EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ქალის სურნელი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-26 00:20:14

მეცნიერებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ქალის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული მენსტრუალურ ციკლზე. მენსტრუალური ციკლი ქალის ორგანიზმში მიმდინარე ციკლური ცვლილებებია, რომლებიც განსაზღვრული შუალედებით მეორდება. მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ცვლილებები რეპროდუქციულ პროცესებს - კვერცხუჯრედის მომწიფებას, მის განაყოფიერებას, საშვილოსნოს კედელში ჩანასახის ჩანერგვას ან გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის კვდომას და ორგანიზმიდან გამოძევებას ასახავს.

ქალის მენსტრუალურ ციკლში მკვლევარები გამოყოფენ ორ ფაზას: ფოლიკულურს (მენსტრუაციიდან ოვულაციამდე) და ლუთეინურს (ოვულაციიდან მენსტრუაციამდე). ცალკე უნდა გამოიყოს თავად მენსტრუაციისა და ოვულაციის პერიოდები, რომლებსაც რიგი თავისებურება ახასიათებს.
დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ქალის ყნოსვა მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული. ოვულაციის პერიოდში სუნები (პირველ რიგში - სექსუალური) განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება. მეცნიერები ამას ხსნიან როგორც ბუნების ერთ-ერთ ფანდს, რომლის მიზანია, სექსუალური აგზნების პიკი დაამთხვიოს პერიოდს, როდესაც ბავშვის ჩასახვის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია.
ჰორმონული პრეპარატების მიღება თრგუნავს ქალის ყნოსვით ფუნქციას - ქალი სურნელს მენსტრუალური ციკლის ფაზისგან დამოუკიდებლად, ერთნაირად ცუდად აღიქვამს. ჰორმონული ცვლილებები მენსტრუალური ციკლის დროს გავლენას ახდენს ქალის სქესობრივ აქტივობაზე. ამასთანავე, დადგენილია, რომ დაორსულების მაღალი ალბათობის (ოვულაციის) პერიოდში ქალი გარემოში ავრცელებს განსაკუთრებულ ნიშნებს - იცვამს უფრო მოხდენილად, კანი უნაზდება, მკერდი ეჭიმება. მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, აისახება თუ არა ციკლური ცვლილებები ქალის სხეულის ბუნებრივ სურნელზე. ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცებს ქალების ღამის პერანგები დააყნოსვინეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ოვულაციის პერიოდში ქალებს განსაკუთრებით სექსუალური სურნელი ასდით.

საბედო სურნელით
საზოგადოებაში გავრცელებულია შეხედულება, რომ მამაკაცები საცოლედ დედოფლური გარეგნობისა და სილამაზის ქალს ეძებენ, რათა მათი რჩეულის წინაშე ყველამ ქედი მოიხაროს. აღმოჩნდა, რომ ის, ვინც ასე ფიქრობს, ცდება. სანკტპეტერბურგელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დაოჯახებისას მამაკაცის მიზანი ჯანსაღი და ჭკვიანი შთამომავლობის ყოლაა, ამიტომ ქალის სილამაზეზე ფსონის დადება სარისკოა. და საერთოდ, ცხოვრების თანამგზავრის ძიება საჭიროა, არც მეტი, არც ნაკლები... სურნელით. მეცნიერთა აზრით, მამაკაცები უნდა უფრთხოდნენ ქალებს, რომლებიც ფერომონებიან სუნამოებს იყენებენ. მათ შესაძლოა ჰქონდეთ არაჯანსაღი გენოტიპი, მაგრამ პარფიუმერიის მეშვეობით მამაკაცის ყურადღება მიიქციონ, შედეგად კი მივიღოთ არაჯანსაღი შთამომავლობა ან უშვილობა. ფაქტია, რომ შეყვარებული მამაკაცი მხოლოდ ქალის წელისა და თეძოების თანაფარდობაზე რეაგირებს, სხვა დეტალებს მისი გონება, უბრალოდ, ვეღარ სწვდება, ამიტომ მეცნიერები მამაკაცებს სთავაზობენ ალგორითმს, რომლის მიხედვითაც ის ადვილად აირჩევს ცხოვრების თანამგზავრს. ამისთვის მან თავდაპირველად საყვარელი ქალის სილუეტი უნდა შეისწავლოს, შემდეგი კი მისი სურნელი. თუ საოცნებო ქალის ფიგურაც მოგწონთ და სუნიც, მაშასადამე, შეგიძლიათ შთამომავლობაზე იფიქროთო, ირწმუნებიან მეცნიერები.

ორსულთა ახირებანი
"ვიბანდი, ვრეცხავდი და შეუჩერებლივ ვყნოსავდი. სახლში საპონი მედო ყველგან, პერიოდულად ხელში ვიღებდი და მის სურნელს ვისუნთქავდი. ამ წუთებში ეიფორიაში ვვარდებოდი. შემეძლო, 6%-იანი საპონი 10%-იანისგან გამერჩია". ორსულის დღიურიდან ორსულობისას სუნებისადმი დამოკიდებულება იცვლება. ამ დროს ხშირად შეინიშნება მიდრეკილება ქიმიური და ტექნიკური სუნებისადმი: ზოგიერთი ორსული გიჟდება სარეცხი ფხვნილის, საპნის, წებოს სუნზე, ზოგიერთი სიამოვნებით ყნოსავს ახალ პოლიეთილენის პაკეტებს, ზოგს მეტროსა და ავტოსალონების სუნი უყვარს, ზოგიერთი კი ბენგალის შუშხუნების სუნზე ოცნებობს. სამაგიეროდ, ვერ იტანენ ჩვეულ, მათ შორის - საკუთარ და მეუღლის სურნელებს. ეს იმ ჰორმონული ძვრებით არის გამოწვეული, რომლებიც ორსულის ორგანიზმში მიმდინარეობს.

გასცემს თუ არა სურნელი ასაკს?
სამყაროს მშვენიერი ნახევარი გაჩენის დღიდან შეძლებისამებრ მალავს ასაკს. დღეს ახალგაზრდობის გახანგრძლივება შესაძლებელია პლასტიკური ოპერაციებით და დაბერების საწინააღმდეგო კრემებით, ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. კვლევამ აჩვენა, რომ ქალის ასაკს მისი სურნელი გასცემს. იაპონელ მეცნიერთა დასკვნის თანახმად, რაც უფრო ასაკოვანია ქალბატონი, მის ორგანიზმში მით უფრო მეტი ქიმიური ნივთიერება - ნონენალი გამოიყოფა. ნონენალები კანში ცხიმოვანი მჟავების დაშლისას წარმოიქმნება და აქვს სპეციფიკური უსიამოვნო სუნი. სწორედ მათ შეიძლება გასცენ ქალის ასაკი. 40 წელს გადაცილებული ქალის ორგანიზმში ნონენალების ოდენობა 20-30 წლის ასაკის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. კიდევ ერთი საინტერესო რამ აღმოაჩინა ამერიკული უნივერსიტეტის - რატჯერსის მეცნიერთა ჯგუფმა: თურმე მამაკაცებს შეუძლიათ, სუნის მიხედვით ქვეცნობიერად განსაზღვრონ ქალის ასაკი. ექსპერიმენტში 20-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები მონაწილეობდნენ. მათ შესთავაზეს განესაზღვრათ, როგორი სურნელი მიესადაგება ამა თუ იმ ასაკის ქალს. არომატებს შორის იყო ვანილის, ლავანდის, ვარდის, ხილის (ვაშლი) და ბოსტნეულის (ბროკოლი) სურნელი. თითქმის ყველა მამაკაცმა ვარდის სურნელი ხანდაზმულ ქალს მიუსადაგა, ხილის არომატი კი მათში ახალგაზრდა გოგონებთან ასოცირდებოდა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ აღმოჩნდა, რომ გრეიპფრუტის სუნს შეუძლია, მშვენიერი სქესის წარმომადგენელი მამაკაცის თვალში რამდენიმე წლით გაახალგაზრდაოს.