EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რა უნდა ვიცოდეთ Wi-Fi -ს უსაფრთხო გამოყენებისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციები »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: გოჩა

თარიღი: 2017-01-31 22:45:30

რა უნდა ვიცოდეთ Wi-Fi -ს უსაფრთხო გამოყენებისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციები

Wi-Fi

Wi-Fi-ს, ანუ უკაბელო ინტერნეტს, დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც აქტიურად მოიხმარენ. თუმცა, მისი ხელმისაწვდომობისა და პოპულარობის გამო, მომხმარებლები ხშირად ჰაკერების თვადასხმის ობიექტებიც ხდებიან. ამ მხრივ, განსაკუთრებულ საფრთხეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში არსებული Wi-Fi-ს ღია ქსელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ როგორ დავიცვათ თავი კიბერკრიმინალისგან და როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ უსაფრთხოებას. შსს-ს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბროძლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი შოთა ჯანჯღავა Wi-Fi-ს მომხამრებლებს საჭირო რეკომენდაციებს სთავაზობს:

“თითოეული  ჩვენგანისთვის  სიტყვა  Wi-Fi  ასოცირდება  უსადენო ინტერნეტკავშირთან, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაციის   მიღება   და   გაცემა,    მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კავშირის   დამყარება  ა.შ.

1999 წელს Wireless Ethernet Compatibility Alliance-მა ახალი,უსადენო კავშირის სტანდარტი შეიმუშავა. მას IEEE 802.11 ეწოდა,რაც არცთუ ისე  მარტივი დასამახსოვრებელი და  წარმოსათქმელი იყო.

მომხმარებლისათვის აუციელებელი იყო ინდივიდუალური ბრენდის შეთავაზება. კომპანია  Interbrand-ის მიერ წარმოდგენილი 10 სახელიდან შეირჩა სახელწოდება Wi-Fi – მარტივად  წარმოსათქმელი   ტერმინი.

Wi-Fi-ს მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მიღების მოკლე მანძილი, რადგან იგი დამოკიდებულია მაღალი სიხშირის რადიოტალღებზე.

უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფილი მოწყობილობები დღეს აღარავის  გვიკვირს, ეს იქნება ნოუთბუქი,  სმარტფონი თუ რომელიმე სხვა პლანშეტური მოწყობილობა. უკაბელო ინტერნეტი – იგივე Wi-Fi, იმდენად   გახდა  ყოველდღიური     ცხოვრების     ნაწილი,      რომ   მის გარეშე ბარები, კაფეები, კლუბები   და  სხვა მსგავსი ობიექტები უკვე  წარმოუდგენელია. Wi-Fi-ის წყალობით, ინტერნეტი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.

როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოებრივი თავშეყრის  ადგილებში Wi-Fi-სთან წვდომა,     ძირითადად,   ღიაა, მაგრამ   სახლსა   თუ   ოფისში   საჭიროა   მისი პაროლით შეზღუდვა, რათა  სხვამ თქვენი ინტერნეტის გამოყენება ვერ შეძლოს.

იმისათვის, რომ პაროლი  საიმედო იყოს, გამოიყენება დაშიფრვის რამდენიმე ტიპი, მაგრამ მათგან მაქსიმალურად საიმედო დაცვას უზრუნველყოფს: WPA და WPA-2 ტიპის შიფრაცია. დღეისათვის რეკომედებულია  WPA/WPA2 სტანდარტი. მეტი საიმედოობისთვის, პაროლი უნდა შედგებოდეს სულ მცირე 8 სიმბოლოსაგან. ეს მაქსიმალურად უზრუნველყოფს ინტერნეტსივრცეში თქვენს  საიმედო   დაცვას   და უსაფრთხოებას.

მას შემდეგ, რაც მოაწესრიგებთ ქსელს და გამართავთ WI-FI-ს, აუცილებლად დაგჭირდებათ მასზე პაროლის დადება, რათა გარეშე პირებს არ ჰქონდეთ წვდომა თქვენს ქსელზე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უფასო WI-FI ქსელები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება: კვების ობიექტებში, სხვადასხვა დაწესებულებაში და ხშირად, განათების ბოძებზეც კი. ამ მომსახურებით  სარგებლობს ყველა, ვისაც შესაბამისი მონაცემების მქონე ტელეფონი ან პორტატული კომპიუტერი აქვს. ისინი შედიან სოციალურ ქსელებში, ამოწმებენ ელექტრონულ ფოსტას, იყენებენ ინტერნეტბანკინგს. აღნიშნული ინტერნეტაქტივობები შეიცავს პირად ინფორმაციას: პაროლებს, საბანკო მონაცემებს, პირად მიმოწერას და ა.შ. როდესაც თქვენ ღია WI-FI ქსელს უკავშირდებით და რომელიმე ვებგვერდზე ავტორიზაციას გადიხართ, ეს იგივეა, რომ იდგეთ ხალხით სავსე ოთახში და ხმამაღლა ამბობდეთ მომხმარებლის სახელსა და პაროლს. ასეთ დროს საკმაოდ დიდია შანსი, რომ სრულიად უცნობი ადამიანი ყველა იმ ქმედებას იწერდეს, რასაც ინტერნეტში ახორციელებთ.

რეკომენდაციის სახით, მინდა მოგიწოდოთ, ნუ გამოიყენებთ ღია WI-FI წერტილებს საბანკო ან სხვა პირადი ინფორმაციის გადასაცემად”,-აცხადებს ჯანჯღავა

 

 

cyber.kvira.ge