EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-03-20 20:30:09

ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში

ბგერა-ბგერის-მნიშვნელობა-ვედებში

ვედებში წერია რომ არსებობს ბრაჰმანის (ყოვლისმომცველი სულის) 2 ფორმა. ერთი ფორმა ჩვენი აღქმის მიღმა იმყოფება და მიუწვდომელია ჩვენთვის. მას ეწოდება პარაბრაჰმანი, ანუ ტრანსცენდენტული რეალობის ის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ჩვენი გრძნობათა ორგანოებით და ჭკუით ვერ აღვიქვამთ.
ბრაჰმანის მეორე ფორმას ეწოდება შაბდა ბრაჰმანი (შაბდა – “ბგერა”). ვედები ამტკიცებენ, რომ ბრაჰმანი შესაძლებელია მისაწვდომი გახდეს ჩვენთვის ბგერის საშუალებით. ბგერა არა მარტო ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებაა, არამედ ხიდია ჩვენსა და უმაღლეს რეალობას შორის. მას ყველა რელიგიაში, ყველა იდეოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა უკავია. ბგერა არის საშუალება, რომლითაც ჩვენი ვიწრო ცნობიერება შეიძლება დაუკავშირდეს უზენაეს ცნობიერებას. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენები და თეორიები ბგერის მნიშვნელობის და ფუნქციის შესახებ ყველგანაა, ისე სისტემატურად და სრულყოფილად ჩამოყალიბებული, როგორც ვედებშია, არც ერთ იდეოლოგიაში არაა. თავად ვედებს შაბდა ბრაჰმანსაც უწოდებენ. თავად ვედები ამტკიცებენ რომ ბრაჰმანი ჩვენამდე მოდის ვედური ცოდნის, მანტრების საშუალებით და ამ მანტრების გამეორებისას ადამიანს შეუძლია ეს უმაღლესი ცოდნა თავის ცნობიერებაში “შეუშვას”.
 

ვედები ამბობენ რომ არსებობს ორი რეალობა. ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ხასიათდება განსხვავებით სიტყვასა და იმ ობიექტს შორის, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს. ყველა ობიექტს თავისი ბგერითი დასახელება აქვს და აღმნიშვნელი სიტყვის გარეშე ობიექტს არსებობა არ შეუძლია. ბავშვი რომ იბადება, სახელს ვარქმევთ, იმიტომ რომ სხვაგვარად გაგვიჭირდება მასთან ურთიერთობა. თუ შევქმნით რაიმე ახალ ნივთს, სახელი უნდა დავარქვათ იმისათვის რომ ღირებულება ქონდეს…

მაგრამ მატერიალურ სამყაროში ობიექტსა და ობიექტის სახელს შორის განსხვავებაცაა და ეს ამ სამყაროს ფუნდამენტალური მახასიათებელი თვისებაა. ეს სამყარო დუალისტურია. აქ ყველაფერი დაყოფილია და არსსა და დასახელებას შორის არის განსხვავება. (უფრო მარტივად რომ ავხსნა, ავიღოთ კონკრეტული ობიექტი, მაგალითად მსხალი. იმისთვის რომ ეს ობიექტი გამოვხატოთ, მას რაღაც დასახელება უნდა მივცეთ. ჩვენ ვეძახით მსხალს, მაგრამ თუ პატარა ბავშვს ვეტყვით რომ ამ ობიექტს ჰქვია “ზღმარტლი” მისთვის ეს მსხალი მთელი ცხოვრება ზღმარტლი იქნება (თუ არავინ შეუსწორა რა თქმა უნდა)).

მაგრამ არსებობს მეორე რეალობა. ის რეალობა, სადაც არ არის განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის. ამ სამყაროში სიტყვა “წყალი” მხოლოდ წყლის აღმნიშვნელი სიტყვა კი არაა, არამედ თავად წყალია.

“დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.” აქ სულიერი სამყაროს სწორედ ეს დამახასიათებელი თვისებაა გამოხატული. ანუ სიტყვა ღმერთი თავად ღმერთისგან ცალკე არსებობს და ამავე დროს სიტყვა ღმერთი თავად ღმერთია. ანუ აბსოლუტურ რეალობაში არაა განსხვავება სიტყვასა და ობიექტს შორის. ბგერა არის ობიექტი და ობიექტი არის ბგერა. სამყარო შეიქმნა ბგერებით. ღმერთმა თქვა: “იყოს სინათლე!” და იქმნა სინათლე.

დავუბრუნდეთ 2 რეალობას, რომელთაგანაც ერთი სულიერია და აბსოლუტურია, მეორე კი უხეში და მატერიალურია. მივყვეთ თანმიმდევრულად, თუ როგორ ხდება ბგერის “გაუხეშება”:

ბგერა გაუხეშებას განიცდის 4 სტადიის გავლის შედეგად. ნატიფი სულიერი სამყარო, რომელიც ბგერით (ტალღურ) ბუნებას ატარებს, გაუხეშებისას, ანუ მატერიალურ სამყაროდ გარდაქმნისას, არსით ინარჩუნებს ამ ბუნებას (კვანტური ფიზიკაც ამტკიცებს რომ ყველაფერი ტალღური ბუნებისაა). ფაქტიურად მთელი ეს სამყარო გამყარებული, გაყინული ბგერითი ტალღაა (მიაქციეთ ყურადღება თავად ქართულ სიტყვას – “სა-მყარო”) სულიერი ბუნება ძალიან ნატიფი და დინამიურია. ამ სამყაროში კი იმის გამო მოვხვდით რომ ჩვენი თავის “რეალიზაცია” მოგვინდა, როგორც ღმერთებისა, ჰოდა ღმერთმა შეგვიქმნა მატერიალური სამყარო, სადაც ვართ იმის ილუზიაში, რომ ჩვენ ვმართავთ მოვლენებს და ჩვენ ვართ ღმერთები.

იმ 4 სტადიის შესახებ, რომლებსაც გადის ბგერა გაუხეშებისას, ბიბლიაში უკვე სისტემატიზებურად და ცოდნის სახით არ წერია. ვეცდები ეს ინფორმაცია წარმოვადგინო ვედური შეხედულებებიდან გამომდინარე:

ბგერას აქვს 4 ფაზა (დონე). ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბგერას, და რაც ყურით გვესმის, მისი მხოლოდ ერთი ასპექტია. ამ ბგერას ეწოდება “ვაიკარია” (უხეში ბგერა).

მეორე, უფრო ნატიფი დონეა ფიქრები, რომლებიც ასევე გვესმის, მაგრამ შედარებით ცუდად და მხოლოდ ჩვენს ჭკუაში (თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი ფიქრებიც ესმით). ამ ვიბრაციას ეწოდება “მადჰიამა” (ფიქრები)

არის მესამე დონე, რომლის აღქმაც კიდევ უფრო რთულია. ეს არის იდეის ვიბრაცია. სანსკრიტულად ეწოდება “პაშიანტი” (ანუ ის რაც ჩანს). ამ ვიბრაციის აღწერისას ვედები ამბობენ რომ “პაშიანტის” დონეზე ბგერას გააჩნია ფერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ თუ გულისყურით მოვუსმენთ ჩვენს სიღრმეში ამ ვიბრაციას, შევძლებთ მის “დანახვას”. პირველი ეს სამი დონე ადამიანისთვის მისაწვდომია გარკვეული პრაქტიკის შედეგად. მესამე დონე, ყველაზე მაღლა დგას ამ სამს შორის და მას იდეის, თესლის, “ობრაზის” ფორმა აქვს.

ვედების მიხედვით ყველანაირი ქმნილების პროცესი ხდება ნატიფიდან უხეშის მიმართულებით. შეუძლებელია უხეში მატერიიდან წაროიქმნას ნატიფი მატერია (რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ოკეანის “ბულიონში” ცილების შეკავშირების და ევოლუციის შედეგად მივიღეთ ადამიანი). ანუ ჯერ არის იდეა და შემდეგ იდეის გან-ხორციელება.

ნატიფი იდეის ვიბრაციის დონეზე, მასში უკვე არსებობს სურვილის ენერგია. და ყველა იდეა, რომელიც ჩვენ მოგვდის თავში, სურვილის ენერგიითაა განმსჭვალული. ანუ უყველაფრის სათავე, რასაც ვაკეთებთ, ეს ფონია იდეის ვიბრაციისა, რომელსაც სურვილიც შეგვიძლია რომ ვუწოდოთ.

მაგალითად გაჩნდა სურვილი რომ ავაშენო ცათამბჯენი. მესამე ნატიფ დონეზე ეს სურვილი იღებს “ობრაზის” ანუ იდეის ფორმას. მეორე ანუ ჭკუის დონეზე ეს იდეა იშლება სქემებად, გეგმებად, ნახატებად, ვიზუალიზაციებად. ვედები ამბობენ რომ თუ პაშიანტის დონეზე სურვილის ენერგია დევს, მადჰიამას (აზრების) დონეზე კი უკვე ცოდნის ენერგიაა ჩადებული (გიანას, ანუ გაგების, ჩაწვდომის ენერგია). მესამე ეტაპზე კი ამ აზრების და იდეების განხორციელება ხდება ბეტონად, კარკასებად და ა.შ.

რაც უფრო ნათლად წარმოვიდგენ დასაწყისში რაიმეს ანუ რაც უფრო ძლიერი იქნება იდეის თესლი, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა რომ ეს იდეა განხორციელდება.

ბგერის ეს სამი დონე მისაწვდომია ადამიანისთვის და განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო ნატიფია ეს დონე. მეოთხე ანუ ყველაზე უხეშ დონეს ეწოდება “ვაიკარია” და მასში ჩადებულია შემოქმედების, რეალიზაციის ენერგია.

ჩვენი ცხოვრება ბგერების ამ სამი დონის თამაში და ტრანსმუტაციაა. ანუ თავიდან ბგერა იდეის და სურვილის დონეზეა, მერე გეგმის და სქემის დონეზე, შემდეგ კი ცხოვრებაში რეალიზაციის დონეზე. შემდეგ ჩნდება ახალი სურვილი და ა.შ. და რამდენად გვჭირდებოდა სინამდვილეში ის რაც ვინატრეთ და შემდეგ განვახორციელეთ ეს სხვა თემაა…

ახლა კი იწყება მთავარი: ვედები ამბობენ, რომ არსებობენ ბგერები, რომლებსაც პრინციპულად განსხვავებული ბუნება აქვთ მატერიალური ობიექტების აღმნიშვნელი ბგერებისგან. ეს არის ბგერები, რომლებსაც ჩვენი ცნობიერების ამაღლება შეუძლიათ მაღალ საფეხურებამდე. ამ ბგერებს სანსკრიტულად ეწოდება მანტრები. ანუ მანტრები არის განსაკუთრებული ბგერები და ვიბრაციები, რომლებშიც განსაკუთრებული ძალაა ჩადებული. მანტრას შეუძლია ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია მოახდინოს. ჩვენ ვიმყოფებით მატერიალური ბგერების ოკეანეში და ყველა მხრიდან გვბომბავენ ამ ბგერებით, რეკლამებით, რომლებიც ცდილობენ ჩვენში ჩადონ სურვილები მესამე ნატიფ დონეზე. რაც მეტია ასეთი ბგერა, მით უფრო ქაოტური ხდება ჩვენი გონება და ცნობიერება. სტრესები, სხვადასხვა ავადმყოფობა და ა.შ. დაუბალანსებელი და არაჰარმონიული ცნობიერებიდან მოდის, რადგანაც ცნობიერება “დაავადებულია” ამ მატერიალური ბგერებით. ყველა ბგერა ატარებს რაღაც ენერგიას. ეს ენერგიები ჩვენს ცნობიერებაში ბგერასთან ერთად ხვდება და აბინძურებს მას ბევრი მავნე და არასაჭირო ინფორმაციით. თავში განუწყვეტელი “შიშინი” და “ხარვეზებია” როგორც გაფუჭებულ რადიოში და ამაში ყველა დარწმუნდება თუ თავის ფიქრებს ყურს დაუგდებს.

მაგრამ ღმერთის წყალობით არსებობს განსაკუთრებული ბგერები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ცნობიერების ჰარმონიულ მდგომარეობაში მოყვანა. თუ ჩვენს ცნობიერებას რადიომიმღებს შევადარებთ, მანტრებს შეუძლიათ გარკვეულ ტალღაზე მომართონ ჩვენი რადიომიმღები, იმისთვის რომ საჭირო ინფორმაცია მივიღოთ სულიერი სამყაროდან. თუ ამ ბგერებს სისტემატიურად ვიმეორებთ, ცნობიერება თანდათან იწმინდება და შედის რეზონანსში (ჰარმონიაში) ყოფიერების მაღალ სფეროებთან.

იოგები ყველა ჩაკრას ხედავენ როგორც ვიბრირებად კვანძებს, რომლებსც თავისი ფერი და თავისი ბგერა (ვიბრაციის სიხშირე) აქვთ. ყველა ჩაკრას თავისი ფუნქცია და თავისი გავლენა აქვს ნატიფ და უხეშ სხეულზე. მაგალითად თუ ვიმეორებთ ბგერას “ლამ”, იგი შეესაბამება “მულადჰარა” ჩაკრას (ყველაზე ქვემოთა ჩაკრას). ეს ჩაკრა რეზონანსშია მიწის ელემენტთან და თუ ადამიანი ხშირად იმეორებს ამ ბგერას, ადამიანს გაუჩნდება შინაგანი საყრდენი (სიმტკიცე) გონებაში. გახდება უფრო სტაბილური და მყარი.

შემდეგ (სექსუალურ) ჩაკრას აქვს ვიბრაცია – “ვამ” (გარდა ამისა ჩაკრის თვითოეულ ფოთოლს შესაბამისი მანტრებიც გააჩნია).

მზის წნულის ჩაკრას შეესაბამება “რამ” და ამ ბგერაში არის ცეცხლის ენერგია (მზის წნული კი უპირატესად ცეცხლის ელემენტს უკავშირდება).

გულის ჩაკრის (ანაჰატა ჩაკრის) ვიბრაციაა “იამ” (სული სწორედ გულის მიდამოშია მოთავსებული)

ყელის ჩაკრას შეესაბამება “ჰამ”, მესამე თვალის ჩაკრას – “ომ” და ა.შ. ეს მაგალითები მოვიყვანე მექანიზმის ასახსნელად.

შედარებისთვის ავიღოთ მაგნიტი. ეს იგივე რკინაა, ოღონდ ჩვეულებრივი რკინისგან განსხვავებით მას გარკვეული სახით “ჰარმონიზირებული” ტალღური სტრუქტურა აქვს. და თუ ამ მოწესრიგებულ სტრუქტურას ჩვეულებრივ რკინას მივუახლოვებთ, ისიც იძენს მაგნიტის თვისებას. სწორედ ასეთი მექანიზმით მოქმედებენ მანტრები. ხდება ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია და ზედმეტი სურვილები, სხვადასხვა არასაჭირო ვიბრაცია ტოვებს ჩვენს ცნობიერებას.

ყველა ვედა და საერთოდ ყველა ბგერა მოდის პირველსაწყისი მარცვლიდან “ომ” (აუმ).

იმისათვის რომ მანტრის (ლოცვის) გამეორება ეფექტური იყოს, ადამიანმა ბგერის სამივე საწყის დონეზე სისტემატურად უნდა გაიმეოროს იგი. ზოგიერთ მანტრას ყველა შემთხვევაში აქვს ეფექტი, როგორც არ უნდა გავიმეოროთ იგი, მაგრამ ეფექტი მით უფრო ძლიერი და სუფთა იქნება, რაც უფრო ყურადღებით და კონცენტრაციით გავიმეორებთ მათ.

იმ ადამიანის ბგერას, რომელმაც ცნობიერება გაიწმინდა, გულმართალია და არამოძალადე, გაცილებით უფრო დიდი ძალა ექნება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისას. თუ ადამიანს არასოდეს არ უთქვამს ტყუილი, მისი ნებისმიერი სიტყვა რეალობა ხდება. ამაზეა დაფუძნებული დიდი ბრძენების და წმინდანების კურთხევის ან წყევლის ძალა.

ვედებში წერია, რომ კალი იუგაში ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი ცნობიერების გასუფთავებისთვის მაჰა მანტრის გამეორებაა:

“ჰარე კრშნა ჰარე კრშნა

კრშნა კრშნა ჰარე ჰარე

ჰარე რამა ჰარე რამა

რამა რამა ჰარე ჰარე.”

“ჰარე” არის წოდებითი ფორმა ღმერთის სახელისა “ჰარი”. ეს მანტრა შინაარსობრივად ძალიან ბევრ მნიშვნელობას ატარებს. ერთ-ერთია: “წაიღე ჩემი გონებიდან ყველაფერი ის ჭუჭყი, რაც არ მჭირდება!”

“კრშნა” ნიშნავს ყოვლისმიმზიდველს, ყველაზე ლამაზს…

“რამა” ნიშნავს იმას ვინც ყველას სიხარულს ანიჭებს (სიხარულის მომნიჭებელს).

ეს არის უნივერსალი მანტრა, რომელსაც არ ჭირდება ინიცირება (მრავალი სხვა მანტრისგან განსხვავებით), იძლევა ყველაზე სწრაფ ეფექტს, არ საჭიროებს მკაცრ წესებს და შეიძლება გამეორება ყველგან, ყოველთვის და გონებაშიც კი… როგორც ნარადა მუნი ამბობს ვედებში, ეს არის ყველაზე მარტივი და საუკეთესო გზა კალი იუგაში ცნობიერების გასაწმენდად და ჩვენი ცნობიერების ღმერთთან დასაკავშირებლად. ამიტომაც ქვია “მაჰა მანტრა” (მაჰა – დიდი, უდიდესი).

თუმცა ავღნიშნავ რომ ვედებში მოწოდებულია ყველა მანტრისა და ლოცვის გამეორება, რომელიც ღმერთთან გვაკავშირებს. ყველა რელიგიაშია ასეთი მანტრები და მათ გააჩნიათ ტრანსცენდენტული, არამატერიალური ბუნება. ეფექტი ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში უეჭველია. (ყველა რელიგიაში მოწოდებულია მანტრების გამეორება სულიერი მოძღვრის მითითების ქვეშ და თვითნებურად მხოლოდ საწყის სტადიაზე და თანაც ზოგიერთი მანტრის გამეორება შეიძლება).

აქვე განვმარტავ მსგავსებას და განსხვავებას მანტრასა და ლოცვას შორის. მანტრა არის ბგერითი ვიბრაცია, რომელიც სანსკრიტზეა და თავისი უნიკალური სტრუქტურის გამო სხვა ენაზე თარგმნისას ძალა აკლდება (თუმცა არ ეკარგება). თანაც მანტრების უმეტესობაში მხოლოდ ღმერთის სახელებია. მაგალითად მაჰა მანტრაში არ არის არც ერთი სიტყვა გარდა ღმერთის სახელებისა. ლოცვებში კი უკვე კონკრეტული სიტყვები ემატება, რომლებიც კონკრეტულ სურვილებს და მოწოდებებს აღნიშნავენ ღმერთისადმი. მათ თავისი გამეორების წესი აქვთ.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ბგერის მნიშვნელობას და ვიტყვი, რომ “ვედანტა სუტრაში” ანუ მთელი ვედების ნაღებში და საბოლოო არსში ერთ-ერთ ბოლო სუტრად წერია:

“ხსნა ბგერაშია! ხსნა ბგერაშია! ხსნა ბგერაშია!”

სამჯერაა გამეორებული და ეს ვედებში მიუნიშნებს ამ დებულების უტყუარ ჭეშმარიტებაზე.