EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში + ვიდეოინსტრუქცია »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: უშანგი სიხარულიძე

თარიღი: 2017-10-15 18:17:23

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში + ვიდეოინსტრუქცია

aziuri-farosanaაზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია როგორც ქიმიური წამლობა, აგრეთვე მექანიკური მეთოდების გამოყენება. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. 

ამ პერიოდში ერთი ფაროსანასგანადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას. იხილეთ ვიდეოინსტრუქცია, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.ფაროსანა ასევე აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა, 70%-ს მიაღწიოს.

აზიური ფაროსანა გაზაფხულზე - აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან მცენარეზე სახლდება და გვიან შემოდგომამდე რჩება. მავნებელი ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით იკვებება. ფაროსანა ხორთუმის მეშვეობით ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს ხვრეტს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს და   კორპისებრ ლპობად ლაქებს წარმოქმნის. ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება. ფაროსანა სიმინდზეტაროს რძისებრ სიმწიფეში შესვლის პერიოდში გადადის.

მავნებელი გადასაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებში,ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში შედის. გამოზამთრების შემდეგ, აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში, აზიური ფაროსანა გამოდის, მცენარეებით კვებასა და კვერცხდებას იწყებს. აზიური ფაროსანა სულ 200-მდე კვერცხს დებს. 4-5 დღეში იჩეკებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან და გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად - იმაგოებად; 50-55 დღეში აღწევენ ზრდასრულ ასაკს, რომლის ზომა 12-17 მმ-ია.

როდის არის საზიანო მავნებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის?

 

მცენარით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე (აპრილის ბოლოს-მაისიდან) იწყებს და გვიან შემოდგომამდე  აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით;  ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. მავნებლი გადასაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე  ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, აღმოჩენის შემთხვევაში ფაროსანას კვერცხდების კერები მექანიკურად უნდა განადგურდეს.ქიმიური პრეპარატების გამოყენებისას აუცილებლია წესებისა და ლოდინის პერიოდის მკაცრი დაცვა.მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენებასაქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვითა და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-1ლ/ ჰექტარზე.

უსაფრთხოების რა ნორმები უნდა იქნას დაცული პესტიციდების გამოყენებისას?

 

  • პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია  დაცვის ინდივიდუალური საშუალებები - სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვებისა მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ  ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა!
  • შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში!
  • წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში!
  • არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს!

სურსათის ეროვნულ საააგენტოში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ხეხილისა და თხილის ბაღებში ინტენსიური დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე მაისიდან დაიწყოს:

  • პირველი წამლობა ტარდება ნიმფების მასიური გამოჩეკვის შემდეგ, კოლხეთის დაბლობზე - ივნისის დასაწყისში, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში - შედარებით მოგვიანებით. ინსექტიციდების შესხურება ძირითადად ტარდება თხილნარებში, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. ამავე პერიოდში ტარდება შესხურება ნაყოფისმომცემ ხეხილოვან და ბოსტნეულ კულტურებზე
  • მეორე წამლობა ზემოჩამოთვლილ კულტურებზე ტარდება ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში
  • მესამე წამლობა ტარდება თხილის მოსავლის აღების შემდეგ
  • მეოთხე წამლობა ტარდება სიმინდისა და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში
  • მეხუთე წამლობა ტარდება სიმინდის ნათესებში საჭიროების მიხედვით.

 „ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას, ამიტომ აუცილებელია მოსახლეობის ჩართვა, რომ მექანიკურად გაანადგურონ ეს მავნებელი.ფაროსანას ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, გამრავლების ძალიან სწრაფი უნარი ახასიათებს და დღეში დაახლოებით 70 კმ. შეუძლია, იფრინოს“, – ამბობს ლიპარტია.

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში?

ექსპერტების რეკომენდაციით, არსებობს მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები, რომლებსაც მოსახლეობა აქტიურად იყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, სადაც კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა მჭიდროდ თავსდება. ამ თავშესაფრებს გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით მავნებელს აგროვებენ და მექანიკურად ანადგურებენ. სახლებში შესულ ფაროსანასთან აუცილებელია მექანიკური ბრძოლა სხვადასხვა მეთოდით.მაგ: მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასევე ეფექტიანად გამოიყენება ე.წ. „მოიზიდე და მოკალის“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად კი ფაროსანა კვდება.