EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორი გზა აშენდება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-03-23 20:46:48

როგორი გზა აშენდება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე

რიკოთი

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი, 53 კმ-სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში 90-მდე ხიდი და 40-მდე გვირაბი აშენდება.
 
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთს, სავარაუდოდ, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია ერთობლივად დააფინანსებს. სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან და პროექტზე, სავარაუდოდ, 1 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. ამჟამად დეტალურ პროექტირებაზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
 
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამშენებლო მონაკვეთი 4 სექციად არის დაყოფილი. ესენია:
 
 
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია)
ჩუმათელეთი-ხევის 11.2 კმ-იან მონაკვეთზე პროექტი ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე იგეგმება 18 ახალი ხიდის, 2 გვირაბის, მათ შორის, რიკოთს გვირაბის პარალელურის, მშენებლობა. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.
 
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი, ჩუმათელეთი-არგვეთის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთია. პროექტის ჯამური სიგრძეა  52 კილომეტრი. ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
 
 
ხევი-უბისის მონაკვეთი (II სექცია)
პროექტი ხევი-უბისის 15.5-კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 33 ახალი ხიდისა და 10 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.
 
 
უბისა-შორაპნის მონაკვეთი (III სექცია)
პროექტი უბისა-შორაპნის 11-კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 16 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.
 
 
შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი (IV სექცია)
პროექტი შორაპანი-არგვეთის 15.8-კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 18 ახალი ხიდისა და 10 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.
 
netgazeti.ge