EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ზიგმუნდ ფროიდის ცნობილი გამონათქვამები (Sigmund Freud) »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-12-16 14:14:49

ზიგმუნდ ფროიდის ცნობილი გამონათქვამები

Sigmund Freud

1) სამწუხაროდ ჩახშობილი ემოციები არ ქრებიან. მართალია მათ აიძულეს გაჩუმება, მაგრამ ისინი შიგნიდან განაგრძობენ გავლენის მოხდენას ადამიანზე.

2) ჩვენ მოვდივართ ამ სამყაროში მარტო და მარტო ვტოვებთ მას.

3)ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ ერთმანეთს… ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.

4) ბევრი ქალის მოყვარული იცნობს ქალებს, ერთის მოყვარული იცნობს სიყვარულს.

5) ვიდრე საკუთარ თავს დეპრესიის და დაწეული თვითშეფასების დიაგნოზს დაუსვამდეთ, დარწმუნდით იმაში, რომ იდიოტების გარემოცვაში არ ხართ.

 

6) სინამდვილეში ადამიანების უმრავლესობას არ სურთ თავისუფლება, რადგან იგი საკუთარ თავში მოიაზრებს პასუხისმგებლობას, ხოლო პასუხიმგებლობა უმრავლესობას აშინებს.

7) საქმიან ადამიანთან იშვიათად დადიან სტუმრად უსაქმურები — ქოთანში, რომელიც დუღს არ დაფრინავენ ბუზები.

8) შუა საუკუნეებში დამწვავდნენ მე, ახლა მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ.

9) სიყვარული და სამსახური – აი ქვაკუთხედი ჩვენი ადამიანურობის.

10) ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ არ დავუშვებთ ისეთივე შეცდომებს, რომლების გამოც სხვებს დავცინით.

11) სამყაროს შექმნისას გეგმებში არ შედიოდა ადამიანის გაბედნიერება.

 

12) არაფერია უფრო დასაფასებელი, ვიდრე ავადმყოფობა და მისი იგნორირების უნარი.

13) შური დამანგრეველია!

14) ძალების და თავდაჯერებულობის ძიება გარეთ უშედეგოა, ისინი უნდა ეძიოთ იქ, სადაც ყოველთვის იყვნენ – თქვენში.

 

15) მასებს არასოდეს არ ჰქონიათ ლტოლვა ჭეშმარიტებისადმი. მათი მოთხოვნა ილუზიაა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლიათ.

16) რაც უფრო უმწიკლოა ადამიანი გარეგნულად, მით მეტი დემონი ჰყავს მას შიგნით.

17) ადამიანისთვის დამახასიათებელია იმის ყველაზე მეტად დაფასება და სურვილი, რისი მიღწევაც მას არ შეუძლია.

 

18) არაფერი ისე ძვირი არ ჯდება ცხოვრებაში, როგორც ავადმყოფობა და სისულელე.

19) ყველა ადამიანს აქვს ისეთი სურვილი, რომელსაც იგი არავის გაუმხელს და ყველა ადამიანს აქვს ისეთი სურვილიც, რომელსაც იგი საკუთარ თავსაც არ გაუმხელს.

20) სიზმრები – ეს არის სამეფო გზა ქვეცნობიერში.

21) თქვენი პიროვნულობის მასშტაბი განისაზღვრება იმ პრობლემით, რომელსაც შეუძლია თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა.

 

22) ერთადერთი ადამიანი ვისაც თქვენ შეგიძლიათ გაეჯიბროთ — ეს თქვენვე ხართ წარსულში, ერთადერთი ადამიანი ვისაც უნდა აჯობოთ, ეს თქვენ ხართ ახლა.

23)თუ ადამიანს ყველაფერი ვაპატიეთ ე.ი. მასთან ყველაფერი მორჩა.

24) ადამიანი არასოდეს არაფერზე ამბობს უარს, უბრალოდ ერთ სიამოვნებას ჩაანაცვლებს ხოლმე მეორეთი.