EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღა აღმოაჩინეს »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2017-10-17 19:07:38

ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღა აღმოაჩინეს
LIGO Scientific Collaboration
 
მეცნიერთა ჯგუფმა, საერთაშორისო პროექტ LIGO Scientific Collaboration-დან აშშ-ში მდებარე ორი დეტექტორ-ობსერვატორიის დახმარებით, ლაბორატორიულ პირობებში, 1.3 მილიარდი წლის წინ (სწორედ ამდენი დრო დასჭირდა დედამიწამდე ტალღას მოსაღწევად), რამდენიმე შავი ხვრელის შთანთქმისგან წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს.
 
გრავიტაციული ტალღების არსებობა საუკუნის წინ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. აღმოჩენა მეცნიერებმა იმ მომენტს შეადარეს, როცა გალილეომ ტელესკოპში გაიხედა. მასშტაბის უკეთ წარმოსადგენად მუნჯი კინოდან, ხმოვანზე გადასვლის მაგალითიც მოიყვანეს.
 
გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა მეცნიერებისთვის გარღვევაა. ის იძლევა კოსმოსის ახლებურად კვლევისა და მასზე გაცილებით დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.
 
"ამ მომენტამდე ჩვენ ვიყურებოდით ცაში, მაგრამ არ გვესმოდა მუსიკა", - უთხრა ჟურნალისტებს აღმოჩენის გუნდის წევრმა, ასტროფიზიკოსმა საბოლჩ მარკამ.
 
ტალღების აღმოსაჩენად მეცნიერები ცოტა ხნის წინ მოდერნიზებულ 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინსტრუმენტს, ლაზერულ ინტერფერომეტრულ გრავიტაციულ-ტალღურ ობსერვატორიას (LIGO) იყენებდნენ. მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ ეს დაახლოებით იმავე მასშტაბის მოვლენაა, რაც 2012 წელს ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის უფრო დიდია.
 
LIGO Scientific Collaboration
 
პირველად მოხდა ისტორიაში ძალიან დიდი სიზუსტით და დიდი გარანტიით ჩვენება იმისა, რომ ეს ტალღები მართლაც არსებობენ, რაც ფუნდამენტური მეცნიერებისთვის მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის აღმოჩენაა, იმიტომ რომ ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი წარმოდგენები სამყაროს აგებულების შესახებ და, კერძოდ, გრავიტაციული ველის, სამყაროს გეომეტრიული აგებულების შესახებ არის აბსოლუტურად სწორი - ის თეორია, რომელსაც ჰქვია ფარდობითობის ზოგადი თეორია და რომელიც სწორედ აინშტაინმა ჩამოაყალიბა 1915 წელს“.
 
დანადგარმა, LIGO-მ, რომელიც ამერიკაში ამუშავდა, დაიწყო მუშაობა სწორედ შარშან სექტემბერში. და უნდა ითქვას, რომ გაგვიმართლა იმ აზრით, რომ მალევე ამ დანადგარმა დააფიქსირა ეს საოცარი მოვლენა. საერთოდ, მეცნიერებს არა აქვთ ზუსტი რაოდენობრივი თეორია ამაზე, მაგრამ ორმაგი შავი ხვრელები, ანუ სისტემები, სადაც ორი შავი ხვრელი მასათა საერთო ცენტრის გარშემო ბრუნავს, არც ისე ხშირი უნდა იყოს სამყაროში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს მოვლენა, რომელსაც ჩვენ დავაკვირდით, მოხდა არა ჩვენს გალაქტიკაში, არამედ მოხდა ძალიან შორეულ გალაქტიკაში - შესაბამისად, გაგვიმართლა, რომ გვქონდა ინსტრუმენტი, რომელიც ამ მოვლენას დააკვირდებოდა სწორედ მაშინ, როდესაც ეს მოვლენა მოხდა
 
გრავიტაციული ტალღები, რომლებიც მოდის კოსმოსიდან, არანაირად არ მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე საზიანოდ. გაცილებით უფრო საზიანოა ჩვენთვის ჩვენი ტელევიზორების გამოსხივება, თუნდაც, ის გამონაბოლქვები, რომლებსაც ჩვენი მანქანები უშვებენ ჰაერში.