EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ემოციები, აზროვნება და ჩვენი ორგანიზმი 2 »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-26 01:49:18

ემოციები, აზროვნება და ჩვენი ორგანიზმი 2

უკვე არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მრავალი ფსიქოსომატური პათოლოგიის აღმოცენების საფუძველი ამ ჰორმონთა ნაკლებობაა.
- როცა ენდორფინები ორგანიზმში საკმარისი ოდენობით არის, ადამიანს აქვს მაღალი სასიცოცხლო ტონუსი, ხალისიანი განწყობილება, მტკიცე ჯანმრთელობა, ძლიერი იმუნიტეტი და სტრესის მიმართ გამძლეობა. გარდა ამ ჰორმონებისა, ემოციური ფონის რაობაზე დიდ გავლენას ახდენს ზრდის ჰორმონი, რომელსაც "ახალგაზრდობის ელექსირადაც" იხსენიებენ. სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ჩვენ ვკარგავთ ამ ფასეულ ჰორმონს. თუმცა ამ ბუნებრივ პროცესზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური ვარჯიში, საკვების ზომიერი მიღება. ნერვული და ჰორმონული ასპექტების ურთიერთშეთანხმება ვეგეტატიური სისტემის იმ ბოჭკოებით ხორციელდება, რომლებიც შინაგან ორგანოებს უკავშირდება. ნებისმიერი ორგანო ორივე სახის ინერვაციას იღებს: როგორც სიმპათიკურს, ასევე პარასიმპათიკურს, - და ამ ორგანოზე მათი გავლენა ანტაგონისტური ანუ ურთიერთსაპირისპიროა. სიმპათიკური სისტემა ადრენალინის გამოყოფას განაგებს. ამის კვალობაზე, მისი ზემოქმედება ენერგიის გამოთავისუფლებას იწვევს და სასიცოცხლო პროცესებს აჩქარებს: ხშირდება გულისცემა, იმატებს არტერიული წნევა და ტემპერატურა, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა და სხვა. პარასიმპათიკური სისტემა კი აკავებს გამააქტიურებელი ჰორმონების გამოყოფას, ის ენერგიის "შემნახველია" და პროცესების შენელებას (გულისცემის გაიშვიათებას, წნევის, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობისა და ტემპერატურის დაკლებას) იწვევს. ჯანმრთელ ორგანიზმში ამ ორ სისტემას შორის დინამიკური წონასწორობაა დაცული. სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნაწილებს შორის ბალანსი გამღიზიანებლის ხარისხსა და ინტენსივობაზეა დამოკიდებული. სუსტი უსიამოვნო სტიმულაციის დროს სიმპათიკური ნაწილი უფრო აქტიურია, სუსტი სასიამოვნო სტიმულაციის დროს - პარასიმპათიკური,  ნებისმიერი ტიპის ძლიერი სტიმულაციისას კი ორივე ნაწილი ძლიერად არის ჩართული.


- ყველამ ვიცით, რომ დადებითი ფიქრები და ემოციები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სულისა თუ ხორცის სიჯანსაღეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. სხვა საკითხია ის, რომ პოზიტიური განწყობილების შექმნა-შენარჩუნება ყოველდღიურ ყოფაში ძნელია. აუხსენით მკითხველს დადებითი ემოციების ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები და მათი გავლენა ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებზე.
- ჩვენს პირად რეალობას ჩვენი ემოციები ქმნიან. დადებითი ემოციებით ვიზიდავთ ხალხსა და მოვლენებს, უარყოფითი კი, შესაბამისად, ურთიერთობებს გვაკარგვინებს. თუ საკუთარ ცხოვრებას დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ დადებითი ემოციებით სავსენი უფრო ხალისიანად და გაბედულად ვაკეთებთ საქმეს, ვიდრე მოწყენილები. მოწყენილი ადამიანისთვის ნებისმიერ სიტუაციაში მეტისმეტი სიფრთხილეა დამახასიათებელი. ემოციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთ კოგნიტიურ ფუნქციებზე, როგორიც არის სწავლა, მეხსიერება, მსჯელობა და სხვა. როდესაც ადამიანი განსაზღვრულ სიტუაციაში განსაზღვრულ ემოციას განიცდის, ეს ემოცია მისი თანმხლები მოვლენებითურთ მეხსიერებაში ინახება. ეს მოვლენა ნეირომეცნიერებაში ემოციური მეხსიერების სახელით არის ცნობილი. გახსოვდეთ: ოდესღაც განცდილი გრძნობები არასოდეს იშლება მეხსიერებიდან და ხელსაყრელ სიტუაციებში აუცილებლად იჩენს თავს. ემოციური მეხსიერება გუნება-განწყობილების შესაბამის გადამუშავებას განაპირობებს. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ დადებითი ემოციისა და სასიამოვნო განწყობილების ფონზე აზროვნება, პრობლემის გადაწყვეტა უფრო ეფექტურია. თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოება ცხოვრების სწრაფ ტემპს ამკვიდრებს. ადამიანი ხშირად იძულებულია, ერთდროულად ბევრი რამ აკეთოს, ამასთანავე, აშინებს ბუნდოვანი მომავალი, აწუხებს ოჯახისა და გართობისთვის დროის უქონლობა. ეს ყოველივე სტრესს იწვევს. დაძლევს თუ ვერა ადამიანი სტრესს, ეს მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. აქვე უნდა ითქვას, რომ სრულიად უსტრესო ცხოვრება ადამიანს ადუნებს. ის არ გვთავაზობს დასაძლევ სირთულეებს და არც სხვა საჭიროებას, რომ დავხვეწოთ გონება და განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები, ამიტომ ყველა ადამიანმა საკუთარი მოთხოვნილებებიდან და გარესამყაროდან მომდინარე გამოწვევებს, თუნდაც დიდი ძალისხმევის ფასად, საღი თვალით უნდა შეხედოს და ყველაფერი იღონოს მათ გადასაჭრელად, რათა უფრო და უფრო მეტად განვითარდეს. ვინაიდან ცხოვრება დადებითისა და უარყოფითის, ბოროტისა და კეთილის ჭიდილია და ჩვენ ამის შეცვლა არ ძალგვიძს, უნდა ვეცადოთ, თავი მაინც არ დავუხაროთ სიძნელეებს, რადგან ეს, ნებისმიერი ასპექტით, დამანგრეველიც არის და გაუმართლებელიც. თუ ადამიანი საკუთარ თავს მეტ-ნაკლებად გააკონტროლებს და არ გამოეპარება მომენტი, როცა ემოციები მისდა უნებურად დაიწყებენ "მოქმედებას" (ეს ეხება როგორც დადებით, ასევე უარყოფით ემოციებს), ის შეეცდება და, შესაბამისად, შეძლებს ემოციების კონტროლს. ამიტომ არის, რომ ყველა ფილოსოფიური მოძღვრება ადამიანს გრძნობათა დამორჩილებას ასწავლის. თუმცა ეს მოძღვრებები იმასაც გვიქადაგებენ, უფრო ხშირად განვიცადოთ დადებითი ემოციები (ისევ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქაც ზომიერებაა საჭირო), რადგან ეს ჯანმრთელობის საფუძველია. ყველაზე ჯანმრთელი ემოციურად გაწონასწორებული ადამიანია. მინდა აღვნიშნო, რომ სიმშვიდის მოპოვების საუკეთესო საშუალება ღვთივსათნო ცხოვრებაა.