EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« სექსუალური დისფუნქციები ქალებში »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Natasha

თარიღი: 2017-03-03 17:07:51

სექსუალური დისფუნქციები ქალებში

სექსუალური დისფუნქციები ქალებში

სექსუალური დისფუნქციები არ ეხება მხოლოდ მამაკაცებს. ქალებშიც საკმაოდ ხშირია ორგანული თუ ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული სექსუალური პრობლემები. მათ შორის:

  • დაქვეითებული ლიბიდო;

  • დაქვეითებული ინტერესი სექსუალური ცხოვრების მიმართ;

  • აგზნების პრობლემა;

  • სექსის დროს აგზნების გაძნელება;

  • ანორგაზმია;

  • ორგაზმის გაძნელება;

  • დისპარეუნია;

  • ვაგინიზმი;

  • სექსის შიში შესაბამისი განათლების არ ქონის გამო;

  • დისკომფორტი სექსის დროს.

 

ქალების ნაწილს რამდენიმე პრობლება ერთდროულად აქვს, რის გამოც ზოგი ძალიან შეწუხებულია, რადგან ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება ქალის პირად ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე, ნაწილს კი არ აღელვებს საერთოდ.

კარგი ამბავი ამ ყველაფერში არის ის, რომ შესაძებელია დადგინდეს პრობლემის მიზეზი და მოგვარდე!

მიზეზები

არსებობს უამრავი ორგანული ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გააქროს ან დააქვეითოს ქალის სექსუალური ლტოლვა. მაგ, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ან შაქრიანი დიაბეტი, რომელთა დროსაც მცირდება საშოს სეკრეცია (ქალი «სველდება» ცუდად), რის გამოც სექსი ხდება დისკომფორტის შემქმნელი და უსიამოვნო. ჰორმონალური დისბალანსი, კერძოს ესტროგენების დონის დაქვეითება და კომბინირებულინორალური კონტრაცეპტივების მიღება აგრეთვე იწვევს საშოს სეკრეციის შემცირებას. დაბალი ტესტოსტერონის დონე კი ქალებშიც აქვეითებს ლიბიდოს.

დაქვეითებული ლიბიდოს მიზეზებად განიხილება ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღება, კერძოდ ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებისა და ანტიდეპრესანტებისა.

ენდომეტრიოზი, ინფექციები და საშილოსნოში მიმდინარე ნებისმიერი პათოლოგია შეიძლება გახდეს სექსის დროს დისკომფორტის მიზეზი და ამით ხელი შეუწყოს ანორგაზმიას.

ქალის აგზნება-ორგაზმში მნიშნელოვანი წვლილი შეაქვს ქალის ემოციურ მდომარეობას. შფოთვები, განგაში, დეპრესია და უბრალოდ ყოველდღიური სტრესიც კი ქმნის ქალისთვის სექსუალურ ცხოვრებაში პრობლემებს.

დიდ როლს თამაშობს ფსიქოსოციალური გარემო, რომელშიც გაიზარდა და ცხოვრობს ქალი, სექსუალური განათლების დონე და რელიგიური ფაქტორები.

ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სტრესული ან მედიამენტების მიღებით გამოწვეული პრობლემები, ადვილად გვარდება მიზეზის მოხსნით.

პრობლემის მოგვარება

პრობლემის მოგვარების წამყვანი გზა არის სპეციალისტისთვის მიმართვა, სადაც აუცილებელია გაირკვეს:

  • დაავადების ისტორია;

  • მედიკამენტები და ბიოდანამატები, რომელსაც პაციენტი იღებს;

  • სქესობრივი ცხოვრების ისტორია;

  • პარტნიორები.

ჩივილების მიხედვით შესაძლოა, რომ საჭირო გახდეს გინეკოლოგიური გასინჯვა, მენჯის ღრუს ექოსკოპია, ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპია, ანალიზები ინფექციებზე.

კომუნიკაცია – სექსუალურ სფეროში პრობლემის არსებობის დროს ძალიან მნიშნელოვანია პარტნიორების სიახლოვე და მთა შორის კომუნიცაიის არსებობა: ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს არსებულ დისკომფორტსა და მოთხოვნებზე. სექუსუალური სფეროს პრობლემა ყოველთვის არის წყვილის პრობლემა!!!

ექსპერიმენტი/სიახლე – რაღაც სიახლე, ურთიერთობის გამრავალფეროვნება (სექს0სათამაშოები, ახალი პოზები, სექსუალური თამაშები, მასაჟი, ყოველთვის დადებითად მოქმედებს. თუ სექსის დროს აღინიშნება დისკომფორტი, წყვილმა უნდა იპოვოს ალტერნატიული პოზა და ა.შ.

საშოს დატენიანება – საშოს სიმშრალის მოგვარება არ წარმოადგენს სირთულეს. მთავარია გაირკვეს მიზეზი და მოიხსნას. მკურნალობის პერიოდში კი საშოს დასატენიანებლად არსებობს უამრავი საშუალება, მათ შორის უამრავი ლუბრიკანტი, ჯონსონის ზეთი და ა.შ.

პროფესიონალთან ვიზიტი – თუ წყვილი დამოუკიდებლად ვერ აგვარებს პრობლემებს, ეს არ არის ტრაგედია. არსებობენ ფსიქოთერაპევტები და სექსოლოგები, რომლებიც მუშაობენ ასეთ წყვილებთან.