EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რუსეთმა სომხეთში „НЕБО-М” ტიპის კომპლექსები განათავსა, რომლებიც მას საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლების საშუალებას მისცემს »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-18 22:50:56

რუსეთმა სომხეთში „НЕБО-М” ტიპის კომპლექსები განათავსა, რომლებიც მას საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლების საშუალებას მისცემს

НЕБО-М

რუსეთმა, სომხეთში გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე, რადიოლოკაციური კომპლექსები „Небо-М“ განათავსა.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ «Военное обозрение»-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ კომპლექსი რუსეთს: თურქეთის, ერაყის, სირიისა და საქართველოს საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობას მისცემს.

„სომხეთში რადიოლოკაციური სისტემა „Небо-М“ აზერბაიჯანის მიერ შეძენილ ისრაელის «Green Pine»-ის ღირსეული პასუხია. ის, აგრეთვე შესძლებს თურქეთის, ერაყის, სირიისა და საქართველოს საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის გაკონტროლებას“,-აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ავტორის მტკიცებით, „Небо-М“ ყველაზე მოთხოვნადი სწორედ სამხრეთ-დასავლეთის საჰაერო მიმართულებით გახდება.

„ამ მიმართულებით შეინიშნება ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური და სტრატეგიული სადაზვერვო ავიაციის მაღალი აქტივობა. ასევე, პერსპექტივაში, გახშირდება თურქეთის ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისიტიკური რაკეტების „ილდირიმის“ ოჯახის რაკეტების წვრთნები. გარდა ამისა, საქართველოდან მომდინარე სამხედრო საშიშროებაა, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს გაერთიანებული დანაყოფის მსხვილი კონტინგენტის განთავსებას გეგმავს“,-აღნიშნავს ავტორი.

НЕБО-М

„Небо-М“ საშუალო და შორ მანძილზე ბალისიტკური ობიექტების აღმოჩენის რადიოლოკაციური სისტემაა.

2017 წლის მდგომარეობით, რუსეთის რადიოტექნიკური ჯარები 10-ზე მეტ „Небо-М“-ს ფლობენ. კომპლექსები განთავსებულია დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებში.

მონიკა დავლიანიძე

 

medianews.ge