EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« არაბი და აზიელი დაჯგუფებები ადგილობრივი მოსახლეობის სახლების შეძენას გეგმავენ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: ქართველი

თარიღი: 2017-05-05 16:40:03

არაბი და აზიელი დაჯგუფებები ადგილობრივი მოსახლეობის სახლების შეძენას გეგმავენ

სანდრო-ბრეგაძე

მომაწოდეს ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე დაბანაკებული არაბი და აზიელი დაჯგუფებები ადგილობრივი მოსახლეობის სახლების შეძენას გეგმავენ, - ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემმა მეგობარმა ლაზებმა, რომლებსაც ბიზნესი აქვთ აღმაშენებლის გამზირზე დღეს მომაწოდეს ინფორმაცია. აღმაშენებლის გამზირზე დაბანაკებული არაბი და აზიელი დაჯგუფებების შეხვედრები ინტენსიურად იმართება. ამ შეხვედრებზე ძირითადად განიხილება თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უბნის საბოლოო ოკუპაცია. როგორ უნდა შეიძინონ ადგილობრივი მოსახლეობის სახლები. სხვათაშორის შექმნილი აქვთ ურთიერთდახმარების ფონდი ,ე.წ. ობშიაკი, რომლითაც ეხმარებიან ახალჩამოსულებს მცირე ბიზნესის(მაღაზია, კაფე, ბარი) გახსნაში. ახლა რასაც გეტყვით გაგაკვირვებთ, მაგრამ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე წამოყენებული იქნა წინადადება აღმაშენებლის გამზირისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნის დაყენების შესახებ (რომელიც მათი ქვეყნების დიპლომატებს უნდა დაეყენებინათ), თუმცა ეს წინადადება თავადვე უარყვეს იმ მოტივით, რომ ჯერ ადრეა ასეთი მოთხოვნა, საჭიროა დრო რათა აღნიშნული მოთხოვნა მიღწეულ იქნას, ალბათ ბოლომდე მომძლავრებას ელოდებიან---თუ ეს ანტიქართული რეზერვაცია სასწრაფოდ არ გაუქმდა და ყველა ესენი დეპორტირებულნი არ იქნენ, მაშინ თბილისის ცენტრში საშინელებას მივიღებთ !!!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.