EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გონების კარგვის დიაგნოზით შეიყვანეს »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-18 12:31:32

დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გონების კარგვის დიაგნოზით შეიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გონების კარგვის დიაგნოზით შეიყვანეს

ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე N9 საპყრობილიდან გ. ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გონების კარგვის დიაგნოზით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ზაზა ბაზარაშვილმა განაცხადა, დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წუხელ ღამით პაციენტთან მხოლოდ ადვოკატების შეშვება მოხერხდა.
„პაციენტი შემოყვანილია გონების კარგვის დიაგნოზით. მისივე გადმოცემით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდება პროტოკოლით გაწერილი ღონისძიებები. მნახველების შეშვება არ ხდება, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის გადმოყვანილი. მასთან მხოლოდ ადვოკატები შევიდნენ. როდის მოხდება მისი კლინიკიდან გაწერა, ჯერჯერობით ამაზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან რიგი ღონისძიებებია გასატარებელი. ხვალ, 12:00 საათზე გაკეთდება განცხადება და მოგაწვდით მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას“, – განაცხადა ექიმმა, ზაზა ბაზარაშვილმა.

 

kvira.ge