EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მიშო დადიანი ლექსები »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: sintetika

თარიღი: 2017-09-07 18:21:17

***
ნინი ის წლები ეხლაც აქ არის,
ის წლები ეხლაც იცდის ბავშვივით,
ბავშვი, რომელიც გაამინდებას
ფანჯრებთან ელის ხელებგაშლილი.
არ დაგვიგეგმავს ეს საესავი,
არ მოგვინიშნავს ნერგის ადგილი,
თავისით ველურ მცენარესავით
ამოდიოდა რაღაც ნამდვილი.
და გადიოდნენ უკან დღეები,
როგორც ხეები მატარებლიდან.
და ყველაფერი ერთი შეხედვით
შორია რაღაც სანატრელივით.

***
მკითხე რატომ მიზიდავს ნგრევა
შენებაზე მეტად.
მიდი, მკითხე, ნანგრევებიდან როგორ ვიზრდები 
ტყუპი ყვავილივით, ზუსტად ისეთი, როგორიც ვიყავი.
ყველაფრის თავიდან დაწყება კი არა
საკუთარი თავით თამაში მომწონს.
თორემ როგორ გინდა თავიდან დაიწყო
თუ ნამდვილი ხარ.

***
მე გიყვებოდი დღეების შესახებ.
შენ უყურებდი ქალაქს, რომელიც 
ისე იყო გაშეშებული, თითქოს ფოტოსთვის პოზირებდა. 
მე ვამბობდი, რომ ჩამწკრივებული 
დომინოს ქვებივით ეცემიან დღეები. 
შენ თქვი, რომ ქვები თავიდან დავაწყოთ, 
ოღონდ ეს არა, ახალი ქვები.

***
რაც დაიწყო ეხლაც გრძელდება,
ოღონდ ჩუმად, უსხეულოდ.
ეგრე სადაა მთავრდებოდეს, თუ არ ჩავთვლით 
მეხსიერებას. 
წარმოიდგინე, მეორე სიტყვის 
თქმას ვერ ვასწრებ,
პირველი უკვე სადღაც დროს მიაქვს,
შესაძლოა მომავალში ან წარსულში,
რომელიც გრძელდება.
მაგრამ გზააბნეული კი არა,
დროაბნეული სიტყვებიც არიან,
არსად მავალნი და შემთხვევით შეხეტებულები.
შეიძლება ეს ლექსი მათგან არის
და ვერ ვიტყვი, რომ არ გრძელდება,
რადგან ნებისმიერი ინერცია
მოძრაობას გულისხმობს.
რაც არ იჭმევა, აბა იმას სად მოეხევი,
მით უფრო, როცა ჩვენი სხეულების მუსიკა
დროსთან ერთად მოგზაურობს.