EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მიტროპოლიტი საქართველოში, რომელსაც ეპარქიაში არც სახლი აქვს და არც მდიდრული რეზიდენცია »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: Marta

თარიღი: 2017-02-15 01:50:57

მიტროპოლიტი საქართველოში, რომელსაც ეპარქიაში არც სახლი აქვს და არც მდიდრული რეზიდენცია

კალისტრატე მარგალიტაშვილი

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე მარგალიტაშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთი მიტროპოლიტია საქართველოში, რომელსაც მისდამი რწმუნებულ ეპარქიაში არც საკუთარი სახლი აქვს, არც მდიდრული რეზიდენცია და არც ძვირადღირებული ჯიპით გადაადგილდება.

 

ქუთათურებს კარგად ახსოვთ გასული ზამთარი, როცა ქუთაისში ჩამოთოვა და მიტროპოლიტი „ნივით“ დადიოდა. ის მანქანას თვითონ მართავდა. საკუთრებაში მეუფეს კიდევ ერთი მანქანა ჰყავს - „ვოლგა“ გაზ-31-10, რომელსაც ის, ძირითადად, დარში იყენებს: გელათში წირვაზე მისულ მრევლს ხშირად შეუმჩნევია „გაზ-31-10“ ტაძრის ეზოში.

 

მიტროპოლიტ კალისტრატე მარგალიტაშვილის განკარგულებაში ეპარქიის კუთვნილი კიდევ ერთი, „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ჯიპია, რომლითაც თავად მეუფე კალისტრატე იშვიათად სარგებლობს: როგორც წესი, მანქანა ეპარქიის ავტოფარეხში დგას. ავტომანქანა არც ეპარქიის თანხითაა ნაყიდი და, მით უმეტეს, არც მიტროპოლიტს შეუძენია: ის ეპარქიის ბალანსზეა და ხელისუფლებამ სხვა ეპარქიებთან ერთად, ქუთაის-გაენათის ეპარქიას 2008 წელს გადასცა.

 

მეუფე კალისტრატეს ქუთაისში არანაირი ქონება არ გააჩნია. ის სახლი, სადაც ამჟამად ცხოვრობს, საპატრიარქოს ბალანსზეა. სახლი კი საკმაოდ მოკრძალებულია. მეუფე კალისტრატე სახლში მარტოა, თუ არ ჩავთვლით ერთ მორჩილს, რომელიც მეუფესთან მისულ მოქალაქეებს პასუხობს ხოლმე, როცა თავად მიტროპოლიტი სახლში არ არის.

 

თვითონ კალისტრატე მარგალიტაშვილის საკუთრებაში მხოლოდ ერთი სახლია: მამაპაპისეული სახლი თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში.

 

მრევლი ხაზს უსვამს, რომ მიტროპოლიტი კალისტრატე ხშირად გასცემს მოწყალებას - მინიმუმ, კვირაში ორჯერ.

 

უსახლკარო გაჭირვებულები ტაძარს სწორედ ამ დღეებში აკითხავენ, რადგან იციან, რომ მოწყალების გარეშე არ დარჩებიან - ასეთთა რიცხვი, მინიმუმ, ოცდაათია.

 

KALE.jpg

KALE1.jpg

KALE3.jpg