EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ეკლესიის სამრეკლოში გახსნილი სამკერვალო 10 526 ლარით დაფინანსდა »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: ქართველი

თარიღი: 2017-02-07 15:49:26

ეკლესიის სამრეკლოში გახსნილი სამკერვალო 10 526 ლარით დაფინანსდა
ეკლესიის სამრეკლოში გახსნილი სამკერვალო 10 526 ლარით დაფინანსდა

ქუთაისში, არსენ იყალთოელის სახელობის ეკლესიის სამრეკლოში გახსნილმა სამკერვალომ „აწარმოე  საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 10 526 ლარის დაფინანსება მიიღო.

პროგრამის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამკერვალო „მზიანს“ კონკურსის საფუძველზე ერთწლიანი პროექტი დაუფინანსდა.

"აღნიშნული თანხით მათ შეიძინეს სამკერვალო სალონისთვის საჭირო ძირითადი ტექნიკა-ინვენტარი", - აცხადებენ პროგრამის ადმინისტრაციაში.

სამკერვალო "მზიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მზია მახათაძის თქმით, სამრეკლოში სამკერვალოს გახსნა, იქ დასაქმებული ადამიანის გამო გადაწყვიტა. მახათაძე ამბობს, რომ სამკერვალოში ამდროისთვის სამი ადამიანია დასაქმებული, ორი მკერავი, ხოლო მესამეს კერვას ასწავლიან.

"მზიანის" დამფუძნებლის თქმით, სამკერვალოს ფუნქციონირება სამრეკლოს ხელს არ უშლის. 

"ვინც დავასაქმე იმას გავუწიე ანგარიში. ერთი აქვე ამ უბანში ცხოვრობს და ფეხით უწევს სამსახურში მოსვლა. ერთი სოფლიდან დადის. უმუშევარი ადამიანი მოვძვებნე. 10 წელიწადია უმუშევარი იყო და სიხარულით ჩამოდის, თითქმის ფეხით, სოფლიდან. ქალაქში დამატებით ტრანსპორტით მგზავრობა კი, მეტ ხარჯებს მოითხოვდა. ამ ეტაპზე არ გვქონდა იმის საშუალება, მეტი ფართი გვექირავებინა. ეს არის დამხმარე შენობა, რომელიც სამრეკლოს ფუნქციონირებაში არაფერს უშლის ხელს. სამრეკლოს აქვს თავისი შესასვლელი კარი, ასასვლელი კიბე და ორი ოთახი ეკუთვნის. ჩვენ ცალკე კარი გავქვს ", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში მზია მახათაძე.

სამკერვალო ახალგაზრდობის ქუჩაზე, ეკლესიის სამრეკლოს ქვედა ფართშია მოწყობილი. ადგილზე მყოფი პირების თქმით, მათი საქმიანობა მოძღვართან შეთანხმებულია. (ეკლესიის წინამღვარი მამა სვიმეონ (სვანიძე) გახლავთ).

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამკერვალოს ფუნქციონირებისთვის დაფინანსება მიიღეს მამა სვიმეონისა და მამა ლონგინოზის მეუღლეებმა, ფოფოდიებმა,“ - განგვიცხადეს სამკერვალოში მყოფმა პირებმა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთი მოძღვარი მამა მატათა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ თუკი ეკლესიას აქვს საშუალება და საეკლესიო ფართი რაიმე დანიშნულებით იქნება გამოყენებული, გაფორმებული უნდა იყოს ხელშეკრულება.

მზია მახათაძის თქმით, ზემოთაღნიშნულ ფართში სამკერვალოს ფუნქციონირების თაობაზე ინფორმირებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტლი მეუფე კალისტრატე. მახათაძე ამბობს, რომ სამკერვალო ერთი კვირის გახსნილია და ფართის იჯარით აღებაზე მეუფესთან ხელშეკრულების გაფორმებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

"ჯერ ახალი გახსნილი გვაქვს და ძირითადად სამღვდლო სამოსზე ვმუშაობთ. თუმცა, ვგეგმავთ გავფართოვდეთ და სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშაობთ",- განმარტავს მზია მახათაძე.

ადგილზე მყოფი პირები კი ამბობენ, რომ უკვე სამი სამოსი შეკერილი აქვთ და კვირას და სადღესასწაულო დღეეში დიდი დატვირთვით არ მუშაობენ, იკერება, როგორც სასულიერო ასევე, საერო სამოსი. მათი თქმით, სამკერვალოში მისვლა და მომსახურების მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

სამრეკლოზე განთავსებული აბრაც მიუთითებს, რომ იქ საერო და სასულიერო სამოსი იკერება.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთი მოძღვარი მამა მატათა ამბობს, რომ შენიშვნები სწორედ აბრასთან დაკავშირებით აქვთ.

"ეკლესიის წინამძღვარმა მითხრა, რომ მასაც არ მოსწონს აბრა, რომლის გადატანას ისედაც აპირებდნენ და ახლა დააჩქარებენ ამ პროცესებს," - ამბობს მამა მატათა.

 

სამკერვალოს ბანერი ქუთაისიპოსტზე 2 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის  ("ქუთაისში ტაძრის სამრეკლოში სამკერვალოა გახსნილი") შემდეგ მოხსნეს. 

ზემოთაღნიშნული სტატიის მომზადების დროს, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთმა მოძღვარმა მამა მატათამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა, რომ ეკლესიის წინამღვარს, მამა სვიმეონს შენიშვნას მისცემდნენ, სამრეკლოს ფასადზე სარეკლამო ბანერის გაკვრის გამო და მას ჩამოხსნიდნენ. 

"ეკლესიის წინამძღვარმა მითხრა, რომ მასაც არ მოსწონს აბრა, რომლის გადატანას ისედაც აპირებდნენ და ახლა დააჩქარებენ ამ პროცესებს," -  განმარტავდა მამა მატათა.

არსენ იყალთოელის სახელობის ეკლესიის წინამღვარი, მამა  სვიმეონი ამდროისთვის  გერმანიაში იმყოფება. ქუთაისიპოსტმა მასთან დაკავშირება დღესაც სცადა. თუმცა, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ტაძრის სამრეკლოზე სარეკლამო აბრა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მამა სვიმეონისა და მამა ლონგინოზის მეუღლეებმა, "აწარმოე საქართველოში" მცირე და მიკრო მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში ერთწლიანი დაფინანსება მიიღეს.  პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სამკერვალოს გახსნას ითვალისწინებდა, 10 526 ლარს შეადგენს.

სამკერვალო  "მზიანი" ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე, ეკლესიის სამრეკლოს ქვედა ფართშია მოწყობილი.

"მზიანის" დამფუძნებლის მზია მახათაძის თქმით, სამკერვალოს ფუნქციონირება სამრეკლოს ხელს არ უშლის.

"ვინც დავასაქმე იმას გავუწიე ანგარიში. ერთი აქვე ამ უბანში ცხოვრობს და ფეხით უწევს სამსახურში მოსვლა. ერთი სოფლიდან დადის. უმუშევარი ადამიანი მოვძვებნე. 10 წელიწადია უმუშევარი იყო და სიხარულით ჩამოდის, თითქმის ფეხით, სოფლიდან. ქალაქში დამატებით ტრანსპორტით მგზავრობა კი, მეტ ხარჯებს მოითხოვდა.

ამ ეტაპზე არ გვქონდა იმის საშუალება, მეტი ფართი გვექირავებინა. ეს არის დამხმარე შენობა, რომელიც სამრეკლოს ფუნქციონირებაში არაფერს უშლის ხელს. სამრეკლოს აქვს თავისი შესასვლელი კარი, ასასვლელი კიბე და ორი ოთახი ეკუთვნის. ჩვენ ცალკე კარი გავქვს ", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში მზია მახათაძე.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთი მოძღვარი მამა მატათა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ თუკი ეკლესიას აქვს საშუალება და საეკლესიო ფართი რაიმე დანიშნულებით იქნება გამოყენებული, გაფორმებული უნდა იყოს ხელშეკრულება.

მზია მახათაძის თქმით, ზემოთაღნიშნულ ფართში სამკერვალოს ფუნქციონირების თაობაზე ინფორმირებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტლი მეუფე კალისტრატე. მახათაძე ამბობს, რომ სამკერვალო ერთი კვირის გახსნილია და ფართის იჯარით აღებაზე მეუფესთან ხელშეკრულების გაფორმებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

ადგილზე მყოფი პირები კი ამბობენ, რომ უკვე სამი სამოსი შეკერილი აქვს და კვირას და სადღესასწაულო დღეეში დიდი დატვირთვით არ მუშაობენ, იკერება, როგორც სასულიერო ასევე, საერო სამოსი. მათი თქმით, სამკერვალოში მისვლა და მომსახურების მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. 

სამრეკლოზე განთავსებული სარეკლამო აბრაც მიუთითებდა, რომ იქ საერო და სასულიერო სამოსი იკერება.

kutaisipost.ge

ზოგადად რაც შეეხება მამაოებს - ან ემსახურინ ღმერთს და ხალხს ან ეკლესიას თავი დაანებონ და ბიზნეს სტრუქტურაში გადაბარგდნენ, ამის გამო მათ არავინ დაძრახავს, აი მე კი შემაჩვენებენ ამ სიტყვების გამო. დაე ღმერთმა განსაჯოს. - უშანგი