მეთქი. ესენი ცოტა ხნით გაჩერდნენ და მერე მეუბნებიან: შენ უფროსი კაცი ხარ,  არ გინდა შენ ჩახვიდე და შეუკვეთო ბოზებიო? მეც ვეუბნები: თუ სიამოვნება გინდათ მაგას გარჯა უნდა მეთქი! ესენიც ადგნენ და ჩავიდნენ იქ სადაც სიამოვნების წყარო თუხთუხებდა. ცოტა ხანში ჯორჯი ამოდის და წავედითო მეუბნება. მე ვეუბნები შეკვეთა ორზე იყო და მე ზედმეტი ვარ მეთქი, მაგრამ ჯორჯი არ ისვენებს - ამბობს: სამნი მოვედით და სამი წავალთ აქედან! ნუ კაცური სიტყვა იყო ვერაფერს იტყვი და ჩვენც კიბეებს ჩავუყევთ. გაიჩითა მამაშა, რომელიც რეკავს ტელეფონზე და გოგოებს ეუბნება: სამი კლიენტია და თუ მოხვალთო? წამიერი პაუზაა და მამაშა ეუბნება: ბიჭები ისეთები არიან არც ერთი დასაწუნი არაა და თუ მოსვლა გინდათ გადაწყვიტეთო... არა რა ბებრები? ყველა ახალგაზრდები არიან და თუ არ მოგეწონებათ მერე თქვენ გადაწვიტეთ! მან თანხმობა მიიღო გოგონებისგან, თან მოგვიბოდიშა - ყველა კარგი ნაშა ბათუმშია წასული, აქეთ კარგები ცოტანი შემორჩნენო.

მოკლედ, ვიცდით მისაღებში, სავარძელზე წამოწოლილები და სიგარებს ვაბოლებთ თან პივას ვწრუპავთ... 20 წუთის შემდეგ გარეთ ტაქსი გაჩერდა და ოთახში სიცილ კისკისით შემოფრინდა ორი გოგჩო. მისაღებში დიასახლისს მიესალმნენ და სანამ ისინი საუბრობდნენ ჩვენ მათი შეთვალიერებაც მოვასწარით. ერთი მაღალი, ქერათმიანი ლამაზი გოგო იყო მეორე ოდნავ დაბალი, მასზე შავთმიანი კარგი გარეგნობის... ამასობაში მათაც მოასწრეს ჩვენი შეთვალიერება და კმაყოფილები მოგვიცუცქდნენ გვერდით. ველოდებით მესამეს, რომელიც იგვიანებდა. მის ლოდინში საუბარი გავაბით ერთმანეთთან. არმოჩნდა, რომ ერთს შეყვარებული ყავდა, მეორეს ქმარი და ორი შვილი.

-ჩემმა შეყვარებულმა რომ გაიგოს აქ ვარ კარგი არაფერი მოხდება ამბობს მაღალი ქერათმიანი. მე რომ დამირეკა ვუთხარი დაქალთან ვარ მეთქი და შენ რა უთხარი შენს ქმარს და ბავშვებს? -მიუტრიალდა ქერა შავთმიანს. ბავშვებს ეძინათ. ქმარს ვუთხარი, რომ დაქალთან მივდიოდი, რომელსაც ვალი უნდა დაებრუნებინა და აი მეც აქ ვარ. დღეს ბოლო დღეა ჩემი ამ საქმეზე, - ერთ კვირაში უცხოეთში მივდივარ ისედაც.

-ქერათმიანი: აუ მეც მინდა სადმე წასვლა!

ჯორჯს უკვე სამი ბაკალი ლუდი აქვს გამოცლილი და ყურადღებით ისმენს ამ საუბარს თან ბოთლს პირს არ აშორებს, მაგრამ თითქოს გამოფხიზლდაო ლუდის გამოცლილი ბოთლი მაგიდაზე დააგდო, ფეხზე წამოიჭრა, საჩვენებელი თითები მაღლა აღაპყრო და მთელი ძალით დაიღრიალა: -ვის გინდათ გახდეთ ამერიკის მოქალაქე? ვის გინდათ მეთქი? შენ გინდა? ეუბნება ქერათმიანს... ააა შენ გინდა! მიუტრიალდა შავთმიანს. გოგოებში სიწყნარემ დაისადგურა, ალბად იფიქრეს ეს კაცი ცოტას ურევსო. ჯორჯი თითქოს მიხვდა მათ აზრსო ამერიკის პასპორტი ჯიბიდან გააძრო და მაგიდაზე დააგდო (თუმცა არავის უთხოვია საბუთის წარდგენა). ქერათმიანი ეგრევე კალთაში ჩაუხტა ჯორჯს და ეუბნება: მე მინდა საყვარელო!

შენ გახდები ამერიკის მოქალაქე! გადაუწყვიტა საქმე ჯორჯმა, ვითომ ამერიკის პრეზიდენტი ყოფილიყოს.

შენ არ გინდა? მიუბრუნდა შავთმიანს. მანაც მოკლედ მოუჭრა, უარს არ ვიტყოდიო.

ჯორჯმა ესეც დააიმედა - შენც გახდები ამერიკის მოქალაქე! ახალი ლუდის ბოთლს თავი მოხსნა და პირში გადაიპირქვავა, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და ისევ ფეხზე წამოხტა. გინდათ ხომ, რომ გახდეთ ამერიკელები?!

უკვე აღარ გვინდა დაივიწყე, ჯობია მოგვეფერო როცა დრო მოვა. ამასობაში მესამე გოგოც მოვიდა, ლამაზი ქერათმიანი, საშუალოზე მაღალი. როგორც ჩანს ეს ორი ახალმოსულს არ იცნობდა. ისიც ბევრს არ საუბრობდა. ცოტა ხანში ცალკე მისაღებ ოთახში გავედით, რომელსაც სამი დამატებითი ოთახი ახლდა. ლუდი საკმარისი გვქონდა და მათაც შევთავაზეთ, რაზეც უარი არც ერთს არ უთქვამს. მონიტორზე ბასების ყუთი იყო შეერთებული და ჰაუსების მელოდიები ოღვრებოდა დინამიკებიდან. მაღალი ქერათმიანი მომიტრიალდა და მეკითხება: როგორც ყველაზე უფროსი ინიციატორი შენ იქნებოდი ამ ყველაფრის!

-რატომ? იმდენად ბებერი ვარ რომ სახეზე მაწერია?

-პირიქით სახეზე ასაკი არ გაწერია, მაგრამ შენი მკაცრი შუბლი მეტყველებს ამას.

-მგონი ფსიქოლოგიის კურსებს არ ვაწყობთ აქ! აირჩიეთ ვის რომელი მოგწონთ და ოთახებში გადანაწილდით.

ჯორჯს მაღალი ქერათმიანი მოახტა ზურგზე. მანაც ცალკე ოთახში გაიყვანა, კარი გასაღებით  ჩაკეტა და გასაღები გადაყლაპა ალბათ, ნეტარების წამი ხელიდან რომ არ გაქცეოდა.

დემის შავთმიანი ნაშა ჩაეხუტა. მე ქერათმიანი შევიყვანე ოთახში, რომელსაც მეორე ოთახი და დუში აღმოაჩნდა. კარგი გოგო იყო, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან შეშინებული იყო რაღაცით თუ ვიღაცით და ამ შიშს მოსვლის პირველივე წუთიდან ვამჩნევდი, ამიტომაც ჩემში ფსიქოლოგიური ინტერესი მოცემულ მომენტში მეტი იყო ვიდრე სექსით დატკბობა. გოგო საერთოდ არ მიყურებდა, მაგრამ იძულებული გავხადე ეყურებინა ჩემთვის.

-ნუ მიყურებ! მეუბნება ის.

-რატომ?

-გთხოვ ნუ მიყურებ!

-მიპასუხე რატომ და იქნებ არც შემოგხედო...

-მეშინია!

-რისი გეშინია?

-შენი მეშინია.

-ჩემი? მე არაფერს არ გიზამ დამშვიდდი. ნუ გარდა იმისა რასაც ვაკეთებთ.

-მაგრამ შენი სახე...

-რა ჭირს ჩემ სახეს?

-არაფერი...

-დროზე მითხარი, ოღონდ გულწრფელად, რა ჭირს ჩემს სახეს თორემ მაგ სახეზე მონსტრს დაინახავ!

-მაპატიე, რომ ვამბობ მაგას, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ უკვე ვხედავ მაგ სახეზე მონსტრს მეუბნება შეშინებული გოგო.

-გულიანად გადავიხარხარე და ცოტა ხანში მოიცვი მეთქი ვეუბნები, დალევა მომინდა და მისაღებში გამოვედი სადაც დემის მოთავებული ჰქონდა თავის საქმე და მისი ბოზი იცვამდა უკვე.

-არ ჩაიცვა! ვეუბნები შავთმიანს, დემის მივუტრიალდი, დავუბარე: ჩემი ბოზით შეიქციე თავი თქო და ჯორჯის ოთახისკენ გავემართე. კარზე დავაკაკუნე, სიჩუმეა. დავაბრახუნე, ისევ სიჩუმეა. ვიფიქრე ჩაეძინათ მეთქი და უკან დავბრუნდი, სავარძელზე მოვკალათდი და გოგოები მოვიკითხე.

-სად არიან გოგოები რომ დავტოვე შენთან? ვეკითხები დემის...

-გავუშვი.

-როგორ?

-ჩემსას სახლიდან დაურეკეს და უთხრეს: შვილმა გაიღვიძა და ვერ ვაძინებთო, დროზე მოდი სახლშიო, ისედაც იმ დროზე მეტი გავიდა რაზეც შევთანხმდით. ორი საათია უკვე აქ ვართ.

-ვითომ?

-საათს დახედე.

-არ დამინიშნავს დრო... და ჩემი რომ დაგიტოვე?

ეგეც გავუშვი.

-ბლინ! და რატომ გაუშვი?

-რა ვიცი? ისეთი შეშინებული იყო მთხოვა ყურში, შენთვის არაფერი არ მეთქვა და თავის ნომერიც დამიტოვა... რა უქენი ამისთანა ეგრე რომ დაშინდა?

-არაფერი

-მაინც?

-რა უნდა მექნა?

-აბა რამ დააშინა ასე?

-მონსტრის გამოხედვა გაქვსო, ნუ მიყურებო და ვგევარ ეხლა მე მონსტრს?

-მაგ სახით უყურებდი? მაგ სახით მაგას კი არა მე მეშინია რომ გიყურებ...

-რას მიედ - მოედები სულელო?

-შენ ძმობას ვფიცავარ და სიცილი აუტყდა...

 

<  1  2  3  4  >

უშანგი სიხარულიძის წიგნიდან - დასასრულის დასაწყისი

საავტორო უფლებები დაცულია

უშანგი სიხარულიძე - ushangi sikharulidze