EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« როგორ დავადგინოთ გვისმენენ თუ არა ტელეფონზე? »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-03-14 17:33:09

როგორ დავადგინოთ გვისმენენ თუ არა ტელეფონზე?

როგორ დავადგინოთ გვისმენენ თუ არა ტელეფონზე?

ბოლო წლებია საქართველოს მოქალაქეებს აშფოთებთ საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ტელეფონები ისმინება. აღნიშნული ეჭვები რომ განაგდოთ და მშვიდად ისაუბროთ ტელეფონზე დაფიქრდით შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანი ფიგურა ხართ? ან თქვენი საიდუმლო სხვებისთვის გახდა ცნობილი, ისე რომ მის შესახებ მხოლოდ თქვენ და თანამოსაუბრემ იცოდით? ან ხომ არ გამხდარხართ ძარცვის, ან დაყაჩაღების მსხვერპლი? მაშინ არსებობს ალბათობა იმისა, რომ თქვენი საუბარი ტელეფონზე ისმინებოდეს და ამ შემთხვევაში უნდა მიჰყვეთ ინსტრუქციას, რომელიც გასწავლით ამოიცნოთ, ისმინება თუ არა თქვენი ტელეფონი.
საფეხურები
1 ფონური ხმები
მოუსმინეთ ფონურ ხმებს. თუ ტელეფონზე საუბრისას ფონად გესმით სხვა ხმები, არსებობს შესაძლებლობა, რომ გისმენდნენ და ამ ხმებს მოსასმენი აპარატურა გამოსცემდეს.
 
2 ზუზუნი
კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ თქვენი ტელეფონი ისმინება – მძაფრი ზუზუნია. იმ ფონური ხმების შემოწმება, რომლის აღქმაც ადამიანის ყურს არ ძალუძს, დაბალ სიხშირეზე დაყენებულ ხმის სენსორს შეუძლია. თუ სენსორზე ისარი შკალას წუთში რამდენჯერმე ურტყამს, გაქვთ საფუძველი იფიქროთ, რომ თქვენი ტელეფონი ისმინება.
 
3 გამოიყენეთ ტელეფონი სხვა ტექნიკასთან ახლოს
თუ ეჭვი გაქვთ, რომ გისმენენ, მიდით რადიოსთან, ან ტელევიზორთან ტელეფონზე საუბრის დროს. თუ სხვა დროს, არავითარი ხმაური არ გესმით, ფონური ხმები შეიძლება გაიგონოთ სწორედ ელექტრომოწყობილობასთან სიახლოვეს საუბრის დროს.
 
4 მოუსმინეთ ტელეფონს
მოუსმინეთ ტელეფონს მაშინ, როცა მას არ იყენებთ. ტელეფონი არ უნდა გამოსცემდეს არავითარ ხმას. თუ გესმით, წკაპუნის, ე.წ. “გუდოკის”, ან სხვა რაიმე ხმა თქვენი ტელეფონიდან, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ის ისმინება.
 
5 შეამოწმეთ ბატარეა
თუ თქვენი ტელეფონის ბატარეა ცხელდება მაშინ, როცა მას არ იყენებთ, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ის ისმინება.
 
6 ხშირად ჯდება
თუ ტელეფონის დატენვა გიწევთ ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივ, შესაძლოა თქვენ გისმენენ, და სწორედ მასზე დაყენებული მოსასმენი მოწყობილობა აჯენს ტელეფონის აკუმულატორს.
 
7 გამორთეთ
თუ ტელეფონი ზედმეტად დიდ ხანს ითიშება, ესაც მოსმენის ალბათობაზე მიუთითებს.
 
8 უცნაური მესიჯები
მოსმენის შემთხვევაში შესაძლოა უცნაური SMS-ებიც მიიღოთ აბდაუბდად დაწერილი ასოთა კომბინაციით და გაურკვეველი სიტყვებით.
 
9 უცნაური ქმედება
თუ ტელეფონი თავისით ითიშება და ირთვება, იტვირთება, ან რაიმე ფაილის ჩამოტვირთვის ნიშანს გაძლევთ, ესეც საშიშროებაზე მიუთითებს.
 
rogor.ge