EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ინტერიერის დიზაინი - ჩემი ყველაზე დიდი ჰობი, გატაცება »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-09 17:29:07

ინტერიერის დიზაინი - ჩემი ყველაზე დიდი ჰობი, გატაცება

ყველა დიზაინი ემორჩილება მოდას, მ.შ. ინტერიერის დიზაინიც. საბედნიეროდ, ინტერიერის დიზაინის ტენდენციები გაცილებით ხანგრძლივად ნარჩუნდება, ამიტომ თანამედროვედ გაკეთებული ბინა თამამად გაგიძლებთ მომავალ რენოვაციამდე.
მოდურობა არ გულისხმობს უახლესი სტილის (ინდუსტიალური თუ მინიმალისტურის) გამოყენებას – სტილი განყენებული საკითხია და ბევრი მათგანი შეიძლება იყოს თანამედროვე: ნეობაროკოს, ამპირისა და არ-ნუვოს ჩათვლით. მოდა დეტალებშია – ფერები, ქსოვილები, მასალები, პრინტები, სილუეტები, შეხამებები… თუმცა ამავე დროს არის სტილები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალური ხდება ამა თუ იმ დროს.

 

1. ხის თბილი ფერი – ხის მონაცრისფრო ტონი თანდათან პოზიციებს უთმობს უფრო თბილ ფერს. ეს ნიშნავს, რომ ხის ფაქტურა უკვე არა ფონი, არამედ ერთგვარი აქცენტია.

Interior Design1

2. ნაცრისფერი ფერი ისევ აქტუალურია როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა ფერების მონაცრისფრო ტონების სახით. მოდური ქრომატული (არანეიტრალური) ფერები მონაცრისფრო ტონებს შეიცავს საკუთარ თავში: დამჯდარი, “დამტვრელი” ფერები წელსაც აქტუალურია.

Interior Design3

Interior Design4


ფერების ინსტიტუტმა Pantone-მაც წლის ფრად ვარდისფერი კვარცი და მშვიდი ცისფერი დაასახელა.

3. კიდევ ერთი ტრენდი ფერებზე – დაახლოებით 2 წელია აქტუალურობას არ კარგავს ხისა და ნაცრისფერის შეხამება. რაც უფრო თბილია ხის ფაქტურა, მით უფრო სასიამოვნო კონტრასტს ქმნის ნაცრისფერთან (რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ბეტონის ზედაპირის სახით).

Interior Design5

4. უხეში ფაქტურები კვლავ აქტუალურია: უხეშად დამუშავებული ხე, დაძველებული სარკე, რკინა, ბეტონი, ჯვალოს ქსოვილი, ჯუთის ხალიჩა. ამ ფაქტურების ხაზგასმაც და შერბილებაც შესანიშნავად ხერხდება კონტრასტით – დაუმუშავებელი კედლის ხავერდის ქსოვილგადაკრული დივანთან თუ ბროლის ელემენტებიან ჭაღთან, ან ბუაზერებიანი კედლის ტილოს ქსოვილის ავეჯთან დაწყვილებით.

Interior Design6

Interior Design7

5.  თვალშისაცემი ასიმეტრია სიმეტრიულ გარემოში – ეფექტი შეიძლება მიღწეულ იყოს საწოლის ან დივნის გვერდებზე განსხვავებული სანათების დადგმით. მაგალითად, ერთ მხარეს მაგიდის სანათი, მეორე მხარეს კი ჭერიდან დაშვებული მომცრო ჭაღი.

Interior Design8

Interior Design9

6. ავეჯის სილუეტი ჯიუტად იმეორებს 60-იანი წლების მოდას: რბილი ავეჯის ხის ვიწრო ფეხებზე, ასეთივე ფეხებზე შემდგარი დაბალი ბუფეტები.

7. თითბერი (ru: латунь, en: brass) ისევ აქტუალურია, მხოლოდ სადა სილუეტებით. კლასიკურ ინტერიერს განსაკუთრებულ ლაქშარი აქცენტს სძენს ავეჯი თითბერის ელემენტებით. თანამედროვე მწარმოებლები ასევე მრავლად გვთავაზობენ თითბერის ჭაღების არჩევანს.

Interior Design10

ამ მასალას ერთადერთი მინუსი აქვს – მაღალი ფასი.

8. ფიჭა – ჰექსაგონი ჯერ კიდევ ყალიბდება ტრენდად და ძალიან ლამაზი და ეფექტურია ფაქტიურად ყველა გამოვლინებაში, იქნება ეს კერამიკული ფილები, ექვსკუთხა მაგიდა თუ ტექსტილი ჰექსაგონებით.

Interior Design12

Interior Design13

9. ფეჩვორქი – ხალიჩებში კვლავაც ტრენდულია. ხალჩების დაძველება და გადაკრება ხალიჩის ღირებულებას ზრდის, ამიტომ ხშირად იყიდება ხალიჩები, რომლებზეც ფეჩვორქი დაბეჭდილია.

Interior Design14

Interior Design15

10. დაძველების ეფექტი – ისევ აქტუალურია. დიზაინერები იყენებენ დაძველების ეფექტის მქონე ხალიჩებსა, სარკეებსა და ავეჯს. ერთი შენიშვნა – ხის დაძველება უნდა შესრულდეს დახვეწილად, სპეციალისტის მიერ ხელით. ლამინატზე დაბეჭილი დაძველებული ხის ფაქტურა ცუდი ტონია – ლამინატზე ბეჭდვით ჩვეულებრივი ხის ფაქტურა თუ მეტნაკლებად მიღწევადია, ასეთი მეთოდით ‘დაძველება’ არაბუნებრივად გამოიყურება.

Interior Design16

Interior Design17

რასაკვირველია, ეს ყველა ეს ტრენდი ერთ ინტერიერში არ უნდა გამოიყენოთ – თქვენ მიერ არჩეულ სტილ(ებ)თან შესაბამისად გამოყენებული თანამედროვე აქცენტები თქვენს ინტერიერს აქტუალურობას შესძენს.