EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-03 14:22:40

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მალფუჭებადი პროდუქტების სიფრთხილით შეძენისკენ მოუწოდებს.

მათი თქმით, განსაკუთრებული სიფრთიხილეა საჭირო ხორცისა და თევზის პროდუქტების შეძენისას.

"ნაწარმი არ უნდა შეიძინონ ისეთ პირობებში, სადაც არ არის დაცული რეალიზაციის სათანადო წესები," - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, აუცილებელია მოსახლეობამ პროდუქტის შერჩევისას რამედნიმე მარტივი წესით იხელმძღვანელოს:

ხორცის შეძენის დროს მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი წითელი შეფერილობა.

ძროხისა და ცხვირს ხორცი უნდა იყოს ჟოლოსფერ-წითელი შეფერილობის, ხოლო ხბოს ხორცი ვარდისფერი.

ძროხის ცხიმი უნდა იყოს მოყვითალო შეფერილობის, ცხვრის ცხიმი კი მკრთალი ფერის.

ხორცის ზედაპირზე უნდა იყოს წარმოქმნილი "სიმშრალის ქერქი" და თითის დაჭერაზე წარმოქმნილი ფოსო სწრაფად უნდა გასწორდეს.

ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები, გარქოვანებული ნაწილები და ლორწოვანი გარსი.

თევზის შეძენის დროს გასათვალისწინებელი რჩევები: 

არ შეიძინოთ თევზი, თუ არაბუნებრივად მძაფრი სუნი და შეფერილობა აქვს, ასეთი თევზი საკვებად უვარგისია.

დააკვირდით თევზის თვალებს: ახალი თევზის თვალები, რქოვანა ამოწეული და გაჭვირვალეა, თუ თალები ჩაწეული და მღვრიეა, სურსათის ეროვნული სააგენტო ასეთი თევზის შეძენას არ გირჩევთ.

თევზის ქერცლი უნდა იყოს ბზინვარე და ოდნავ გაუფერულებული, აუცილებელია მჭიდროდ ეკვროდეს სხეულს.

თევზი არ უნდა იყოს დაფარული მღვრიე ლორწოთი.

ლაყუჩები წითელი ფერის უნდა იყოს.

თუ ლაყუჩები წამუწეული და მუქია, ასეთი თევზი ძველია.

თუ თევზის ხორცი და ძვლები ერთმანეთს ადვილად სცილდება, ასეთი თევზი არ არის ახალი.

საქართველოში, მომხმარებელთა მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის შემთხვევებს, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად იკვლევს.

2013 წლის სურსათის მონიტორინგის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა სურსათის 1400 სარეალიზაციო ობიექტში.

რეალიზაციის ვადის გასვლის საფუძველზე ამავე წელს სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ განადგურებული იქნა ხორცი და ხორცპროდუქტები - 12 975 კგ- ის ოდენობით (მათ შორის 5 ტონაზე მეტი ცხენის ხორცი).

2014 წლის სურსათის დოკუმენტური შემოწმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით, შემოწმება განხორციელდა სურსათის 2140 სარეალიზაციო ობიექტში, აქედან 617 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი.

აღნიშნულის გამო, სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდა: 4285,225 კგ. ხორცი და 2147,546 კგ. ხორცპროდუქტები