EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ემოციები, აზროვნება და ჩვენი ორგანიზმი 3 »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-27 04:15:39

ყოველ ადამიანს საკუთარი რესურსი აქვს, სადაც თავს იყრის ყველაფერი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რისაც გვწამს და გვჯერა საკუთარი გამოცდილებისა და წარმოდგენის საფუძველზე. სწორედ ეს რესურსი ქმნის ჩვენი თვალით დანახულ სამყაროს. ის იქმნება ბავშვობიდან და მასზე დაწვრილებით აისახება ყველაფერი - ის, რისი უფლებაც გვეძლევა და ისიც, რისი უფლებაც არ გვაქვს (თუმცა კი გვსურს). მინდა ვახსენო მეოთხე საუკუნის წმინდანის, ნეტარი ავგუსტინეს "აღსარებანი", სადაც თვალნათლივ არის გადმოცემული სულიერი ცხოვრების უპირატესობა. ნეტარი ავგუსტინე მეხსიერებას სულის ერთგვარ საკუჭნაოს უწოდებს. იგი მეხსიერების ორ ფორმას გამოყოფს: ხსოვნა "წარმავალისა", რომელიც ხორციელი გრძნობებით (მზერა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება) აღქმულ საგანთა ხატებებთან არის დაკავშირებული და ხსოვნა "წარუვალისა", რომელსაც ამგვარი ხატება არ სჭირდება. "წარმავალის" ხსოვნაში შედის: 1) გრძნობებით აღქმული საგანთა ხატებები, რომლებიც სხვადასხვა გზით შემოდიან ჩვენში და მეხსიერების ინტიმურ "სენაკებში" ინახებიან, რათა მოგონებისას ხელახლა ამოტივტივდნენ სულის სიღრმეში; 2) ჩვენი უწინდელი სულიერი მდგომარეობანი - შიში, ტკივილი, სიხარული, მწუხარება, ვნება და სხვა. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ემოციებით გამოწვეულ უსიამოვნო განცდებს წმინდანი "წარმავალის" ხსოვნას მიაკუთვნებს. ადამიანის მიერ უკონტროლოდ გამომჟღავნებული ემოციები გავლენას ახდენს არა მარტო ემოციურად ლაბილურ ადამიანებზე, არამედ ჯანმრთელებზეც. უფროსების ემოციების მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას ავლენენ ბავშვები. ისინი ისრუტავენ ყველაფერს, რაც მათ გარემომცველ სამყაროში ხდება. მახსოვს, მესამე კლასში ვიყავი. მასწავლებელმა მოგვცა დავალება: მშობლებს პასუხი გაეცათ კითხვაზე "ვინ ზრდის თქვენს შვილს?" მამაჩემმა გასცა იმ დროს ჩემთვის სრულიად გაუგებარი პასუხი: "ჩემს შვილს ზრდის ოჯახის ყველა წევრი, მეზობლები, ნათესავები..." წლების შემდეგ, როდესაც გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა, მივხვდი, რომ მამაჩემის პასუხი იყო სრული სიმართლე. სამყაროს ჩვენეული ხედვა გამოცდილების შეძენის კვალდაკვალ ფორმირდება, ყველაფერი შეძენილი გამოცდილების თვალსაზრისით აღიქმება, მაგრამ ბავშვობისდროინდელი "ღობის" გარღვევა რთულია.


- უარყოფითი ემოციებისა და ფიქრების მავნე გავლენაზე რას გვეტყვით? საზოგადოდ, როგორც ნეირომეცნიერი, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
- დადებითი ემოციური ფონისა და ხალისიანი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, მოვიშოროთ უსიამოვნო ფიქრები. ეს აუცილებლად შეცვლის ცხოვრებას და, შესაბამისად, შევიცვლებით ჩვენც. მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ერის მამის, წმინდა ილია მართლის შეგონება კეთილ გულისთქმებთან (ფიქრებთან) დაკავშირებით: "რადგანაც ქვეყანაზე გულსა ადამიანისას სძრავს ხოლმე არა მარტო სიხარული და მწუხარება, არამედ სხვა ათასგვარი მიზეზიცა, ამიტომაც სამწუხარო და სასიხარულო "სიმღერას" შუა კიდევ მრავალგვარი სიმღერა და გალობაა. ამ მხრით ადამიანის გული იგივე ზღვაა, რომელიც კოვზით არ დაილევა თავის დღეში. მინამ გული სძგერს, გულივე ათასნაირს სიმთ ააჟღერებს ხოლმე ათასნაირის მიზეზითა, და რადგანაც მიზეზი გულისთქმისა ულეველი და დაუსრულებელია, თვით სიმღერას, რომელიც მარტო გულისთქმაა და სხვა არაფერი, ბოლო და დასასრული არ ექნება თავის დღეში, ვიდრე ეს დედამიწის ზურგი ატარებს და იშვნევს ადამიანსა..." აუცილებელია, ცხოვრება გავატაროთ სიყვარულის, სიხარულის განცდით, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, ხოლო ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის ნევროზი და დეპრესია, ერთიორად უფრო მნიშვნელოვანია. დეპრესია განსაკუთრებით ხშირად ემართებათ დიასახლისებს, რომლებიც ერთფეროვან ცხოვრებას ეწევიან და მთელ თავიანთ დროსა და ენერგიას საოჯახო საქმეებს ახმარენ. დასასრულ, მინდა გისურვოთ ულევი მადლი, ბარაქა, სიხარული და სიყვარული. როგორც გაბრიელ გარსია მარკესი გვასწავლის, "ადამიანები სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს"