EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« კარტოფილი მექსიკურად – მარტივად და გემრიელად »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-03 14:08:30

კარტოფილი მექსიკურად – მარტივად და გემრიელად

კარტოფილიმექსიკურად–მარტივად-გემრიელად

გემოვნების მიხედვით, კარტოფილს ან ვთლით, ან კანიანად ვრეცხავთ და ისე ვჭრით.

კანიანი კარტოფილები კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ და მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ. გადავიტანოთ ღუმელის ტაფაზე და მოვაყაროთ მარილი, პილპილი, სუნელები, ნაჭყლეტილი ნიორი. კარგად ავურიოთ, მოვასხათ ზეთი და კვლავ კარგად ავურიოთ.

დაჭრილი კარტოფილი აუცილებლად უნდა “დაწვეს ზურგზე”, რომ ყველა მხრიდან შეიბრაწოს, მანამდე კი შესუნელებულ ზეთში კარგად ამოივლოს, ყველა მხრიდან.

180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში “ზურგზე გაწოლილ” კარტოფილებს დაახლოებით 30 წთ ვბრაწავთ. ფერზეც შეატყობთ, როდის იქნება მზად. ამასობაში კი შეგიძლიათ სოუსი მოამზადოთ გემოვნებით:

  1. მაიონეზი წითელი დაფქული წიწაკით და ნივრით
  2. მაიონეზი + კეტჩუპი
  3. არაჟნის ან მაწვნის სოუსი, დაჭყლეტილი ნივრით, ზეითუნის ზეთით, მარილით და კამით.