EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« სხეულის ნაწილებზე განთავსებული ტატუს მნიშვნელობა »

კატეგორია: ყველაფერი ტატუზე

ავტორი: admin

თარიღი: 2016-12-25 20:13:07

სხეულის ნაწილებზე განთავსებული ტატუს მნიშვნელობა

ტატუ სხეულზე

თუკი თქვენ ფიქრობთ ტატუს გაკეთებას, თქვენ შესაძლოა ბევრი ფიქრი დაგჭირდეთ იმაზე თუ რა სიმბოლო და დიზაინი შეარჩიოთ. თუმცა თქვენ ასევე გჭირდებათ  დაფიქრება იმაზე თუ სხეულის რომელ ნაწილზე გინდათ რომ დაიხატოთ შერჩეული ნიშანი, ვინაიდან, ამასაც ასევე თავისი მნიშვნელობა გააჩნია.

 

გულ - მკერდი

ტატუ რომელიც განთავსებულია გულ - მკერდზე ხშირად ასახავს სიყვარულისა და სინაზის სიმბოლოს, განსაკუთრებით,  რომელიც გულთან ახლოსაა. ინდივიდები ხშირად იწერენ შვილებისა და საყვარელი ხალხის სახელებს რომლებიც მათთან, მათ სიახლოვეს აღარ არიან. ასევე ხშირად რომანტიკით გატაცებული ადამიანები ისვირინგებენ ტატუს გულის სიახლოვეს, ან პიროვნებები, რომელთაც კონკრეტული მიზანი ამოძრავებთ, კონკრეტული იდეოლოგიის სფეროში, კონკრეტული მიმართულებით.

თითი

პატარა ტატუ შეიძლება დაიწეროს შუა თითზე, ადრე ხალხს სჯეროდა რომ ეს თითი სისხლძარღვებით პირდაპირ დაკავშირებული იყო გულთან, ზოგიერთი ადამიანი ასევე იხატავს ტატუს მარცხენა ხელის იმ ადგილას სადაც საქორწინო ბეჭედი კეთდება. ტატუ ემსახურება ცოლ-ქმრული ურთიერთობის მტკიცე სიმბოლიკას აბრთხილებს მარტოობაზე ან საქორწინო ბეჭდის მოლოდინზე, მზადყოფნაზე მის მისაღებად.

მხარი, მკლავი, წინამხარი

ბოლო წლებში, ტატუირებამ ამ ადგილას, მზარდი ტენდენციური ხასიათი მიიღო კაცებში, მაგრამ ზოგიერთმა ქალმაც გადაწყვიტა სხეულის ამ ადგილის მოსვირინგება. ტატუ ამ ადგილას გამოხატავს სიმტკიცეს და ძალას. ბევრი ადამიანი იმიტომ იხატავს ამ ადგილებს რომ ყურადღება გაამახვილოს, მეტად გამოკვეთოს, უკეთ წარმოაჩინს კარგად შეფერილი დაკუნთული სხეული.

მხარი, მკლავი, წინამხარი

კისერი

ტატუ კისერზე ჩვეულებისამებრ ნიშნავს, რომ ვიღაც არის რისკიანი, გაბედული და ტენდენციურად აკეთებს თამამ არჩევანს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყელი არის არე, უბანი, რომელიც ყოველთვის დაუცველია, არა აქვს მნიშვნელობა რა სახის ტანსაცმელი აცვია ადამიანს, სხეულის ეს ნაწილი განსაკუთრებით მტკივნეულია ტატუს დასახატად. ტატუები კისრის არეში გამოიყენება პიროვნების უპირატესობის ამოსავალ პუნკტად და შესაძლოა მასში მოთავსდეს სიმბოლიკები როგორიცაა, გული, ყვავილი, შეყვარებულის სახელი, ფსიქოლოგიური გამონათქვამი, მისტიკური სიმბოლოები და ა.შ.

 

ზურგი

ზურგზე დახატული ტატუ გვიზიარებს შთაბეჭდილებას, როცა პიროვნება არის იდუმალი ან ცოტა მორცხვი. ტატუ ზურგზე ჩვეულებრივ არ ჩანს თუკი გულღია ტანსაცმელი არ გვაცვია, ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ სადაა ტატუ განთავსებული. ზოგიერთი ადამიანი იმიტომ იხატავს ტატუს ზურგზე, რომ ცხოვრების გარკვეული ფაზა, ფაზები ანდა ადამიანებთან ურთიერთობები მიეცა წარსულს, დასასრულს მათ ცხოვრებაში.

ზურგი

 

თხოვნა იყო. მომზადდა სპეციალურად საიტისათვის!