EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

mohi

Ira

TEMO

დიმიტრიდ

mishoo






« ჩვენი საქმე - ისტორიები და გაუგებრობა 16+ (გაგრძელება) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-11-05 02:14:03

ჩვენი საქმე - ისტორიები და გაუგებრობა 16+ (გაგრძელება)

ჩვენი საქმე - ისტორიები და გაუგებრობა 16+ (გაგრძელება)

ნოველა მოგვითხრობს რამოდენიმე ადამიანის თავგადასავალს, სიტუაციურ ქმედებებს, ბოჰემურ მისწრაფებებს, მათ აინტერესებთ წამიერი ქმედებებით დატკბნენ ამაო წუთისოფელში, მოისროლონ გვერდზე ყოველდღიური პრობლემები და მისცენ თავს მაქსიმალური თავისუფლება წამიერ უსასრულობაში.

 

უეცრად ატყდა ერთი საშინელება ჯორჯის ოთახში, კარებზე საშინელი ბრახუნი არ წყდება... გამიშვით ისმის ქალის ხმა... გამომიშვით აქედან... ჯორჯს ეტყობა მობეზრდა მისი ყვირილი, გასაღები პირიდან ამოაგდო და ქერათმიანს გადაუგდო, მანაც დიდი ძალისხმევით როგორც იყო გამოაღწია ოთახიდან და გიჟივით ჩაგვიწუილა, სანამ მეორე კარებიდან გასვლას მოასწრებდა მოკლე კაბაზე ვტაცე ხელი, ისე რომ არ შემიხედავს,- ვეკითხები:

-აბა გვითხარი რა მოხდა?

-გიჟები ხართ სუყველა, თავი დამანებეთ, გამიშვით აქედან...

კაბას ხელი გავუშვი, მანაც თავი ვეღარ შეიმაგრა და იატაკზე მოადინა ზღართანი, საიდანაც უცბად წამოხტა კაბა შეისწორა და მთელი ძალით გაიქცა.

ოთახიდან გამოდის კმაყოფილი ჯორჯი. პივა დაგვრჩა? გვკითხა მან.

-აპა არა? გაეპასუხა დემი.

-რა უქენი მაგ გოგოს? ვკითხე მე.

-არაფერი. რა უნდა მექნა?

-სულ არაფერი?

-რას ვუზამდი შეჩემა ბოზს? როგორ ფიქრობ?

-რავიცი გიჟები ხართო მაგ ბოზმა და შეკითხვაც მაგ პონტში წამოვიდა...

-რავიცი? ალბად ზოგიერთი პოზა მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ ბოზია და რა პრობლემაა ვერ გავიგე?

-ეგ მაგისთვის გეკითხა წამსკდა სიცილი...

-ერთი მაგის დედაც დავლიოთ!

ყველამ გადავკარით დარჩენილი ლუდი და დალევა ისევ სახლში გავაგრძელეთ.

ეგ მაგარი იყო თქვა ჯორჯმა. კიდევ უნდა გავიმეოროთ როგორმე. შემდეგ ტელეფონი აიღო და სერიოზული სახით ვიღაცას ურეკავს:

-მისმინე შე ბოზო, - გაგჟიმეს უკვე? ორივემ გიხმარა? შენი დედა ყველა სიტუაციაში. გიხმარეს ალბათ და ძაან მაგრა გაგისწორდა... ვინ ხარ შენ? ვინ ხარ მეთქი? ტიპები ვისზეც ჯორჯი საუბრობდა მორგანას სტუმრები იყვნენ ჯერაც და ყურმილში გაჭრილი გინებაც მომესმა ჯორჯის მისამართით.

-იცი ჩვენ ვინ ვართ? ვისაც მანქანა გამოუჯახუნე გუშინწინ. თავს მოგაჭრი ბიჭო! შენ თუ იცი ვის ესაუბრები? ნაწილ-ნაწილ აგკუწავთ ჩემი დედა ჩვენი საქმე - ისტორიები და გაუგებრობა 16+ (გაგრძელება)მესმის ტელეფონიდან  და მეც სისხლმა ამასხა! ჯორჯს ტელეფონი გამოვგლიჯე ხელიდან და უცნობს ვეუბნები:

-ყურადღებით მომისმინე ეხლა! თუ მაგ ბოზის გამო რაიმე პრობლემა გქონდათ ეგ კაცი რომ ახლოს გყავდათ და არაფერი პრეტენზია არ გაგჩენიათ მანქანის კარი რომ მოგიხსნა, პასუხი მაშინ რატომ არ მოთხოვე? მერე თუ ახალ გაცნობილი ბოზის გამო მზად ხართ, რომ შარში გაეხვიოთ და უკვე ჩათვალეთ რომ გაეხვიეთ და ცხოვრება გაქვთ აფეთქებული ამას მე ვამბობ!

-ვის ეუბნები ბიჭო მაგას? თავს მოგაჭრი რომ გნახავ!

სწორედ მაქეთ მიმყავს საქმე, მინდა, რომ მომაჭრა ეს თავი, რა თქმა უნდა თუ ამის შესაძლებლობას მოგცემ. ზუსტად ერთ საათში ვაკის სასაფლაო ხომ იცი სადაა?

ვიცი და მანდ ნახავ რაც მოგივა!

ხოდა ერთ საათში ვაკის სასაფლაოს შესასვლელი სადაცაა აღმართს ამოცდები, დაღმართში ერთი პატარა წყნარი შესახვევია და იქ დავასრულებთ ჩვენს საქმეს. ტელელეფონი გავუთიშე.

ჯორჯს მივუტრიალდი - შარს ეძებდი?

ჯორჯი ჩუმადაა.

არ გესმის რას გეუბნები?

ჯორჯი ისევ ჩუმადაა, მაგრამ ცოტა ხანში ფეხზე წამოხტა და დაიღრიალა:

-იცი ჩვენ ვინ ვართ?

ყველა სრული სიწყნარით მივაშტერდით.

-ჩვენ ვორვაშიძეები ვართ!

პაკო და დემი სიცილისგან ჩაბჟირდნენ, მეც გაღიმებული მივუტრიალდი მათ თუმცა ღიმილი სწრაფად მოვიშორე სახიდან და სერიოზული სახით ვეუბნები: ამას მეტი აღარ დაუსხათ! უკვე საკუთარი და ჩვენი გვარები ერევა კაცს.

-მე მერევა? რატომ ძმაო დედები ვორვაშიძეები არიან უძლიერესი წინაპრებით... მე საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ვარ და ამ სასმელს ბოლომდე შევსვამ!

-ეს უკვე სერიოზულია, - ვთქვი მე

-მე შენს გვერდით მიგულე, - გაეპასუხა პაკო

-აბა შენ იცი, გაამხნევა დემიმ

ეხლა შენ ის ახსენი ტელეფონზე რა მოხდა, ყველაფერი ნორმალურად და დალაგებულად, შენი პრეზიდენტობის ამბავი ხვალ განვიხოლოთ, დღევანდელ საქმეს დღეს მივხედოთ! აბა დაიწყე, -ვუთხარი მე.

ორი დღის წინ, დაიწყო მოყოლა ჯორჯმა ამერიკელების ბარში ვიყავი. ვიღაც ქართველი ნაშა გავიცანი, მაგიდასთან დავჯექით და საუბარი გავაბით, თან ლუდს ვსვამდით. ცოტა ხანში გაიჩითა მორგანა და რომ დამინახა ვიღაც გოგოსთან, მაგრად გაუტყდა. იქვე მჯდომ ორ ტიპს გაეცნო, მათთან ლუდი დალია და მათთან საუბარს შეუყვა ისე, რომ  ჩემთვის არც შემოუხედავს იმის მერე. მე და ჩემმა ახალმა ნაცნობმა ვიზასავეთ ისე რომ მორგანას დაენახა. ბოლოს ისე მოხდა, რომ მე და მორგანა ის თავის ბიჭებთან და მე ჩემს გოგოსთან ერთად მოხვდით ბარის გასასვლელ კართან, ერთი სიტყვით ერთად გავედით ბარიდან. ეგ ბოზი იმ ტიპებს მანქანაში ჩაუხტა და მეც გავეკაიფე რაა... კარი გამოვაღე და ვუთხარი ბოზი ხარ მეთქი. მაგ ბიჭებმა მთხოვეს კარი დამეკეტა, მეც მივუჯახუნე და ისინი თავის გზაზე წავიდნენ, მე ჩემს გზაზე წამოვედი.

-აგეწვა ლორენა იმ ტიპებს რომ გაყვა? ვეუბნები მე.

-ლორენა ვინაა? ეგ მორგანაა.

-რა მნიშვნელობა აქვს?

-არა ბიჭო არ მკიდია მორგანა?

-მაშინ რატომ უხტებოდი მანქანაში  და რატომ მიუჯახუნე კარი?

-ისე რა გავეკაიფე.

-მე რომ მაგ ტიპების ადგილას ვყოფილიყავი, ადგილზე გაგიგდებდი წიხლქვეშ.

ჯორჯმა კუნთებზე დაიხედა, ცოტა ფიქრის შემდეგ ემოციურად წარმოთქვა: მე ეგენი და ვინც არ უნდა იყოს ვერაფერს ვერ მიზამს, იმიტომ რომ მე მაგარი ვარ ძმაააოოო.

როგორც ილია აპირებდა 90-იან წლებში აფხაზეთში წასვლას 2 ლიმონკით, ერთი ავტომატის აბოიმით, 2 ფისტოლეტით, ერთი დანით და აფხაზეთის აღებას გეგმავდა მობარბაცე მთვრალი, ერთ ღამეში, კი ძმაო მე გეტყვი, შენ 2 საათში აიღებდი! ერთი ღამე რა ჩემ ფეხებად გჭირდება შენნაირ ვაჟკაცს ჰა?!

ჰაჰაჰა ილია მაგარია.

მოკლედ ეხლა აეყარენით და წავედით, - ხალხს ხომ არ ვალოდინებთ? ეგენი დღეს რომ არ ვნახო არ გამოვა ისე!

ზუსტად თავის დროზე ადგილზე ვიყავით, მაგრამ იქ მისულებს არავინ დაგვხვდა. ირგვლივ მხოლოდ სამარისეული სიჩუმე სუფევდა და ალბად სიკვდილის აჩრდილი თუ დაძწროდა საფლავებს შორის. ჯორჯი ცმუკავდა და აქეთ-იქით ბოლთას სცემდა. პაკო ხან ერთ ფეხზე ხტუნავდა ხან მეორეზე. მე და დემი ჩავიცუცქეთ და სიგარეტს მოვუკიდეთ. ჯორჯს არ შეუმჩნევია შორიახლოს მომავალი ხუთი ადამიანი, რომელთაგან ერთი საგრძნობლად ბარბაცებდა, ისე მოყვა:

ვინ ვართ ჩვენ? დედებს მოვუტყნავთ მაგ ბოზებს! ჩვენსკენ შემოტრიალდა, სახის მიმიკა შეცვალა პირი ფართოდ დააფჩინდა და მთელი ძალა ჩააქსოვა ერთ სიტყვაში - დ ე ე ე ე დ ე ე ბს მაგათი დედა მოვტყან...

ვისი დედა მოტყან ჩემი დედა... დაიძახა მომავალმა ტიპმა რომელიც ბარბაძებდა, სიმთვრალე როგორც ჩანს სულ გადაავიწყდა და ბარბაცით ჩვენსკენ გამოექანა. ოთხი მისი მეგობარი უკან მიჰყვა და ორივე ჯგუფი მთელი შემართებით შეეტაკა ერთმანეთს. ყველაფერი წამებში ხდებოდა. ერთმანეთში აირია ყვირილი, ლანძღვა, გინება, გოდება, ღრიალი... ჩხუბი ისეთი რამეა სადაც ყველას ხვდება, მაგრამ ჩვენი მოწინააღმდეგე სერიოზულად გაილახა და ისე რომ ყველას გაეგო მაღალი ხმით ვკითხულობ:

რომელი თქვენგანი აპირებდა ჩემთვის თავის მოჭრას? ვინ გვაგინებდა ტელეფონზე ყველაზე მაღალ ხმაზე ქედმაღლურად? მერედა რისთვის? ვიღაც ბოზი ლორენას გამო?

ვინაა ლორენა? მომიტრიალდა ჯორჯი.

შენი ამერიკელი ბოზი ნაშა...

მაგას მორგანა ქვია.

რა მნიშვნელობა აქვს ბლინ? და ვაგრძელებ ნუ ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცოდე ვის უნდა მოვაჭრა თავი და ვინ ცოცხლად დავმარხო.

რომელ ტელეფონზე და რომელ ბოზზე საუბრობ? დასვა შეკითხვა ერთმა.

ვიღაცაში გეშლებით როგორც ჩანს. თქვა მეორემ.

ჩვენ არანაირ მორგანას თუ ლორენას არ ვიცნობთ. რესტორნიდან მოვდიოდით, სახლში უნდა გაგვეგრძელებინა დალევა, თქვენი გინების ხმა რომ გავიგეთ, რომელიც ჩვენსკენ იყო მომართული ვერ მივხვდით რატომ გვაგინებდით, მაგრამ ჩვენ გინებას არ შევირჩენთ არასოდეს!

როგორც ჩანს აქ დიდი გაურკვევლობა მოხდა ჯორჯ, - ლორენას დაურეკე!

მორგანას ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა. გაურკვევლობის დროს ადამიანებმა მტრობა არ უნდა ჩაიმარხონ ერთმანეთის მიმართ გულში, ამიტომ შერიგების ცერემონიალი მაინც შედგა ჩვენთვის უცხო ხალხთან, რომლებიც მართლა კარგი ადამიანები იყვნენ. შორიახლო მაღაზიიდან არყები და ჩასაყოლებელი ვიყიდეთ და პირველი სადღეგრძელო იმის შევსვით, რომ გაურკვეველ სიტუაციაში არასდროს მოვხვედრილიყავით. ერთი საათის შემდეგ ყველა თავის გზას შეუყვა. სიმართლე რომ ვთქვა მას მერე ისინი არასდროს გვინახავს არც ერთ ჩვენგანს.

-ეხლა რა ვქნათ? დასვა შეკითხვა დემიმ და პაკომ....

-ჯორჯი დავახრჩოთ მის ბოზთან ერთად! ვთქვი მე.

-მეე? მე რა შუაში ვარ?

-იმ შუაში ხარ რომ ბოზის მეტი ვერაფერი გასწავლა ამერიკამ.

-რას ერჩი ბოზებს? ბოზები კარგია!

-კარგი რახან ქუჩაში ვართ განთიადს სასაფლაოზე ნუღარ შევხვდებით. ერთ კარგ ადგილას შევხვდეთ.

-შევხვდეთ დაიძახა პაკომ.

-მე დაღლილი ვარ ძმაო, წავალ ცოტას წავუძინებ და თქვენ სადაც გინდა იქ შეხვდით, თქვა დემიმ და სახლისკენ წავიდა.

ულამაზესი მინდორია გადაშლილი ღამის გასაყარზე. სამი ადამიანი დგას და გასცქერიან უკვე ამომავალ მზის ლამაზ სხივებს. სიმყუდროვეს სიოს ნაზი შრიალი არღვევს.

-გესმით ხმა? სიმფონია? რექვიემი სამყაროს სიდიადისა? ვთვი მე.

-ჯორჯ, რამე გესმის? მე არაფერი მესმის ბალახების შრიალის გარდა.

-თქვენი ყვირილის გარდა არაფერი მესმის, მეძინება. თქვა მან, მიწაზე გაიშხლართა და თვალები დახუჭა.

პაკომ სიგარა გააბოლა ისე თითქოს პლანს ეწევაო და ისტერიული სიცილი აუვარდა.

 

<   1  2  3  4   >

უშანგი სიხარულიძის წიგნიდან - დასასრულის დასაწყისი

საავტორო უფლებები დაცულია

უშანგი სიხარულიძე - ushangi sikharulidze